მთავარი,სიახლეები

როგორ შევიძენთ და რა ღირს ბილეთები ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში

12.04.2024 • 4411
როგორ შევიძენთ და რა ღირს ბილეთები ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გერმანიაში დაგეგმილ EURO 2024 -ზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი – https://www.uefa.com/euro2024/ticketing/

პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე.

ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:

  • პირველი კატეგორია – 200 ევრო
  • მეორე კატეგორია – 150 ევრო
  • მესამე კატეგორია – 60 ევრო
  • მეოთხე კატეგორია – 30 ევრო

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.

სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ“.

როგორც უკვე გარკვეულია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს.

პირველი თამაში საქართველოს ნაკრებს 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ ექნება, ხოლო შემდეგ თამაშებს 22 და 26 ივნისს გამართავს ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 22 ივნისს, ჰამბურგში ითამაშებს, ხოლო დასკვნით მატჩს, 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

______________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: