შსს აღარ იძიებს არჩევნების დღეს ბათუმში „ოცნების“ წარმომადგენლებზე ძალადობის სამ ფაქტს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებთან დაკავშირებულ  სისხლის სამართლის 13 საქმეზე შეწყვიტა გამოძიება. მათ შორისაა ბათუმში, საარჩევნო უბნების მიმდებარედ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორი ფაქტი #29 და #39 საარჩევნო უბნებთან და ასევე, #35 საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიის კოორდინატორის ავტომანქანის დაზიანების ფაქტი. შს სამინისტროს განცხადებით, ამ საქმეებზე გამოძიება შეწყდა, „სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან არ დადასტურდა …

ცესკოს ინფორმაციით, ბათილია 59 772 ბიულეტენი, სააკაშვილის თქმით – 97 ათასი

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციას 97 ათასი ბიულეტენი გაუუქმეს. ამის შესახებ მან ლაივჩართვაშიც ისაუბრა და 2018 წლის პირველ დეკემბერს, არჩევნებიდან მეხუთე დღეს ფეისბუქში სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ინფორმაცია ბოლო და დაზუსტებულია. განსხვავებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] წინასწარი მონაცემები. ცესკოს ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, მთლიანობაში, წინასწარი მონაცემებით 59 772 …

ექსპრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ამბობს, რომ ქუჩაში უცხო კაცებმა შეურაცხყვეს

დღეს, პირველ დეკემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა და ახლა უკვე „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, მანანა მანჯგალაძემ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც აღწერს, თუ როგორ შეურაცხყვეს ის ორი დღის წინ მისთვის უცნობმა კაცებმა. „ეს ეტყობა ტრენდია. ორი დღის წინ კინოში მივდივარ და ჩემს მეგობრებს ველოდები, ვაჟა-ფშაველაზე ვდგავართ მე და ნათია ბანძელაძე… მოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ერთი უფრო …

ვის გაუნახევრებენ ხელფასს საარჩევნო კომისიებიდან – საჩივრების განხილვა

საუბნო კომისიებში დაწერილი საჩივრები ბათუმის საოლქო კომისიამ დღეს, 30 ნოემბერს განიხილა. ბათუმში საჩივრები, ძირითადად, კომისიის იმ წევრების წინააღმდეგ დაიწერა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ და გადასატანი ყუთის წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ერთ-ერთ შემთხვევაში საჩივარი კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგაც დაიწერა. „კომისიის თავმჯდომარემ თავისი სურვილით არ მიაღებინა მონაწილეობა წილისყრაში კომისიის წევრს,“ – აღნიშნა საოლქო კომისიის სხდომაზე მადონა ბერიძემ, „სამართლიანი …

ბათუმში ვაშაძემ ზურაბიშვილს არჩევნები 10 უბანზე მოუგო

არჩევნების პირველი ტურისგან გასხვავებით, არჩევნების მეორე ტური ბათუმში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. ზურაბიშვილს ხმა ბათუმში 43 630-მა ამომრჩეველმა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი – 34 656-მა ამომრჩეველმა. ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საარჩევნო ოლქის 104 უბნიდან არჩევნები 94 უბანზე მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ კი – მხოლოდ 10 უბანზე. „ბათუმელებმა“ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმებს გადახედა, სადაც ჩანს, რომ განსხვავება ხმებს შორის …

„ბიძინამ კი არ მოიგო, მიშამ წააგო კიდევ ერთხელ“ – რა აჩვენა მეორე ტურმა

„ამ არჩევნებზე გადამწყვეტი როლი ითამაშა შიშმა“, – მიიჩნევს ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია. მას ვესაუბრეთ ფაქტორებზე, რამაც მეორე ტურზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. გრიგოლ გეგელიას, ასევე, ვკითხეთ, რატომ არ გახდა ამ არჩევნებზე მსჯელობის საგანი ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ქალია.  ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკოსი ხშირად მხოლოდ იმიტომ ხდება კრიტიკის ობიექტი, რომ ქალია. ბატონო გრიგოლ, თქვენი დაკვირვებით, რამ ითამაშა გადამწყვეტი …

„აქამდე ივანიშვილი სააკაშვილის დამსახურებით მოვიდა,“- ინტერვიუ გრიგოლ გეგელიასთან

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია ახალი პოლიტიკური ძალების გააქტიურებას ელოდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. იგი მიიჩნევს, რომ ხალხი ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებით დაიღალა და ბიულეტენზე ამომრჩევლის მიწერილი ფრაზებიც, რაც შემდეგ სოციალური ქსელებით გავრცელდა, ამას ადასტურებს, მაგალითად, ეს: „დაგექცათ დაბადება, მეტი არჩევანი რომ არ დაგვიტოვეთ…“ არჩევნების მეორე ტურის წინ ბევრი ამბობდა, რომ ეს იქნებოდა ტესტი და, …

ბათუმში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის მონაცემებით, ბათუმში არჩევნები სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. ცესკოს მონაცემებით, ბათუმში სულ ხმა მისცა 80 364-მა ამომრჩეველმა. ოლქში შესული ოქმების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 43 630 ხმა [56 %] გრიგოლ ვაშაძე – 34 656 ხმა [44 %]  ბათილად იქნა ცნობილი 2 051 ბიულეტენი. …

ხელვაჩაურის 14 უბნიდან 13 ზურაბიშვილმა მოიგო

ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, ხელვაჩაურის 83-ე ოლქში სალომე ზურაბიშვილმა ამ დოისთვის [12:40 საათი] 14 უბნიდან 13 უბანი მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ კი ერთი –  36-ე უბანი. ცესკოს მონაცემებით, ხელვაჩაურში სულ 44 944 ამომრჩეველი ცხოვრობს და მათგან 27 347-მა მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. 28 ოქტომბერს, პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, ხელვაჩაურში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო …

„ეს შედეგები შესაძლოა შეიცვალოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ხმა დავიცვათ“

მას შემდეგ რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა პირველი კომენტარი გააკეთეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ენმ-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების აღიარებაზე ჯერ ვერ ისაუბრებს, რადგან არ არის ცნობილი საბოლოო შედეგები: „ბოლო წუთამდე აქტივობა იყო ძალიან მაღალი, მიუხედავად ძალიან დიდი პატივისცემისა „ედისონ რისერჩის“ მიმართ, ხუთი საათის შემდეგ სამი საათი …

ბათუმის 26-ე უბნიდან 2 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს

ბათუმის 26-ე საარჩევნო უბნიდან 2 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს. ორგანიზაცია “ახალი ევროპული მომავლისთვის” წარმომადგენლის, ლამარა დუმბაძის თქმით, ის საარჩევნო უბანზე მარკირებული ამომრჩევლების ხელახლა შესვლას აპროტესტებდა. “ადამიანები, რომლებსაც მარკირება გავლილი ჰქონდათ, ხელახლა შემოუშვეს. ასეთი იყო 6 ამომრჩეველი,”- ირწმუნება ლამარა დუმბაძე. “ასე არ არის. მხოლოდ ერთ ადამიანს აღენიშნებოდა ხელზე სითეთრე. მას მანდარინი ჰქონდა სავარაუდოდ ნაჭამი,”- გვითხრა ნათელა …

დამკვირვებელი: თავმჯდომარემ უბანზე მარკირებიანი პირები შეუშვა, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახა

„ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი კახა ჯაიანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ბათუმის 26-ე უბანზე მარკირებიანი ამომრჩეველი ცდილობდა ხმის მიცემას. „მე ვთხოვდი კომისიის თავმჯდომარეს, რომ ამაზე მოეხდინა რეაგირება და არჩევნები კანონის ფარგლებში ჩაეტარებინა, თუმცა მან პოლიცია გამოიძახა“ – ამბობს ჯაიანი. მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარემ ოთხი პირი, რომლებსაც მარკირება ჰქონდათ, უბანზე მაინც შეუშვა და მათ ხმის მიცემის უფლება …

ბათუმის #64 უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელსაც მარკირების კვალი ჰქონდა

ბათუმის #64 უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც ხელზე მარკირების კვალი აღენიშნებოდა, უბანზე არ უშვებდნენ, რასაც იგი აპროტესტებდა, ირწმუნებოდა, რომ ხმა არ ჰქონდა მიცემული და ითხოვდა სხვა მეთოდით გადამოწმებას. საბოლოოდ ამომრჩეველს კომისიამ მაინც მისცა ხმის მიცემის საშუალება. აღნიშნულის შესახებ უბანზე საჩივარი არ დაწერილა.

საჩივარი ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის გამო

ბათუმის 59-ე უბანზე საჩივრის დაწერის მიზეზი ამომრჩევლის გაცხადებული არჩევანი გახდა. ამომრჩეველი კაბინიდან გაშლილი ბიულეტენით გამოვიდა და ბიულეტენი ყუთთან მყოფ საარჩევნო კომისიის წევრს აჩვენა. მან თქვა, რომ „ქალური სოლიდარობის გამო“ გააკეთა არჩევანი. აღნიშნულზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. საარჩევნო უბანზე განაცხადეს, რომ ეს კანონდარღვევა არ ყოფილა და კომისიის წევრი ვერ გააკონტროლებს ამომრჩევლის ქცევას. ამომრჩევლის ხმის ფარულობა დღეს …

ბათუმის #7 საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

ბათუმის #7 საარჩევნო უბნიდან გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, დავით ოსეფაიშვილი გამოაძევეს. დამკვირვებელი ორგანიზაცია „მედიატორის“ სახელით იმყოფებოდა უბანზე. „მითხრეს პირად მონაცემებს იწერო, თუმცა პირად მონაცემებთან მე შეხება არ მქონდა, უბრალოდ ვახორციელებდი კანონით მონიჭებულ უფლებას და ვახდენდი კონტროლს. ვფიქრობ, რომ ეს კონტროლი იყო ჯეროვანი, რადგან ხდებოდა ფოტოს შედარება იმ პირებთან, ვინც ხმის მისაცემად იყო უბანზე მოსული. ეს არ …

წარწერა საარჩევნო უბნის შენობაზე

ბათუმში, #15 საარჩევნო უბანს, შენობაზე “არა ნაცებს” დააწერეს. ეს საარჩევნო უბანი ფიროსმანის ქუჩაზეა, სადაც ბსუ-ს ტექნოლიგიური ფაკულტეტია განთავსებული. კომისიის წევრების თქმით, წარწერა შენობაზე დღის განმავლობაში გაჩნდა. “ჩვენ აქ მოვედით შუაღამეს. მე ეს წარწერა არ შემიმჩნევია… ოლქში გადავამოწმე და მითხრეს, რომ პასუხისმგებელი ვართ მხოლოდ კენჭისყრის შენობის შიდა ნაწილზე,”- გვითხრა იმედა შარაშიძემ, ბათუმის #15 საარჩევნო უბნის კომისიის …

საარჩევნო უბანი დაცვის თანამშრომლით და ტელევიზორით

ბათუმის მე-15 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესს დაცვის თანამშრომელიც ესწრება, რომელიც პარალელურ რეჟიმში ტელევიზორს უყურებს და კომისიის წევრებსაც აყურებინებს. მე-15 საარჩევნო უბანი ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობაშია განთავსებული. შენობის შესასვლელში დაცვის თანამშრომლის ადგილია გამოყოფილი, რომელიც ფოიესგან ნახევრად შემინული კედლებითაა გამიჯნული. ფოიეში ამჟამად კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს. “მე არაფერს ხელს არ ვუშლი. საერთოდ არ შემოვდივარ …

საერთაშორისო გამჭვირვალობა: არსებობს ეჭვი ამომრჩევლის მოსყიდვაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ ბათუმში, რამდენიმე უბანზე, ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა. „ბ​ათუმში 90-ე და მე-11 საარჩევნო უბნებთან გვაქვს შემთხვევები, როდესაც უბნის სიახლოვეს დგას მანქანები. ამ ადამიანების ქცევაც საეჭვოა, მაგრამ დამატებით ეჭვი რამაც გაგვიჩინა ის არის, რომ ამ მანქანებში შედიან ახალმოსული მოქალაქეები, რამდენიმე წუთის შემდეგ გამოდიან და მიდიან უბანზე. ამ მანქანებში …

ენმ: მე-4 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფულის გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა

გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა, სადაც მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ ბათუმის მე-4 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. კადრები, რომლებიც ენმ-მ ბრიფინგზე წარმოადგინა, გადაღებულია ქუჩის მხრიდან, გარკვეული დაშორებით. კადრში ოთხი ადამიანი ჩანს, აქედან ორი ზის, ორი კი პატარა მაგიდის პირდაპირ დგას და საუბრობს. კადრებში ასევე ჩანს, რომ ერთ-ერთი კაცი რაღაცას …

რა გახდა დამკვირვებლის გაძევების მიზეზი ბათუმის #13 საარჩევნო უბნიდან

ბათუმის #13 საარჩევნო უბნიდან ორგანიზაციის – „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ დამკვირვებელი გააძევეს. ადგილზე იმყოფებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი და გამოიძახეს პოლიციაც. საბოლოოდ დამკვირვებელი საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს. „დამკვირვებელი ახდენდა პირადი მონაცემების გადაღება-დამუშავებას. ნაკადის მომწესრიგებელთან იდგა, ამომრჩევლების პირადობაში იხედებოდა, იღებდა ინფორმაციას და შემდეგ ტელეფონით რაღაცას ეძებდა, რაღაც სისტემაში შედიოდა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად იმავეს აგრძელებდა, შენიშვნაც ასახულია ჟურნალში და ბოლოს …

ბათუმის 30-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ხელი მოწერილი დახვდა

ენმ-ს ინფორმაციით, ბათუმის 30-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მის გრაფაში ხელი უკვე მოწერილი დახვდა. ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განმარტებით, სხვა ამომრჩეველს შეეშალა გრაფა და სხვის გრაფაში მოაწერა ხელი. ენმ-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რეგისტრატორი შეცდომას აღიარებს. „ბიძაშვილები არიან, სახეზე ჰგავს და შემეშალა“. მომხდართან დაკავშირებით, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, საჩივარი უკვე დაიწერა. „ბათუმელები“ …

ენმ: აჭარაში ჩვენს დამკვირვებლებს უბნებიდან აძევებენ, დაიწერა ხუთი საჩივარი

აჭარაში ენმ-ის წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ 12:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ბათუმის მე-17, 72-ე და მე-13 უბნიდან ოპოზიციის წარმომადგენლები გამააძევეს. „კიდევ ხუთ უბანზე იყო ჩვენი დამკვირვებლების გამოძევების მცდელობა, თუმცა ვერ შეძლეს. ეს ყველაფერი სჭირდებათ საარჩევნო კომისიებს იმისთვის, რომ მოხდეს ე.წ. კარუსელის დატრიალება, რაც უკვე დაფიქსირდა  ბათუმის 30-ე უბანზე, სადაც ერთ-ერთ ამომრჩეველს თავისი …

ბათუმში საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა რიგებია [ფოტო]

დღის 12 საათისთვის ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანთან ამომრჩეველთა რიგები გაჩნდა. ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლები ელოდებიან, როდის მიეცემათ არჩევანის გაკეთების საშუალება. ცესკოს ბოლო მონაცემებით, ჯერჯერობით ამომრჩეველთა აქტივობა მეორე ტურში უფრო მიღალია, ვიდრე პირველ ტურში იყო.

აჭარაში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ხელვაჩაურშია, ყველაზე დაბალი – ხულოში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.26%, რაც რაოდენობრივად არის 255 251 – ამომრჩეველი. აჭარაში ამომრჩევლთა აქტივობა 10 საათის მონაცემებით: ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 7.3-მა პროცენტმა  ქედაში – 7-მა პროცენტმა  ქობულეთში –  8.2- მა პროცენტმა  შუახევში –  7.6-მა პროცენტმა  ხელვაჩაურში – 8.9-მა პროცენტმა  ხულოში – 6.2-მა პროცენტმა  ცესკოს  ინფორმაციით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 …

ბათუმის #29 უბანზე „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვეს – ადგილზეა პოლიცია

ბათუმის #29 უბანზე „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვეს. როგორც ადგილზე ამბობენ, კოორდინატორს სია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა წაართვა. საარჩევნო უბანთან იმყოფება „ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, ირაკლი ჭეიშვილი და, ასევე, უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი. ისინი ამბობენ, რომ სანამ მათ კოორდინატორს არ დაუბრუნებენ სიას, მანამდე არ დატოვებენ ტერიტორიას. ამ დროისათვის „ოცნების“ კოორდინატორი, რომელსაც სია წაართვეს, პოლიციის განყოფილებაშია და ჩვენებას …

აჭარაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე 326 837 ამომრჩეველია

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ცესკოს  ინფორმაციით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 – ია. აქედან, აჭარაში ხმას აძლევს 326 837 ამომრჩეველი. ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით: ბათუმი – 143 925 ქედა – 15 701 ქობულეთი – 68 065 შუახევი – 15 145 ხელვაჩაური – 44 944 ხულო – 24 128 არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა. თუ პირველ …

ენმ: პოლიციელებს წოდების მომატების სანაცვლოდ ხმების მიტანას სთხოვენ

ენმ-ს წარმომადგენელმა, ყოფილმა პოლიციელმა, გია ხალვაშმა, დღეს, 26 ნოემბერს, ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ შსს მინისტრი, გიორგი გახარია, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სასარგებლოდ ხმების მიტანას აიძულებს. „ის (გახარია) პოლიციელებს არ აძლევს თავისუფალი არჩევანისა და თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას. პოლიციელებს, რომლებიც სოციალურ ქსელში აზიარებენ „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებს ან გრიგოლ ვაშაძის გამოსვლებს …

რაში ხარჯავენ ჩვენს ფულს ქართველი პოლიტიკოსები

არჩევნები და ფული – ეს ერთ-ერთი თემა იყო, რაზეც ლევან ცუცქირიძემ, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელმა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ჩანაწერს საჯარო გამოსვლიდან. ლევან ცუცქირიძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა საბანკო დავალიანების ჩამოწერის დაპირებასთან დაკავშირებითაც – რა საფრთხეს შეიცავს პოლიტიკურად, როცა ასიათასობით ადამიანს წინასაარჩევნოდ ვალების გასტუმრებას ჰპირდებიან. „დავიწყებ იმით, რომ საქართველო ხარჯავს უზომოდ ბევრ ფულს პოლიტიკოსებზე. …

„ოცნების“ კოორდინატორების გასაჭირი ერთი სოფლის მაგალითზე

„რას გაიგებ ხალხის აზრს, არ ამხელენ ვის აძლევენ ხმას ან დაგპირდება, მაგრამ არავინ იცის, სინამდვილეში რას ფიქრობს. ყველაფერი ყუთთან რომ მივა, მაშინ გადაწყდება,“ –  გვიყვება „ოცნების“ ერთ-ერთი კოორდინატორი. რამინ აბულაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ვაშლოვნის თემის ზონის „ოცნების“ კოორდინატორია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამ თემში პარტიის სხვა კოორდინატორებისა და აგიტატორების მუშაობაზეც ეკისრება პასუხისმგებლობა. ვაშლოვნის თემი ზემო და ქვემო …

მეორე ტურისთვის ბიუჯეტიდან 10,5 მილიონი ლარი დაიხარჯება – პრეზიდენტის არჩევნები 2018

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 583 022 ლარი დაიხარჯება. მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ჩატარდება. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, 42 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. ამ თემაზე: 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის საჭირო თანხა 42,6 მილიონ ლარამდე გაიზარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] დადგენილებით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი …

ბათუმში სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ბილბორდზე ირაკლი კობახიძის ფოტოა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანია ახალი სლოგანით მიმდინარეობს: „სალომე ზურაბიშვილი – პრინციპული არჩევანი“ და შეიცვალა ფოტოებიც – პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად მისსავე სარეკლამო ბილბორდებზე თბილისში ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ბათუმში, ბიძინა ივანიშვილის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეა გამოსახული. „არა დიქტატურას აირჩიე თავისუფლება“ – წერია სარეკლამო ბილბორდზე, რომელზეც ირაკლი …

მიდიხართ თუ არა – პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური [გამოკითხვა]

აპირებთ თუ არა წასვლას პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე? აირჩიეთ მოცემული პასუხებიდან ერთი და მიეცით ხმა. __________ ფოტო: theconversation.com მიდიხართ თუ არა არჩევნების მეორე ტურზე?

ლევან ცუცქირიძე: როცა ტყვიას გაისვრი, უკან ვეღარ დააბრუნებ, ასეა პოლიტიკოსის სიტყვაც

ვისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეიძლება დაზარალდეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი – სალომე ზურაბიშვილის თუ გრიგოლ ვაშაძის და რა რისკები არსებობს მათი გაპრეზიდენტების შემთხვევაში? – ამ საკითხთან დაკავშირებით  „ბათუმელებს“  პოლიტოლოგი, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, ლევან ცუცქირიძე ესაუბრა: ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ დაიწყო 2008 წლის ომი, არის დამღუპველი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და მთლიანად …

ბათუმის 8 უბანზე არჩევნებს გრიგოლ ვაშაძე იგებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ოქმების ატვირთვა მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვებგვერდზე ატვირთულია 5 ოქმი. ოქმების მიხედვით, არჩევნები ამ უბნებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძე მოიგო. ბათუმის #51 საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 249 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა – 177. #57 საარჩევნო უბანზე ვაშაძეს 271-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, სალომე ზურაბიშვილს – 217-მა. ბათუმის #72 საარჩევნო უბანზე გრიგოლ …

საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში დაფიქსირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 %-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში – 64.74 %, ხოლო ყველაზე დაბალი მარნეულში – 36.47 %. რაც შეეხება თბილისს, საღამოს 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 45.4 %-ს.

Exit mobile version