ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ექვსი დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულებს სხვადასხვა სახის მოტეხილობა აღენიშნებათ. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
Author Archives: ლელა დუმბაძე
მეთორმეტეკლასელების დაახლოებით სამი პროცენტი ქართულის გამოცდაზე ჩაიჭრა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეთორმეტეკლასელთა დაახლოებით 3 პროცენტი ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდაზე ჩაიჭრა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი წელს ატესტატს ვერ მიიღებენ. შესაბამისად, აღნიშნული პირები ვერც ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩაბარებენ. დღეს, 21 მაისს კი, მეთორმეტეკლასელები საატესტატო გამოცდას უცხო ენებში აბარებენ. სკოლებში საატესტატო გამოცდები გუშინ, 20 მაისს, დაიწყო.
გამოცდებზე რეგისტრაციისას შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ
2018 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. თბილისში განცხადებები მიიღება მინდელის ქუჩაზე N9-ში, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს აპლიკანტის ან გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – …
რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს ბათუმში
შაბათს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი: 12:00 – 14:00 საათზე პროექტი „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“, მოეწყობა მსვლელობა ქალაქში და სანახაობა საოცრებათა პარკში 12:00 -20:00 საათზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკის გამოფენა „ალი და ნინოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 – 20:00 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ანბანის კოშკის გასწვრივ გამოფენას მოაწყობს 12:00 – 20:00 …
Continue reading “რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს ბათუმში”
მიტოვებული უცხოელი ბავშვები საქართველოში
საქართველოში უცხოელი ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემის შემთხვევები იზრდება. როგორც სოციალური მუშაკი ნინო ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის ათი არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ. როგორც სოციალური მუშაკი გვეუბნება, არასრულწლოვანი ბავშვების მზრუნველობის გარეშე დატოვების სხვადასხვა მიზეზი არსებობს და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. არის შემთხვევები, როცა მშობლები საქართველოს გავლით თურქეთის რესპუბლიკაში გადადიან სამუშაოდ და ბავშვებს საქართველოში ძიძებთან ტოვებენ. …
მკვდარი თევზები ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში
ბათუმში, ცენტრალური პარკის ტბის ზედაპირზე, თევზები ტივტივებენ. თევზების ნაწილი ტბის ნაპირთან ისე ახლოსაა, რომ ადამიანები პატარა ბადეებით ტბაში შეუსვლელად იჭერენ მათ. თევზებით სავსე პარკები უჭირავთ უფროსებთან მყოფ ბავშვებსაც. „ტბაში მკვდარ თევზებსაც ვხედავთ, როგორ ფიქრობთ, საშიში არ არის აქ დაჭერილი თევზი ჯანმრთელობისთვის?“ – ვკითხეთ მამაკაცს, რომელსაც თევზებით სავსე რამდენიმე პარკი ჰქონდა. „რა ვიცი, ალბათ არა, “- …
Continue reading “მკვდარი თევზები ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში”
პარკირების წესის დარღვევის 344 შემთხვევა ბათუმში – დღის სტატისტიკა
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მონაცემებით, დღეს 18 მაისს, პარკირების წესების 344 შემთხვევა გამოვლინდა. კერძოდ, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 288, დარღვეულია დგომის მეთოდი – 5, ნიშანში დგომა – 46, ტროტუარზე დგომა – 2, იდგა ავტობუსის გაჩერებაზე – 3 შემთხვევა.
როგორი ფერის ავტობუსი უნდა მოძრაობდეს ბათუმში – მერია მოსახლეობის გამოკითხვას აპირებს
ბათუმის მერის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქალაქში 15 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა. წლის ბოლომდე კი ქალაქში 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსები, როგორც მერიაში აცხადებენ, ევრო 5 დიზელის, GPS და კონდიცირების სისტემით აღჭურვილი, ადაპტირებული და ნაწილობრივ დაბალძირიანი იქნება. როგორი ფერის უნდა იყოს ქალაქში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსი – ლურჯი, წითელი თუ ყვითელი, ამასთან დაკავშირებით, როგორც მერიაში „ბათუმელებს“ …
რატომ აღინიშნება „ოჯახის სიწმინდის დღე“ მხოლოდ თბილისში, რუსთაველზე
რატომ აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე მხოლოდ თბილისში და როგორ აღმოჩნდნენ ერთმანეთის გვერდით, საპატრიარქო და ქართული ფაშისტური დაჯგუფებები? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს ესაუბრა. ბატონო ლევან, ისე გამოვიდა, რომ „ოჯახის სიწმინდის დღეს“ მხოლოდ თბილისში აღნიშნავენ. ხომ არ აჩვენებს ეს ფაქტი, რომ ეს დღე მის მომგონებლებსაც კი არ მიაჩნია საყოველთაოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით? არავის დაუმალავს, …
Continue reading “რატომ აღინიშნება „ოჯახის სიწმინდის დღე“ მხოლოდ თბილისში, რუსთაველზე”
ქართულ სკოლებში სიახლეების დანერგვის პრობლემა გვაქვს
ლიდერობასთან და სასკოლო კულტურასთან დაკავშირებით ქართულ სკოლებში პრობლემებია. როგორც დირექტორებს, ასევე პედაგოგებს უჭირთ დაინახონ და შეაფასონ პრობლემა. დირექტორებსა და პედაგოგებს კომპეტენცია არც სიახლეების დანერგვაში ჰყოფნით. რისთვის ტარდება „სკოლების შეფასების განვითარებისთვის“ სამწლიანი კვლევა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კვლევის კოორდინატორი, ნათია ანდღულაძე საუბრობს. ნათია, როდის დაიწყო „სკოლების შეფასების განვითარებისთვის“ კვლევა და რა პრობლემა აჩვენა კვლევის პირველმა ეტაპმა? პროექტი, …
Continue reading “ქართულ სკოლებში სიახლეების დანერგვის პრობლემა გვაქვს”
უკანონოდ შესახელებულ პირებს სახელმწიფო სოციალურ დახმარებაზე უარს ვეღარ ეტყვის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომლის მიხედვითაც უკანონოდ შესახლებულ საქართველოს მოქალაქეს, უფლება არ ჰქონდა სოციალური შემწეობით ესარგებლა. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, საქართველოს …
Continue reading “უკანონოდ შესახელებულ პირებს სახელმწიფო სოციალურ დახმარებაზე უარს ვეღარ ეტყვის”
ათი მხატვრის 40 ფერწერული ტილო ბათუმისთვის
დღეს, 16 მაისს, ბათუმში სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „წელიწადის ოთხი დრო – მეგობრობის პალიტრა ბათუმი 2018“ იწყება. ფესტივალი ათ დღეს გაგრძელდება, მასში ექვსი ქართველი და ოთხი უცხოელი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გამოფენით დასრულდება. როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი გუგუშვილი, „ბათუმელებთან“ ამბობს, მხატვრები 40-მდე ფერწერულ ნამუშევარს სამხატვრო სახელოსნოში დახატავენ. აქედან ათი …
Continue reading “ათი მხატვრის 40 ფერწერული ტილო ბათუმისთვის”
რა ფინანსური ზიანი მიიღო „აიისამ“ და რას მოითხოვს ის სტრასბურგში
ქართული პრეზერვატივების ბრენდის „აიისას“ სარჩელი სააპელაციო სასამართლოში უკვე შევიდა. როგორც „აიისას“ დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, კომპანიის ზიანი ჯერ საბოლოოდ დათვლილი არ არის. „თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენ აგვეკრძალა სამი დიზაინის პროდუქციის რეალიზება, ასევე დაგვევალა ოთხი სახის დიზაინის პროდუქციის ქსელიდან ამოღება. პროდუქცია იყიდება ცალობითაც და კომპლექტურადაც. ფასების მიხედვით თუ დავიანგარიშებთ, დაახლოებით 6 ათასი ლარის ფინანსურ …
Continue reading “რა ფინანსური ზიანი მიიღო „აიისამ“ და რას მოითხოვს ის სტრასბურგში”
განათლების სამინისტროში სკოლებსა და მშობლებს შორის კონტრაქტის სამუშაო დოკუმენტი არ აქვთ
როცა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა სკოლასა და მშობელს შორის კონტრაქტის გაფორმებაზე. მინისტრმა თქვა, რომ ფსიქოლოგებთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც სკოლაში ფლაერების სახით დაარიგეს. პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ ფლაერებში მოცემულია რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. „ბათუმელებმა“ სამინისტროდან მოითხოვა სკოლასა და მშობელს შორის გასაფორმებელი კონტრაქტის სამუშაო დოკუმენტი, თუმცა სამინისტროში …
ასი ათასი ლარი კულტურული ღონისძიებებისთვის აჭარაში – კონკურსი
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მობილობის ხელშემწყობი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში რეგისტრირებულ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი 100 000 ლარია. თითოეულ ბენეფიციარზე თანხა გაიცემა საგრანტო წესით, არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში რეგისტრირებულ ფიზიკურ და ფიზიკურ პირთა ჯგუფს ან ინდივიდუალურ …
Continue reading “ასი ათასი ლარი კულტურული ღონისძიებებისთვის აჭარაში – კონკურსი”
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლიდან ორი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლიდან ორი მეშვიდეკლასელი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ბათუმელები“ სკოლის დირექტორს, ნატო გოგუაძეს ესაუბრა. დირექტორის ინფორმაციით, დაახლოებით 14:00 საათზე ერთ-ერთი გოგონა სკოლაში შეუძლოდ გახდა. „სკოლის ექთანმა ბავშვს წნევა გაუზომა, წნევა მომატებული იყო, შემდეგ კი გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება,“ – გვითხრა დირექტორმა. ნატო გოგუაძის თქმით, მეორე მოსწავლე შეუძლოდ ემოციურ ნიადაგზე გახდა. როგორც დირექტორი ამბობს, საავადმყოფოში მას …
Continue reading “ბათუმის მე-14 საჯარო სკოლიდან ორი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს”
მეთერთმეტეკლასელების საატესტატო გამოცდების განრიგი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წლის მე-11 კლასის მოსწავლეების სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი ცნობილია: გეოგრაფია – 12 ივნისი; ბიოლოგია – 13 ივნისი; ფიზიკა – 14 ივნისი; ქიმია – 15 ივნისი. 2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან …
Continue reading “მეთერთმეტეკლასელების საატესტატო გამოცდების განრიგი”
ვინ არიან და რა საფრთხეს უქმნიან ნეონაცისტები ქვეყანას – ინტერვიუ
ვინ დგას ნეონაცისტური, ნეოკონსერვატიული დაჯგუფებების უკან, რომლებიც ყველაზე აგრესიული გზავნილებით გამოირჩევიან და პოლიტიკური პროცესების დროს სისხლისღვრის მოწოდებით გამოდიან. დაჯგუფება აცხადებს, რომ ქმნის „სამოქალაქო გვარდიას“და მათი ძირითადი გზავნილები მათთვის მიუღებელი ჯგუფების განადგურება, „მათი პარპაშის დასრულება“ და შევიწროებაა. როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს სამართლებრივი რეაგირება ამ დაჯგუფებების მიმართ? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ხელმძღვანელი, …
Continue reading “ვინ არიან და რა საფრთხეს უქმნიან ნეონაცისტები ქვეყანას – ინტერვიუ”
ავარია ბათუმში – დაშავდა ორი ადამიანი
დღეს, 12 მაისს, ბათუმში „კარფურთან“, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის დაშავება გამოიწვია. __________ სალომე გერძაძის ფოტო
„ეს არის აქცია ძალადობის წინააღმდეგ და არა ნარკოტიკების პროპაგანდა“
„დღევანდელ აქციაზე ჩვენ გვინდოდა იმის თქმა, რომ პოლიციის ქმედება არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში, დაკავებაში. დღეს, 11:00 საათზე, ჩვენ შევიკრიბებით კლუბ „ბაქანში“, რომ ყველას ვაჩვენოთ, ეს არის ძალადობის საწინააღმდეგო აქცია და არა ნარკოტიკების პროპაგანდა. ცეკვით, ერთად ყოფნით ვაჩვენოთ ყველას, რომ კლუბური ცხოვრება არ არის ნარკოტიკების პროპაგანდა“ – ამბობს ზურა აბზიანიძე, ბათუმში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე. დღეს, …
Continue reading “„ეს არის აქცია ძალადობის წინააღმდეგ და არა ნარკოტიკების პროპაგანდა“”
ბათუმში პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა [ფოტო, ვიდეო]
მემედ აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობის დროს, პოლიციამ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავა. ესენი არიან მარიამ ბეჟანიშვილი, კობა სურმანიძე და გიორგი ბოლქვაძე. აქციის მონაწილეები პოლიციის მისამართით სკანდირებენ – „მოძალადეები“. „სისტემა უნდა დაინგრეს“, „სიჩუმე დანაშაულია“, – გაიძახიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. ასევე ისმის შეძახილები: „ძირს მოძალადე პოლიცია“. „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ჩანს როგორ აკავებენ აქციის მონაწილეებს: საპროტესტო აქცია „ევროპის მოედანზე“ …
Continue reading “ბათუმში პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა [ფოტო, ვიდეო]”
ბათუმში ახალგაზრდები ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ
ამ წუთებში ბათუმში, „ევროპის მოედანზე“ ახალგაზრდების საპროტესტო აქცია იმართება. ისინი გუშინ, თბილისში, ღამის კლუბ „ბასიანში“ სპეცრაზმელების შეჭრას და ახალგაზრდებზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები გმობენ, პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებს და აცხადებენ, რომ ეს ნიშნავს მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლას. „ვგმობთ გუშინდელ ფაქტს, ის რაც მოხდა „ბასიანში“ ვთვლოთ, რომ ამით გამოგვიცხადეს ბრძოლა და ომს ომით პასუხობენ ხოლმე“ …
Continue reading “ბათუმში ახალგაზრდები ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ”
პედაგოგი, რომლის სახელმძღვანელოთი შვეიცარიის სკოლებში ფიზიკას ასწავლიან
12 მაისს, აჭარის განათლების ფონდის მოწვევით, ფიზიკის მასწავლებლებისთვის მასტერკლასებს ბერნის გიმნაზიის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი ირმა მგელაძე ატარებს. ირმა მგელაძე შვეიცარიის ფიზიკის კომისიის (DPK) წევრია, მის მიერ მომზადდა და გამოიცა ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც შვეიცარიის სკოლებში ასწავლიან. „ფიზიკის სასწავლო პროგრამა ეთმობა ისეთ თემებს, რომლებიც შეიქმნა მე-17-მე-18, მე-19 საუკუნეებში, რაც წარმოადგენს სასწავლო ფიზიკის სწავლების უზარმაზარ დილემას. ბუნებრივია, …
Continue reading “პედაგოგი, რომლის სახელმძღვანელოთი შვეიცარიის სკოლებში ფიზიკას ასწავლიან”
მუსლიმი გოგონები თავსაფრით და უთავსაფროდ
„ვატარო თავსაფარი, ჩემი არჩევანია“- გვეუბნება 19 წლის მუსლიმი გოგო. საკუთარ არჩევანზე საუბრობს მეორე მუსლიმიც, რომელიც თავსაფარს არ ატარებს. „მე მჯერა რომ ღმერთს ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ“-მიაჩნია მას. 21-ე საუკუნეში საქართველოში მცხოვრები მუსლიმები გვიყვებიან რომ მათი თავისა თუ სხეულის დაფარვა ან არდაფარვა, მათი არჩევანია. ეს არჩევანი კი მათსავე რელიგიურ მრწამსს ემყარება. თავსაფრიანი გოგონების აზრით, ატარო თავსაფარი …
ბათუმის მერიამ სახალხო დამცველის რეკომენდაცია მეჩეთთან დაკავშირებით არ შეასრულა
ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა – ამის შესახებ სახალხო დამცველის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. 2018 წლის 28 მარტს სახალხო დამცველმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს რეკომენდაციით მიმართა და იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც მერიამ უარი თქვა მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. სახალხო დამცველი წერს: „მიწის ნაკვეთი, რომელზეც მუსლიმმა თემმა საკულტო ნაგებობის მშენებლობა …
Continue reading “ბათუმის მერიამ სახალხო დამცველის რეკომენდაცია მეჩეთთან დაკავშირებით არ შეასრულა”
რატომ ვერ იაზრებენ ქართველი ბავშვები წაკითხულს? – ფასილიტატორის შეფასება
PIRLS -ის წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ ქართველ მოსწავლეებში ისევ დაბალია წაკითხულის გააზრების, ანალიზისა და გამართული კითხვის მაჩვენებელი. რატომ ვერ ახერხებენ ქართველი მოსწავლეები წაკითხულის გააზრებას, რატომ არ შეუძლიათ ანალიზი და ვის მიუძღვის დიდი წვლილი ამ პრობლემაში – მასწავლებელს, მშობელს თუ განათლების სისტემას? პრობლემის შესახებ „ბათუმელები“ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ფასილიტატორ მასწავლებელსა და ტრენერს, ია კუპრაძეს …
Continue reading “რატომ ვერ იაზრებენ ქართველი ბავშვები წაკითხულს? – ფასილიტატორის შეფასება”
კონკურსი – 2018 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო
გამოცხადდა „პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი, სადაც გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული: [checklist] წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება; წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი; წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი; წლის პროფესიული განათლების სტუდენტი. [/checklist] გამარჯვებულები პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე გამოცხადდებიან, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. „გამარჯვებულები გაემგზავრებიან გერმანიაში სასწავლო ტურზე, სადაც მათი მასპინძელი იქნება გერმანული კომპანია PEM Consult-ი. გამარჯვებულები …
Continue reading “კონკურსი – 2018 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო”
ბიუჯეტიდან დახარჯული 10 ათასი ლარი და ბამბუკის სახლი ხულოში
კლარა კახაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. კლარას მეუღლე, მერაბ კახაძე, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 2015 წელს ხულოს მაშინდელმა გამგეობამ კლარას ოჯახს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სოციალური პროგრამიდან ათი ათასი ლარი გამოუყო. ამ თანხით ოჯახს ახალი საცხოვრებელი უნდა შეეძინა. თუმცა, როგორც შემდეგ …
Continue reading “ბიუჯეტიდან დახარჯული 10 ათასი ლარი და ბამბუკის სახლი ხულოში”
მეოთხეკლასელების მხოლოდ 2 პროცენტი ახერხებს წაკითხულის სრულად გააზრებას – კვლევა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევა – „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“. კვლევა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. მათ შორისაა, წიგნიერების კვლევა, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის წაკითხვა და გააზრება, ასევე ეთნიკურ უმცირესობებში აკადემიური მიღწევების საერთაშორისო შეფასებები. PIRLS -ი წიგნიერების საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ქართველ მოსწავლეებში ისევ დაბალია წაკითხულის გააზრების მაჩვენებელი. კვლევის მონაწილეები მეოთხეკლასელი მოსწავლეები …
Continue reading “მეოთხეკლასელების მხოლოდ 2 პროცენტი ახერხებს წაკითხულის სრულად გააზრებას – კვლევა”
ბათუმის საკრებულოს წევრი: მერიის ორგანიზაციები საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდიან
ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციას ვერ იღებს. ეს განცხადება მან დღეს, 7 მაისს, ჟურნალისტებთან გააკეთა. „ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“ შესყიდვების გეგმასთან დაკავშირებით, მან მოგვაწოდა ინფორმაცია კოდებით, რაზეც ჩვენ წვდომა არ გვაქვს და, ბუნებრივია, ვერ მივიღეთ ის ინფორმაცია, რაც გვაინტერესებდა. ასეთივე დაშიფრული ინფორმაცია …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს წევრი: მერიის ორგანიზაციები საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდიან”
