რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს

„ასეთ საქმეებში ჩანს, რამდენად არის პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო… პირველი სამი ფურცლის გაცნობაც საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდე: ეს საქმე პოლიტიკურია,“ – მკაფიო პოზიცია აქვს ადვოკატს და ყოფილ მოსამართლეს ირაკლი შავაძეს. ის რამდენიმე პირის ინტერესებს იცავს „ჭელიძეების, წულუკიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში“. შვიდივე ბრალდებული, რომლებიც რიონის ხეობის დაცვის აქციაში მონაწილეობის შემდეგ, 14 აპრილს დააკავეს, გუშინ, 3 …

ქუთაისში დაიწყო ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების სასამართლო პროცესი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების შესახებ. პროკურატურა მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითაა დაწყებული. ბრალდებულების ინტერესებს ორი ადვოკატი – ირაკლი შავაძე და დალი სულაქველიძე იცავს. ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო სხდომა პროკურატურის შუამდგომლობიდან ერთ საათში ჩაინიშნა, ეს …

ქუთაისის პოლიციასთან ძმები წულუკიძეების და კიდევ 4 პირის გათავისუფლებას ითხოვენ – Live

ქუთაისის სამხარეო პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რიონის ხეობის დაცვის აქციაში მონაწილეობის შემდეგ 6 პირის და, მათ შორის, ძმები წულუკიძეების დაკავებას აპროტესტებენ. ისინი 15 აპრილს დააკავეს. ფირუზ და რეზო წულუკიძეს, ასევე კიდევ 4 ბრალდებულს დღეს, 16 აპრილს, წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან …

დაკავებულია 6 პირი, მათ შორის არიან ძმები წულუკიძეები – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე ქალაქ ბათუმში 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. …

ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიციამ დააკავა

ოჯახის წევრის ინფორმაციით, ბათუმში   გუშინ, 14 აპრილს, ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზ წულუკიძე დააკავეს სამართალდამცველებმა. დააკავეს ასევე ძმები ირაკლი და გელა ჭელიძეები. ოჯახის ინფორმაციით, მათი დაკავება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობის დროს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ძმები ჭელიძეები პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა, ხოლო წულუკიძეები – ქუჩაში. ძმები წულუკიძეები ჭელიძესთან ერთად იმერეთში აქციაზე, რამდენიმე დღის წინ …

მოსამართლე აქციის მონაწილეების დასჯაზე: პოლიტიკა მე არ მაინტერესებს

“პოლიტიკა მე არ მაინტერესებს,” – ხმამაღლა თქვა მოსამართლე კობა გოცირიძემ და ადვოკატ დავით ჯაფარიძეს სიტყვა შეაწყვეტინა. ადვოკატმა იმის ახსნა სცადა, რომ ფირუზ წულუკიძე პოლიტიკური პატიმარია და მასთან გარიგებას მაღალჩინოსნები ცდილობდნენ. ფირუზ წულუკიძის და ასლან ჩოგაძის საქმე დღეს, 7 თებერვალს, განიხილა მოსამართლე კობა გოცირიძემ. ფირუზ წულუკიძე 1500 ლარით დააჯარიმეს, ასლან ჩოგაძე – 1000 ლარით. საუბარია 6 …

ფირუზ წულუკიძის თქმით, ჩოხატაურში ათობით ადამიანი მუსლიმების სოლიდარობისთვის ჩავიდა 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში ქრისტიანი და მუსლიმი თემი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ეს ამბავი გუშინ, 12 იანვარს მოხდა – ქვების სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან ორი საავადმყოფოში მოხვდა – ორივე მუსლიმი. კონფლიქტის მონაწილე ერთი პირი შს სამინისტრომ წუხელ დააკავა. დღეს სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის „სოლიდარობის მიზნით“ აჭარიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა. ერთ-ერთი მათგანი, ფირუზ წულუკიძე აცხადებს, …

„ციხეს 2 თვეში დატოვებს“ – რა გადაწყვიტა სასამართლომ „წულუკიძეების საქმეზე“

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 6 ნოემბერს, რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანი დამნაშავედ მიიჩნია, თუმცა არა ხულიგნობის მუხლით, რასაც მათ გამოძიება ედავებოდა, არამედ ძალადობის მუხლით [126-ე მუხლი]. გადაწყვეტილება მოსამართლემ დისტანციურად გამოაცხადა. ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, რეზო წულუკიძეს სასამართლომ 8 თვით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ის 2 …

„თუ ვინმე დაგვიპირისპირდება, თავის დაცვის უფლებას ვიტოვებ“ – წულუკიძე

ხელისუფლებასთან დაპირისპირებული სპორტსმენის, ფირუზ წულუკიძის განცხადებით, ის და მისი მხარდამჭერები, მეგობარი სპორტსმენები და ნათესავები, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეეცდებიან უბნებს გარეთ დაიცვან ხალხის არჩევანი. „გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ ხმებს, თუ იქნება რამე კონფლიქტი, ჩვენც მზად ვართ, რომ გავმუხტოთ სიტუაცია,“ – განაცხადა მან. „ცდილობენ რაღაც პროვოკაციები მოაწყონ, ჩვენ ვცდილობთ, რომ უბნებზე რამე ჩაშლები და ასე …

„სახით რომ მათრევდი, ის ფორმა იყო?“ – თორნიკე რიჟვაძე სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და „ქართული ოცნების“ უმაღლეს საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ნომერს – თორნიკე რიჟვაძეს დღეს, 28 ოქტომბერს, სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქლაივში გადაიცა. ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მისულ თორნიკე რიჟვაძეს თავდაპირველად ფირუზ წულუკიძემ მიმართა, რომ სოფელი დაეტოვებინა. სოფლის დატოვების მოთხოვნა სხვებმაც გაიმეორეს: „წავიდეს“. ფირუზ წულუკიძე მსოფლიო ჩემპიონია და …

ადვოკატი: ფირუზ წულუკიძეს „ოცნება“ ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა

„ცენტრალური ხელისუფლება ფირუზ წულუკიძეს ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა… თუ ფირუზ წულუკიძე ამას გააკეთებდა, მაშინ ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე მიიღებდნენ თავისუფლებას,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. ის ხულიგნობის საქმეზე დაკავებული ელდარ ანთაძის ინტერესებს იცავს. დავით ჯაფარიძის თქმით, ის ამ საქმეზე ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს შეხვდა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს. ადვოკატი ირწმუნება, რომ ბიზნესმენის ხელით …

ფირუზ წულუკიძე: წულუკიანი ჩვენთან მოლაპარაკებას ცდილობს – საარჩევნოდ ზონდერჯგუფის შექმნის საქმე

“…მე იქ ახლობელს მივაკითხე და გზად შევესწარი ჩხუბს, გაწევ-გამოწევა იყო, დაახლოებით 10 კაცი ჩხუბობდა… მანქანა გავაჩერე და გავაშველე,” – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე დავით ნაგერვაძემ. ის სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობს და 27 აპრილს ბათუმში მომხდარ ჩხუბს შეესწრო. საუბარია ბათუმში აპრილში მომხდარ ინციდენტებზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს, ელდარ ანთაძეს და …

რა თქვა მაღაზიის კონსულტანტმა გახმაურებულ ჩხუბზე, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა

“…დაახლოებით 10 კაცი ჩხუბობდა და 50 უყურებდა, რამდენიმე ჩხუბობდა, ზოგი აშველებდა… დიდხანს არ გაგრძელებულა, 5-7 წუთი ალბათ… მერე კლიენტი მოვიდა, დამიძახეს და გამოვბრუნდი,” – უთხრა მოსამართლეს მოწმე ხათუნა კობალაძემ. ის პროდუქტების მაღაზიის კონსულტანტია და აპრილში, ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მომხდარ ჩხუბს შეესწრო. მოწმის თქმით, მას არ დაუნახავს ვინმესთვის ხელის დარტყმა, ან იარაღის გამოყენება. საუბარია ბათუმში, აპრილში …

„პროკურატურაში დამიბარეს“ – სპორტსმენი, რომელიც „ზონდერჯგუფის“ შექმნაზე საუბრობდა

სპორტსმენი ფირუზ წულუკიძე ამბობს, რომ ის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. იგი ბოლო დღეებში აცხადებდა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა, დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად, საიდუმლოდ ხვდებოდა და წინასაარჩევნოდ დახმარებას სთხოვდა. „…პროკურატურიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა გამომკითხონ. თქვეს, რომ ეს უკავშირდება მედიაში ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ვუთხარი, რომ დღეს სასამართლო პროცესის შემდეგ …

ტერორიზმი თუ რელიგიური ნიშნით დევნა – სასამართლო პროცესიდან

 

განსასჯელები: ფირუზ წულუკიძე, თემურ ბახუნტარიძე, იუსუფ ლაკაევი (ლაკაევი სასამართლო სხდომას არ ესწრება).

პროკურორი: ლადო თურმანიძე

ადვოკატები: ირაკლი შავაძე, გიორგი ხიმშიაშვილი, გია ტაბლიაშვილი

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი

Exit mobile version