მთავარი,სიახლეები

დამკვირვებელი: თავმჯდომარემ უბანზე მარკირებიანი პირები შეუშვა, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახა

28.11.2018
დამკვირვებელი: თავმჯდომარემ უბანზე მარკირებიანი პირები შეუშვა, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახა

„ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი კახა ჯაიანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ბათუმის 26-ე უბანზე მარკირებიანი ამომრჩეველი ცდილობდა ხმის მიცემას.

„მე ვთხოვდი კომისიის თავმჯდომარეს, რომ ამაზე მოეხდინა რეაგირება და არჩევნები კანონის ფარგლებში ჩაეტარებინა, თუმცა მან პოლიცია გამოიძახა“ – ამბობს ჯაიანი.

მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარემ ოთხი პირი, რომლებსაც მარკირება ჰქონდათ, უბანზე მაინც შეუშვა და მათ ხმის მიცემის უფლება მისცა.

„შემდეგ მოვიდნენ  პოლიციელები მე-4 განყოფილებიდან, აქტი შეადგინეს. თავდაპირველად ჩემი გადაყვანა უნდოდათ განყოფილებაში, თუმცა შემდეგ არ ვიცი რატომ გადაიფიქრეს და მანქანაში გამომკითხეს“-ამბობს ჯაიანი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: