„უფასოდ დავუმზადებთ ჟეტონებს შინაური ცხოველების მეპატრონეებს და მიმკედლებლებს“ – მოქალაქე

ბათუმელი ექიმი თამარ ნაკაშიძე ცხოველთა მოყვარულებს ძაღლების საყელოების გრავირებას უფასოდ სთავაზობს. მისი თქმით, გრავირებული საყელოები ცხოველებს დაიცავს იმისგან, რომ ისინი ვინმემ დაუკითხავად არ აიყვანოს ქუჩიდან და არ დატოვოს მიუსაფარ ადგილებში. „მთელი ოჯახი შეშფოთებული ვართ იმით, რაც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ირგვლივ ხდება, რადგან მეც მყავს სახლში ორი ძაღლი. მე და ჩემი მეუღლე ექიმები ვართ, მაგრამ ბათუმში …

სურსათის სააგენტო ძაღლის დასაჭერ მარყუჟებს ყიდულობს – ტენდერი 436 800 ლარით

სურსათის ეროვნული სააგენტო 364 ცალ ძაღლის დასაჭერ სახელურიან მარყუჟს ყიდულობს. მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია. „364 ცალი ძაღლის დასაჭერი სახელურიანი მარყუჟი / მახასიათებლები: ლასო – ფოლადის იზოლირებული ბაგირით, 360°-ით მბრუნავი თავით, ფიქსატორით, სათადარიგო ბაგირით და მარყუჟის ქვედა ნაწილი პლასტმასით ან ალუმინით. …

„წამოვიყვან ჩემს 400 ძაღლს და მერიასთან დავდგები“ – რატომ ანგრევენ ბათუმში ცხოველთა თავშესაფარს 

„გამოდის, 500 მიუსაფარი ძაღლი და კატა უნდა დაუბრუნდეს ქალაქის ქუჩებს, ეს იქნება კატასტროფა,“ – ამბობს თინა დიასამიძე, რომელსაც ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ჩააბარა წერილი ძაღლების თავშესაფრის „პირვანდელ მდგომარეობაში“ დაბრუნებაზე. ეს მოთხოვნა პრაქტიკულად ბათუმში არსებული ერთადერთი თავშესაფრის დემონტაჟს ნიშნავს. ბათუმის მერიაში არ აქვთ პასუხი: როდის გამოცხადდება ტენდერი თავშესაფრის მოწყობაზე, ან სად უნდა წაიყვანონ 500-მდე მიუსაფარი ცხოველი …

შეიქმნას კასტრაცია-სტერილიზაციის პროგრამა შინაური ცხოველებისთვის – პეტიცია ქობულეთის მერიას

ქობულეთის მერიას შინაური ცხოველებისთვის პროგრამის შექმნას სთხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საქართველოს სამოქალაქო საბჭოების ერთობლივი პეტიციით შინაური ცხოველების კასტრაციისა და სტერილიზაციის უფასო მუნიციპალური პროგრამის შექმნას და ცხოველთა თავშესაფრის აშენებას მოითხოვს. პეტიციას სულ 677 ხელმოწერა სჭირდება, ხელი ჯერ მხოლოდ  70 მოქალაქეს აქვს მოწერილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის არარსებობა სახელდება. …

ძაღლის დაკბენით 4607-მა ადამიანმა მიმართა ექიმს – რატომ ვერ აშენებს მერია თავშესაფარს

რატომ ვერ აშენდა ცხოველთა თავშესაფარი? – ამ კითხვით ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, მერს, არჩილ ჩიქოვანს მიმართეს. საკრებულოს წევრმა ნატალია ძიძიგურმა სხდომაზე წაიკითხა რესპუბლიკური საავადმყოფოდან მიღებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძაღლის დაკბენის შედეგად დაზარალებულმა 4607-მა ადამიანმა მიმართა ექიმს. „ეს არის კატასტროფა, ქალაქი არის ოსკარის მფლობელი, მზარდი ტურიზმით. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის უპირატესი, ჩვენ …

შეწყდეს ძაღლების ნაგავსაყრელზე გადაყრა – აქცია ბათუმში ცხოველების დასაცავად

დღეს, 5 ივლისს, ბათუმის მერიის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი მერიას ცხოველთა უფლებების დაცვას და კანონმდებლობის გამკაცრებას სთხოვენ, რადგან მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა კერძო პირებს ჯერ აჰყავთ ძაღლი, შემდეგ კი ქუჩაში ტოვებენ. „კანონი თუ არ გამკაცრდა ძაღლების მიტოვებაზე, ისე არაფერი გამოვა“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის ნაგავსაყრელზე დაახლოებით 300-მდე ძაღლია. „ძაღლების მოვლა-პატრონობაზე …

მე და ეს ძაღლი, რომელსაც ჩემი მაისური აცვია, ბულვარიდან ვიცნობთ ერთმანეთს – 16 წლის გოგო

„ქუჩაში როცა გავდივარ, სულ მახსოვს, რომ იქ ძაღლები არიან, რომლებსაც შიათ, სცივათ… მადლიერებას გამოხატავენ, გცნობენ, თვალებში გიყურებენ და სიხარულით მოგყვებიან უკან,“ – ამბობს ბათუმელი ანი ტიკარაძე. მას სახლში ძაღლები არ ჰყავს, ის ქუჩის ძაღლებზე ზრუნავს. ანი ტიკარაძე ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაში სწავლობს. ანის შესახებ ინფორმაცია ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა და იმ …

ბავშვები, რომლებიც ქუჩის ძაღლებს საკვებს უგროვებენ და სახლებს უშენებენ

„გამარჯობათ! ჩვენ სკოლა „სხივის” მოსწავლეები ვართ და ვაკეთებთ პრეზენტაციას იმის შესახებ, რომ შევიფაროთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. შენც ძალიან დაგვეხმარები თუ ამას გააკეთებ და მალევე შეიფარებ ცხოველს. ჩვენი მიზანია გავაქროთ მაწანწალა ცხოველები და მათ ბედნიერად იცხოვრონ. იმედია შენც გვეთანხმები და ამ საქმეში დაგვეხმარები“, – წერია ხელნაწერ ბროშურებში, რომლებიც მარტვილში გაავრცელეს 9-10 წლის ბავშვებმა. როგორც 9 წლის …

როგორ იქცა საქართველო „ჰასკების ჯოჯოხეთად“

„ძლივს დადის, მანქანებს უვარდება, მგონი ბრმაა“; „გზის პირას ვნახე საგურამოს ტყესთან, ჯიშიანი გვინდაო რომ იძახით, რატომ აგდებთ მაშინ გარეთ?“; „ძალიან კეთილი და საყვარელია, აშკარად დაკარგულია ან გამოგდებული, იქნებ ვინმემ იჩუქოთ“ – ასეთ პოსტებს ხშირად წერენ ფეისბუქზე, დაკარგული ძაღლებისა და ცხოველთა უფლებების დაცვის ჯგუფებში. სამივე პოსტი ჰასკებზეა. ქუჩაში ნაპოვნი ჰასკების შესახებ გაცილებით მეტ ცნობას და ფოტოებს …

როგორ იპოვა უპატრონო ძაღლმა ოჯახი – „ჩერის“ გადარჩენის ისტორია

ძაღლი, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, ორი თვის წინ, აპრილში, ჩოხატაურში ცხოვრობდა და შიმშილისგან სიკვდილის პირას იყო. მეძებარი ძაღლი, პოინტერი, 2020 წლის გაზაფხულზე ჩოხატაურის ცენტრში, მანქანიდან ჩამოსვეს და მიატოვეს. ჩოხატაურში ამბობდნენ, რომ ძაღლი დარდისგან არ ჭამდა, ყმუოდა და პატრონს ელოდა. ძაღლის შესახებ ინფორმაცია ბათუმელმა ლევან ჩხაიძემ გაავრცელა, რომელიც უპატრონო ძაღლებისთვის ბათუმში პატარა სახლებს – „კერას“ დგამს. …

„რატომ უნდა ვაჭამო, რა სარგებელი აქვს ძაღლს ან კატას?“ – უფროსები, ბავშვები და ცხოველები

„მამამ მითხრა, მოკალი ჩიტი და შევჭამოთ“, – ეს სიტყვები ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, როცა ცხოველების და ზოგად, ცოცხალი არსებების მიმართ ემპათიაზე ვესაუბრებოდი“- გვითხრა ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, თინათინ ჭავჭანიძემ. მას „ბათუმელები“ ესაუბრა განათლების სისტემის ნაკლზე და საზოგადოებაზე, რომელიც ცხოველების მიმართ სისასტიკეს პრობლემად არ აღიქვამს. 2008-2011 წლებში თინათინ ჭავჭანიძე კოლეგებთან ერთად ახორციელებდა საგანმანათლებლო პროგრამას – „გავიცნოთ ჩვენი …

ქუჩის ძაღლები საკვების გარეშე დარჩნენ – როგორ დავეხმაროთ მათ

საქართველოში, გამოცხადებული სოციალური დისტანცირების და ახლა უკვე საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როცა ქალაქში კვების ობიექტები დახურულია, ქუჩაში უამრავი ცხოველი დარჩა საკვების გარეშე. სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, რადგან გარეთ მოქალაქეებიც იშვიათად გადაადგილდებიან და სურსათსაც უფრთხილდებიან. ბათუმში უსახლკარო ცხოველების მოვლასა და გამოკვებაზე ცალკეული მოქალაქეების გარდა მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს. ისინი აგროვებენ თანხას ძაღლებისთვის საკვების შესაძენად და ავტომანქანის საწვავისთვის, შეძენილი საკვების …

მიუსაფარი ცხოველების საერთაშორისო დღე ბათუმში [ფოტო]

დღეს, 4 აპრილს, მიუსაფარი ცხოველების დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია გააერთიანოს მოქალაქეების ძალისხმევა არა მარტო შინაური, არამედ მიუსაფარი ცხოველების უფლებების დასაცავად და მოუწოდოს ადამიანებს ჯიშიანი ცხოველების გარდა, შეიფარონ ქუჩის ცხოველები და იზრუნონ მათზე. ბათუმში მიუსაფარი ცხოველების დღის აღსანიშნავად დღეს ევროპის მოედანზე ოცამდე ადამიანი გამოვიდა. აქცია მოხალისეებმა გაყიდეს ცხოველების საკვები, გაყიდვიდან შემოსული თანხა კი, აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუსაფარ …

როგორ მოვიქცეთ, როცა ქუჩაში ძაღლი გვხვდება და გვეშინია – ვეტერინარის რჩევები

კინოფობია – ასე ეწოდება შიშს ძაღლების მიმართ. მართალია, ბევრი ადამიანი, ვისაც ძაღლების ეშინია, ცდილობს შიში არ შეიმჩნიოს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ შიშს, პირველ რიგში, ძაღლი ამჩნევს და მასზე რეაგირებს. ქუჩაში მყოფი ძაღლებისგან საფრთხე იშვიათადაა მოსალოდნელი. თუ ხედავთ, რომ ძაღლს ყურზე უკეთია ე.წ. „ბირკა“, ეს ნიშნავს, რომ ძაღლი აცრილია ცოფსა და სხვა დაავადებებზე მუნიციპალურ თავშესაფარში და …

მოქალაქე: ბათუმის ბულვარის შესასვლელთან ხუთი ძაღლი დამესხა თავს

28 აპრილს ბათუმის ბულვარის შესასვლელთან ახალგაზრდა კაცს ძაღლებმა დაკბინეს. დაზარალებული აცხადებს, რომ სასტუმრო „ინტურისტიდან“ გამოსვლის დროს მას ხუთი ძაღლი დაესხა თავს. „ხუთი ძაღლიდან არც ერთს არ ჰქონდა ალიკაპი. წამაქციეს. ძაღლები ტურისტებს ეკუთვნოდათ. როცა წამაქციეს, მხოლოდ მას შემდეგ სცადეს მეპატრონეებმა ჩემთვის ძაღლების მოშორება. საბოლოოდ რამდენიმე ნაკბენი მაქვს ფეხზე“, – უთხრა „ბათუმელებს“ დაზარალებულმა. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ …

რას უპირებს მერია ქუჩის ძაღლებს

მომავალ წელს ქუჩის ძაღლების რეგულაციასთან დაკავშირებით ბათუმის მერია სიახლეებს გეგმავს. ამის თაობაზე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა მარინე რუხაძემ დღეს, 8 ნოემბერს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 2018 წლის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბიუჯეტის განხილვის დროს ისაუბრა. მარინე რუხაძის თქმით,  იმ შემთხვევაში, თუკი ქუჩაში მცხოვრები ძაღლი გარშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მისი ევთანაზია კომისიური წესით მოხდება, 6 …

Exit mobile version