ავარია ჩაქვის გვირაბთან – ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

დღეს, 20 სექტემბერს, დაახლოებით 10 საათზე, ავარია მოხდა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან, რის გამოც ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით დაშავებული, რომელსაც თავის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა, ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის …

ქუთაისში ინოვაციების ფესტივალზე აფეთქების შედეგად მოსწავლეები დაშავდნენ

ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში გამართულ ინოვაციურ და მეცნიერების ფესტივალზე ქიმიური კვლევის დროს კოლბა აფეთქდა. ნამსხვრევებმა 5 მოსწავლე მსუბუქად დააზიანა. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. ფესტივალში ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლა მონაწილეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლის შესაბამისად, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მთავარი ფოტო: ტელეკომპანია მეგა TV …

ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადებისთვის თბილისში 11 პირი დააკავეს, მათ შორის, ბავშვების მშობლები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. სამინისტროს ცნობით, ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული …

შსს: „კოკა-კოლას“ თანამშრომელი 133 000 ლარის ქურდობის ბრალდებით დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, თბილისში 133 000 ლარის ქურდობის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული 1 პირი დააკავეს. შსს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს სს „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის …

კლუბში უცხოელებზე თანხის გამოძალვის ბრალდებით ბათუმში 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი: 1981 წელს დაბადებული გ.გ., 1977 წელს დაბადებული მ.ზ., 1982 წელს დაბადებული ფ.ბ. და 1978 წელს დაბადებული გ.ძ. დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს მათი შეკვეთისთვის …

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის მარტიდან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი, 1986 წელს დაბადებული ა.ხ. ბათუმში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 2015-2016 წლებში, მოიპოვა 10-მდე პირის ნდობა, რის შემდეგაც …

ავტომობილის მოპარვის მცდელობის ფაქტზე ბათუმში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ძ. და 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ძ.-მ ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მოიპარა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ბათუმი-სუფსის საავტომობილო გზის …

სატვირთო მანქანა ხულოში საკარმიდამო ნაკვეთში გადავარდა

ხულოში, სოფელ ხიხაძირში, სატვირტო ავტომანქანა საკარმიდამო ნაკვეთში გადავარდა. ტრანსპორტში ორი პირი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა, რომელიც ხულოს საავადმყოფოში გადაჰყავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.  

ავარია აეროპორტის გზატკეცილზე – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაშავებული BAU-ში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 36 წლის კაცი და მას სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება.    

“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ

“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” სასამართლო დარბაზი ხალხით ისევ გაივსო, თუმცა დღევანდელმა პროცესმა მშვიდად  ჩაიარა – საპროტესტო აქციების, შეძახილებისა და ქუჩის გადაკეტვის გარეშე. “დღეს რამე არ იქნება. საპროცესოს ველოდებით პროკურატურისგან და ვნახოთ,” – გვითხრა პროცესის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელმა. ამ საქმეზე დღეს, 9 სექტემბერს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ჩხუბის შემსწრე მედდისა და დაცვის პოლიციელის ჩვენებები მოისმინა. საუბარია 2 …

„გასაროზგი ტიპი ხარ“ – ღურტას ბაღის ყოფილი გამგის სავარაუდო მუქარა TV25-ის ჟურნალისტებს

„მაგარი გასაროზგი ტიპი ხარ!!! შეგხვდები ვიწრო გზაზე!“ „შენ ყველაფრის მკადრებელი ყოფილხარ და ახლოდან რომ სადმე შემხვდები აი, მაშინ დაგფერთხავ, როგორც უნდა“, „მარტო ჩემთან არ შეგშლია შენ, ბევრთან შეგეშალა და ბოლოს ვიღაცა თან გაგაუპატიურებს და თან ცხვირ-პირს გაგიერთიანებს!“ – TV25-ის ჟურნალისტი, ეკა ბარამიძე ამბობს, რომ ამ და სხვა მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მედეა მამულაძისგან იღებს. მედეა …

თავდაცვის მინისტრად ღარიბაშვილი, შს მინისტრად გომელაური დაასახელეს

პრემიერობის კანდიდატად რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულმა გიორგი გახარიამ, მთავრობაში ცვლილებები დაანონსა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური იქნება, ხოლო თავდაცვის მინიტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენენ. მოქმედი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კი უშიშროების საბჭოში გადაინაცვლებს. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავად გადადგა გუშინ თანამდებობიდან. ის წელიწადი და ორი თვე იყო პრემიერი. დღეს მმართველი …

პოლიციამ ბათუმში ერთი პირი დააკავა – ამოღებულია 947 აბი „სუბოქსინი“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებისა და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ზ.ი. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 684 აბი, ხოლო მისი დროებითი საცხოვრებელი სახლიდან 263 …

შსს: აჭარაში 80 აბი „მეტადონი“ და 143 აბი „სუბოქსინი“ ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით  აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება  ამოიღეს.  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.გ. და 1978 წელს დაბადებული რ.ც. დააკავეს. “სამართალდამცველებმა გ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, 80 აბი „მეტადონი“ და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. რ.ც.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას …

ბათუმში ქალი ოჯახის წევრმა კისრის არეში დაჭრა – კაცი დაკავებულია

ბათუმში ოჯახური კონფლიქტის შედეგად ოჯახის წევრმა ქალი კისრის არეში ბასრი იარაღით დაჭრა.  ქალს, რომელსაც კისერში ჭრილობა ჰქონდა,  კლინიკა “მედალფაში” გაუწიეს სამედიცინო დახმარება.  მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ქალს  რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული კისრის არეში, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხრიდან. ექიმი ამბობს, რომ  ქალი ამბულატორიულ მკურნალობას ექვემდებარება და მალე გაწერენ კლინიკიდან. შსს-ს ინფორმაციით კაცი, რომელმაც ქალი დაჭრა, ცხელ …

რა ხდება ივანიშვილის რეზიდენციასთან [ფოტო]

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] პლაჟზე, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ მდებარეობს, მძიმე ტექნიკა მუშაობს. სანაპიროზე განთავსებულია ქვის ლოდები, რომლებითაც ნაპირდამცავ ნაგებობას აწყობენ. უკვე მთლიანად დაშლილია პირსიც [ლოდებით მოწყობილი ნავმისადგომი, საიდანაც სპეციალური ბარჟით მოტანილი მრავალწლოვანი ხეები ზღვიდან ნაპირზე გადმოჰქონდათ]. პლაჟზე კი, განთავსებულია დაფა წარწერით: „ბანაობა აკრძალულია“. „პლაჟს აწესრიგებს [ბიძინა ივანიშვილი – ავტ], ნაპირს ამაგრებს… …

პოლიციამ დააკავა ქუჩაში 4 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის …

ავარიის შედეგად ბათუმში 33 წლის კაცი დაიღუპა

ავარიის შედეგად ბათუმში 33 წლის კაცი დაიღუპა. შემთხვევა 26 აგვისტოს, დილის 4 საათზე მოხდა – მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ექიმებს დაშავებული მძიმე მდგომარეობაში, მრავალობითი დაზიანებებით დახვდათ. დაშავებული ექიმება ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა, დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. …

ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა“. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ქურდობის …

რატომ გაჭიანურდა შსს-ს 2 ვერტმფრენის რემონტი, რაშიც 6,5 მილიონი დოლარი იხარჯება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, პოლიციის კუთვნილ ორ ვერტმფრენს ბელარუსში, ორშის ავიასარემონტო ქარხანაში არემონტებენ. ქარხანასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ორთავე ვერტმფრენის რემონტში სასაზღვრო პოლიციამ 6 574 700 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს. „მი-8მტვ-1“ და „მი-8ამტ“ ვერტმფრენები, სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, ბელარუსში 2018 წლის 6 დეკემბერს გაიგზავნა. ვერტმფრენების რემონტი 2019 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ქარხანა ამ ვადის …

საპროტესტო აქცია სასამართლოსთან – „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩხუბის საქმე

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში მომხდარ ჩხუბში მონაწილე ოთხი პირის სასამართლო პროცესი იმართება. სასამართლოს შენობის წინ დაკავებულთა ახლობლები შეიკრიბნენ და სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება სთხოვეს. “ეს ბიჭები არიან უდანაშაულონი. შიშველი ხელებით იყვნენ. არაფერი ისეთი არ ჩაუდენით, რომ ციხეში იჯდნენ, ” – ამბობს ერთ-ერთი განსასჯელის დედა ლიანა ტაკიძე. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩხუბი 2 …

შსს: ბათუმში ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ა. დააკავეს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა ორჯერ განახორციელეს. პოლიციამ მის მიერ უკანონოდ გაყიდული 7 …

ბათუმში ახალგაზრდა ქალსა და კაცს ავტომანქანა დაეჯახა – ავარია

ახლახან [21:45] ავტოავარია მოხდა შარაბიძეების ბენზინგასამართ სადგურთან – ავტომანქანა ორ ქვეითს  –  ახალგაზრდა ქალსა და კაცს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფმა გადაიყვანა საავადმყოფოში. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, 30-წლამდე ქალი გადაყვანის დროს იყო კონტაქტური, მაგრამ მრავლობითი მოტეხილობა და დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილია ორი პირი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …

ბათუმში ღამის კლუბიდან 4 ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს – 22 წლის ბიჭი დაიღუპა

19 აგვისტოს, გამთენიისას, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ოთხი ახალგაზრდა გადაიყვანა საავადმყოფოებში ბათუმის ბულვარში მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბიდან  მსგავსი სიმპტომებით. მათგან ერთი, 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი, გარდაიცვალა. „პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ანამნეზის საფუძველზე დაისვა დიაგნოზი, დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტი. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი შესაბამისი მკურნალობა, გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფიაც, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სიკვდილის მიზეზი იყო გულ-სისხლძარღვთა …

შარაბიძეებში ავარიის შემდეგ მძღოლის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

19 აგვისტოს ბათუმში, შარაბიძეების ბენზინგასამართ სადგურთან მომხდარი ავარიის შემდეგ ტაქსის მძღოლის ცემაზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაშავებულმა ტაქსის მძღოლმა განაცხადა, რომ ავარიის შემდეგ, საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლამდე, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თვითმხილველების თქმით, შარაბიძეებში BMW და ტაქსი შეეჯახა ერთმანეთს. ასევე, თვითმხილველების თქმით, BMW არასწორად მოძრაობდა და ტაქსის მძღოლმა ვერ მოახერხა მანქანის დამუხრუჭება. …

რა სასჯელი ემუქრება ქალს, რომლის ჩვილიც თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს

16 აგვისტოს, გამთენიისას, ოზურგეთში, თხილის ბაღში, პოლიციელებმა ახალშობილი იპოვეს. ახალშობილის ძებნა სამართალდამცავებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოზურგეთის სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს  ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებებით, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა. ამავე თემაზე: თხილის ბაღში ახალშობილი იპოვეს – ბავშვი გადარჩა შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის …

ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ბათუმში პოლიციამ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი – 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ბ. და 1998 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს“. „დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ბათუმში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ფიროსმანის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის …

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული რ.ვ. ბათუმში დააკავეს. „დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება “ბუპრენორფინის” შემცველი 25 აბი …

„ჭკვიანი“ კამერები კიდევ 11 ადგილზე ამოქმედდა – საქართველოს გზებზე სულ ასეთი 3820 კამერაა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა. „ასევე, ბოლო პერიოდში, საავტომობილო სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიაზე კიდევ 6 ადგილას ამოქმედდა, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 4 ლოკაციაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე – 8 , სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კი …

ბათუმში, საშაურმეში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე დაჭრა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ [22:00] მოხდა. თვითმხილველის თქმით, რომელიც საშაურმეს თანამშრომელია, ტერასაზე ერთ მაგიდასთან რამდენიმე ქართველი ბიჭი იჯდა. მათ გვერდით ისხდნენ უცხოელები. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რაც შემდეგ კონფლიქტში გადაიზარდა. ამ დროს უცხოელმა დანა ამოიღო და ახალგაზრდა კაცი ფეხში დაჭრა. დაჭრილი პირი …

აღმაშენებლის ქუჩაზე მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. მძღოლი, რომელსაც დარღვევა დაუდგინდება, დაჯარიმდება.  

ბათუმში ნარკორეალიზატორები ფარული ვიდეო გადაღების შემდეგ დააკავეს – შსს

ბათუმში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს – 1980 წელს დაბადებული ო.ფ. და 1963 წელს დაბადებული ხ.კ. სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ო.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას …

სარფში მამათა მონასტრის სათავსო დაიწვა

სარფში მამათა მონასტრის ეზოში გუშინ ღამით ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად მონასტრის დამხმარე ნაგებობა – სათავსო დაიწვა. სახანძრო სამსახურში გვითხრეს, რომ ხანძრის ჩაქრობა მალევე შეძლეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, ხანძარი მონასტერთან ახლოს ღამის საათებში, იმ დროს გაჩნდა, როცა იქ არავინ იყო. ხანძარი მოსახლეობამ შენიშნა და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს …

შსს: ნარკოტიკების შემოტანაზე სამი პირი დააკავეს – ერთ-ერთი პოლიციელს თავს დაესხა

სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე მ.ა. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს პირადი ჩხრეკის დროს 200 გრამი „ჰეროინი“ ამოუღეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 720 გრამი „ჰეროინი“ ამოუღეს პირს, რომელიც „ვალეს“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოდიოდა საქართველოში. „ბუპრენორფინის“ და „კოკაინის“ შემცველი ნარკოტიკები ამოიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა – მათ საქართველოს მოქალაქე ი.მ. ქუთაისის …

ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად უცხოელი დაიღუპა

დღეს, პირველ აგვისტოს, დილით, ჩაქვში ერევანი-თბილისის მატარებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაეჯახა. შსს ინფორმაციით, კაცი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმი არ აღმოჩნდა, გამოძიება გრძელდება – შსს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში პოლიციამ მუშაობა დაასრულა და შენობაში დღეიდან, პირველი აგვისტოდან სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ განახლდა. პოლიცია გუშინ, 31 ივლისს, ბსუ-ს შენობაში [პირველ და მეორე კორპუსებში] ნაღმს ეძებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. 31 ივლისს, 18:00 საათზე ბსუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, რუსულ ენაზე შევიდა შეტყობინება, რომ უნივერსიტეტის შენობაში ბომბი იყო. გუშინვე დაიწყო გამოძიება …

Exit mobile version