საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პროგრამის ამოქმედებიდან [2015 წელი] დღემდე C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდა 2.3 მილიონზე მეტ ადამიანს. მათგან 96 000-ზე მეტს ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა. თუმცა მონაცემების მიხედვით მკურნალობა ჩაიტარა 78 000-მა ადამიანმა. პროგრამის ანგარიშის მიხედვით განკურნების მაჩვენებელმა 98.8% შეადგინა. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა და დღემდე ამერიკის …
Tag Archives: C ჰეპატიტი
უცნობი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტით 14 ქვეყანაში 200-მდე ბავშვი დაავადდა – ჯანმო
ბოლო ორ კვირაში მსოფლიოს მასშტაბით 14 ქვეყანაში ბავშვებში უცხო წარმოშობის, მწვავე ჰეპატიტის შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. „გარდიანის“ ცნობით, ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ბავშვებში დაუდგენელი გენეზის მწვავე ჰეპატიტის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 140 – ევროპაში, ძირითადად დიდ ბრიტანეთში (110 შემთხვევა). დანარჩენი შემთხვევები დადასტურდა ისრაელსა და შეერთებულ შტატებში. 23 აპრილს გაეროს ჯანდაცვის …
Continue reading “უცნობი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტით 14 ქვეყანაში 200-მდე ბავშვი დაავადდა – ჯანმო”
22 036 პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს და საზოგადოებას – C ჰეპატიტის პროგრამა გრძელდება
ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] მონაცემებით, 2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, C ჰეპატიტის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ქვეყანაში დარეგისტრირებულია C ჰეპატიტზე სწრაფი მარტივი ტესტით გამოკვლეული საეჭვოდ დადებითი 22 036 ბენეფიციარი, რომლებსაც არ მიუმართავს შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევებისა და მკურნალობისათვის. „შესაბამისად, ეს ადამიანები უქმნიან საფრთხეს ერთი მხრივ საკუთარ ჯანმრთელობას, მეორე მხრივ კი …
C ჰეპატიტის პროგრამა 2021 წელსაც გაგრძელდება – ბიუჯეტი 7 მილიონი ლარი იქნება
C ჰეპატიტის მართვისთვის საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამა მომავალ წელსაც ითვალისწინებს ბენეფიციარების როგორც გამოკვლევას, ასევე მკურნალობას. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხით 2021 წელს დაფინანსდება: სკრინინგული კვლევა; C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა, მათ შორის, მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევებისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა; C ჰეპატიტის სამკურნალო …
Continue reading “C ჰეპატიტის პროგრამა 2021 წელსაც გაგრძელდება – ბიუჯეტი 7 მილიონი ლარი იქნება”
ათიდან ცხრა ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტით – NCDC
დღეს, 28 ივლისს, ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დღეისთვის მსოფლიოში 325 მილიონი ადამიანია დაავადებული ვირუსული ჰეპატიტით. მათ შორის 290 მილიონმა, ანუ 10-დან 9 ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტის ვირუსით. ვირუსული ჰეპატიტი ყოველწლიურად მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. საქართველო C ჰეპატიტის (HCV) მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებს შორისაა, …
Continue reading “ათიდან ცხრა ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტით – NCDC”
C ჰეპატიტის პროგრამის მონაწილეებს წამალი შესაძლოა დისტანციურად მიაწოდონ
C ჰეპატიტის პროგრამის მონაწილეები მომსხურებას, დროებით, შესაძლებლობის მიხედვით, დისტანციური წესითაც მიიღებენ. პროგრამებით გათვალისწინებული მედიკამენტის გადაცემა/მიწოდება კი, შესაძლებელი იქნება განმახორციელებელი დაწესებულების მიერ შემუშავებული გამარტივებული წესითაც. პროგრამას ახორციელებს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი, სადაც „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის რაიმე ახალი მექანიზმი ბენეფიციართა დისტანციურად მომსახურებასა თუ მედიკამენტების გაცემაზე ჯერ შემუშავებული არ აქვთ. „ჩვენი ინფექციონისტები …
Continue reading “C ჰეპატიტის პროგრამის მონაწილეებს წამალი შესაძლოა დისტანციურად მიაწოდონ”
C ჰეპატიტზე, აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე სკრინინგი სამსახურიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია
თუ თქვენ და თქვენს თანამშრომლებს ჯერ არ ჩაგიტარებიათ გამოკვლევა C ჰეპატიტზე, აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე, შეგიძლიათ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მიმართოთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში თქვენი ორგანიზაციის სახელწოდებას, მისამართს და თანამშრომლების რაოდენობას ჩაინიშნავენ, თქვენს სამსახურთან სპეციალური ამბულატორიული ავტომანქანა მოვა, რომელშიც მინისამედიცინო კაბინეტია და ადგილზე ჩაგიტარებენ უფასო სკრინინგს. სკრინინგისთვის რამდენიმე წუთია საჭირო. „აჭარაში ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია მოგვმართოს და …
ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს
დღეს, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღნიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს, დილიდან ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის უფასო ინტეგრირებული სკრინინგი მიმდინარეობს. სკრინინგი დღის ორ საათამდე გაგრძელდება. მსურველებს შეუძლიათ საცრებათა პარკში, „ეშმაკის ბორბალთან“ მივიდნენ, სადაც დგას სპეცმანქანა. სკრინინგის გავლის მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა. სკრინინგი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული …
მკურნალობენ თუ არა ბავშვებში C ჰეპატიტს
C ჰეპატიტის მკურნალობა 2020 წლამდე საქართველოში უფასოა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის 52 ათასი ადამიანია ჩართული პროგრამაში. არიან თუ არა ამ პროგრამაში ჩართული ბავშვები და როგორ ხდება მათი მკურნალობა? – „ბათუმელები“ C ჰეპატიტის მკურნალობის პროექტში ჩართვაზე ეკა ადამიას ესაუბრა. იგი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსია. ქალბატონო ეკა, არის თუ არა გამოვლენილი ბავშვებში C ჰეპატიტი …
ამირან გამყრელიძე: აჭარაში სამ დაავადებაზე ერთიანი შეტევა იწყება
დღეს, 12 დეკემბერს, ბათუმში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე აჭარაში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსისა და C ჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგის შესახებ ისაუბრეს. დღესვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აჭარის რეგიონში ახალი პროგრამის დაწყება დააანონსა. აჭარა “ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას” შეუერთდა. „მნიშვნელოვანი პროექტები იწყება – ნულოვანი ტუბერკულოზი აჭარაში და სამი დაავადების – ტუბერკულოზის, აივ ინფექცია შიდსის და …
Continue reading “ამირან გამყრელიძე: აჭარაში სამ დაავადებაზე ერთიანი შეტევა იწყება”
აჭარაში გამოკვლეული 2915 ადამიანიდან 58-ს C ჰეპატიტი, ერთს კი აივ ინფექცია დაუდგინდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი აგვისტოდან დღემდე მობილურმა ბრიგადამ აჭარის ექვს მუნიციპალიტეტებში განახორციელა 84 ვიზიტი, რომლის ფარგლებში სკრინინგი ჩაუტარდა 2915 ადამიანს, შედეგად გამოვლინდა C ჰეპატიტის 58 შემთხვევა, აქედან 29 – პირველადი. გამოკვლეულთა შორის აივ ინფექცია დაუდასტურდა ერთ მოქალაქეს, რაც შეეხება ტუბერკულოზს, დაავადება არ გამოვლენილა. სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში, სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ფიქსირდება აღნიშნულ დაავადებათა გავრცელების …
დღეს ბათუმში აივ/ინფექციასა და C ჰეპატიტზე უფასო ტესტირება ტარდება
დღეს, პირველ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უფასო ტესტირებას ატარებს აივ/ ინფექციასა და C ჰეპატიტზე. ტესტირება სავაჭრო ცენტრ Metro city Forum Batumi-ში მიმდინარეობს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და შემოწმება გაიაროს. პირველი დეკემბერი, როგორც შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1988 წლიდან აღინიშნება და ის ყოველ წელს აქტიურ …
Continue reading “დღეს ბათუმში აივ/ინფექციასა და C ჰეპატიტზე უფასო ტესტირება ტარდება”
C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იუსტიციის სახლებში – სამწუთიანი პროცედურა და უფასო მკურნალობა
ოქტომბრიდან საქართველოს იუსტიციის სახლებში ერთი კუთხე C ჰეპატიტის სკრინიგს ეთმობა. ასე ცდილობს ჯანდაცვის სისტემა გაუადვილოს ხელმისაწვდომობა საქართველოს მოქალაქეებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგზე საჯარო სივრცეებში. სკრინინგისათვის სულ სამი წუთია საჭირო. აქვს თუ არა C ჰეპატიტი, ამის შესახებ მოქალაქეს იმავე დღეს, ბოლოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე ეცნობება. იგი შეძლებს ჩაერთოს C ჰეპატიტის პროგრამაში და უფასოდ …
თურქული კლინიკის ქართველი მრჩეველი: არ მითქვამს, რომ C ჰეპატიტის პროგრამა კიბოს იწვევს
რადიო „ფორტუნას“ მიერ გავრცელებული ინტერვიუს შესახებ, რომლის ერთი ნაწილი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მკურნალობას ეხებოდა, მეორე დღეა განმარტებები კეთდება. საქართველოში მოქმედმა სამედიცინო პროფილის ორგანიზაციებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ პროგრამასთან, გაავრცელეს დეტალური განმარტება, რომლის მიხედვითაც C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობა კიბოს არ იწვევს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა თურქეთში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში დასაქმებულ ქართველს, მალინა ბერეკაშვილს და პრესაში მისი სახელით გავრცელებულ კომენტართან დაკავშირებით …
43 ათასი სრულად განკურნებული პაციენტი – C ჰეპატიტის პროგრამის სამი წლის შედეგები
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მისი დაწყებიდან დღემდე 43 011 ადამიანი C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. „2002 წლის მონაცემი გვქონდა ასეთი, მოსახლეობის დაახლოებით 6,9 % იყო დაავადებული C ჰეპატიტით. ადამიანები ყიდდნენ სახლებს იმისთვის, რომ დაეფინანსებინათ მკურნალობა. 2015 წელს, როდესაც დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, ჩატარდა განახლებული კვლევა, …
Continue reading “43 ათასი სრულად განკურნებული პაციენტი – C ჰეპატიტის პროგრამის სამი წლის შედეგები”
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას უერთდება
28 ივლისიდან ევექსის ქსელში შემავალ ყველა პოლიკლინიკასა და ჰოსპიტალში შესაძლებელი იქნება სწრაფი მარტივი ტესტით C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარება. C ჰეპატიტის სწრაფი ტესტებით „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ყველა ის პაციენტი, რომელიც ევექსის ქსელში შემავალ პოლიკლინიკებსა და დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩაიტარებს უფასო სკრინინგს, საჩუქრად 50 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც იმ სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად გამოიყენებს, …
C ჰეპატიტის გავრცელება მამაკაცებში შედარებით მაღალია
C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2015 წლის კვლევის მიხედვით, C ჰეპატიტის ანტისხეულებზე დადებითია ქვეყნის მოსახლეობის 7,7%, ხოლო რნმ-დადებითი, ანუ C ჰეპატიტის აქტიური ფორმით დაავადებული არის მოსახლეობის 5,4%. დაავადების გავრცელება შედარებით მაღალია მამაკაცებში, განსაკუთრებით 30-49 ასაკობრივ ჯგუფში. C ჰეპატიტის ასაკობრივი გავრცელება ქალებსა და მამაკაცებში დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო მიეკუთვნება C ჰეპატიტის მაღალი …
Continue reading “C ჰეპატიტის გავრცელება მამაკაცებში შედარებით მაღალია”
C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ქობულეთში
27 ივლისიდან რეგიონში C ჰეპატიტის სკრინინგის ორკვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მობილური ლაბორატორიები ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უფასო ტესტირებებს ჩაატარებენ მოსახლეობაში. დღეს, C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკრინინგს NCDC აჭარის სამმართველო, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ზიანის შემცირების ქსელი–კავშირი ,,იმედი” ჩაატარებს. სკრინინგი 11:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება. ამავე თემაზე: C ჰეპატიტის …
C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ბათუმის ბულვარში
დღეს, ჰეპატიტებთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, 11:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იწყება. სკრინინგს NCDC აჭარის სამმართველო, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ზიანის შემცირების ქსელი –კავშირი ,,იმედი” ატარებს. მსოფლიო დღის აღსანიშნავად 27 ივლისიდან რეგიონში სკრინინგის ორკვირეული იწყება, რომლის ფარგლებშიც მობილური ლაბორატორია ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უფასო ტესტირებას ჩაატარებს მოსახლეობაში, ასევე გაავრცელებს საინფორმაციო მასალას. ტესტირებით …
Continue reading “C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ბათუმის ბულვარში”
„ჭკვიანი“ შპრიცები ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის
შპრიცებისა და ნემსების ინექციისთვის ხელმეორედ გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს აავადებს სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებით. გამონაკლისი არც საქართველოა. გამოყენებული შპრიცების გაზიარების პრაქტიკა, ძირითადად, ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელშია გავრცელებული, თუმცა ცნობილია, რომ ნემსის შემთხვევით ჩხვლეტის გამო სხვადასხვა ინფექციით მედპერსონალიც ინფიცირდება. სწორედ ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო], სპეციალური – „ჭკვიანი“ შპრიცების გამოყენების რეკომენდაციას იძლევა, რომელთა ხელმეორედ გამოყენება, სპეციალური მექანიზმის …
Continue reading “„ჭკვიანი“ შპრიცები ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის”
C ჰეპატიტი – როდის დაიწყება მეორე ეტაპი
C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ე.წ. მეორე ეტაპის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ის სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებენ, თუმცა მეორე ეტაპისა და, შესაბამისად, პაციენტთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაავრცელებენ. „მეორე ეტაპი როდის დაიწყება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ პროგრამა უწყვეტად მიმდინარეობს და დარეგისტრირებულ პაციენტებს …
C ჰეპატიტი – HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის ახალი რეჟიმები
2016 წლის 25 მარტიდან ძალაშია HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის განახლებული რეჟიმები. „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №6 [HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის რეჟიმები] განახლებული რედაქციით საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 25 მარტს დაამტკიცა. HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის რეჟიმები HCV 1 გენოტიპით პაციენტების მკურნალობის რეჟიმები სოფოსბუვირი 400მგ/ლედიპასვირი 90 მგ დღეში (1 ტაბლეტი) …
Continue reading “C ჰეპატიტი – HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის ახალი რეჟიმები”
C ჰეპატიტის მკურნალობის თანადაფინანსება მეორე ეტაპზეც გაგრძელდება
აჭარის რეგიონში C ჰეპატიტის პროგრამას ბათუმის ინფექციური საავადმყოფო ახორციელებს. საავადმყოფოს დირექტორის, ჯემალ დუმბაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მკურნალობის კურსში 550 ბენეფიციარი არის ჩართული და მათი უმრავლესობისთვის მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა. დიაგნოსტირების დადგენის, ასევე მკურნალობის თანადაფინანსებას ბათუმში მცხოვრები ადამიანებისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახდენს, ხოლო მუნიციპალიტეტების შემთხვევაში – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. თანადაფინასება პროგრამის მეორე ეტაპსაც ითვალისწინებს. ჯანდაცვის მინისტრის, …
Continue reading “C ჰეპატიტის მკურნალობის თანადაფინანსება მეორე ეტაპზეც გაგრძელდება”