მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 თებერვალი

19.02.2024 • 3727
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 403 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 232]
  • ტანკი – 6 498 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 12 232 ერთეული [+34]
  • საარტილერიო სისტემა – 9 733 ერთეული [+24]
  • MLRS – 986 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 674 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 336 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 460 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 898 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 767 ერთეული [+31]
  • სპეცტექნიკა – 1 545 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 571 თვითმფრინავი
  • 266 ვერტმფრენი
  • 12 819 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 471 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 107 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 222 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 102 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 837 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: