მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 აპრილი

03.04.2024 • 4194
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 444 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710]
  • ტანკი – 7 009 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 13 368 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 11 142 ერთეული [+30]
  • MLRS – 1 025 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 745 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 796 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 059 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 813 ერთეული [+30]
  • სპეცტექნიკა – 1 838 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 581 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 18 538 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 495 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 684 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 262 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 644 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 576 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, ჩვენთვის და ჩვენ ნაცვლად – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: