პროგნოზი: სამშაბათიდან ბათუმში მოსალოდნელია წვიმა

სამშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან, ბათუმში გაწვიმდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში სანაპირო ზოლში იწვიმებს, მთაში – ითოვებს. ძლიერი წვიმა პარასკევს, 22 დეკემბერს იქნება. აჭარის გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, სანაპირო ზოლში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით 10 -15 გრადუსი იქნება, ღამით 3- 8 გრადუსი სითბო. მთაში დღისით 3-8 გრადუსი სითბო იქნება, ღამით 0 …

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 2 549 330 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების 80 პროცენტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. შესაბამის შესყიდვაზე ტენდერი კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ობსერვატორიის რეაბილიტაცია სხვადასხვა სამუშაოებს გულისხმობს, მათ შორის, დიდი ტელესკოპის AZT-11-ის სამსართულიანი ტერასული შენობის გადაგეგმარებას. რეაბილიტაციის შემდეგ, ობსერვატორიის პირველ სართულზე განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო სივრცითა და ვირტუალური ლაბორატორიით. აქვე მოეწყობა მცირე კაფე …

ენმ: აჭარის მთავრობა სარესტორნო ხარჯებს მალავს

„აჭარის მთავრობა მალავს ინფორმაციას სარესტორნო ხარჯების შესახებ,“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძროაბის“ წევრი, ლაშა ადამია. მან დღეს ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ აჭარის მთავრობის აპარატმა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა ბიუჯეტის ხარჯზე გამართული სადილების და ვახშმების შესახებ. „ჩვენ გამოვითხოვეთ ყველა სამართლებრივი აქტი იმისთვის, რომ გაგვეგო, ვისთვის გაიმართა ეს შეხვედრები, რა მიზანი ჰქონდა კონკრეტულ ვახშამს. მოგვაწოდეს …

ნარკოდანაშაულზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციომ გამამტყუნებლით შეცვალა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. 2017 წლის მაისში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ თურქეთის მოქალაქე ასიმ ემანეთი გაამართლა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ბრალდებულის პირად  ჩხრეკას თარჯიმანი არ ესწრებოდა. ასიმ ემანეთს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა. პროკურატურის ვერსიით, იგი ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს …

ადვოკატი: ბათუმის სასამართლოში ჩემი მტკიცებულებები გააქრეს

მოქალაქე ირაკლი ზაქარიაძე ამბობს, რომ მის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები საქმეში აღარ არსებობს. მას ოჯახში ძალადობას ედავება პროკურატურა. ირაკლი ზაქარიაძე ადვოკატია, მაგრამ ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს. „მოსამართლე ირაკლი შავაძეს გასული წლის ზაფხულში გამართულ ერთ-ერთ პროცესზე მე და ჩემმა ადვოკატმა გადავეცით მტკიცებულებები და შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ მისი დასაშვებობა განხილულიყო. შემდეგ სხდომაზე ირაკლი შავაძეს …

ქობულეთში გაუჩინარებული ბიჭის ფოტოებს ოჯახი ქუჩებში ავრცელებს

ქობულეთში, სოფელ დაგვაში გაუჩინარებულ 18 წლის გოგი დოლიძეს ეძებენ. მე-11 კლასელი ბიჭი 7 დეკემბრის მერე აღარ უნახავთ. დღეს დილიდან ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა ინფორმაცია და ფოტოსურათი გაუჩინარებული ბიჭის ძებნის შესახებ. გაუჩინარებული გოგი დოლიძის და, თეონა დოლიძე ამბობს, რომ ინფორმაცია ძებნის შესახებ ბათუმის გარდა თბილისში, ქუთაისსა და ლანჩხუთში ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაავრცელეს. „რამდენიმე პირი დაგვიკავშირდა და …

ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსაცდელი დაშლილია

ჭავჭავაძის ქუჩაზე, არქეოლოგიური მუზეუმის წინ, მოსაცდელი დაშლილია. თვითმხილველების თქმით, მოსაცდელს ავტომანქანა დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაცია მოსაცდელის დაზიანების შესახებ პოლიციაში არ შესულა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოსაცდელი ჭავაჭავაძის ქუჩაზე კომპანია „ალმას“ ეკუთვნის და ის დაზიანებულ მოსაცდელს შეაკეთებს.

რას სთავაზობს სახელმწიფო მესაკუთრეს, რომლის ისტორიული სახლი ინგრევა

ილია ევანის ოჯახი ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ისტორიულ სახლში ცხოვრობს. ილია ამბობს, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და სახურავი თუ არ გამოიცვალა, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი ზამთარს ვეღარ გაუძლებს. გენერალ უშაკოვის ყოფილ აგარაკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2016 წელს მიენიჭა. სახურავის გამოცვლაზე ილია ევანს უარი უთხრა ქობულეთის მერიამ რესურსების სიმცირის გამო. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამები არ …

ვერ ირბინეს – პატრულის 38 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს

პირველი იანვრიდან 21 ნოემბრამდე საპატრულო პოლიციდან 38 თანამშრომელი დაითხოვეს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადების კურსი ვერ გაიარეს. პატრულის თანამშრომლები თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს აბარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის გადამზადების კურსი სულ პატრულის 476-მა თანამშრომელმა გაიარა. 38-დან 27 თანამშრომელი კონკრეტულად ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობის გამო [სირბილი100 მეტრსა და 1000 მეტრზე] დაითხოვეს. სამსახურიდან …

23 წლით პატიმრობა – სასჯელი 10 წლის ბავშვთან სექსუალური კონტაქტის გამო

23 წლით პატიმრობა სასამართლომ პ.ფ.-ს მიუსაჯა. მას გამოძიება სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენას ედავებოდა იმ პირის მიმართ, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია. საქმე თავდაპირველად ზესტაფონის სასამართლომ განიხილა, შემდეგ კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. პედოფილიაში მსჯავრდებულმა პირმა უზენაეს სასამართლოსაც მიმართა იმ არგუმენტით, რომ მას მხოლოდ არასრუწლოვანი, 10 წლის გოგო სდებდა ბრალს, რომლის ჩვენება არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. …

ამერიკის საელჩო აჭარაში ორ სკოლას რეაბილიტაციას ჩაუტარებს

ამერიკის საელჩო საქართველოში აჭარის რეგიონში ორ სკოლას ჩაუტარებს რეაბილიტაციას – ქობულეთში, სოფელ ზედა კვირიკეში და ქედაში, სოფელ ძენწმანში. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა და აშშ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენელმა, მაიორმა კვენტინ დოლიმ, მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში აშშ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის  სამსახური იღებს ვალდებულებას, ქვეკონტრაქტორების მეშვეობით …

„თურმე მართვის მოწმობა შეუჩერებიათ“ – მოქალაქე პატრულს სასამართლოში უჩივის

დავით ს. ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც საპატრულო პოლიციას სასამართლოში ედავება. დავის საგანი საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი 500-ლარიანი ჯარიმაა. პატრულმა დათო მას შემდეგ დააჯარიმა, როცა აღმოაჩინა, რომ მძღოლს მართვის მოწმობის უფლება შეჩერებული ჰქონდა, თუმცა დავით ს.-მ ამის შესახებ არაფერი იცოდა. „თავდაპირველად ივლისში დამაჯარიმა საპატრულომ პარკირებაზე, მანქანის არასწორი გაჩერებისთვის. ჯარიმა 10 ლარი იყო და ვიცოდი, რომ …

ბათუმმა ქობულეთს ნაძვის ხე ათხოვა

ბათუმის მუნიციპალიტეტმა ქობულეთს ნაძვის ხე ათხოვა. ქობულეთის მერია ნათხოვარ ნაძვის ხეს მერიის წინ მდებარე მოედანზე დადგამს. ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქობულეთის მერიამ მიმართა თხოვნით და იგი დაკმაყოფილდა. ბათუმის მერიამ ქობულეთს ის ნაძვის ხე გადასცა დროებითი სარგებლობის უფლებით, რომელიც გასულ წელს ორბელიანის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის სკვერში იდგა. რატომ დასჭირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტს ნაძვის ხის თხოვება? …

ბათუმში ორი ნაძვის ხე დაიდგმება

6 მაისის პარკთან ნაძვის ხეს დგამენ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალეკო თევზაძე ამბობს, რომ ნაძვის ხის მორთვა რამდენიმე დღეში დასრულდება. მისი თქმით, ნაძვის ხის დადგმა 6 მაისის პარკთან ფინანსურ დანახარჯებს არ გამოიწვევს და ამას სააგენტო თავისი ძალებით აკეთებს. ნაძვის ხის მორთვა უკვე დასრულდა ბათუმის ევროპის მოედანზე. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხე ორბელიანის ქუჩაზე, …

ენერგო-პრო ჯორჯიამ მელიქიშვილზე ტროტუარი ამოყარა და აღარ შეაკეთა – მერიის პასუხი

მელიქიშვილის ქუჩის ტროტუარზე გავლა შეუძლებელია. მოსკოვის ქუჩიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე ტროტუარზე ფილების და მიწის გროვაა, დგას წყალიც. მოსახლეობის თქმით, ტროტუარზე მილები დაახლოებით სამი კვირის წინ ჩაყარეს, რის შემდეგ ტროტუარი ამოყრილი დატოვეს და აღარავინ გამოჩენილა. მელიქიშვილის ქუჩაზე ამოყრილი ტროტუარის მიტოვებას ადასტურებენ ბათუმის მერიაში. მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ ელექტროსადენების გასაყვანად ტროტუარი 23 ნოემბერს უნებართვოდ გათხარა „ენერგო-პრო …

ქობულეთის პოლიციის უფროსმა გადადგომაზე პატაკი დაწერა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთის პოლიციის უფროსი ზაზა გურჩიანი თანამდებობას ტოვებს. პატაკი თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ დაწერა. ეს, სავარაუდოდ, ქობულეთში, 25 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას უკავშირდება. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის, მათ შორის ასაფეთქებელი მოწობილობების ამოღების …

ირენე ესპანეთიდან, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტში სწავლობს

ირენე სანც სეპერო ესპანეთიდან საქართველოში სექტემბერში ჩამოვიდა. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მენეჯმენტის მაგისტრატურაზე სწავლობს. ამბობს, რომ საქართველოს შესახებ მაშინ გაიგო პირველად, როცა ერასმუს პლუსის პროგრამაში გაცვლითი კურსისთვის რომელიმე ქვეყანა უნდა შეერჩია. ჩამონათვალში ერთ-ერთი ქვეყანა საქართველო იყო. „მე შევარჩიე საქართველო“ „ესპანეთში გავიარე ბაკალავრიატი ფიზიკურ განათლებაში. საქართველოში ჩამოსვლამდე ვმუშაობდი სხვადასხვა სპორტულ კლუბში მწვრთნელად, ასევე პირად ტრენერად. …

რა შეცვალა ბათუმის მერიამ შშმ პირებისთვის მრჩევლის დანიშვნის შემდეგ

2015 წლის აპრილიდან ბათუმის მერს ცალკე მრჩეველი ჰყავს შშმ პირების დაცვის საკითხებში. „ბათუმელები“ შორენა მამულაძეს ესაუბრა, რომელიც 2015 წლიდან ამ პოზიციაზე მუშაობს. შორენა მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა საზოგადოების ცნობიერებაა და არა იმ პირების გადაწყვეტილებები,  რომლებსაც ის რჩევებს აძლევს. 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების დაცვის საერთაშორისო დღეა. ქალბატონო შორენა, რა აჩვენა ამ ორმა წელმა თქვენთვის, რისთვის დასჭირდა მერს …

ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების შესაძენად 15 მილიონი დაიხარჯება

სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების შეძენას გაამრტივებული შესყიდვის წესით აპირებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 850 000 ლარია. სააგენტო აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხეს აღმოსავლეთ საქართველოშიც ხედავს. გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ასე ასაბუთებს: „მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში განახორციელა მასშტაბური ღონისძიებები საშიში ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ. დამუშავდა 120,000 ჰა ფართობი თხილის, …

ყალბი ფულის გასაღებაზე ორი პირი დააკავეს

ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების გასაღებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა იმერეთის რეგიონში გაასაღეს ყალბი ფული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ყალბი ფულის დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს ელით თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე …

კურორტი „გოდერძი“ 60 ათას ლარად თოვლმავლის დაქირავებას აპირებს

კურორტი „გოდერძი“ 60 ათას ლარად თოვლმავალის დაქირავებას აპირებს. სახელმწიფო შესყიდვა თოვლმავალზე კურორტის ადმინისტრაციამ პირველ დეკემბერს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სპეციალური დანიშნულების თოვლმავალი დამკვეთის მიერ მითითებულ დღეებში მოსახლეობას მოემსახურება. თოვლმავალში 12 მგზავრის ადგილი უნდა იყოს. თოვლმავალის გამოყენებას კურორტი „გოდერძი“ აპირებს ზანკა-გოდერძის უღელტეხილზე უტყუსუბნის მიმართულებით დამსვენებლების გადასაყვანად. თოვლმავალის რეისების სავარაუდო რაოდენობა 240-ია.

დეპუტატი მოსწავლეებს თავდაცვისთვის საბრძოლო ხელოვნების სწავლას სთავაზობს

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თბილისში მოსწავლეების ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა. დეპუტატი მოსწავლეებს მოძალადეებისგან თავის დასაცავად თავდაცვითი-საბრძოლო სპეციალური ხელოვნების შესწავლას სთავაზობს. ლადო მგალობლიშვილი უმაღლეს საბჭოში განათლების, კულტურის და სპორტის კომისიის თავმჯდომარეა. „იმისთვის, რომ სკოლა გაცილებით უსაფრთხო იყოს და მოსწავლეებს გააჩნდეს ელემენტარული თავდაცვის უნარ-ჩვევები მოძალადეებისგან თავის დასაცავად, მომავალი წლიდან ბათუმის რამდენიმე სკოლაში საპილოტედ …

რატომ ვერ იმუშავა აუდიო გიდებმა ბათუმის მუზეუმებში

აუდიო გიდები სხვადასხვა ენაზე ბათუმის მუზეუმებისთვის – ეს მოთხოვნა უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურის და სპორტის კომისიამ ჩაწერა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებში. კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ ეს მხოლოდ შეთავაზებაა მთავრობისთვის და კონკრეტულად ჯერ არ იცის, რომელ მუზეუმს სჭირდება აუდიო გიდის სერვისი, ან რა დაჯდება ეს. ბათუმში აუდიო გიდების სერვისი ქართულ და უცხო ენებზე …

რომელი პარტიები მიიღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან – ცესკოს მონაცემები

ცესკომ იმ პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. ბიუჯეტიდან 18 პოლიტიკური პარტია დაფინანსდება და ამისთვის წლის განმავლობაში, ჯამში, 8 მილიონ 939 157 ლარი დაიხარჯება. დაფინანსებას ბიუჯეტიდან ის პოლიტიკური პარტიები იღებენ, რომლებმაც წინა საპარლამენტო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3 %-იანი ბარიერი გადალახეს. ასევე ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ბარიერგადალახული პოლიტიკური …

მთავრობა ფაროსანასთან საბრძოლველად ტექნიკას ყიდულობს – ვის შეხვდება აპარატები

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაროსანას საწინააღმდეგო 1 135 ერთეული აპარატის შეძენას მომავალი წლის ბიუჯეტიდან გეგმავს. შესაძლოა, ეს ციფრი გაიზარდოს, რადგან აჭარის უმაღლესმა საბჭომ შენიშვნებში ჩაწერა, რომ საჭიროა 2 500 ცალი. „გუშინ მივიღეთ უმაღლესი საბჭოს შენიშვნები. განვიხილავთ ამ წინადადებას და არაა გამორიცხული, რომ უფრო მეტი აპარატი შევიძინოთ, ვიდრე ეს ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში იყო გათვალისწინებული,“ – …

გზების დეპარტამენტი ექსპროპრიაციაზე: ყველა სახლი ინდივიდუალურად ფასდება

აჭარის მთავრობა მოქალაქე მირანდა ნაკაშიძეს გამოეხმაურა, რომელიც ამ დრომდე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვს. ავტობანის მშენებლობის გამო მისი საცხოვრებელი სახლი მახინჯაურში აღებაშია. მოქალაქე მიიჩნევს, რომ მას შეუსაბამოდ დაბალ ფასს უხდიან. აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მირანდა ნაკაშიძე ზურაბ პატარაძეს არაერთხელ შეხვდა და კომპენსაციის გაცემა აჭარის მთავრობის უფლებამოსილება არ არის. პრესსამსახურის თქმით, უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ …

2006 წლის პირველ აპრილამდე აღებულ მართვის მოწმობებს იანვარში ვადა გასდის

2018 წლის პირველი იანვრიდან მოქმედების ვადა ეწურება იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც 2006 წლის პირველ აპრილამდეა გაცემული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების საგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის შეცვლას  გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებთ. სავალდებულო მოთხოვნაა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა). ახალი მოწმობის აღების, ან შეცვლის შემთხვევაში, დღეს არსებული ღირებულება – 15 ლარი, უცვლელი დარჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს …

რა გადაწყვიტა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის საქმეზე“

საკონსტიტუციო სასამართლომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღემდე, როცა რომელიმე კომპანიას ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა დაეკისრებოდა სასამართლოს მიერ, მას მხოლოდ კანონით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადა ჰქონდა თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე შესატანად. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვადა გონივრული არ არის და საერთო სასამართლოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ ზარალის …

მოქალაქე, ვისი სახლიც აღებაშია: კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს

მთავრობის სახლთან მჯდომარე აქციით მირანდა ნაკაშიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. ავტობანის მშენებლობის გამო მახინჯაურში მისი საცხოვრებელი სახლი აღებაში მოყვა და კვადრატულ მეტრში 200 ამერიკული დოლარი შესთავაზეს. მოქალაქის თქმით, მის მეზობლებს გაცილებით მაღალი ფასი გადაუხადეს, დაახლოებით 700 დოლარი. „კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს… მე აქედან არსად წავალ, ვიდრე ზურაბ პატარაძეს არ შევხდები. არ ვითხოვ ქალაქს …

აჭარის მთავრობა მუნიციპალიტეტებს დაფინანსებას 23 მილიონით უმცირებს

აჭარის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი თანხის ანუ ტრანსფერის მოცულობა 23 მილიონით მცირდება. 2017 წელს ჯამში აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტს აჭარის ბიუჯეტიდან 71 მილიონ 208 ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი, მომავალ წელს კი, მუნიციპალიტეტებისთვის სულ 48 მილიონის გადაცემა იგეგმება. ყველაზე მეტი თანხა ბათუმსa და ქობულეთს დააკლდება. ბათუმისთვის გამოყოფილი ტრანსფერის ოდენობა 35 მილიონიდან 25-მდე მცირდება, ქობულეთი …

რატომ შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული საზოგადოებრივი სიკეთე

„წიაღისეული ეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს, ეს საზოგადოებრივი სიკეთეა… როგორ შეიძლება საზოგადოებრივი სიკეთე ეკუთვნოდეს ხალხს და ხალხს არ ჰქონდეს ინფორმაცია სიკეთეზე?“ – ეს შეკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ დაუსვა. სასამართლო „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელს განიხილავს. თავდაპირველად სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაიწყო. დღეიდან განხილვას პლენუმი გააგრძელებს, რომელმაც უნდა თქვას – არის თუ არა ინფორმაცია …

რა უთხრა დახურულ კარს მიღმა პატარაძემ ბიზნესმენებს – შეხვედრა სახანძრო უსაფრთხოებაზე

სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბიზნესმენებს სასტუმრო „რედისონში“, დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრას არ დასწრებია სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯმენტი. „ჩვენ მოვუწოდეთ ბიზნესსექტორს, რომ ჩაატარონ ტრენინგები,“ – თქვა ზურაბ პატარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ჩვენ მოვისმინეთ ბიზნესსექტორიდან რა ვითარება არის, მოვუწოდეთ მათ, რომ ჩაატარონ წვრთნები პერმანენტულად და მოხდეს პერსონალის გადამზადება. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ იმოქმედებს კრიტიკულ სიტუაციებში …

მარიხუანას მოხმარებაზე სასჯელის გამოყენება სასამართლოზე იქნება დამოკიდებული

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 30 ნოემბერს არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სხვა ჩანაწერი, რომელიც მარიხუანას მომხმარებელს სასჯელს უწესებს. „კოდექსში ისევ რჩება ის შინაარსი, რაც დღეს არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასამართლომ,“ – ამბობს სალომე ჯოხაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი. მისი თქმით, საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე იქნება დამოკიდებული, …

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე

მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით აღარავინ დაისჯება. საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სარჩელის ავტორი მოქალაქე გივი შანიძე იყო. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ჩანაწერს ასაჩივრებდა, რომლითაც დასჯადი იყო მარიხუანას მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე. მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 2015 წელს გაუქმდა ბექა წიქარიშვილის გახმაურებული საქმის შემდეგ, თუმცა აქამდე …

რა შენიშვნები მისცა უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას – 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი

„მიზანშეწონილია, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში გადაიხედოს ის პროგრამები და ქვეპროგრამები,  რომელთა შესრულების მაჩვენებლები მიმდინარე საანგარიშო პერიოდისთვის გამოირჩევა დაბალი აქტივობით და მოხდეს ამ პროგრამების და ქვეპროგრამების ფუნდამენტური ცვლილება და მორგება შესაბამის ბენეფიციარზე,“ – ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ერთ-ერთ შენიშვნაა აჭარის ბიუჯეტის 2018 წლის პროექტზე. ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას დღეს, 29 ნოემბერს დაუბრუნა. უმაღლესი საბჭოს კომისიებიდან …

„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს“ – მოსამართლის შეფასება გიორგი ოქროპირიძის საქმეზე

„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს,“ – ამ ფრაზას გიორგი ოქროპირიძის იმ განაჩენში ნახავთ, რომელსაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა 10 ნოემბერს აწერს ხელს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცრუ დასმენასა და ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გაამართლა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გადაწყვეტილებაში არაერთხელ ახსენებს, რომ საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება იყო „არასრულყოფილი“ და „არაეფექტური“. ბათუმის მე-3 დაწესებულებაში ყოფნის დროს, გიორგი …

Exit mobile version