ჩინეთი რუსეთს თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებს არ მიაწვდის

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, რომ ჩინეთმა უარი თქვა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე. „ინტერფაქსის“ ცნობით, ამის შესახებ ვალერი კუდინოვმა, „როსავიაციის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით,  რუსეთი თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებისთვის შესაძლებლობების მოძიებას თურქეთში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში გეგმავს. აღნიშნულის შესახებ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს ჰონგკონგური გამოცემა South China Morning Post-იც, თუმცა ჩინური მხარეს ამ საკითხზე …

სი ძინპინი მაკრონს და შოლცს აფრთხილებს, რომ სანქციები გლობალურ ეკონომიკას „თან ჩაიყოლებს“

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად ესაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს. როგორც მაკრონი წერს, მათ ისაუბრეს „უკრაინაში ომის ტრაგიკულ შედეგებზე“. „პრეზიდენტმა სიმ მხარი დაუჭირა ჩვენს ქმედებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით,“ – ვკითხულობთ საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. როგორც ჩინეთის სამთავრობო მედია CGTN წერს, ჩინეთის …

უკრაინამ ჩინეთს ომის დასრულებაში დახმარება სთხოვა

“ჩინეთი მზადაა დიპლომატიური გზებით ომის დასასრულებლად ყველაფერი იღონოს”, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მინისტრი დმიტრო კულება  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს, საგარეო საქმეთა მინისტრ, ვან ის ტელეფონით ესაუბრა. “დმიტრო კულებამ ვან ის სთხოვა გამოიყენოს პეკინსა და მოსკოვს შორის არსებული ურთიერთობების დონე, რათა …

ჩინელი ქალი ლოკდაუნის გამო ბრმა პაემანზე გაცნობილი კაცის სახლში ჩარჩა

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში COVID-19 ის გამო მოულოდნელად გამოცხადებული ლოკდაუნის შედეგად ახალგაზრდა ქალი ბრმა პაემანზე გაცნობილი კაცის სახლში ჩარჩა. ქალი მშობლების გარიგებულ კაცთან პაემანზე 5 იანვარს მივიდა და 9 იანვარსაც მასთან ერთად იყო. ამის შესახებ, თავად ქალმა, ვანგმა გამოაქვეყნა ჩინურ სოციალურ ქსელში. ქალის თქმით, იგი მთვარის კალენდრით ახალი წლის აღსანიშნავად დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ ჟენჯოუში. “საკმაოდ დავბერდი, …

10 ადამიანი დატბორილ მეტროში დაიღუპა – წყალდიდობა და მსხვერპლი ჩინეთში

მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, წყალდიდობით დაზარალებულ ხენანის პროვინციაში, მათგან ათი – მეტროში იმყოფებოდა, რომელიც წვიმამ დატბორა – იუწყება „როიტერსი“. სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მატარებლის მგზავრები მკერდამდე წყალში და სიბნელეში არიან. ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 500-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხოდ გადაიყვანეს დატბორილი მეტროდან. სპეციალისტების შეფასებით, ეს ყველაზე ძლიერი წვიმა იყო ჩინეთში ბოლო 1000 …

ჩინეთმა გადაწყვიტა „სინოვაკით“ აცრას ბავშვები 3 წლის ასაკიდან

ჩინეთში გადაწყვეტილება მიიღეს კორონავირუსზე „სინოვაკის“ ვაქცინით აცრან ბავშვები 3 წლის ასაკიდან. ჩინეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვების კორონავირუსზე აცრის გადაწყვეტილება მიიღეს. „ბლუმბერგის“ ცნობით, ჯერ არ არის ცნობილი, როდის დაიწყება ბავშვების ვაქცინაცია ჩინეთში. „სინოვაკის“ პირველი და მეორე ფაზის კვლევებმა, რომლებშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა ისეთივე უსაფრთხო და ეფექტურია ბავშვებისთვის, როგორც …

ტრამპი აცხადებს, რომ Covid 19 ჩინური ლაბორატორიიდანაა, აშშ-ს დაზვერვა არ ეთანხმება

ტრამპი აცხადებს, რომ ნახა მტკიცებულებები, თუ როგორ გამოიგონეს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში კორონავირუსი. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ან ვერ შეძლო ვირუსის გავრცელების შეჩერება, ან მიიჩნიეს, რომ ამის გაკეთება არ ღირდა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, ნახა თუ არა მან სარწმუნო მტკიცებულებები იმისა, რომ კორონავირუსის წყარო ნამდვილად უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტია, რაზეც ტრამპმა …

ჰაერი გაიწმინდა, ნარჩენები შემცირდა – იზოლაციისა და კარანტინის გავლენა კლიმატზე

კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანაა კარანტინსა და თვითიზოლაციაში. მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობის პრობლემის პარალელურად ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ წერილში გარემოსდამცველები ცალკე თემად გამოყოფენ ეკოლოგიას, რაზეც მსოფლიო კარანტინს უკვე აქვს ზეგავლენა. ჰაერი და კლიმატი ავტომაგისტრალების დაცარიელების და ქარხნებში წარმოების შეჩერების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა გამონაბოლქვი მსოფლიო კარანტინის პირველსავე დღეებში. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, ჩინეთის, იტალიის, …

ესპანეთმა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო – CNN

CNN წერს, რომ ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვალების 3434 შემთხვევა დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით ესპანეთი იტალიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გუშინს მერე 27%-ით გაიზარდა. ქვეყანას ჯამში ინფიცირების 47 61 შემთხვევა აქვს დაფიქსირებული. ჩინეთში, სადაც ეპიდაფეთქება დაიწყო, ვირუსმა 3281 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს იტალიას – 6820.

ქალაქი ჩინეთში, რომლის ქუჩები ერთი თვის წინ სრულიად ცარიელი იყო [ვიდეო]

ჩინეთის 5-მილიონიანი ქალაქი ანიანგი ცხოვრების ძველ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება. ორთვიანი კარანტინის შემდეგ მოსახლეობა სახლებიდან გარეთ გამოდის. მოქალაქეები უბრუნდებიან სამსახურებს. ვიდეო დღეს, 11 მარტს, ჩინეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ, ირმა დიმიტრაძემ გადაიღო და მოაწოდა „ბათუმელებს“. See more ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 10 მარტს ქალაქ ვუჰანში ჩავიდა, იქ, სადაც ვირუსი პირველად გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე ვითარება სწორედ …

ბათუმში ჩინელების ცხოვრებაზე ფილმს იღებენ – გადამღები ჯგუფის შთაბეჭდილება

„ჩინელებს და ქართველებს საერთო სირთულე გვაქვს – ჩინელებს ქართულის სწავლა გვიჭირს, ქართველებს – ჩინურის,“ – ხუმრობით იწყებს გადაღებების შემდეგ საკუთარი შთაბეჭდილების გაზიარებას ნაით ვაილდი ჩინეთიდან. ის ამერიკელ კინორეჟისორთან და ჩეხ არტისტთან ერთად ბათუმში დოკუმენტურ ფილმს იღებს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ჩინელები საქართველოში. „დოკუმენტური ფილმისთვის გადაღებები გვქონდა უკვე თბილისში. ფილმში ვაჩვენებ, რას აკეთებენ ჩინელები აქ. ჩინელები …

ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა, მათ ორკვირიან კარანტინში დააკვირდებიან

21 თებერვალს, გვიან ღამით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთიდან საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით დაბრუნდა საქართველოს 34 მოქალაქე, რომლებიც საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში იზოლაციაში იმყოფებიან. არც ერთ მათგანს არ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა ან სუნთქვის გაძნელება, თუმცა ისინი ორი კვირის განმავლობაში კარანტინში, შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან. ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს თითოეული მოქალაქე შემოწმდა ქვეყანაში …

ფოტორეპორტაჟი ჩინეთის 5-მილიონიანი ქალაქიდან – ცხოვრება ვირუსის შიშით

ფოტოები ჩინეთში, ჰენანის პროვინციის ქალაქ ანიანგში დღეს, 28 იანვარს, გადაიღო ირმა დიმიტრაძემ, რომელიც იქ ცხოვრობს. კორონავირუსმა ანიანგშიც შეაღწია, ბოლო მონაცემებით, ამ ქალაქში 11 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი. ქალაქის ქუჩები, რომელშიც 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ფაქტობრივად ცარიელია. ფართო ქუჩებზე კანტიკუნტად ჩანს ავტომანქანები, სხვა დროს სავსე სუპერმარკეტებში ხალხი ცოტაა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა, რეკომენდაციის თანახმად, სახლში რჩება. ქუჩებსა …

საქართველოს ელჩი ჩინეთში: რთული ვითარებაა, მაგრამ საპანიკო ამ ეტაპზე არაფერია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ჩინეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. ვიდეომიმართვაში ელჩი ამბობს, რომ დღეს ბევრი „დამაიმედებელი გზავნილი“ მიიღო ჩინეთის ხელისუფლებიდან იმის შესახებ, რომ ინფიცირებულების რაოდენობა მალე დასტაბილურდება. თუმცა, ამავე დროს, იგი მიმართვაშივე აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების პიკს თებერვალში ელიან. „მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს ქალაქ უხანში. მე დღეს მქონდა საუბარი ქალაქ უხანის მუნიციპალიტეტთან და …

„ქუჩები თითქმის ცარიელია“ – ინტერვიუ ჩინეთში მცხოვრებ ქართველთან

27 იანვრის მონაცემებით 80 ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს, რომელიც ჩინეთიდან, ჰუბეის პროვინციიდან გავრცელდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჰუბეის პროვინციის ქალაქებში კარანტინია გამოცხადებული, თუმცა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის 5-მილიონიან ქალაქ ანიანგში, ჰენანის პროვინციაში. ამ ქალაქში ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე, ირმა დიმიტრაძე, რომელსაც „ბათუმელები“ ქალაქში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა. ირმა, რა ხდება ქალაქში, სადაც შენ იმყოფები, იგრძნობა თუ …

ივლიან თუ არა ტურისტები ჩინეთიდან უვიზოდ საქართველოში – სამინისტროს განმარტება

ჩინელი ტურისტებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლა იგეგმება. ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ელჩი დავით აფციაური საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს ესაუბრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინელი ტურისტების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ „მიმდინარეობს ჩინეთსა და საქართველოს შორის 1994 წელს დადებული ხელშეკრულების გადახედვა“. კონკრეტულად რა უნდა გადაიხედოს, დეტალებზე სამინისტროში არ საუბრობენ. ჩინელი ტურისტების საქართველოს ტერიტორიაზე, …

ჩინურის ბათუმელი მასწავლებელი

დავით ანდღულაძე ბსუ-ში ჩინურს ასწავლის. ამბობს, რომ საქართველოში ამ  ენის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება. ვიდრე ჩინეთის განხრით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გახდებოდა, ერთი წელი ჩინეთში ისწავლა ენის კურსზე, მერე კი ისევ თბილისში გააგრძელა სწავლა. დავითი მოგვიყვა თანამედროვე ჩინეთზე და ასევე იმ სტერეოტიპებზე, რაც ჩინეთთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს: არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ჩინურის სწავლა – 2011 წელს, პერსპექტივის …

Exit mobile version