კოვიდზე აცრილები თურქეთში PCR ტესტის და კარანტინის გარეშე შევლენ – საელჩო

საქართველოში თურქეთის საელჩოს ცნობით, 2021 წლის პირველი ივნისიდან საქართველოდან თურქეთის ნებისმიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით – სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრის კვეთის შემთხვევაში შემდეგი წესები მოქმედებს: საკარანტინე ზომები არ გამოიყენება ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც: [checklist] საზღვრის კვეთამდე მინიმუმ 14 დღით ადრე ჩაიტარებენ ვაქცინაციას; ან / და წარადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომ კოვიდი გადატანილი აქვთ ბოლო 6 თვის …

თურქეთში შესვლა მიწვევის გარეშე შეიძლება

პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა. საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის 15 მარტს ჩაიკეტა, გასული წლის ივლისში კი დაშვებული იქნა თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მიწვევის საფუძველზე. …

ჯანდაცვის მინისტრს კოვიდი დაუდასტურდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტიკარაძე თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს,  სამინისტროს სხვა თანამშრომლები კი, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი. ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზითაა აცრილი. მინისტრს ვაქცინის მეორე დოზა გაკეთებული არ ჰქონდა და უახლოეს დღეებში გეგმავდა იმუნიზაციას. არსებული ინფორმაციით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა …

ბულვარში, სადაც ბევრი ხალხია, პირბადე უნდა გეკეთოთ – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარება ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, სავალდებულოა. „სანაპიროზე თუ ბანაობთ ზღვაში, პირბადეს ალბათ არავინ არ მოგთხოვთ, მაგრამ ბულვარში თუ დადიხართ ბათუმში ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენს გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გეკეთოთ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი …

„კომენდანტის საათი“ დილის 4 საათზე დასრულდება

საქართველოში „კომენდანტის საათი“ ერთი საათით შემცირდა.  კერძოდ, გადაადგილება აკრძალული იქნება საღამოს 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე. აქამდე გადაადგილება  23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იყო  შეზღუდული. „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00-04:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის …

31 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 1233 ახალი შემთხვევა

პირველი ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1233 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 930 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 31 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 3707 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარაში – 102, იმერეთში – 126, ქვემო ქართლში – 66, …

აჭარაში კოვიდის 102 ახალი შემთხვევაა, 1 ადამიანი გარდაიცვალა

პირველი ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 357 პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 218 ინფიცირებული.

მეტადონის პროგრამაში ჩართულები 5 დღის დოზას წინასწარ ვეღარ მიიღებენ

მეტადონის პროგრამაში ჩართულები 5 დღის დოზას წინასწარ ვეღარ მიიღებენ. ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკაში ის პუნქტი, რომელიც მედიკამენტების წინასწარ მიღების შესაძლებლობას იძლეოდა, მინისტრის ბრძანებით, მეთოდიკიდან ამოღებულია. შესაბამის ბრძანებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ხელი 2021 წლის 28 მაისს მოაწერა. ბრძანება დღეს, 31 მაისს, შევიდა ძალაში. ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მოსარგებლეებს 2020 წლის 22 …

კოვიდის 360 ახალი შემთხვევა საქართველოში – დღევანდელი მონაცემები

31 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 207 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 16 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 3829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 30 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.80%. 

აჭარაში კოვიდის 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 31 მაისი

31 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 354 პაციენტი მკურნალობს, მათგან 14 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 249 ინფიცირებული.

პანდემიის სალიკვიდაციო 5.1 მლრდ ლარიდან 3.8 მლრდ საგარეო ვალია – აუდიტი 2020 წლის ბიუჯეტზე

პანდემიის გამო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.7 მილიარდი აშშ დოლარით [83%-ით], ხოლო ადგილობრივი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6.4 მილიონი ლარით [4%-ით] შემცირდა; ეკონომიკის 20 დარგიდან შემცირდა 12 დარგი; მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან [მშპ-სთან] ფარდობის მაჩვენებელი კი 60%-ს გაუტოლდა და გადააჭარბა პესიმისტური სცენარით განსაზღვრულ მაჩვენებელს – ეს, 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ზოგიერთი მაჩვენებელია, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა. …

აჭარაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 30 მაისი

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ს მონაცემებით, 30 მაისის დილის მდგომარეობით აჭარაში, საავადმყოფოებში მკურნალობს 394 ადამიანი, ამასთან, 100 მძიმე პაციენტია. 17 პაციენტი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარის კოვიდსასტუმროებში 246 პაციენტი მკურნალობს. კარანტინშია 6 პირი, ხოლო 2 295 თვითიზოლაციაში იმყოფება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 მაისის დილის მდგომარეობით, რეგიონში სულ აცრილია 12 …

კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 პაციენტი – კოვიდსტატისტიკა საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 18 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსით დაავადების 723 ახალი შემთხვევა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 19, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და …

ბათუმში კოვიდისგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა

აჭარაში 29 მაისს, კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი. კრიტიკულად, ანუ მართვით სუნთქვაზე 14 პაციენტი იმყოფება. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 74 ადამიანი, ხოლო კლინიკა 29 პაციენტმა დატოვა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში 382 ადამიანი მკურნალობს, ონლაინკლინიკაში კი 506 ადამიანი გადის მკურნალობას. კოვიდსასტუმროში 275 ადამიანი იმყოფება.

ბათუმში მასწავლებლების „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყო

დღეს, 28 მაისს, ბათუმში სკოლის პედაგოგების  ვაქცინაცია დაიწყო. მასწავლებლებს „სინოვაკით“ აცრიან. ვაქცინაციამდე 50-მდე პედაგოგი სასტუმრო „ჰილტონში“ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მათ „სინოვაკთან“ დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია. „ძალიან მინდოდა აცრის გაკეთება, მასწავლებელი ვარ და 35 ბავშვი მყავს სადამრიგებლოში. როგორ შეიძლება ამდენ ბავშვთან მქონდეს სიახლოვე და არ ავიცრა. მინდოდა ეს პრობლემა მომეხსნა. აქამდე ვერ მოვახერხე დარეგისტრირება, მანამდე თვითიზოლაციაში …

ქობულეთში კოვიდით ექიმი გარდაიცვალა

ქობულეთში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, ნაირა სურმანიძე გარდაიცვალა. ის ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. როგორც სამედიცინო ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ექიმი 10 მაისს მოათავსეს კლინიკაში. „მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა შემდეგ მოულოდნელად დამძიმდა. ფილტვის დაზიანება იყო მაღალი“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში. გარდაცვლილი ექიმი კლინიკა ბაუ-ს საერთაშორისო ჰოსპიტალში რადიოლოგად მუშაობდა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 1056 …

28 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 1056 ახალი შემთხვევა

28 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1056 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38921 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 28 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 3937 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 27 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2,71%, ბოლო 14 დღის – 3,68%, ბოლო 7 დღის – 3,22%.  

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 102 ახალი შემთხვევა | 28 მაისი

28 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 102  ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 365 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 16 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 266 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში 5 ტურისტს ინდური შტამი დაუდასტურდა – NCDC

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლინდა ინდური შტამის 5 შემთხვევა. „ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ  SARS-CoV-2-ის ინდური შტამით. ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. მათივე ინფორმაციით, ინდური შტამით ინფიცირებული მოგზაურები საქართველოში  სხვადასხვა დღეს …

„სინოფარმის“ მეორე დოზაზე ვერ დავრეგისტრირდი“ – მოქალაქე

ბაჩო შურღაია 14 მაისს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა „სინოფარმის“ ვაქცინით. მას შემდეგ ბაჩო ვაქცინის მეორე დოზაზე ცდილობს დარეგისტრირებას, თუმცა ამაოდ. „ძალიან ბევრჯერ ვცადე, დღეში ათჯერ მაინც მაქვს რეგისტრაციის მცდელობა. 14 მაისიდან დღემდე ვაქცინის მეორე დოზაზე დავარეგისტრირე ჩემი ოჯახი, მეგობრები, მაგრამ მე ვერ მოვახერხე რეგისტრაცია. ვრეკავდი 1522-ზე ყოველდღიურად, სადაც სტანდარტულად მპასუხობდნენ, რომ გადასცემენ პრობლემას, ხარვეზია და …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 61 ახალი შემთხვევა | 27 მაისი

27 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 346 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით და მათგან 16 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 282 ადამიანი იმყოფება.

დადასტურდა კოვიდის 508 ახალი შემთხვევა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

27 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 358 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 4 699 პირი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 12 704 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 3965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი. …

28 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში

26 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1015 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 697 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 28 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 4 682 პირი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 13 694 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 3940 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი. …

აჭარაში კოვიდის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 26 მაისი

26 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 436 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით და მათგან 13 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 284 ადამიანი იმყოფება.

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე შემოვლენ

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი. ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დღეს, 25 მაისს, განაცხადა. პირველი ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვარს ხსნის და საზღვრის …

რესტორნებზე შეზღუდვა იხსნება, თუმცა კვლავ აკრძალულია ქორწილები და ქელეხები

პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვა, რომლის ფარგლებშიც მათ უქმე დღეებში მხოლოდ ღია სივრცეში შეეძლოთ სტუმრების მიღება, იხსნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან კაფეებსა და რესტორნებს შეეძლებათ დახურულ სივრცეებშიც მიიღონ სტუმრები. ძალაში რჩება შეზღუდვა, რომელიც ეხება ქორწილების, ქელეხებისა და წვეულებების გამართვას.

პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება – ამის შესახებ დღეს, 25 მაისს, განაცხადეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ …

კოვიდის 114 ახალი შემთხვევა აჭარაში | 25 მაისი

25 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 411 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით და მათგან 14 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 280 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კოვიდის 1354 ახალი შემთხვევა დადასტურდა

25 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1354 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 456 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 13 858 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 227 პირი. 24 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.45%, …

დადასტურდა კოვიდის 388 ახალი შემთხვევა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

24 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 598 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 13 340 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პირი. 23 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 …

აჭარაში კოვიდის 50 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 24 მაისი

24 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 411 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 12 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 272 ადამიანი იმყოფება.

20 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 733 ახალი შემთხვევა

23 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 972 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 20 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 14 326 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4152 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 228 პირი 22 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო …

აჭარაში კოვიდის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 23 მაისი

23 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 428 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 11 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 270 ადამიანი იმყოფება.

კორონავირუსისგან 33 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 071 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 22 მაისის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა; ამავე პერიოდში გარდაიცვალა 33 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 333 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 652 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების …

კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 1 პაციენტი – 22 მაისი

22 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 89. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 424 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 10 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 260 ადამიანი იმყოფება, კორონავირუსს ბინაზე მკურნალობს 560 ადამიანი.

გარდაიცვალა 29 პაციენტი, დადასტურდა 1064 ახალი შემთხვევა – კოვიდი საქართველოში

21 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1064 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 564 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 29 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 14 785 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4261 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 20 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.26%, …

Exit mobile version