რეისი: ბათუმი – კირნათი

თამთა კახაბერიძე ინგლისურის გაკვეთილი საღამოს შვიდის ნახევარზე მიმთავრდება. 2-3 წუთში გამოვდივარ ნატო მასწავლებლის სახლის სადარბაზოდან. აი, ამ წამიდან იწყება ჩემი და ჩემი სოფლის ავტობუსის შეჯიბრი, რომელიც ზუსტად იმ დროს გამოდის ქალაქის მეორე ბოლოს მდებარე ავტოსადგურიდან, როცა მე ინგლისურის გაკვეთილს ვამთავრებ. ჩვენი მარშრუტის გადაკვეთის ადგილამდე აუცილებლად უნდა მივასწრო, თუ სახლში დაბრუნება მინდა, რადგან ეს ბოლო ავტობუსია, …

ბათუმში ქუჩის გათხრის დროს თლილი ქვები აღმოაჩინეს [ფოტო]

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმში, ლუკა ასათიანისა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში, სადაც „სოკარი“ სამუშაოებს ახორციელებს,  მუშებმა მიწაში თლილი ქვები აღმოაჩინეს. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ბიძინა აფხაზავა. მისი თქმით, ქვების ნაწილი იატაკისაა, ნაწილი კედლის, თუმცა როდის მოხდა ისინი იქ, ჯერ გაურკვეველია. „ეს ქვები შესაძლოა რომელიმე დანგრეული შენობის იყოს, ან კიდევ შეიძლება იყოს რელიგიური …

შეხვედრა, რომელზეც მთავრობა არ მოვიდა

ნანა მეგრელიძე, საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ძველი ბულვარი“ – წევრი 18 თებერვალს ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ორგანიზებით ძველი ბულვარის თემაზე დისკუსია გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობა უნდა დასწრებოდა, თუმცა, როგორც დისკუსიის ორგანიზატორმა, ნათია ზოიძემ გვითხრა, დისკუსიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მთავრობის წევრებმა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობაში მოულოდნელად, იმ …

ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის Naec-ისგან

„BeNaec – შეამოწმე შენი თავი Naec-თან ერთად“, – ასე  ჰქვია პროექტს, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, საკუთარი შესაძლებლობების ეროვნულ გამოცდებამდე შესამოწმებლად. პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი საფასურის გადახდის  [1 საგანი – 10 ლარი] შემდეგ, გაიარონ ერთიანი ეროვნული გამოცდების მსგავსი ტესტირება. „ცენტრი მონაწილეებს ამ პროექტისათვის შექმნილი ტესტების ვერსიების პირად …

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალაშენებულ სახლში იყიდება 140 კვ.მ ბინა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე [ყოფილი ნინოშვილი], ახალაშენებულ სახლში იყიდება 140 კვ.მ ბინა, თეთრი კარკასი. ფასი: 65 ათასი დოლარი. მობ.: 591 95 63 39.

მზადება ბათუმში პროფესორთა ატესტაციისთვის

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა – 2016 წლის შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრული პროფესორები და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები აირჩევიან უვადოდ და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ დაექვემდებარებიან ატესტაციას. ემზადებიან თუ არა აჭარაში უმაღლესი სასწავლებლები პროფესორთა ატესტაციისთვის? ამ ეტაპზე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წესდებაში ცვლილებები უნდა გაატარონ და ის კრიტერიუმები თუ პირობები უნდა შეიმუშაონ, რომელთა მიხედვითაც სრული …

დავით ბერძენიშვილი მომავალ არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატზე

ნაწყვეტი დავით ბერძენიშვილის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ ორშაბათის ნომერში გამოქვეყნდება („რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან ინტერვიუ ნეტგაზეთმა ჩაიწერა). ბატონო დავით, ბათუმში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი მასალკინი. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? ბათუმში საარჩევნო კოდექსით სამი მაჟორიტარული ოლქი არის განსაზღვრული. ამ სამი ოლქიდან “რესპუბლიკელებს” ერთ ოლქზე პრეტენზია რომ გვექნება, ეს არავისთვის არის მოულოდნელი და …

საჯარო მოხელეებისა და სკოლის ექიმის ვაკანსია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის გამგეობა რვა ვაკანსიაზე აცხადებს კონკურსს. საბუთების მიღების ბოლო ვადა 26 თებერვალია. გამგეობაში კონკურსი ცხადდება გამგებლის თანაშემწის ვაკანსიაზე – თანამდებობრივი სარგო 790 ლარს შეადგენს. ხელვაჩაურის გამგეობა, ასევე, აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანსიებზე: გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი – ანაზღაურება – 560 ლარი. გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის …

აკაკი ძნელაძე: „ბულვარის ამბავი ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი“

„ბულვარის ამბავი ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მომზადებული კლიპი გავიდა ტელევიზიებით, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მინდა, ვთქვა, სამართლინიც“, – ასე უპასუხა ბათუმის მჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში, აკაკი ძნელაძემ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე ბულვარის შესახებ დასმულ შეკითხვას. აკაკი ძნელაძესთან ერთად, დღევანდელი დისკუსიის მომხსენებელი …

12 გამარჯვებული მოსწავლე თურქეთის სამეცნიერო ბანაკში გაემგზავრება

2016 წლის ზაფხულში, თურქეთის სამეცნიერო ბანაკის საზაფხულო პროგრამაში, აჭარიდან 12 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულები აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დღეს, 15 თებერვალს, გამოავლინა. მონაწილეთა გამოსავლენად ინგლისურ ენაში ჩატარდა კონკურსი. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ აჭარაში არსებული კერძო და საჯარო სკოლების მე-9 კლასის მოსწავლეებს, რომელთა შეფასება ბოლო სამი წლის განმავლობაში დამრგვალების გარეშე შეადგენს 10 ქულას. …

ფეხით მოსიარულის ჩანაწერები

გიორგი კალანდაძე მანქანა არ მყავს და ბათუმში გადაადგილება ძირითადად ფეხით მიწევს. ფეხით სიარული კი მიყვარს, მაგრამ ბათუმში ეს გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ქალაქის ცენტრს გასცდები თუ არა, გგონია, რომ სხვა ქალაქში მოხვდი, სადაც წვიმიან ამინდში ქუჩაში მუხლებამდე წყალი შეიძლება იდგეს და ტალახით სავსე გუბეებზე დაგჭირდეს ხტუნვა, მშრალ ამინდში კი – მტვრიანი ჰაერის სუნთქვა. ქალაქის ცენტრს მიღმა …

დისკუსია ტოლერანტობაზე სოფელ დოლოგანში

13 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის დოლოგანის საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე – „ტოლერანტობა“. დისკუსიაზე მოხსენება გააკეთეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: თეკლა შერვაშიძემ და ნიკა სვანიძემ. დისკუსია გაიმართა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით პროექტის – “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” – ფარგლებში, დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) დაფინანსებით.

ბათუმში 76 წლის მამაკაცს ეძებენ

76 წლის თენგიზ ღლონტს ოჯახის წევრები ეძებენ. იგი 10 თებერვალს, საღამოს 6 საათზე გავიდა სახლიდან. მამაკაცი დაახლოებით 176 სანტიმეტრი სიმაღლის, სუსტი აღნაგობისაა, ჭაღარა თმით. ტანთ ეცვა ნაცრისფერი ჟაკეტი, ვილვეტის შარვალი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას მის შესახებ, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 577 52 …

ორიონის თანავარსკვლავედის პირველი ფოტო და სამი კარტოფილის დილემა

მარიამ ორიონ მუთიძე, სტუდენტი შარშან, სექტემბერში, დავწერე სასურველი ნივთების ჩამონათვალი. მინდოდა ტელესკოპი, საბეჭდი მანქანა, ვარსკვლავების რუკა და ფოტოაპარატი, რომელიც ღამის ცას გადაიღებდა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს ჩემს ოთახში შევიდოდი და თვალს მოვავლებდი ამ ნივთებს. რამდენიმე დღის წინ მეგობარი მესტუმრა, ჩემი ფოტოაპარატის ფუნქციებში კარგად გამარკვია და იმ საღამოსვე გადავიღე თბილისის ცაზე ორიონის თანავარსკვლავედის პირველი ფოტო. …

„ბათუმის ბულვარის“ განცხადება შადრევნებთან დაკავშირებით

batumelebi.ge-ზე, გამოქვეყნებულ ინფორმაციას „ბულვარის შადრევნები მოვლა-ექსპლუატაციის გარეშე“ „ბათუმის ბულვარი“ გამოეხმაურა. „მოქალაქეების სწორი და ზუსტი ინფორმირებისათვის მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპისათვის  ბულვარში  არსებულ შადრევნებს მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას უწევს ადმინისტრაციაში არსებული „ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური“, რომელსაც ყავს შადრევნების მთავარი სპეციალისტი. ამასთანავე დამატებით გაცნობებთ, რომ ადმინისტრაცია გამარტივებული შესყიდვის წესით შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურების შესყიდვას განახორციელებს მხოლოდ იმ პერიოდით, სანამ განხორციელდება განმეორებით ელექტრონული …

„საზღვაო ჰოსპიტალი“ 3 მარტს „ინტურისტში“ გეპატიჟებათ

ანონსი 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, საზღვაო ჰოსპიტალი წარმოგიდგენთ მუსიკალურ საღამოს ლაშა ღლონტის, ტერეზა ფუხაშვილისა და გია ჭყონიას მონაწილეობით. წამყვანი – ნიკა წულუკიძე. სტუმრებს შეეძლებათ გემოვნებიან მუსიკასთან ერთად ისიამოვნონ უგემრიელესი კერძებით და დადებითი ემოცია გაიყოლონ საღამოს დასრულების შემდეგ; 3 მარტი, სასტუმრო „ინტურისტი“, 20:00 საათი; საღამოზე დასწრების ღირებულება 60 ლარი–მოიცავს საღამოზე დასასწრებ ბილეთს და უგემრიელეს მენიუს; …

აშშ-ს ელჩმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა

დღეს, 9 თებერვალს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა განახლებული ამერიკული კუთხე გახსნეს. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული ამერიკული კუთხე ევროპის საუკეთესო ამერიკული კუთხეების ათეულში შევიდა. ამერიკული კუთხე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გაიხნა. იან კელის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის ბათუმი, მისი კულტურული, ეთნიკური და …

მობილობა – რომელ ფაკულტეტზეა აჭარაში ყველაზე მაღალი კონკურსი

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარე მობილობის შედეგები დღეს, 8 თებერვალს, გახდება ცნობილი. განათლების ხარისხის განვითარების ელექტრონული პორტალის მონაცემებით 2015-2016 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოცხადებული ჰქონდა 25 ვაკანტური ადგილი: 22 ვაკანტური ადგილი ბაკალავრიატის, 1 – დოქტორანტურისა და 2 – ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე. მობილობაზე სულ შევიდა 50 განაცხადი: 46 განაცხადი – ბაკალავრიატის, 1- …

“იაფი სახლი” – ბათუმის მერიის თავსატეხი

ნათია ზოიძე უკვე მეოთხე წელია ბათუმის მერია „იაფი სახლი – სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს” პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. იაფი სახლი სოციალური სახლის ერთ-ერთი სახეობაა და ყველ ქვეყანაში მას, ეროვნული კანონმდებლის შესაბამისად, სხვადასხვაგვარად განმარტავენ. იაფი ანუ სოციალური სახლის მშენებლობის იდეა თავისთავად კეთილშობილურია – სახლი ექნება მას, ვისაც საბაზრო ღირებულების გადახდა არ შეუძლია ან მას, ვინც …

პაატა ბურჭულაძემ ბათუმში ფონდის ოფისი გახსნა

ქუთაისის შემდეგ „საქართველოს განვითარების ფონდმა“ რეგიონული წარმომადგენლობა ბათუმში გახსნა. საზეიმო ლენტის გაჭრით ოფისის გახსნის შემდეგ ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ, ფონდის სხვა წევრებთან ერთად, სასტუმრო „ინტურისტში“ საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ფონდის აჭარის ფილიალის ახალგაზრდული ფრთის კოორდინატორი გიგა ფარტენაძე იქნება. გიგა ფარტენაძე ბსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია. ის 2012 წელს „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ პროექტის, შემდეგ კი …

აჭარის მთავრობა ბულვარში ბილიკის შესანარჩუნებლად ჩიხიდან გამოსავალს ეძებს

5 თებერვალს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბულვართან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილი სარეკომენდაციო კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იონა წითელაძემ აღნიშნა, კომისიის მიზანია მთავრობას შესთავაზოს რეკომენდაციები, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, რაც ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სამივე ხეივნის შენარჩუნებას გულისხმობს. კომისიის …

რატომ გადახტა ქალი საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან

30 წლის ქალი, რომელიც დღეს, 5 თებერვალს, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” მე-5 სართულიდან გადახტა, შიზოფრენიით იყო დაავადებული – ამის შესახებ „ბათუმელებს“ “მედინაში” უთხრეს. კლინიკის დირექტორის მოადგილის, ლადო ურუშაძის ინფორმაციით, პაციენტი მათთან  ენდოტოქსიური და ჰემორაგიული შოკით ბათუმის სამშობიარო სახლიდან გადაიყვანეს. “პაციენტმა 7 იანვარს, “ანგისაზე” – დედათა და ბავშვთა ცენტრში იმშობიარა. 24 იანვარს, სისხლდენის გამო, ბათუმის სამშობიარო სახლს მიმართა, …

ბათუმში საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოხტა

რამდენიმე საათის წინ ბათუმში, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” მე-5 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოხტა. ინფორმაცია “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალებზე შსს კომენტარს არ აკეთებს.  

ინკლუზიური ცენტრისთვის ავტობუსის შეძენაზე ტენდერი მესამედ გამოცხადდა

ბათუმის 26-ე სკოლამ ინკლუზიური ცენტრისთვის ავტობუსის შეძენაზე გამარტივებული ტენდერი 4 თებერვალს მესამედ გამოაცხადა. ამ ეტაპზე ინკლუზიური ცენტრის 40 მოსწავლეს მოძველებული ავტობუსი ემსახურება, რომელიც სატენდერო კომისიის წარმომადგენლის თამარა გოგიშვილის თქმით, ხშირად საჭიროებს შეკეთებასა და სავალი ნაწილების შეცვლას. ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 25-ადგილიანი [+ 3 ეტლის ადგილით] ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ფასი 150 ათასი ლარია. „შეძენის თანხა უცვლელად …

2016-02-05 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პარკირების წესების დარღვევაზე დღეს ბათუმში 555 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 453 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 14- დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 51 – ნიშანში დგომისთვის, 29 – ტროტუარზე დგომისთვის, 5 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო და 3 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

ბათუმს ახალი სამარშრუტო ხაზი დაემატება

  ბათუმს ახალი -№3 სამარშრუტო ხაზი მოემსახურება, რომელსაც №2 სამარშრუტო ხაზის ანალოგიური საწყისი და საბოლოო წერტილები ექნება. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს – ” მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბათუმს ახალი სამარშრუტო ხაზი მოემსახურება. კერძოდ, განხორციელდა №2 სამარშრუტო ხაზის ოპტიმიზაცია,” – ნათქვამია განცხადებაში. განსხვავებით №2 სამარშრუტო ხაზისგან, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩის გავლით მოძრაობდა, №3 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ადლიის …

„ექსტაზის” უკანონოდ შემოტანის მცდელობა სარფში

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ცირა ღ. დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცირა ღ-ს პირადი ჩხრეკისას 25 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი თურქეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. …

ბათუმის მერია ბულვარის გადმოცემაზე წლის ბოლომდე უარს ამბობს

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბათუმის მერია ბულვარს მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნებს მართვაში, რაც ბათუმის ბულვარში მიმდინარე კაპიტალური პროექტები დასრულდება, არაუადრეს 2016 წლის ბოლომდე. „მივესალმებით და სწორი გადაწყვეტილებაა აჭარის მთავრობის მხრიდან, სრულად იქნა გათვალისიწინებული საზოგადოების ინტერესი ბათუმის ბულვართან დაკავშირებით. რაც შეეხება მის გადმოცემას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის, პროცესი იყო დროული და სწორი, მაგრამ ვინაიდან დღეის მდგომარეობით, …

ბულვარის თემაზე ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სხდომის დანიშვნას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომის დანიშნვას ითხოვს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ განაცხადა. „მთავარი საკითხი იქნება ბათუმის ბულვარი. აჭარის მთავრობამ გააკეთა რაღაც ბუნდოვანი განცხადება ბულვარის გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა რეალური ნაბიჯები არ ჩანს. გადადგნენ ბულვარის დირექტორი და მოადგილეები… ამ დროს განცხადება არ გაუკეთებია ქალაქის მერს, გიორგი ერმაკოვს. ბულვარის გადმოცემას სჭირდება ცვლილებები აჭარის და ბათუმის …

ბათუმის ბულვარის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის ბულვარის დირექტორმა არჩილ კახიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. რაც შეეხება მის მოადგილეებს, როგორც მან „ბათუმელებს“ განუცხადა, შინაგანაწესით, როცა დირექტორი ტოვებს თანამდებობას, ავტომატურად თავისუფლდებიან მოადგილეებიც. აჭარის მთავრობას განცხადება ბულვარის დირექტორის გადადგომის შესახებ ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია. ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა. ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ …

ბათუმში 360 აბონენტს შუქი არ მიეწოდება

ბათუმში, ე.წ. ფარეხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 360 აბონენტს შუქი გუშინ, 3 თებერვალს, გვიან ღამით შეუწყდა და ამ დრომდე არ ჩართულა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი დაზიანებული კაბელია. „ამ წუთას მიდის მუშაობა, გასული ბრიგადა,” – ამბობენ ენერგოკომპანიაში.

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი: მეჩეთის აშენების მოთხოვნით 12 ათასი ხელმოწერა შეგროვდა

ხვალ, 4 თებერვალს, ორგანიზაცია: „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“, ბათუმის ცენტრალური მეჩეთის ეზოში მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს. თემა, რომელზეც  საინიციატივო ჯგუფი აპირებს საუბარს, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ეხება – თემი ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავს. საინიციატივო ჯგუფმა თავისი პოზიცია წერილობით გაავრცელა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად აქვეყნებს: „ქართველი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვს ხელისუფლებისგან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის …

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს

ავტორი:: სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრი ხვალ, უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა. ბოლო დღეების ყველაზე მწვავე პოლიტიკური საკითხი, ერთ წინადადებაში ასე ითარგმნება – ხელისუფლებას უნდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც თვითონ ენდობა. მისი დილემა შემდეგია, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის  კანდიდატის დადგენილი ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. …

ივანიშვილის პარკში გადასატანი ხეების ამოთხრა დაიწყო [ფოტო, ვიდეო]

„ხეების გადატანა, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ერთი თვის ვადაში უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელმა ირაკლი შანავამ. მისივე ინფორმაციით, ხეების გადატანის პროცესი ერთი თვეა მიმდინარეობს. გიგანტური ხეების გატანა იგეგმება გემებით. საჭირო ინფრასტრუქტურის – ზღვამდე გზის გაყვანაზე და ხეების გადატანაზე სწორედ კომპანია „ზიმო“ მუშაობს. გასული წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით, რომელსაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს …

4 თებერვალს ონკოლოგიური საავადმყოფო ბათუმში პაციენტებს უფასოდ მოემსახურება

4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ბათუმში ონკოლოგიურმა კლინიკა „მედცენტრმა“ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა ხვალ მოქალაქეებს, ონკო პაციენეტებს უფასო კონსულტაცია გაუწიოს. რა შედის უფასო კონსულტაციაში? – ამის შესახებ „ბათუმელების“ კითხვებს ექიმი-ონკოლოგი მზია ხალვაში პასუხობს. ქალბატონო მზია, რატომ გადაწყვიტეთ ხვალისთვის პაციენტების უფასოდ მიღება? ონკოლოგებმა გადავწყვიტეთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით გავერთიანდეთ და მოვემსახუროთ ონკოპაციენტებს, ასევე მათ, ვისაც ამ …

დიდთოვლობის გამო სპეცტექნიკის დაქირავების თანხას მერია ეტაპობრივად გადაიხდის

დიდთოვლობის გამო ბათუმის მერიას დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა – შპს „სანდასუფთავებამ“ და შპს „ბათუმის წყალმა“ გაწმენდითი სამუშაოებისთვის  შესაბამისი სპეცტექნიკა დამატებით დაიქირავეს.  დამატებითი ტექნიკის დაქირავება მერიის დავალებით განხორციელდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს შესრულებული სამუშაოს საფასური ამ დრომდე არ მიუღიათ. „სანდასუფთავებაში“ „ბათუმელებს“  უთხრეს, რომ ხარჯი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ვარაუდობდნენ, თუმცა ზუსტ ციფრს ამ დროისთვის ვერ ასახელებენ. …

Exit mobile version