„კოლექტიური მეხსიერების შეცვლის კიდევ ერთი მეთოდია სიმართლის გადადღაბნა, გაბუნდოვანება, რომ ვერ გაარკვიო მკაფიოდ, რა მოხდა,“ – გვიყვება რუსუდან კობახიძე, რომელსაც 9 აპრილის მემორიალთან ბათუმში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე ვესაუბრეთ. საინფორმაციო დაფაზე 9 აპრილის აღწერის დროს ნახსენები არ არის „საბჭოთა რუსული არმია.“ საბჭოთა წარსულის მკვლევრის დაკვირვებით, „ოცნებას“ ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალების პროცესში გმირობის მაგალითი არ სჭირდება, თანაც, როცა …
Tag Archives: 9 აპრილი
„პოლიციის კორდონის გარეშე თავს ვერ ჰყოფენ სოროებიდან“ – ქალი, რომელსაც „ოცნების“ წევრი ხელით შეეხო
დღეს, 9 აპრილს, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიციისა და დაცვის კორდონით მივიდნენ, რუსი სამხედროების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების მემორიალთან. მათ დღესაც მოისმინეს შეძახილები – „მონა“, „რუსებო“, „ქვეყნის ინტერესების გამყიდველებო“, საქართველოს იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც ერთ წელზე მეტია პროტესტში იმყოფებიან და „ქართული ოცნების“ სახით, საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას ეწინააღმდეგებიან. თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანების მემორიალთან, დღეს ორი ადამიანი დააკავეს, …
რა გამოტოვა „ოცნებამ“ ბათუმში 9 აპრილის მემორიალის საინფორმაციო დაფაზე: „არ წერენ, რა მოვლენები იყო“
„რატომ არ წერენ, რა მოვლენები იყო? იქნებ ჩვენ დავღუპეთ ერთმანეთი… ჭყლეტაში მოხდაო, ისიც თქვეს,“ – მოქანდაკე თემურ მახარაძე ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან განთავსებულ საინფორმაციო დაფას აპროტესტებს. იგი 9 აპრილის მემორიალის ავტორია, თუმცა მემორიალთან საინფორმაციო დაფა მასთან შეთანხმების გარეშე განათავსეს. „1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შედეგად დამოუკიდებელი საქართველოსთვის დაღუპული გმირების მემორიალი“, – ასე წერია 9 აპრილის …
„პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას არ გვაძლევს“ – მოქალაქეები
„პოლიცია როგორ იქცევით, სირცხილია“, „კობახიძე აქაა?“, „რა მასკარადი მოაწყვეთ აქ“ – თბილისში 9 აპრილის მემორიალთან დაძაბულობაა. აქ მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ პოლიციამ ისინი ტროტუარიდან მიწოლით გადაწია და კორდონი გააკეთა, ახლა ისინი პარლამენტთან იმყოფებიან და მემორიალთან მისვლის საშუალება აღარ აქვთ. პოლიცია მემორიალთან მისულ ჯგუფებს შერჩევით ატარებს, რამდენიმე ჯგუფი უკან დააბრუნეს: „შემდეგ მობრძანდით“. „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის ინფორმაციით მემორიალთან …
Continue reading “„პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას არ გვაძლევს“ – მოქალაქეები”
9 აპრილი საქართველოში – რუსთაველის გამზირი, ზუგდიდი, ბათუმი
9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა ხეებზე ლექსები გააკრეს. ასეთივე აქტით მიაგეს პატივი 9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას მოქალაქეებმა და პოეტებმა 1989 წელს, როცა სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი ლექსები, გააკრეს ჭადრის ხეებზე. ამჯერად რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა გააკრეს ლექსები ძველი და ახალი თაობის პოეტების სიტყვებით, ასევე ქუჩაში გაჟღერებული ლოზუნგებით. „ეს აქტი ნიშნავს, რომ მოქალაქეებს გვახსოვს და …
Continue reading “9 აპრილი საქართველოში – რუსთაველის გამზირი, ზუგდიდი, ბათუმი”
„ოცნება“ 9 აპრილს ისე ეხმაურება, რუსეთს არ ახსენებს
დღეს, 2025 წლის 9 აპრილს, თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან „ქართული ოცნების“ ლიდერები არ მისულან. მემორიალთან 8 აპრილს, საღამოს, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, „ოცნების“ წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება პატივი მიაგონ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარისკაცებმა რუსთაველზე ნიჩბებით აჩეხეს და გაზით მოწამლეს. 36 წლის წინ, 1989 …
Continue reading “„ოცნება“ 9 აპრილს ისე ეხმაურება, რუსეთს არ ახსენებს”
ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან დილის 8 საათზე შეიკრიბებიან – „არ დავუთმოთ ეს დღე რუსულ მთავრობას “
9 აპრილს ბათუმში „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლები აჭარაში, მოქალაქეებთან ერთად აპირებენ, რომ ადრიანი დილიდან შეიკრიბონ 9 აპრილის მემორიალთან ბათუმში და ასე სოლიდარობა გამოუცხადონ პოლიტპატიმრების ოჯახებს.„მთელი დღის განმავლობაში ვიქნებით მემორიალთან და არ ვაპირებთ, ფარისევლებს და რუსული მთავრობის წარმომადგენლებს დავუთმოთ ეს ისტორიული დღე. გთავაზობთ ყველა მსურველს, დილის 8:00 საათიდან შემოგვიერთდეთ მემორიალთან და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება. ჩვენ შევძლებთ …
ბათუმში 9 აპრილს თავისუფლების მარში გაიმართება
2025 წლის 9 აპრილს ბათუმში თავისუფლების მარში გაიმართება. ანონსის თანახმად, მოქალაქეები 19:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან, იქიდან კი დაიწყება მსვლელობა. „ვიკრიბებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან! იქ, სადაც კანონმა ხმა დაკარგა, ჩვენ ავიმაღლებთ ხმას – რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! დავიძვრებით მარშით 9 აპრილის მემორიალისკენ და გმირებს მივაგებთ პატივს, არა მხოლოდ ყვავილებით, არამედ ცოცხალი მეხსიერებით და ბრძოლის მზადყოფნით! გზა, რომელიც …
Continue reading “ბათუმში 9 აპრილს თავისუფლების მარში გაიმართება”
ქალი, რომელიც 9 აპრილს მღეროდა, პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ სითბოსთის. მე ყოველთვის ვგრძნობ ადამიანებისგან გაგებულ სითბოს, სიყვარულს… ვეცდები ეს ჯილდო ვატარო ღირსეულად, ვიყო ისეთი შვილი, როგორსაც იმსახურებს ეს დალოცვილი, მადლიანი ქვეყანა, “ – უთხრა დღეს, 9 აპრილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა ლელა ვეფხვაძემ, ქალმა, რომელმაც 9 აპრილი ყველას დაამახსოვრა სიმღერით „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს…“ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, …
Continue reading “ქალი, რომელიც 9 აპრილს მღეროდა, პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა”
„ჩვენ და თქვენ თავისუფლებისთვის“ – გონჩარენკომ თბილისში შეკრებილებს ქართულ ენაზეც მიმართა
„ჩვენ და თქვენ თავისუფლებისთვის, საქართველოს გაუმარჯოს,“ – ქართულად ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს. დღეს, 9 აპრილს აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე „დროას“ ორგანიზებით იმართება. „32 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში გამოვიდა, თავისუფლებისთვის საბრძოლველად,“ – მიმართა საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის რადას დეპუტატმა. – „მაგრამ თქვენ, ქართველები იბრძოდით არამხოლოდ თქვენი, არამედ …
9 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულ პირებს შორის 6 უკრაინის მოქალაქეა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა 7 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.
ეს არის თავისუფლების აქტი – 9 აპრილს ბათუმში საპროტესტო მსვლელობით შეხვდნენ [LIVE]
ოპოზიციური პარტიები მსვლელობას მართავენ ბათუმის ქუჩებში და ამ ფორმით 9 აპრილს აღნიშნავენ. ათობით ადამიანი აღმაშენებლის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით დაიძრა. სწორედ გმირთა მოედანზეა განთავსებული 9 აპრილის მემორიალი. მსვლელობა აქციის მონაწილეებმა საღამოს 11 საათზე დაიწყეს. ეს მსვლელობა ასევე არის ერთგვარი დაუმორჩილებლობის აქტი. 4 თვეზე მეტია საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს და საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე …
ქობულეთში 9 აპრილის მემორიალი მერიაში მომზადებული ესკიზით მოეწყობა
ქობულეთში არსებულ 9 აპრილის სკვერში მემორიალი მოეწყობა. 9 აპრილის მემორიალის მოწყობას ქობულეთის მერია იმ ესკიზის მიხედვით გეგმავს, რომელიც მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურში მოამზადეს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ესკიზის შექმნაზე მერიას კონკურსი არ გამოუცხადებია. მემორიალის მოწყობაზე კი, 23 625 ლარად, ტენდერია გამოცხადებული. სატენდერო კომისიის ერთ-ერთ ოქმში აღნიშნულია, რომ მემორიალის მოწყობის სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. …
Continue reading “ქობულეთში 9 აპრილის მემორიალი მერიაში მომზადებული ესკიზით მოეწყობა”
9 აპრილის მემორიალი ბათუმში – 30 წელი ტრაგედიიდან
ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე არსებულ გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალის მოწყობა თითქმის დასრულდა. მემორიალის დადგმა ბათუმის მერიას თავდაპირველად ძველ ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბულვარში მემორიალის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა. როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, სააგენტომ ნებართვის გაცემაზე უარი იმ დროს თქვა, როცა მონუმენტი ბრინჯაოში ჩამოსხმული იყო და მერიის საწყობში …
Continue reading “9 აპრილის მემორიალი ბათუმში – 30 წელი ტრაგედიიდან”
9 აპრილის ტრაგედიის ქრონოლოგია აშშ-ის არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტებიდან
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 29 წელი შესრულდა. საბჭოთა კავშირის სადამსჯელო საჯარისო ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 29 წლის წინ, გამთენიისას დაარბიეს. აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს მოიცავს, ორი წლის წინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI-მ …
Continue reading “9 აპრილის ტრაგედიის ქრონოლოგია აშშ-ის არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტებიდან”
საიდუმლო დოკუმენტი აშშ-ის არქივიდან – “აფხაზეთის პირველი მდივანი გადაყენებულია”
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან მალე 29 წელი შესრულდება. საბჭოთა კავშირის სადამსჯელო საჯარისო ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 29 წლის წინ, გამთენიისას დაარბიეს. აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს …
Continue reading “საიდუმლო დოკუმენტი აშშ-ის არქივიდან – “აფხაზეთის პირველი მდივანი გადაყენებულია””
აშშ-ის არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტები აფხაზეთთან დაკავშირებულ არეულობაზე
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან მალე 29 წელი შესრულდება. საბჭოთა კავშირის სადამსჯელო საჯარისო ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 29 წლის წინ, გამთენიისას დაარბიეს. ორი წლის წინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI-მ გამოაქვეყნა აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის …
Continue reading “აშშ-ის არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტები აფხაზეთთან დაკავშირებულ არეულობაზე “
ბათუმში ცხრა აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მთავრობის წევრებმა ცხრა აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. სიმბოლურია ჩვენი შეკრებაც. დღევანდელ დღეს აქვს ორმაგი დატვირთვა. ერთი მხრივ, ეს არის დიდი ტრაგედიის დღე, რომელიც დატრიალდა 1989 წლის 9 აპრილს, მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ჩვენ …
Continue reading “ბათუმში ცხრა აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს”
შეხვედრა და ფოტოგამოფენა 9 აპრილის თემაზე
ხვალ 9 აპრილს, თვითმმართველობისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალურ დაფას ყვავილებით შეამკობენ. მემორიალური დაფა ბათუმის ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს არის განთავსებული. 13:00 საათზე კი ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში სტუდენტები 9 აპრილის მოვლენების თემაზე ისტორიკოს ირაკლი ბარამიძის ლექციას დაესწრებიან. „ღონისძიებაზე მოეწყობა ფოტოგამოფენა და ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი 9 აპრილის თემაზე“-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
რა წერია ისტორიის სახელმძღვანელოში 9 აპრილისა და აგვისტოს ომის შესახებ
„მიზერული და არასრულფასოვანი“, – ასე აფასებენ საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემულ მასალებს სკოლის პედაგოგები. მათი აზრით, დღეს არსებულ სასკოლო სახელმძღვანელოებში ქვეყნის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტებისა და ამბების დიდი ნაწილი უგულებელყოფილია. ბათუმის #16 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ხათუნა ჯანელიძე გვეუბნება, რომ საქართველოს ისტორია სკოლაში მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლება, მე-11 კლასის სახელმძღვანელოში კი რამდენიმე თემაა შეტანილი. „ავიღოთ …
Continue reading “რა წერია ისტორიის სახელმძღვანელოში 9 აპრილისა და აგვისტოს ომის შესახებ”
აშშ-ს საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები 9 აპრილის შესახებ
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 9 აპრილთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა. დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს. დოკუმენტები, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პარტნიორმა ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის …
Continue reading “აშშ-ს საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები 9 აპრილის შესახებ”