ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.დ. და 1990 წელს დაბადებული ო.ს., ასევე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ბ., 1988 წელს დაბადებული ზ.ო. და 1994 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 …

ავარია ბათუმში – ოთხი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. „მძიმედ დაშავებულები არ არიან, ძირითადად, დაჟეჟილობებით და მცირე ჭრილობებით გადავიყვანეთ ოთხი ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში,“ – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია …

საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა

დღეს, 2 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი მერიის შენობაში დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სპეციალისტი ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებითაა დაკავებული. ახალშენის კულტურის სახლის შენობის მეორე ეტაპის სარემონტო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერიას 469 ათას 466 ლარზე ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება შპს „ფელიქსთან“. სწორედ მეორე ეტაპის სამუშაოების დროს გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ კულტურის …

ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც 30 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს. „დაჭრილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ის ამჟამადაც განაგრძობს მკურნალობას“. პოლიციის ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული მ.ზ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.  დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება …

ხელვაჩაურში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს – მისი მდგომარეობა მძიმეა

30 მარტს ხელვაჩაურში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანიმაციაში იმყოფება. მას თავის არეში აქვს მიყენებული საფანტის ტყვიით ჭრილობები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო – განზრახ მკვლელობის მცდელობა.

პოლიცია ნერწყვის ტესტერით დაადგენს, არის თუ არა მძღოლი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ

პირველი აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. შს სამინისტროს ცნობით, კანონის აღსრულების მიზნით, …

„შერატონში“ პოლიცია ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდა – გამოძიება ცრუ შეტყობინების მუხლით დაიწყო

31 მარტს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ სამართალდამცავები ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ. ზარი იმის შესახებ, რომ სასტუმროს კაზინოში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, 112-ზე შევიდა, რასაც კაზინოში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოჰყვა. ასაფეთქებელი ნივთიერება სამართალდამცავებმა ადგილზე ვერ აღმოაჩინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 331 მუხლით მიმდინარეობს – ცრუ შეტყობინება ტერორიზმის შესახებ.

აშშ-დან „საქართველოს ფოსტით“ გამოგზავნილ ამანათში ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილები იყო – შსს

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათშორისი დანაყოფისა და ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 15 მარტს აღნიშნული სქემის ერთ-ერთი მონაწილე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ი.ი. საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის …

ქობულეთში პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გუშინ, 27 მარტს, ქობულეთში პოლიციის ორ თანამშრომელს სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა ახალგაზრდების გაშველებისას მიაყენეს. პოლიციელების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, შს სამინისტროს ცნობით, ისინი საავადმყოფოში არ იმყოფებიან. შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით [პოლიციელზე თავდასხმა], მეორეს დასაკავებლად კი სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შს სამინისტროში უარყოფენ …

პოლიციამ აჭარაში ორი პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული ჯ.პ. და 1989 წელს დაბადებული თ.პ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახლო ნათესავებს: ე.პ.-სა და ა.პ.-ს. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სიცოცხლის მოსპობით …

სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული მედიკამენტები გამოავლინეს

14-24 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სადახლო-საავტომობილო“ „სარფსა“ და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის, საქარველოსა და სომხეთის მოქალაქეებს, დ.ლ.-ს, მ.ჯ.-სა და ლ.ჰ.-ს კუთვნილი ხელჩანთებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ნარკოტიკული (23 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები …

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 მარტს დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი. „სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები – 1970 წელს დაბადებული ბ.ტ. და 1964 წელს დაბადებული გ.მ., ხოლო „კანონიერი …

შსს: 25-დან 27 მარტის ჩათვლით ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  25 მარტის 19 საათიდან  27 მარტის 12 სთ-მდე, ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის პორტალების გარეცხვა-დასუფთავების გამო, პირველ ეტაპზე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო შემდეგ ბათუმი-ქობულეთის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობის აკრძალვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში – გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. ____________ ფოტო: ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი. ფოტო: …

ბათუმში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

დღეს, 21 მარტს, ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, მათგან ერთი კი ქვეითს შეეჯახა და ავარიის შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ მათ საავადმყოფოში სამი ადამიანი გადაიყვანეს: ქალის დახურული დაზიანებით, ტუჩების ნახეთქი ჭრილობებით და თავზე ნაკაწრებით. გამოძიება სისხლის …

შს სამინისტრომ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით ბათუმში გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, გონიოს ხიდთან არსებულ ე.წ. „ბეიკერის ორმოსთან“ დაკავშირებულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო – ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. ბათუმში, გონიოს ხიდთან მდებარე ე.წ. „ბეიკერის ორმოს“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ფეისბუქზე გავრცელდა. მოქალაქეები წერენ, რომ ბათუმში ცხოველები ქუჩებიდან მიჰყავთ და სტერილიზაციის შემდგომ, ისევ ქუჩაში დაბრუნების ნაცვლად, …

შსს: ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეტადონი ამოიღეს

შს სამინისტრომ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული გ.შ. დააკავა. სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც ძმის ყოფილი მეუღლე ფიზიკურად შეურაცხყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ბათუმში 1989 წელს დაბადებული რ.ს. დააკავა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი ძმის ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ბათუმში დააკავეს ექვსი პირი, რომლებიც უცხოელებს რესტორანში შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძალვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 6 პირი: 1994 წელს დაბადებული რ.ბ., 1979 წელს დაბადებული ნ.ო., 1983 წელს დაბადებული რ.ბ., 1985 წელს დაბადებული მ.ი., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული მ.კ. და 1989 წელს დაბადებული მ.ი. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულთაგან ზოგი ბათუმში, ადლიის ქუჩაზე მდებარე რესტორან …

შსს: აჭარაში დიდი ოდეობით „ექსტაზი“ ამოვიღეთ, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს. სამართალდამცავებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 921 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, …

მაღაზიის მესაკუთრე, რომელიც სამჯერ გაქურდეს: რკინის ჟალუზები უნდა გავაკეთო, საშველი აღარაა

„რკინის ჟალუზები უნდა დავაყენო ალბათ, სხვა საშველი არაა,“ – ეს გამოსავალი იპოვა მზია რეხვიაშვილმა, რომელსაც ბათუმში, წერეთლის 44-ში ნამცხვრის მაღაზია უკვე 10 წელია აქვს გახსნილი. გასული წლის ნოემბრიდან დღემდე მაღაზია სამჯერ გაქურდეს. სამივეჯერ გაქურდვა ერთნაირად მოხდა – მინის კარი ქვით ჩაამსხვრიეს და მაღაზიაში არასრულწლოვნები შევიდნენ. ბოლოს ნამცხვრის მაღაზია 13 მარტის ღამეს გაქურდეს. „ნამცხვრებისთვის არც ერთ …

მაღაზიების გაქურდვისთვის ბათუმში 2 არასრულწლოვანი ამხილეს

ნამცხვრისა და სურსათის მაღაზიების გაქურდვისთვის პოლიციელებმა ორი არასრულწლოვანი დღეს, 15 მარტს, ამხილეს. საუბარია წერეთლის ქუჩაზე მდებარე ნამცხვრის მაღაზიაზე, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან დღემდე უკვე მესამედ გაქურდეს. ბოლო შემთხვევა 13 მარტს ღამით მოხდა. სურსათის მაღაზია კი ასევე 13 მარტს აეროპორტის გზატკეცილზე გაქურდეს. შსს-ს ცნობით, დღეს მხილებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, რომელიც ახლა 15 წლისაა, თებერვალშიც გაქურდა ნამცხვრის მაღაზია. …

როცა ვიღაც შენი სახელით „ფეისბუქში“ ფულს აკეთებს

„ამ სქემის  გაკეთება საკმაოდ მარტივია, რადგან ამ დროს გგონია, რომ თითქოს შენი ახლობელი ადამიანი გწერს და დახმარებას გთხოვს…“ – ამას ის ადამიანები ყვებიან, რომლებიც ინტერნეტში კონკრეტული თაღლითური სქემის მსხვერპლნი გახდნენ. მათი სახელებით ყალბი ფეისბუქანგარიშები შექმნეს და მათ ფეისბუქმეგობრებს ფული მოსთხოვეს. ზოგიერთმა, ვისაც ყალბი ანგარიშიდან დახმარების შესახებ შეტყობინება მიუვიდა, ფული მითითებულ ანგარიშზე უკვე ჩარიცხა. „ესაა თაღლითური …

ბათუმში 71 წლის დედის ცემისთვის კაცი დააკავეს

დედის ცემის ბრალდებით პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შს სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. უწყების ცნობით, დედაზე 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ს. ძალადობდა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მსხვერპლი ქალი 71 წლის არის. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედას – 1948 წელს დაბადებულ რ.ს.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, …

ქობულეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვის ფაქტებზე, 1983 წელს დაბადებული ი.რ. და 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ი.რ.-მ მიმდინარე წლის 2 მარტს ქობულეთში მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გაძარცვა, საიდანაც ტექნიკა და სხვადასხვა სახის ნივთი გაიტაცა. სამართალდამცველებმა ი.რ. მომხდარიდან მეორე დღეს მოსამართლის განჩინების …

როგორ აფასებს პოლიციელი რისკებს, როცა ქალზე ოჯახში ძალადობენ

რა შეცვალა შინაგან საქმეთა მინისტრის ახალმა ბრძანებამ, რითაც ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი გაიწერა? – ეს შეკითხვა გოგა ხატიაშვილს დავუსვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსს. ის გუშინ, 8 მარტს, მონაწილეობდა ბათუმში გამართულ კონფერენციაში – „ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება“. შს მინისტრის ბრძანება გასული წლის სექტემბრიდან მოქმედებს. „ყოველთვის იყო კრიტიკა, რომ პოლიციელს არ ჰქონდა …

ბათუმში ავტომობილი დაცხრილეს, დაჭრილია ერთი ადამიანი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს ბათუმში მსუბუქი ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს. დაჭრილია 30 წლამდე კაცი, რომელიც გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით. პირველი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, მეორე მუხლი კი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას და გამოყენებას. შსს ცნობით, ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებული არ არის და …

ავტომანქანა სახლს დაეჯახა – დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შემდეგ ერთ-ერთი ავტომანქანა ბორდიურზე გადავიდა და საცხოვრებელი სახლის კედელს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული 49 წლის კაცი გულ-მკერდის დაჟეჟილობით ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, …

„ვითხოვთ მწოლიარე პოლიციელს“ – ორი ავარია ერთსა და იმავე ადგილას ნახევარ საათში

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში დღეს, 4 მარტს, მოხდა. ერთ შემთხვევაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯეხა ერთმანეთს, შემდეგ მსუბუქი ავტომანქანა – მიკროავტობუსს. ავარიის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოქალაქემ გამოაქვეყნა და „შესაბამის სამსახურებს“ პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა. იგი წერს, რომ მოსახლეობამ ხელმოწერებით მერიას უკვე მიმართა და ისინი ე.წ. მწოლიარე პოლიციელების ქუჩაში განთავსებას …

სარფში ყალბი მოწმობით საქართველოში შემოსვლის მცდელობისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ო.ფ. სარფის საზღვარზე თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ო.ფ. საქართველოში შემოსვლას თურქეთის მოქალაქეზე გაცემული, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობებით ცდილობდა. საპატრულო პოლიციამ ასევე დააკავა 1978 წელს დაბადებულ დ.ა., საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის …

შსს: აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 59 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 1,406 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს“ – აცხადებს შსს. გამოძიება …

სხვისი დაშანტაჟების გზა პირადი კადრების გავრცელებით ბავშვებს ჩვენ ვუკარნახეთ – შეფასება

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ვიდეო მოსწავლეთა დახურულ ჯგუფში გავრცელდა, სადაც ის სკოლის ფსიქოლოგმა ნახა და საქმეს მსვლელობა მიეცა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო საჯარო სივრცეში ხვდება. პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ბოლო ერთი თვის …

შსს ბათუმში მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში ატვირთვაზე

შს სამინისტრომ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში შესაძლო ატვირთვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით [გარყვნილი ქმედება – ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე]  და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით [პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური …

ბათუმში სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ  გამოძიება დაიწყო ბათუმში სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმეზე. ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მოსწავლეთა დახურულ ჯგუფში გავრცელდა გასული კვირის ბოლოს. „ბათუმელები“ ვიდეოს გავრცელების შესახებ ინფორმირებულ პირს ესაუბრა, რომლის თქმითაც, კადრები, სავარაუდოდ, გადაღებულია მშენებარე შენობაში. ის არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კადრები ამავე სკოლის სპორტდარბაზშია გადაღებული: „ბავშვებმა …

შსს: ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში 6 პირი დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული კ.ტ. და 1966 წელს დაბადებული პ.გ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. „სამართალდამცველებმა კ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 18 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ გოგონას – 1982 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს, რომელმაც …

22 ვაკანსია აჭარის პოლიციაში – განცხადების შეტანის ბოლო ვადა 24 თებერვალია

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს განცხადებების მიღებას აჭარის პოლიციის დეპარტამენტში არსებულ ვაკანსიებზე. დეპარტამენტში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 22 ვაკანსიაა სხვადასხვა განყოფილებებში. ამ თანამდებობების დასაკავებლად მსურველებს განცხადებების წარდგენა 2019 წლის 24 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარია. ბათუმის საქალაქო სამმართველოში: პოლიციის II განყოფილება – 2 ვაკანსია; პოლიციის I განყოფილება – 1 ვაკანსია; პოლიციის V განყოფილება – 2 ვაკანსია; პოლიციის IV განყოფილება – 1 …

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ფ.ხ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც ბრალდებული დროებით ცხოვრობდა, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით …

Exit mobile version