ბესიკ ლილუაშვილი საზმაუს ბორდის წევრად აირჩიეს

ბესიკ ლილუაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად აირჩიეს. კენჭისყრა დღეს საქართველოს პარლამენტში შედგა. მან ხმათა უმრავლესობა – 101 ხმა მიიღო.

ლილუაშვილი კენჭისყრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ იყო წარდგენილი. იგი აქამდე აჭარის მთავრობის აპარატში სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო.

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობა აჭარიდან ორ პირს სურდა, ნათია სირაბიძესა და ბესიკ ლილუაშვილს. უმაღლესმა საბჭომ, რომელიც წარუდგენს პარლამენტს თავის კანდიდატურას, არჩევანი ბესიკ ლილუაშვილზე შეაჩერა.

დღესვე პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია ზაზა შათირიშვილი, ხოლო ნინია კაკაბაძის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com