წელს აჭარაში ტუბერკულოზის 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი არ იკლებს. წინა წლებთან შედარებით დაავადების სტატისტიკა შემცირებულია, თუმცა ბოლო წლებში დაავადებულთა მაჩვენებელი სტაბილურად 400-იდან 500-მდე მერყეობს. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის აჭარის კოორდინატორის, დიმიტრი ცეცხლაძის ინფორმაციით, 2018 წელს ტუბერკულოზის 130 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის სტაციონარულ მკურნალობას გადის 10-იდან 12 წლამდე ასაკის 5 ბავშვიც. „ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და თუ პაციენტი ბოლომდე …
Continue reading “წელს აჭარაში ტუბერკულოზის 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა”
პროფკავშირები: მუშებს კვირაში 70 საათი უწევთ მუშაობა
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს, რომლებიც მესამე დღეა შრომითი უფლებების დარღვევის გამო გაფიცულები არიან, საქართველოს პროფესიული კავშირის აჭარის გაერთიანების წარმომადგენელი ლევან გურგენიძე შეხვდა. „ჩვენ გავესაუბრეთ იქ დასაქმებულ ადამიანებს და გავარკვიეთ, რომ უხეშად ირღვევა მათი შრომითი უფლებები. პრაქტიკულად, მუშებს 70 საათი უწევთ კვირაში მუშაობა, დასვენების დღე ფაქტობრივად არ აქვთ, თვეში აქვთ მხოლოდ ორი დასვენების დღე, რაც …
Continue reading “პროფკავშირები: მუშებს კვირაში 70 საათი უწევთ მუშაობა”
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 40 მუშა გაიფიცა
მესამე დღეა საამქროს მუშები გაფიცულნი არიან, ისინი შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ კომპანია რვა საათის ნაცვლად 12 საათს ამუშავებს, თუმცა ხუთი საათის სამუშაოს უნაზღაურებს. „ბათუმელები“ გაფიცულ მუშებს ესაუბრა. „ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ვაშენებთ კოტეჯებს მუშებისთვის. გავიფიცეთ იმისთვის, რომ ჩვენი შრომითი უფლებები ირღვევა,“ – გვითხრა ერთ-ერთმა გაფიცულმა მუშამ, ედიშერ მუთიძემ. ედიშერ მუთიძე …
Continue reading “ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 40 მუშა გაიფიცა”
სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან 392 ლტოლვილი ბავშვისთვის მასწავლებლებს გადაამზადებენ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2 ათასი მასწავლებლის გადამზადებას გეგმავს. ეს პედაგოგები საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ლტოვილ ბავშვებს ქართულ სკოლებში ასწავლიან. როგორც ცენტრში გვეუბნებიან, უკვე შემუშავებულია პედაგოგების გადამზადების ტრენინგმოდული და მისი განხორციელება დაახლოებით ივნისში დაიწყება. როგორც ცენტრში გვეუბნებიან, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, რამდენი ლტოლვილი ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში. ცენტრი ვერც იმის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რა თანხებია …
აჭარაში 5 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიით გარდაიცვალა
პირველ მაისს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა მენინგოკოქცემიის დიაგნოზით. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, ბავშვი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან იყო. „როცა ცუდად გახდა ბავშვი, ის მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვი გარდაიცვალა,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. მისი თქმით, მენინგოკოქცემიის 1-2 შემთხვევა თითქმის ყოველ წელს ვლინდება და აქედან ერთი …
Continue reading “აჭარაში 5 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიით გარდაიცვალა”
ესეების კონკურსი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა – „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი“, რომელსაც „განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი“ (EARI) განახორციელებს. საკონკურსოდ წარდგენილი ესეი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: პირველი რესპუბლიკის ასწლეულის ანალიზი და შეჯამება, ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული გამოწვევების ხედვა, ნაშრომის აკადემიური სტილი, თემის …
Continue reading “ესეების კონკურსი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის”