„დინამო ბათუმს“ გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის. კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელი გულშემატკივრებსა და მედიას დღეს, 18 ოქტომბერს წარუდგინა. ჭიაბრიშვილს აქამდეც არაერთ ქართულ კლუბში უმუშავია და ეროვნულ დონეზე ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი მიღწევებით. ის სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად: 2012 წელს ზესტაფონის „ზესტაფონი“ გახადა ჩემპიონი, 2018 წელს თბილისის „იბერია“ (მაშინდელი საბურთალო), ხოლო 2022 წელს თბილისის დინამო. …
Continue reading “„დინამო ბათუმის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი იქნება”