ქობულეთში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში, კაკალაძეების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სახლის ნაწილი დაიწვა. სახლში ექვსსულიანი ოჯახი ცხოვრობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე. მისი თქმით, ხანძრის შედეგად …

სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი: დღეგამოშვებით გვამუშავებენ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღეგამოშვებით ამუშავებენ. დაცვის თანამშრომლები  სახელმწიფო სხვადასხვა ობიექტს იცავენ და მათი სამუშაო ცვლა 24 საათს გრძელდება. „ბოლო სამი თვეა ასეა, გამოვიძინებ თუ არა, ისევ სამსახურში ვარ წასასვლელი. უფროსებს რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ რეაგირება არ არის. სინამდვილეში ვაკანსიაა ბევრი და ახლების აყვანა არ უნდათ. აუდიტია ჩასატარებელი, სად მიდის ეს …

ტრანსგენდერი გოგოს ტრაგედია – მამა სახლიდან გაიქცა, დედა ფსიქიატრიულში მოათავსეს

ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. 19 წლის ბექა [სახელი შეცვლილია] ტრანსგენდერი ქალია. ამის შესახებ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ღიად თქვა და პირდაპირ თურქეთში წავიდა. რამდენიმე დღეში გაიგო, რომ მამა სახლიდან გაიქცა, დედა – ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. „მებაჟეები გაფრთხილებული არიან, რომ საბაჟოზე არ შემოუშვან. ეს უნდა იცოდეს მან,“ – ეს ქობულეთში მცხოვრებმა გვითხრა, რომელიც ბექას ოჯახის …

მოსამართლეების კონკურსში გამარჯვებულები და 18 ვაკანტური ადგილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა სამუშაოდ, ბათუმის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კი ახალი მოსამართლე ჰყავს – ირმა ტოგონიძე. მორიგი კონკურსი მოსამართლეებისთვის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 11 იანვარს დაასრულა. მოსამართლეთა კონკურსში ბათუმის საქალაქო სასამართლოდან კიდევ ერთი მოსამართლე მონაწილეობდა – ვიოლეტა ფორჩხიძე. ის ამჯერად უვადოდ დანიშნეს და ისევ სისხლის სამართლის კოლეგიაში განაგრძობს …

ბათუმის აქციაზე ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ღოღობერიძე და ჩხვირკია სასამართლომ გაამართლა

“თქვენ ხართ მურუსიძის მოსამართლე,” “ეს სირცხვილია,” “ბრძოლას ვაგრძელებთ”- ასეთი შეძახილებით შეხვდა დარბაზი მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც  “ბათუმის აქციის“ გახმაურებულ საქმეზე დღეს, 10 იანვარს განაჩენი გამოაცხადა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას პატიმრობა წელიწადით და ექვსი თვით მიუსაჯეს. ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც მძიმე დანაშაულია – …

მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას განაჩენი 10 იანვარს გამოცხადდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში ღრმად ამოიოხრეს, როცა მოსამართლემ თქვა, რომ გადაწყვეტილებას დღეს არ გამოაცხადებს. “კონკრეტულ საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდე. ამიტომ გადაწყვეტილებას ზეგ გამოვაცხადებ,” – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და დარბაზიდან გავიდა. მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავება გამოძიება “ბათუმის აქციის საქმეზე”. დღეს საბოლოო სიტყვას და განაჩენის გამოცხადებას ელოდნენ ის ადამიანები, რომლებმაც სასამართლოს …

გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში!

22 მოხუცი ქობულეთში და 15 ბათუმში თავშესაფარს ითხოვს. ეს ქალაქები არ არის გამონაკლისი, სადაც მოხუცები თავშესაფრის რიგში დგანან. ჩვენს ქვეყანაში მათი რაოდენობა ზუსტად არავის დაუთვლია. „სადღაც 100-მდე მოხუცი იქნება რიგში,“ – გვიპასუხეს სოციალური მომსახურების სააგენტოში კითხვაზე: რამდენ მოხუცს სჭირდება თავშესაფარი? ქობულეთში თავშესაფარი არ არსებობს, თუმცა გამგეობაში პასუხი აქვთ – რამდენიმე მოხუცს შევთავაზეთ ბათუმის თავშესაფარი და …

უმაღლესი საბჭო რეგიონში ვერ ქმნის პოლიტიკურ ამინდს – მესამე სექტორი

გაისად ისევ 5 მილიონი დაიხარჯება აჭარის უმაღლესი საბჭოს არსებობისთვის. ამ ორგანოს ფუნქციაა საკანონმდებლო საქმიანობა და აჭარის მთავრობის კონტროლი. სამოქალაქო სექტორში ისევ უჭირთ იმის თქმა, თუ რეალურად რა არის უმაღლესი საბჭოს ფუნქცია. რა აჩვენა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს ერთი წლის მუშაობამ? – უმრავლესობა ირწმუნება, რომ სამართლებრივი აქტები მიიღეს, მესამე სექტორში თვლიან, რომ „ხელშესახები კანონი“ ამ ორგანოს …

ამერიკელი მკვლევარი: ბათუმში, ღამის კლუბში თანხა გამომძალეს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში ერთ-ერთ ღამის კლუბში თანხა გამოსძალეს. რობი [სახელი შეცვლილია] კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტია და კონკრეტული თემის საკვლევად ერთი წლით ჩამოვიდა საქართველოში. რობიმ სამეცნიერო კვლევა ბათუმში შემოდგომაზე დაიწყო. „23 ნოემბერს მეჩეთთან ახლოს თურქი ეროვნების კაცი გავეცანი. მითხრა, მურატი მქვიაო. შემომთავაზა ღამის კლუბში წავიდეთ, კარგად გავერთობითო, კლუბი ჩემია და ფულზე არ იდარდოო. …

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმების წერილი პატარაძეს და მინისტრის განმარტება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს წერილობით მიმართეს. ერთ-ერთი ექიმი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ისინი კატეგორიულად მოითხოვენ, არ გასხვისდეს საავადმყოფო, მათ შორის, მართვის უფლება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ „ბათუმელებთან“ 22 ნოემბერს აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვის უფლების გასხვისებაზე. ამ საავადმყოფოს 100-პროცენტიანი წილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკუთვნის. „სტატიის გამოქვეყნებამდე გვეუბნებოდნენ, რომ არაფერიც არ …

82 წლის ქალმა აჭარის პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო

ალექსანდრა ტერუნი აჭარის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. მას სახლი საიათნოვას 4-ში [ჩაის სახლის შენობა] მეზობელმა აუჭედა. ალექსანდრას ბინა უკვე მეზობელს ეკუთვნის, თუმცა აღსრულების ეროვნულ სამსახურს გამოსახლების პროცედურა ჯერ არ დაუწყია. ალექსანდრა ამბობს, რომ მას პირადი ნივთებიც არ გამოუტანია ბინიდან, ოთახში ასევე ჩაკეტილია მისი კატა. მოხუცი შიმშილობს, ვიდრე მთავარი პროკურორი მას არ შეხვდება და არ მიეცემა ბინაში …

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე: ხალხს აღარ აინტერესებს, „ნაცმოძრაობის“ წევრი რომ ვიყავი

„ჩვენ არ გვჭირდება საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ დანაშაულს სჩადიოდა და მსხვერპლი იყო,“ – აცხადებს ქობულეთის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ბონდო თედორაძე. ფრაქციამ დღეს, 29 დეკემბერს, ბრიფინგი გამართა და საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მჭედლიშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. ბონდო თედორაძის თქმით, მან საკრებულოს თავმჯდომარეს გუშინდელ სხდომაზე „მადლიერების საღამოს“ შესახებ ჰკითხა. დავით მჭედლიშვილის ქობულეთის პროფესიული კოლეჯის დირექტორი იყო …

“რუსთავი 2”-ის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის და შპს “საქართველოს” სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება პლენუმმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დავის საგანი სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა იყო, რიმლის მიხედვითაც შესაძლებელია ზნეობრივი ნირმების დარღვევის, ასევე შეუსაბამო ფასების გამო გარიგება ბათილად მიიჩნიოს სასამართლომ. “რუსთავი 2”-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დაბრუნებაზე საჯაროდ განაცხადა და თქვა, რომ თავის …

„ლაშა დეკანაძის საქმეზე განაჩენი დაუსაბუთებელია“

ლაშა დეკანაძე ერთადერთი მსჯავრდებულია „ბათუმის აქციის საქმეზე“, რომელმაც დანაშაული არ აღიარა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა 2 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ შეფასებით, სასამართლოს ეს განაჩენი დაუსაბუთებელია. ლაშა დეკანაძე 12 მარტის დილას დააკავეს და ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს წვრილმანი ხულიგნობისთვის. მას მოსამართლე სალიხ შაინიძემ 5 დღით მიუსაჯა პატიმრობა. პატიმრობიდან გამოსულ დეკანაძეს პროკურატურამ …

82 წლის ალექსანდრას სახლში არ უშვებენ

„აქ ვიჯდები, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, წასასვლელი არსად მაქვს,“ – გვითხრა 82 წლის ალექსანდრა ტერუნმა, რომელიც ორ მეგობართან ერთად სასამართლოს შესასვლელში დაგვხვდა. მას სახლი საიათნოვას 4-ში [ჩაის სახლის შენობა] მეზობელმა აუჭედა. ალექსანდრას ბინა უკვე მეზობელს ეკუთვნის, თუმცა აღსრულების ეროვნულ სამსახურს გამოსახლების პროცედურა ჯერ არ დაუწყია. ალექსანდრა ამბობს, რომ მეზობელმა მას სცემა კიდეც. „ბინა თაღლითური …

საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა

თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, სარჩელის არსებით განხილვაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა. დავის საგანს წარმოადგინდა საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვით სასამართლო სასჯელში არ ითვლის ვადას, რაც პირმა სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაატარა უკანონო პატიმრობაში ან წინასწარ პატიმრობაში იყო იმ საქმეზე, რომელშიც გამართლდა. გიგი უგულავას აზრით, სადავო სამართლებრივი ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს, რაც ადამიანის …

კომპანია: მშენებლობაზე ამწედან მოწვეული ექსპერტი ჩამოვარდა

ბათუმში, კაჩინსკების ქუჩა #4-ში მშენებლობიდან ახალგაზრდა კაცი ჩამოვარდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს თავის არეში ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა და იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ სამსახურში ასევე გვითხრეს, რომ დაშავებული კონტაქტური იყო, თუმცა მომხდარი არ ახსოვდა. მშენებლობას კაჩინსკების ქუჩაზე კომპანია „ანაგი“ აწარმოებს. სამუშაოთა მწარმოებელმა, მერაბ ჩხიკვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამწეკრანიდან დაქირავებული ექსპერტი ჩამოვარდა დაახლოებით ოთხი …

ქობულეთში ციტრუსის ფესტივალი დაიწყო

ქობულეთში ციტრუსის ფესტივალი დღეს, 27 დეკემბერს, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა გახსნეს. ღონისძიება „აგროსერვის ცენტრის“ ორგანიზებით იმართება და მასში რეგიონში მოქმედი 40-მდე კომპანია და ფერმერი მონაწილეობს. დღის განმავლობაში ისინი საკუთარ პროდუქციას მომხმარებლებს გააცნობენ და რეკლამირებას გაუწევენ. ფესტივალზე წარმოდგენილია ციტრუსისგან აწყობილი სხვადასხვა სკულპტურა. ღონისძიებაზე დააჯილდოებენ გამოცდილ და ახალგაზრდა მეციტრუსე ფერმერებს, ასევე საუკეთესო ციტრუსის ბაღების მფლობელებს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

დარბაზი და მომღერლები უფასოდ – „მადლიერების საღამო“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს

ქობულეთის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მუნიციპალიტეტის პირველი პირების რესტორანში გადაღებულ ფოტოებს ნახავთ. ფოტოები გუშინ, 26 დეკემბერს, რესტორან „მეგრულ-ლაზურშია“ გადაღებული. რესტორანში ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით მჭედლიშვილს „მადლიერების საღამო“ გაუმართეს. დავით მჭედლიშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირის – საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიკავა. მანამდე, 22 წლის განმავლობაში, იგი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის – „ახალი ტალღას“ დირექტორი იყო. „მადლიერების …

„შუახევიჰესი“ გვირაბის ჩამოშლის შემდეგ

აგვისტოში „შუახევიჰესის“ სამი გვირაბიდან ერთ-ერთი ჩამოიშალა. სამი თვის შემდეგ ჰესის მფლობელ კომპანიაში, „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ თქვეს, რომ მეწყრული პროცესებით აქტიურ მაღალმთიანეთში, სავარაუდოდ, გვირაბის ჩამოშლა „არამყარმა ქანებმა“ განაპირობა და საქმე გვაქვს „გაუთვალისწინებელ გეოლოგიურ პროცესთან“. გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა, წყალსაცავთან ახლოს, რომელიც წყლისგან ახლა სრულიად დაცლილია. ამ ადგილას მოსახლეობა სამი წლის წინ საპროტესტო აქციებს მართავდა და უსაფრთხოების …

კლიპი, რომელშიც ბათუმელი მოსამართლეები მღერიან, მოულოდნელად გასაჯაროვდა [ვიდეო]

„ფეისბუქში“ ვიდეოკლიპი გავრცელდა, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები მღერიან. კლიპს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კლიპს სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი იწყებს, რომელიც სხდომათა დარბაზში მანტიით შედის. მოსამართლის მანტიით ჩნდებიან სხვა მოსამართლეებიც და სიმღერას იწყებენ. კლიპში სასამართლოს აპარატის თანამშრომლომლებიც მღერიან. სიმღერის მთავარი გზავნილებია: „ცრემლი არ იქნება“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „საქალაქო სასამართლო – უნდა …

ბათუმში ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში, ევროპის მოედანზე, ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა, სადაც ტრადიციული რეცეპტებით დამზადებული ღვინისა და ყველის დაგემოვნება და ყიდვა არის შესაძლებელი. პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებშია დამზადებული. ფესტივალის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ საუკეთესო მეწარმეები ოქროს, ვერცხლისა …

რატომ ჯდება უფასო სადილი ბათუმში უფრო ძვირი, ვიდრე თბილისში

უფასო სადილი ბათუმში 1.90 ლარი ჯდება, თბილისში – 1.18. ეს თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან ყოველდღიურად ერთი ადამიანის კვებისთვის ე.წ. უფასო სასადილოებში. ბათუმში უფასო სასადილოებს ააიპ „ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“ ემსახურება. თბილისში იგივე მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს. რატომ ჯდება უფასო სადილი ბათუმში ძვირი? – შეკითხვა ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ „ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელს დავუსვით. …

ველოსიპედებისა და ველოტერმინალების რაოდენობა შემცირდება – ბათუმის მერია ბიუჯეტს „უფრთხილდება“

ახალი ველოსიპედის შესაძენად ბათუმის ბიუჯეტიდან 2018 წელს არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება. პირიქით, ბათუმის მერია „ბათუმველოს“ სისტემაში არსებული ველოსიპედების შემცირებას და რამდენიმე ველოტერმინალის გაუქმებას აპირებს. „მოთხოვნა არის შემცირებული,“ – განმარტავენ მერიაში. მოთხოვნის შემცირებას მერია არ უკავშირებს იმას, რომ 2012 წლის შემდეგ „ბათუმველოს“ პარკი არ განახლებულა და ხშირად მომხმარებელს გამართული ველოსიპედის შერჩევა უჭირს. „ვუფრთხილდებით ბიუჯეტს,“ – …

რამდენი ლარით დაჯარიმდება უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც სხდომას გააცდენს

დეპუტატი, რომელიც უმაღლესი საბჭოს პლენარულ ან კომისიის სხდომას გააცდენს, თანამდებობრივი სარგოს ერთი დღის ოდენობით დაჯარიმდება. ეს ჩანაწერი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში 2005 წლიდან არსებობს, მაგრამ „არების“ მქონე დეპუტატებს ვერ აჯარიმებდნენ. მიზეზი ამავე რეგლამენტის ჩანაწერი იყო, რომლის მიხედვითაც „ოჯახური პირობების გამო“ სხდომის გაცდენა საპატიო მიზეზად მიიჩნეოდა. 2018 წლის პირველი იანვრიდან მხოლოდ სატელეფონო ზარი და იმის თქმა, რომ …

რა არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში

„ეს არის დიდი ხვრელი და დასაქმების ბუდე „ქართული ოცნებისთვის“ – ეს ფრაზა დღევანდელ შეხვედრაზე ლევან ანთაძემ რამდენჯერმე თქვა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა, რომელიც ხვალ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ. ენმ-ში მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ააიპ-ებია, სადაც 14.3 მილიონი ლარი მხოლოდ ხელფასებისთვის დაიხარჯება. „არსებობს ააიპ-ები, სადაც ადმინისტრირებაში იმაზე მეტი …

ბოშები სკოლაში და სკოლის გარეშე

ჯუმბერ ალიმოვი 19 წლისაა და ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ცხოვრობს. ის ამ დასახლებაში პირველი ბოშაა, ვინც საჯარო სკოლას ამთავრებს და უმაღლესში ჩაბარებას აპირებს. ჯუმბერს იურისტობა უნდა. ბოშების უფლებები უნდა დავიცვა და საჭიროა კანონების ცოდნაო, – ამბობს ის. ჯუმბერი არ არის ერთადერთი, ვინც ქობულეთის ბოშათა დასახლებაში გეტყვით, რომ იურისტობა სურს. ქუჩებსა თუ ეზოებში მოთამაშე სხვა ბოშა ბავშვებიც …

ირაკლი ჩხვირკია: რაა დანაშაული, ინტერვიუ რომ მივეცი?

“12 მარტს, დილის ხუთის ნახევარზე როცა მე ბათუმში ჩამოვედი, უკვე 15-20 კაცი იყო დარჩენილი… იქ პოლიციელი და სპეცრაზმელი უფრო მეტი იყო, ვიდრე მოქალაქე,” – უთხრა ირაკლი ჩხვირკიამ მოსამართლე დავით მამისეიშვილს. მან დღეს “ბათუმის აქციის საქმეზე” მოწმის სახით ჩვენება მისცა. ირაკლი ჩხვირკიას მერაბ ღოღობერიძესთან ერთად მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. …

სოციალური სააგენტო: უმჯობესია ბავშვი მამამ გაზარდოს

20 წლის ნინი აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს [სახელი შეცვლილია]. ის 16 წლისა გათხოვდა. ახლა სამი წლის შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ოჯახში 16 წლით უფროს ქმართან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, როცა გასულ წელს თქვა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება და სწავლა სურდა. ნინი ქმრისგან არაერთხელ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. სასამართლომ მისი მეუღლე ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლა და პირობითი მსჯავრი …

რომელ მუნიციპალიტეტს გაუზარდეს დაფინანსება ტრანსფერების შემცირების შემდეგ

აჭარის მთავრობამ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების რაოდენობა 11 მილიონით გაზარდა. მომავალ წელს ტრანსფერებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 48 მილიონის ნაცვლად 59 მილიონ 262 ათასი დაიხარჯება. მომავალი წლის ტრანსფერების ოდენობა წლევანდელთან შედარებით 11 946 000 ნაკლები იქნება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის მიხედვით, ბათუმს ტრანსფერის სახით 7 მილიონს დაუმატებენ, ქობულეთს – 2 246 800, ხელვაჩაურს …

რატომ არ უძღვნის ბრიფინგებს ლადო მგალობლიშვილი ასლან აბაშიძეს

რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლამდე გაწეულ სარესტორნო ხარჯებზე ისაუბროს ახლა და არა, მაგალითად, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაზე? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოს წევრ ლადო მგალობლიშვილის მის მიერვე მოწვეული ბრიფინგის დასრულების შემდეგ დაუსვა. დეპუტატმა ბრიფინგი გამართა იმაზე, თუ რამდენად მეტს ხარჯავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ენმ [2003-2012 წლები], ვიდრე დღეს ხარჯავს „ქართული ოცნება“. „მაგ ლოგიკით უნდა …

ენმ-ის განცხადებას, რომ ავთანდილ ბერიძისთვის პიკაპს ყიდულობენ მთავრობა უარყოფს

„ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომანქანით ივლის ახალი წლიდან,“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი. მისი თქმით, აჭარის მთავრობის აპარატი ახალ პიკაპს უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისთვის ყიდულობს. ამ თანამდებობაზე მუშაობს ავთანდილ ბერიძე მას შემდეგ, რაც ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღარ არის. „მაქვს ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან, რომ ბატონმა ავთანდილმა მანქანით მომსახურებაზე წერილობით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს. …

ავარიის შედეგად 21 წლის კაცი თავზე ნაფლეთი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ „კარფურთან“ ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 21 წლის მამაკაცი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავზე ნაფლეთი ჭრილობა ჰქონდა. ჰოსპიტალში დარჩა 45 წლამდე ქალიც, რომელმაც დაშავებული კაცის საავადმყოფოში გადაყვანის დროს უთხრა ექიმებს, რომ მუხლი სტკიოდა. ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მიხედვით.

86 ათასი ლარი სკვერის შეღობვისთვის წითელი ქვებით

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, სასამართლოსთან მდებარე სკვერის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 86 ათასი ლარი გასულ წელს გამოიყო. ერთ-ერთი სამუშაო, რის გამოც კომპანიამ ბათუმის მერიასთან დადებული პირობა ვერ შეასრულა, სკვერის შეღობვა იყო ტეშენიტური ქვებით [წითელი ფერის მოსაპირკეთებელი ქვა]. თავდაპირველად ბათუმის მერია ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „დალა 73“-თან გააფორმა. ამ კომპანიას გასული წლის 5 აგვისტომდე უნდა დაესრულებინა სამუშაოები, რაც მოიცავდა …

ქობულეთში ორიგინალურ ნაძვის ხეს გამოავლენენ

ორიგინალური ნაძვის ხის გამოვლენას ქობულეთის მუნიციპალიტეტი აპირებს. ნებისმიერ მსურველს ორიგინალური ნაძვის ხე შეუძლია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ქობულეთის მუზეუმში დატოვოს. გამარჯვებული 31 დეკემბერს გამოცხადდება, დღის სამ საათსა და 30 წუთზე, ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე. „ნებისმიერ მსურველს, მათ შორის მათ, ვინც ქობულეთში არ ცხოვრობს, შეუძლია წარმოგვიდგინოს ორიგინალური ნაძვის ხე, ეს შეიძლება იყოს ქაღალდისგან, ან პლასტმასის ბოთლებისგან აწყობილი, …

რა შეიცვალა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მედიაგაშუქების შემდეგ

„არაფერი არ შეცვლილა, აღარ მინდა ლაპარაკი, დავიღალე,“ – ეს ხათუნა ბ.-მ გვითხრა. ის ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლია. მის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ნოემბერში წერდა. ხათუნა არაა ძალადობის ერთადერთი მსხვერპლი, ვისი ისტორიაც მედიამ გაშუქდა. ძალადობის მსხვერპლი ქალები, ვისაც ვესაუბრეთ, ისევ გრძნობენ საფრთხეს ყოფილი ქმრებისგან, მათი სოციალური მდგომარეობა დამძიმდა, ზოგს შვილებთან დაშორება მოუწია, ზოგს პირიქით – შვილების დამოუკიდებლად …

Exit mobile version