მთავარი,სიახლეები

ვინ მოამზადა ბათუმის სატრანსპორტო ესტაკადის პროექტი

23.05.2017 • 2428
ვინ მოამზადა ბათუმის სატრანსპორტო ესტაკადის პროექტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საავტომობილო ესტაკადის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა. უშუალო შემსრულებელი კი შპს „საქ გზა მეცნიერებაა“.

სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით, პროექტი სამინისტრომ გადამოწმების მიზნით სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადააგზავნა:

„…ამჟამად პროექტი გადის ექსპერტიზას, იყო რაღაც შენიშვნები, რომლებიც სწორდება. მისი დასრულების შემდეგ კი ტენდერი გამოცხადდება. გარდა ამისა, ექსპერტიზის გავლის შემდეგ შეიძლება პროექტის ღირებულება შემცირდეს, ან პირიქით, მისი გაზრდა გახდეს საჭირო.“

რაც შეეხება სატრანსპორტო ესტაკადის პროექტის ფარგლებში ბათუმის პორტთან დაგეგმილი ხიდის გვერდით თავისუფალი ადგილის ათვისების საკითხს, რაზეც დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საუბრობდა, ნუგზარ ძნელაძემ განმარტა, რომ პროექტში ძირითად და დამხმარე გზას შორის არის თავისუფალი სივრცე, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება: „ოღონდ არა ისე, რომ ამ ადგილის ფუნქციონალურმა დატვირთვამ ზიანი მიაყენოს სატრანსპორტო კვანძის გამართულ ექსპლუატაციას“.

სატრანსპორტო ესტაკადის პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: