ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმისგან 145,4 ჰექტარი [1,45 მილიონი კვადრატული მეტრი] ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვს. ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოებში განიხილავენ. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისთვის“ ბათუმის საკრებულოში, დაახლოებით ერთი თვის წინ, დროებითი სამუშაო ჯგუფი შექმნეს. შუამდგომლობით კი შემდეგ პარლამენტს უნდა მიმართონ. საუბარია თავის დროზე ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული [ქალაქს …
Tag Archives: ხელვაჩაურის საკრებულო
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის კომპანიამ 2 855 000 ლარის ქონება იყიდა სახელმწიფოსგან
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, შოთა ფუტკარძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ სახელმწიფოსგან 2 855 000 ლარის ქონება იყიდა. საუბარია ბათუმის პორტთან ახლოს, თევზის ბაზრიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 2 შენობაზე. აუქციონის პირობის მიხედვით, ამ ადგილას საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა აშენდეს. მიწის ნაკვეთის ფართობი 848 კვადრატული მეტრია, ხოლო ორი ორსართულიანი შენობის ჯამური ფართობი – …
ხელვაჩაურის საკრებულოში 2 ფრაქციის თავმჯდომარეს 8 მოადგილე ეყოლება
ხელვაჩაურის საკრებულოში დღეის მდგომარეობით 2 ფრაქციაა, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა კი ჯამში 8-მდე გაზარდეს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი თვეში 2 628 ლარია. 2025 წლის 4 ოქტომბრამდე ხელვაჩაურის საკრებულოში 3 ფრაქცია, შესაბამისად – ამ ფრაქციების 3 თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის 3 მოადგილე იყო. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა …
Continue reading “ხელვაჩაურის საკრებულოში 2 ფრაქციის თავმჯდომარეს 8 მოადგილე ეყოლება”
ხელვაჩაურს პარკინგი არ აქვს, მაგრამ პარკირების ფასები დაამტკიცეს
ხელვაჩაურის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2023 წლის 28 ივნისიდან ამოქმედდა. არის თუ არა მონიშნული მუნიციპალიტეტში პარკირების საერთო და სპეციალური ადგილები ან/და განსაზღვრულია თუ არა ის ადგილები, სადაც მერია მომავალში პარკირების ადგილებს მოაწყობს? – ამ კითხვაზე პასუხად ხელვაჩაურის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პარკირების …
Continue reading “ხელვაჩაურს პარკინგი არ აქვს, მაგრამ პარკირების ფასები დაამტკიცეს”
მაშინაც მასე იცინოდით და თურმე მერი კაზინოში თამაშობს – ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა
„ჯუმბერის ვიცავდით ხომ კბილებით და აღმოჩნდა, რომ კაზინოში აგებდა ხალხის ფულებს. მე სასაცილოს არ ვამბობ, როცა რამეს ვამბობ“, – განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ [ენმ] რამაზ ქავთარაძემ, მას შემდეგ, როცა მის განცხადებას ხელვაჩაურის მერისა და პოლიციის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნაზე კოლეგები „ოცნებიდან“ სიცილით შეხვდნენ. „იცინოდნენ მასე და დეიჭირეს მერე ხალხი“, – დაამატა სხვამ. …
ხელვაჩაურში საკრებულოს წევრს განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს და დარბაზიდან გააძევეს
დღეს, 26 ივნისს, ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ მამუკა ჯევაიშს პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს და სხდომიდან გააძევეს. საკრებულოს წევრს რეგლამენტით უფლება აქვს განცხადება გააკეთოს სხდომაზე, თუმცა ამ უფლებით მან დღეს ვერ ისარგებლა, მიუხედავად იმისა, რომ 15 წუთის განმავლობაში ცდილობდა, განცხადების გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ. მამუკა ჯევაიში განცხადების გაკეთებას აპირებდა ხელვაჩაურის …
ხელვაჩაურის მერმა პირველ მოადგილედ ნათლულის მამა დაინიშნა
ხელვაჩაურის მერის ზაზა დიასამიძის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე გახდა. ის ამ თანამდებობაზე კახა ფუტკარაძის გათავისუფლების შემდეგ დანიშნეს. ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე მირიან კვირიტიძის შვილის ნათლიაა. ნათლობის ვიდეო და ფოტოები კვირიტიძეს ფეისბუქშიც აქვს განთავსებული. თქვენი პირველ მოადგილედ დანიშვნა ხომ არ განაპირობა ზაზა დიასამიძესთან ნათელმირონობამ? – ვკითხეთ მირიან კვირიტიძეს. თავდაპირველად მირიან კვირიტიძე შეეცადა მიეჩქმალა ეს ფაქტი, თუმცა …
Continue reading “ხელვაჩაურის მერმა პირველ მოადგილედ ნათლულის მამა დაინიშნა”
“არ გვაქვს შეკითხვები? ვუყაროთ კენჭი!”- ხელვაჩაურის საკრებულოს ერთპარტიული სხდომა
„შეკითხვები? არ გვაქვს შეკითხვები? ვუყაროთ კენჭი,“- ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ და საკრებულოს წევრებმა 31 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გატანილ 7 საკითხს ამ ტემპში უყარეს კენჭი და დაამტკიცეს. საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დაწყებისთანავე დატოვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. ენმ-ის წევრების პროტესტის მიზეზი 28 იანვარს გამოქვეყნებული სახელმწიფო აუდიტის დასკვნა გახდა. ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის საკრებულოში, მალხაზ თავდგირიძემ …
Continue reading ““არ გვაქვს შეკითხვები? ვუყაროთ კენჭი!”- ხელვაჩაურის საკრებულოს ერთპარტიული სხდომა”
ხელვაჩაურის მერის ხელფასიც გაიზარდა და 5060 ლარი იქნება
2022 წლის იანვრიდან ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე გაზრდილ ხელფასს, 5 060 ლარს აიღებს. აქამდე მერის ხელფასი 3 500 ლარი იყო. გაზრდილ ხელფასებს აიღებენ მერის მოადგილეებიც. პირველი მოადგილის ხელფასი, 2 200 ლარის ნაცვლად, 3 850 ლარი იქნება, ხოლო მერის მოადგილის – 3 520 ლარი, 1800 ლარის ნაცვლად. ხელვაჩაურის საკრებულოს დადგენილებით, ხელფასები ეზრდებათ მერიაში დასაქმებულ ყველა საჯარო …
Continue reading “ხელვაჩაურის მერის ხელფასიც გაიზარდა და 5060 ლარი იქნება”
„სხდომას არ დავესწრებით“ – აქცია ხელვაჩაურის საკრებულოსთან
„სხდომას პროტესტის ნიშნად არ დავესწრებით. არჩევნები გააყალბეს, არჩევნები მიტაცებულია,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ თავდგირიძე. ის და „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ 6 წევრი ხელვაჩაურის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას ბოიკოტს უცხადებს. დღეს, 3 დეკემბერს, საქართველოში ახალი საკრებულოები შეიკრიბნენ. ხელვაჩაურის საკრებულოში სულ 24 წევრია, აქედან 14 მანდატი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. მალხაზ თავდგირიძის თქმით, სხდომას …
Continue reading “„სხდომას არ დავესწრებით“ – აქცია ხელვაჩაურის საკრებულოსთან”
მილიონიანი სახლი ბათუმში – რა ქონებას ფლობს ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე მინდია დიასამიძე საკრებულოში არჩევამდე ბიზნესით იყო დაკავებული, ამ პერიოდში მას მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ქონება დაუგროვებია. მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინდია დიასამიძემ 1 მილიონ 150 000 ლარი დახარჯა ბათუმში, ქეთევან წამებულის #50- ში ექვსსართულიანი სახლის მშენებლობისთვის საკუთარ მიწის ნაკვეთზე [1479,9 კვ.მ]. ეს ნაკვეთი მინდია დიასამიძეს 2015 წელს 46 500 დოლარად …
ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე „ოცნების“ სიაშია
ხელვაჩაურის საკრებულოს არჩეული თავმჯდომარე – ნადიმ ვარშანიძე „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის მეშვიდე ნომერია. ამ დროისთვის ნადიმ ვარშანიძეს უფლებამოსილება შეწყვეტილი არ აქვს. ხელვაჩაურის საკრებულოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ნადიმ ვარშანიძე ისევ საკრებულოს თავმჯდომარეა. საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსკოში განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს მეორე დღეს უნდა გადადგეს …
Continue reading “ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე „ოცნების“ სიაშია”
ენმ-ს წევრი, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს, უმრავლესობამ ხელვაჩაურის საკრებულოდან გარიცხა
დღეს, 30 ივლისს, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ვაჟა თავდგირიძეს, უმრავლესობამ საკრებულოს წევრის სტატუსი შეუწყვიტა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ნადიმ ვარშანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ოპოზიციონერისთვს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი ის არის, რომ ვაჟა თავდგირიძე 6 თვის განმავლობაში საკრებულოში არ გამოცხადებულა. ის აჭარისწყლის მაჟორიტარი იყო. თავდგირიძის საკრებულოდან გაშვებით, ხელვაჩაურის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციაც დაიშალა. ფრაქციის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე ამბობს, …
აბა, ცხენებით ვიაროთ? – სეკვესტრი ხელვაჩაურის ბიუჯეტში და ახალი პიკაპები 200 ათასად
“წლების განმავლობაში, შევარდნაძის მერე არ გაგვიგია სიტყვა სეკვესტრი, ახლა არის ეს თქვენს ბიუჯეტში,” – მიმართა ხელვაჩაურის მერს საკრებულოს წევრმა მიხეილ ბოლქვაძემ “ნაციონალური მოძრაობიდან”. დღეს, 30 ივნისს, ხელვაჩაურის საკრებულომ ბიუჯეტის შემცირებაზე იმსჯელა. პანდემიის მიზეზით ხელვაჩაურის ბიუჯეტი თითქმის 3 მილიონი ლარით მცირდება. ამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წელს სულ 18 მილიონი ლარია. ხელვაჩაურის მერის თქმით, შემცირება ძირითადად ეხება იმ …
დისტანცირებული და ოლაინ სხდომები – როგორ აპირებენ მუშაობას საკრებულოები
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო დისტანციური სხდომის ჩასატარებლად ემზადება. „უახლოეს დღეებში სხდომას არ ვგეგმავთ, მერიასაც არ აქვს ისეთი საჭიროება, რომ საჩქაროდ იყოს რაიმე დასამტკიცებელი. მაგრამ თუ მაინც საჭირო გახდება ვემზადებით, რომ შემდეგი სხდომა დისტანციურად, სპეციალური პროგრამის დახმარებით, ონლაინ, პირდაპირი ჩართვით ჩავატაროთ“ – გვითხრა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიძემ. მისივე ინფორმაციით, ამ სხდომაზევე საკრებულო კენჭს უყრის განკარგულებას სხდომის …
Continue reading “დისტანცირებული და ოლაინ სხდომები – როგორ აპირებენ მუშაობას საკრებულოები”
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებზე დასაბუთების გარეშე 50 400 ლარი გაიცა – აუდიტი
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ჯამში გასცა 50 400 ლარი. აღნიშნული ქმედება შეუსაბამოა საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმებთან,“ – აცხადებს აუდიტი. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, კანონმდებლობა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ანაზღაურებს საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების …
Continue reading “ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებზე დასაბუთების გარეშე 50 400 ლარი გაიცა – აუდიტი”
დააკავეს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ჯამბულ თავართქილაძე დააკავეს. როგორც ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე “ბათუმელებთან” საუბარში ამბობს, დაკავების მიზეზი ზუსტად უცნობია. “ჯერ არაფერი არ ვიცით ჩვენც. 24 საათში გვეცოდინება. ამბობენ, რაღაც მიწის საკითხზეო, მაგრამ დეტალები არ ვიცი ზუსტად. ამბობენ, რომ ქრთამის აღების ფაქტზეა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს,” – ამბობს ნადიმ ვარშანიძე. ჯამბულ თავართქილაძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია პარტია “ქართული ოცნებიდან”. …
Continue reading “დააკავეს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“”
ბათუმის ტერიტორია შესაძლოა შემცირდეს
ხელვაჩაურის საკრებულოში ე.წ. დაბის ტერიტორიის უკან დაბრუნების საკითხზე მუშაობენ. შესაბამის კომისიაში მიიჩნევენ, რომ 2011 წელს მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიის ბათუმის საზღვრებში მოქცევა არასწორი გადაწყვეტილება იყო. „ამის შემდეგ ხელვაჩაურის გამგეობის შენობაც კი მოექცა ბათუმის საზღვრებში, რაც არასწორი იყო. არ შეიძლება მუნიციპალიტეტი დაბის გარეშე დატოვო“- განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ. მისივე ინფორმაციით, კომისიას ჯერ არ აქვს განსაზღვრული …
„საკრებულოს წევრის ცოლი რადგან არის, უნდა მოკვდეს?“ – ვარშანიძე ნეპოტიზმზე ხელვაჩაურში
ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ჯემალ მუსხაჯბას მეუღლე, მაია გორგაძე სოფელ ფერიაში საბავშვო ბაღის დირექტორი გახდა. დაბა ხელვაჩაურის ცენტრალური ბაღის დირექტორის სავარძელი ინდირა ვარშანიძემ დაიკავა. იგი ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ ლორთქიფანიძის ცოლია. ამ შემთხვევებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხელვაჩაურის საკრებულოში – შორენა ცინცაძე ნეპოტიზმად აფასებს. „კიდევ ერთი შემთხვევაა სოფელ აჭარისწყალში. იქ მერის …
ახალი მოწვევის საკრებულოები 20 ნოემბერს შეიკრიბებიან
ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ვალერი ბერიძის ინფორმაციით, ორშაბათს, 20 ნოემბერს, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოები პირველ სხდომას გამართავენ. პირველივე სხდომაზე საკრებულოები აირჩევენ თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და კომისიების თავმჯდომარეებს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი, სულიკო თებიძე განიხილება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე გახდება ასევე მმართველი პარტიის პროპორციული სიის პირველი …
Continue reading “ახალი მოწვევის საკრებულოები 20 ნოემბერს შეიკრიბებიან”
საკრებულოს წევრი: ხელვაჩაურის გამგებელმა 20-ზე მეტი თანამშრომელი კონკურსის გარეშე დანიშნა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ, გამგეობის 20-ზე მეტი თანამშრომელი თანამდებობებზე კონკურსის გარეშე დანიშნა. „დანიშნულია აპარატის უფროსი, ინფრასტრუქტურის სამსახურის და განყოფილებების უფროსები, შესყიდვების განყოფილების უფროსი და ა.შ. 20-ზე მეტი თანამშრომელია კონკურსის გარეშე დანიშნული, მაშინ როცა კანონი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას ამ თანამდებობების დასაკავებლად. ნადიმ ვარშანიძე ერთპიროვნულად წყვეტს საკადრო …