გინიოს მოსახლეობის საპროტესტო აქცია
მისი თქმით, გონიოს მოსახლეობა ინფრასტრუქტურის განვითარების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამბობენ, რომ მათთვის საარსებო წყარო უფრო მნიშვნელოვანია:
„ბოსელის დადგმას არც ჩვენ ვაპირებთ იმ მიწაზე. მიწა იმისთვის გვინდა, რომ მოსავალი მოვიყვანოთ და ოჯახი ვარჩინოთ. ზურგზე ტყავი გადამძვრა თურქეთში მუშაობით, მე მინდა აქ მქონდეს შესაძლებლობა, რომ თავი ვირჩინო“.
მიწის უკან დაბრუნებას მოითხოვს გონიოელი ჟუჟუნა სურმანიძეც.
„მქონდა მიწა გაფორმებული, წამართვეს და ახლა ვითხოვ დავრუნებას. არჩილ ხაბაძე შეგვხვდა, მაგრამ მისი შემოთავაზება არარეალურია. 500 მეტრო მიწა არ გვაწყობს, ისიც სადღაც მაღლობზე“.
ჟუჟუნა სურმანიძე ამბობს, რომ მიწა, რომელსაც თვითონ ამუშავებდა გონიოს ციხესთან, რამდენიმე მეტრშია:
„იქ მოვკვდები და ჩემს მიწას არ დავთმობ. მე არ ვამბობ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მომცენ მიწა, მისგან შვიდი მეტრი უნდა იყოს დაშორება, როგორც ვიცი და ამ შვიდ მეტრს დავთმობთ“.
„ეგ მიწები ჩვენი იყო და იქნება“- ამბობს ფატი მიქელაძე. თანასოფლელების მსგავსად მთავრობის წინადადება მისთვის მიუღებელია: „გზებს შემოვიყვანთ და განათებას გაგიკეთებთო, გვეუბნებიან, მაგრამ არ გვინდა. ეკალ-ბარდები მიწად ვაქციეთ და ახლა არ ვაპირებთ დავთმოთ. 2 500 მეტრი მიწა მქონდა და მოვითხოვ დამიბრუნონ“.