Batumelebi | ბათუმის ბულვარმა ისტორიული მაგნოლიის ნერგი შემოსაზღვრა [ფოტო] ბათუმის ბულვარმა ისტორიული მაგნოლიის ნერგი შემოსაზღვრა [ფოტო] – Batumelebi

ბათუმის ბულვარმა ისტორიული მაგნოლიის ნერგი შემოსაზღვრა [ფოტო]

ახალი ნერგი რომელიც ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე იზრდება, ბულვარის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების მიზნით დროებით შემოსაზღვრა მავთულბადით, რათა სკვერის კეთილმოწყობისთვის დაგეგმილი სამუშაოების წარმოებისას ახალი ნერგი არ დაზიანდეს.

ბათუმის ბულვარის ფოტო

ბათუმის ბულვარის ფოტო

ბათუმის ბულვარში ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე, რომელიც 2016 წლის ზამთარში, დიდთოვლობის დროს წაიქცა, ახალი ნერგი იზრდება. ხის წაქცევის ფაქტს მაშინ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წყაროების მიხედვით, ეს ხე იმპერატორ ალექსანდრე მესამეს დაურგავს. ცოტა ხნის წინ ხის ფესვზე ნერგი გაიზარდა.

ამავე თემაზე: ახალი ნერგი ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com