მთავარი,სიახლეები

რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს ბათუმში

21.05.2018 • 2861
რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს ბათუმში

შაბათს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:

  • 12:00 – 14:00 საათზე პროექტი „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“, მოეწყობა მსვლელობა ქალაქში და სანახაობა საოცრებათა პარკში
  • 12:00 -20:00 საათზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკის გამოფენა „ალი და ნინოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე
  • 12:00 – 20:00 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ანბანის კოშკის გასწვრივ გამოფენას მოაწყობს
  • 12:00 – 20:00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის 1918–1921 წლების ამსახველი ფოტოგამოფენაა დაგეგმილი
  • 12:00 -20:00 საათზე დაგეგმილია ლიტერატურული პერფორმანსი – დროშები ჩქარა! ასევე, გაიმართება ლექცია და ფოტოგამოფენა 
  • 12:00 – 20:00 საათზე სანაპირო ზოლზე, შუქურას გასწვრივ, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა
  • 12:00 – 18:00 საათზე დაგეგმილია საბავშვო ღონისძიებები
  • 14:00 -დან 18:00 საათამდე – სპორტული აქტივობები
  • 17:10 საათზე გაიმართება ფლეშ მობი – ცოცხლად შესრულდება საქართველოს ჰიმნი, ქალთა კამერული გუნდის, ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის, ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლისა და კულტურის ცენტთან არსებული ქალთა და ვაჟთა ვოკალური ანსამბლებისა და სასულე ორკესტრის მიერ 
  • 15:00 საათზე შუქურასთან ფოლკლორული სცენა მოეწყობა
  • 18:00 საათზე ქართველი მომღერლებისა და მუსიკალური ჯგუფების კონცერტი: ლილე, ნერვოზი, 4 Seasons, Sound Lab, ბენდი ერთად, სოფო ხალვაში, არჩილ გოგიტიძე, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, ავთო აბესლამიძე, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ფუტკარაძე, სალომე კალანდაძე, სულხან დევაძე, ნანუკა მიქაძე

ღონისძიებების დიდი ნაწილი ანბანის კოშთან გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: