ბათუმში 20 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი


გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 24  აპრილის 21 საათიდან 25 აპრილის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5-10 გრადუსი 
  • ღამით: 0-3 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 26-27 აპრილს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.