როდის აღდგება წყლის მიწოდება მარკოზ აჭარელის ქუჩაზე

„ბათუმის წყლის” ინფორმაციით, განთიადის ტერიტორიზე, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, მარკოზ აჭარელის ქუჩას და მიმდებარე შესახვევებს დღეს, 23 მარტს, წყალმომარაგება შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, წყლის მიწოდება 15:00 საათამდე აღდგება. დღეს, 15:00 საათამდე წყალმომარაგების მიწოდება შეწყვეტილი აქვთ ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზეც.    

შეზღუდვები „ბონი-გოროდოკის“ წყალმომარაგებაში

დღეს, 23 მარტს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდებათ ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს „ბონი-გოროდოკის“ ტერიტორიაზე. ამის მიზეზი „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩების კვეთაში არსებულ მოედანზე, წყალმომარაგების მილის ურდულზე, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოებია.

წყლის მსოფლიო დღე 2018 – „პასუხები ბუნებაშია“

22 მარტს წყლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია მოსახლეობის ყურადღება გაამახვილოს  წყალზე, როგორც პლანეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ რესურსზე. წყლის მსოფლიო დღის კამპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ დღეს 2 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს პოტენციურ მცირეწყლოვან რაიონებში, 2050 წლისთვის კი ეს რიცხვი შესაძლოა 3 მილიარდამდე გაიზარდოს. წყლის საერთაშორისო დღის წლევანდელი  თემაა „ბუნება წყლისთვის“, რომელიც 21-ე საუკუნეში,  წყალთან …

სარფის საზღვარზე აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე მიგრანტები უფასოდ შემოწმდებიან

23 მარტს, 15:00 საათზე, სარფის საბაჟო-გამსვლელ პუნქტში დაგეგმილია მიგრანტი მოსახლეობის შემოწმება აივ/შიდსა და ტუბერკულოზზე. პროექტი დაახლოებით 15 დღეს გაგრძელდება, რომლის ფარგლებში შემოწმება ვირუსებზე ნებაყოფლობითია. პროექტის მიზანია, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიგრანტ და მობილურ მოსახლეობაში აივ ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენცია, დაავადებების დროული გამოვლენა და შემდეგ გადამისამართება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორი, ნინო ნიჟარაძე განმარტავს, რომ პროექტი ასევე მიზნად ისახავს …

ტენდერი 8 ავტომანქანის შესაძენად ჯანდაცვის ცენტრებისთვის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2018 წლის 2 აპრილს დასრულდება. სამინისტროს ცნობით, ავტომანქანები იმ ცენტრებს გადაეცემა, რომელთაც სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ავტომანქანები ჯერ არ მიუღიათ, რითაც დასრულდება რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკის შევსება. უწყებამ 2014-2017 წწ – „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის …

ბათუმის ეკლესიები ადრე და ახლა [ფოტომანიპულაცია]

  ამავე თემაზე: ძველი და ახალი ბათუმი [ფოტომანიპულაცია] საბჭოთა და თანამედროვე ბათუმი ოთხ ფოტოზე [ფოტომანიპულაცია]

რამდენადაა დაცული თქვენი პირადი მონაცემები ჯანდაცვის სექტორში?

საქართველოში მოქალაქეებს არ აქვთ განცდა, რომ მათი მონაცემების კონფიდენციალობა სამედიცინო დაწესებულებაში დაცულია, რის გამოც ისინი ზოგჯერ თავს იკავებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისგან, რითაც ფერხდება სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობა. რიგ შემთხვევებში კი, სწორედ ამ მიზეზით ადამიანები თვითმკურნალობასაც ეწევიან, რაც დიდი რისკის ქვეშ აყენებს მათ ჯანმრთელობას. სამედიცინო მომსახურებისას ექიმისთვის გამჟღავნებული ინფორმაცია ისეთ მონაცემებს შეიძლება შეიცავდეს, როგორიცაა …

RS: თურქეთში გასამგზავრებლად დროებით ისარგებლეთ საბაჟო გამშვები პუნქტებით „ვალე“ და „კარწახი“ 

22 მარტს თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“  ფუნქციონირების შეჩერების გამო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, 22 მარტს,  08:00 საათიდან 20:00 საათამდე თურქეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ისარგებლონ საბაჟო გამშვები პუნქტების – „ვალესა“ და „კარწახის“ მომსახურებით. 22 მარტს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო,  საბაჟო …

სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის გამო ბათუმში ორი ადამიანი დაჯარიმდა

დღეს ბათუმში, ბაგრატიონისა და სოხუმის ქუჩების კვეთაში, სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის ფაქტზე ორი ფიზიკური პირი დააჯარიმეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოკვლევა ფაქტზე  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაიწყეს, რის შედეგადაც ორი ფიზიკური პირი 150 და 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სახის ჯარიმა ასევე გათვალისწინებულია  სამშენებლო ნარჩენების ნაგვის ყუთებში განთავსებისთვისაც.

ჯანმო: სოლარიუმი იწვევს კიბოს [ინფოგრაფიკა]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  (ჯანმო) ინფორმაციით, ღია ფერის კანის მქონე მოსახლეობაში, კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა კანის კიბოა. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი კი ულტრაიისფერი გამოსხივებაა. ულტრაიისფერი გამოსხივების ძირითადი წყარო მზეა, მაგრამ ბოლო 30 წლის მანძილზე, მსოფლიო მასშტაბით იმატა ულტრაიისფერი სხივების ისეთმა ხელოვნურმა წყაროებმა, როგორიცაა სოლარიუმი და სხვა მსგავსი მოწყობილობები.

დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

დღეს ბათუმის ავტოტრანსპორტის 4:30 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 273 ადამიანი დაჯარიმდა.  პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა – 223, ნიშანში დგომისთვის – 31, ტროტუარზე დგომის გამო – 12, დგომა-გაჩერების წესის დარღვევაზე – 6 და 1 – იდგა ავტობუსის გაჩერებაზე. პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები გადაღებულია ბოლო ორი კვირის განმავლობაში:

16-18 მარტს დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები ბათუმში [ანონსი]

16-18 მარტს ბათუმში (გოგოლის ქ.#5, ბონი)  გაიმართება საქართველოს 2018 წლის პირველობა ჰოკეიში, 2003 წელს დაბადებულ და მათზე უმცროსი ასაკის გოგონათა შორის. ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის და საქართველოს ჰოკეის ფედერაცია. 17-18 მარტს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გაიმართება აჭარის პირადი პირველობა 2004-2005 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ქართულ ჭიდაობაში. ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და …

სარფში არადეკლარირებული სტომატოლოგიური საშუალებები აღმოაჩინეს

სარფის საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სტომატოლოგიური საშუალებები აღმოაჩინეს. საქონელი მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის დ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის რენდგენო-სკანერით დასკანერებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად პირველ მარტს აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. მათივე ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 766 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, …

ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა იტალიაში ფესტივალზე გრანპრი მოიპოვა

ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა იტალიაში, აგრიჯენტოში გამართულ ფოლკლორულ საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი მოიპოვა. ანსამბლი ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ბაზაზე მუშაობს. ქორეოგრაფიული ანსამბლი იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე 4 მარტს გაემგზავრა. გასტროლისთვის ხარჯების ნაწილი ბათუმის მერიამ დაფარა. აგრიჯენტოში, “ნუშის ყვავილობის საერთაშორისო ფესტივალი” წელს 73-ედ ჩატარდა. იგი ყოველ წელს თებერვლის დასაწყისში იწყება და ერთ კვირას გრძელდება. წელს ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის 20 ანსამბლი …

როდის მიიღებს პაციენტებს ინფექციური საავადმყოფოს განახლებული კორპუსი

ბათუმის ინფექციური ცენტრი რეაბილიტირებულ შენობაში პაციენტებს უახლოეს დღეებში მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი ავრცელებს.  ინფექციური საავადმყოფოს A კორპუსში სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციისთვის მილიონზე მეტი დოლარი დაიხარჯა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები კი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) დააფინანსა. გარდა სარემონტო სამუშაოებისა, დაწესებულება ახალი სამედიცინო აპარატურითა და საოფისე …

DPA: პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება წლის აქტუალური პრობლემა იყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის უკანონოდ გამჟღავნების და მათთან უკანონოდ დაკავშირების 17 ფაქტი გამოავლინა 2017 წელს. ამის შესახებ აპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ანგარიშში წერია. „მოქალაქეების ინფორმაციით, კომპანიები მათი ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციას უმჟღავნებდნენ ოჯახის წევრებს, მეზობლებს, თანამშრომლებს და ფეისბუქის მეგობრებსაც კი,“ – წერია ანგარიშში. კომპანიები დაჯარიმდნენ 13 შემთხვევაში. …

ბათუმში ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

13-15 აპრილს ბათუმში  ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ მეორე საერთაშორისო გამოფენა „EXPOMED BATUMI 2018” ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოები, სამედიცინო სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები. ორგანიზატორთა ინფორმაციით, გამოფენაზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. ჩატარდება …

მშენებარე კორპუსები დამცავი ბადეების გარეშე

ბოლო წლებში საქართველოში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა მასალამ ადამიანები იმსხვერპლა ან დააზიანა, თუმცა ბათუმში მშენებარე მაღლივი კორპუსების ნაწილზე დღესაც არ არის დამაგრებული დამცავი ბადეები, რომლებიც პირველ რიგში უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას და ასევე, ამცირებს სამშენებლო მტვრის გავრცელებას გარემოში. სამშენებლო ობიექტებზე დამცავი ბადეების განთავსებას, მენაშენეებს,  საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ავალდებულებს. სამშენებლო სტანდარტების დაცვაზე მეთვალყურეობა ბათუმში მერიის ზედამხედველობის …

ორსულის ვაუჩერით გათვალისწინებული ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ორსულის ვაუჩერით გათვალისწინებული ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა და ნაცვლად 4-ისა, რვა გახდა. რვა ანტენატალური ვიზიტით პირველი თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულები ისარგებლებენ. პირველ თებერვლამდე დარეგისტრირებული ორსულებისთვის კი პროგრამით  4 ანტენატალური ვიზიტია გათვალისწინებული. ვიზიტები მოიცავს როგორც მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, ასევე ულტრაბგერით გამოკვლევას და ანალიზებს, კერძოდ: პირველი ვიზიტით, რომელიც 13 კვირის ორსულობის ვადამდე ინიშნება, გათვალისწინებულია – მეან-გინეკოლოგის …

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს

კარგი მხედველობა ბავშვის სწავლისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. ბავშვის მხედველობა ნელ-ნელა ვითარდება, რადგან ჩვილის თვალს გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ სამყაროს შეეგუოს, თუმცა, კლინიკა „საგიტარიუსის” ხელმძღვანელი, ოფთალმოლოგი ელიტა ხვედელიძე ამბობს, რომ 3 წლის ასაკის ბავშვს უნდა ჰქონდეს არა ნაკლებ 80-პროცენტიანი მხედველობა, „ანუ უნდა დაინახოს კარგად 2-3 მეტრიდან და უფრო შორსაც კი,  თითქმის ისევე უნდა გაარჩიოს …

ფადიკო – პირველი ქართველი მფრინავი ქალის ამბავი

ფადიკო გოგიტიძე პირველი ქართველი მფრინავი ქალია. იგი 1916 წელს ქობულეთში დაიბადა. 1936 წელს დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა. როგორც გაზეთი “საბჭოთა აჭარა” 1936 წლის აგვისტოს ნომერში წერდა, ფადიკო გოგიტიძეს საფრენოსნო საქმე ერთ წელში უნდა შეესწავლა: „ერთ წელში უნდა დაუფლებოდა მანქანის მართვას. ერთ წელში უნდა გამხდარიყო მფრინავი… ჯერ ერთი წელი არ იყო მოთავებული, რომ ფადიკო გოგიტიძე უკვე დამოუკიდებლად …

საქართველო-თურქეთს შორის სარფის გავლით მიმოსვლა აღდგენილია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა სასაზღვრო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, გუშინ ღამის 12 საათზე აღდგა. თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში ელექტრონული სისტემა გუშინ, დაახლოებით 17 საათისთვის გაითიშა, რის გამოც, საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა სარფის გავლით, რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო. პირველ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა შეფერხებით ხორციელდება. შემოსავლების სამსახურის ცნობით, …

სარფის საბაჟოზე მოძრაობა სრულად შეჩერებულია

დღეს, 7 მარტს, დაახლოებით, 17:00 საათიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე -„სარფი“- გათიშულია საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა, რის გამოც მოძრაობა სრულად შეჩერებულია ორივე მიმართულებით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქული მხარე მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა კონკრეტული დრო, როდის შეძლებს თურქული მხრიდან „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობის აღდგენას, ჯერჯერობით, უცნობია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ქართული მხრიდან …

მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება

წელს მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება: ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი; გოდერძი-მწვანე ტბა- შავი ტბა- დანისპარაულის წრიული მარშრუტი და ხულო- თაგო -სხალთის საფეხმავლო მარშრუტი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ავრცელებს.   სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში მარშრუტზე განთავსდება ტურისტული დაფები და მანიშნებლები, მარშრუტში მოინიშნება ზედ არსებული ყველა ტურისტული ობიექტი, მათ შორის …

სელექციური აბორტის პრაქტიკა კვლავაც პოპულარულია საქართველოში [ინფოგრაფიკა]

სელექციური აბორტის პრაქტიკა კვლავაც პოპულარულია საქართველოში – ქვეყანა ამ თვალსაზრისით, 144 სახელმწიფოს შორის 137-ე ადგილზეა. ქვეყნის მასშტაბით გოგონების დეფიციტის 29% მოდის ქვემო ქართლზე, ხოლო მეორე ადგილზეა კახეთი, სადაც დეფიციტი 19%-ს უტოლდება. მთლიანობაში კი, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონების რაოდენობის 57% სამ რეგიონზე – ქვემო ქართლზე, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთზე მოდის.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს იანვრიდან ელექტროენერგიის გადასახადი 1,28 თეთრით გაეზარდათ [ინფოგრაფიკა]

?„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს იანვრიდან ელექტროენერგიის გადასახადი ყოველ მოხმარებულ 1კვტ/სთ-ზე 1,28 თეთრით გაეზარდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. პარალელურად ძალაშია ტარიფები საფეხურების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით.

ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მთავრობამ ზღვისპირა ზოლში რამდენიმე მიწის ნაკვეთი მიჰყიდა [ინფოგრაფიკა]

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მთავრობამ ზღვისპირა ზოლში რამდენიმე მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. ზოგი პირობით [მწვანე კონცხზე], ზოგიც უპირობოდ [ციხისძირში].

ბათუმში შემოწმებული 11 სილამაზის სალონიდან ყველგან დარღვევები გამოვლინდა

ბათუმში 180-მდე სილამაზის სალონია რეგისტრირებული. წლის ბოლომდე მათი შემოწმება ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილებას ევალება. წელს ბათუმში სულ 11 სილამაზის სალონი შეამოწმეს. გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, დარღვევები 11-ვე მათგანში დაფიქსირდა. ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება ზედამხედველობას უწევს დაწესებულებებს, სადაც ტარდება ისეთი ესთეტიკური და …

ბათუმის ცენტრალურ პარკთან ავტომობილი დაიწვა [ვიდეო]

ცოტა ხნის წინ ბათუმის ცენტრალურ პარკთან აუდის მარკის (სედანის ტიპის) ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. სახანძრო სამსახურის მოსვლამდე ხანძრის ჩაქრობას ცეცხლმაქრის საშუალებით შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. აალების შემდეგ აფეთქდა სავარაუდოდ საწვავის ავზიც.   როგორც შემთხვევის ადგილზე საუბრისას გაირკვა, მანქანა გაჩერებისას აალდა.  

200-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 161 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის  142 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის და 19 კი ნიშანში დგომისთვის. ფოტოები გადაღებულია მიმდინარე კვირის განმავლობაში.

ახალი ნავები და კაიაკები ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში

სანიჩბოსნო სპორტის განვითარებისთვის ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ექვს ერთადგილიან და ორ ორადგილიან კაიაკს/ბაიდარსა და სპორტულ კანოეს [3  – ერთადგილიანი და 1  – ორადგილიანი] ყიდულობს. სააგენტომ მათ ბაზაზე არსებული 7-8 ძველი ნავებიც შეაკეთა, ახალ ნავებს კი ორ თვეში მიიღებენ. ჯამში ბათუმის ცენტრალურ პარკში 12 ახალ ნავთან ერთად ოცამდე ნავი იქნება. „მათგან ორი ნავი გათვლილია პარაოლიმპიელებისთვის (შშმ …

ბათუმის ცენტრალურ პარკში წავი დაბრუნდა

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ტბასთან, წავი დააფიქსირეს. ფოტო და ვიდეომასალას ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე ავრცელებს. მისივე თქმით, ეს ქვესახეობა ნურის ტბაში  გასული საუკუნის 30-იან წლების შემდეგ არავის უნახავს. სპეციალისტების შეფასებით, ეს ევრაზიული წავია. “Lutra lutra meridionalis (Ognev, 1931) – Lutra lutra Linnaeus, 1758, ძალზე საინტერესო და საგულისხმო ფაქტია, მით უმეტეს იმის გათვალისიწნებით, რომ …

ზღვის ძუძუმწოვრის ნაპირზე გამორიყვის მორიგი შემთხვევა ბათუმში

დღეს, 2 მარტს, ზღვამ მკვდარი ძუძუმწოვარი გამორიყა. ფოტოებს გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს. ფოტოზე მკვდარი ზღვის ღორი, Phocoena phocoena-ა. არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, ზღვის ძუძუმწოვრის  დაღუპვის მიზეზი სავარაუდოდ ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორია, რაც დაბინძურებას ან დაავადებას გულისხმობს. ეს წელს ზღვის ძუძუმწოვრის ნაპირზე გამორიყვის მეშვიდე შემთხვევაა. ორი დღის წინ, ბათუმის სიახლოვეს …

სარფში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს

28 თებერვალს  „სარფი“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის სკ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით და 19  ვაზნით აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

ნარკოტიკული ნივთიერებები და მედიკამენტები სარფში, ქუთაისის აეროპორტში, ყაზბეგსა და ვალეში

24 – 27 თებერვალს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფში“, ,,ქუთაისის აეროპორტში“, „ყაზბეგსა“ და ,,ვალეში“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეების ავტომობილისა და ფიზიკური დათვალიერებისას, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული მედიკამენტები (50 კაფსულა), ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი …

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად პარლამენტარ ილია ნაკაშიძის ცოლი დანიშნეს

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს დღეიდან ციური აბულაძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი კლინიკის თანამშრომლებს დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარუდგინა. ახალი დირექტორი საქართველოს პარლამენტში ხელვაჩაურის მაჟურიტარი დეპუტატის, ილია ნაკაშიძის მეუღლეა. ციური აბულაძე პროფესიით ექიმია, ის 1992 წლიდან დღემდე მუშაობდა ქ. ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში ექიმ-ანესთეზიოლოგად. უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთის ფედერაციაში, …

Exit mobile version