სიახლეები

მერია მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე თოვლდამჭერების მოწყობას იწყებს

03.02.2017
მერია მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე თოვლდამჭერების მოწყობას იწყებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე თოვლდამჭერების მოწყობა დაიწყება.

სამონტაჟო სამუშაოები 120 შენობაზე ჩატარდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 200 ათასი ლარია გათვალისწინებული.
გასულ წელს ბათუმის მერიამ 12 და 9-სართულიან სახლებზე ჯამში 33 თოვლდამჭერი დაამონტაჟა.

აჭარაში მოსული დიდი თოვლის გამო, ქალაქის მერიამ გუშინ გაფრთხილებაც გაავრცელა, სადაც მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდონ მკვეთრი დახრილობის მქონე სახურავებიან შენობებთან გავლას, ჩამოცურებული თოვლის მასის დაცემისგან თავის არიდების მიზნით.

ამავე თემაზე: სახურავიდან თოვლდამჭერი თოვლთან ერთად ჩამოვარდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.