450 800 ლარი ორდღიანი ფესტივალისთვის ბათუმში

ბათუმში, 20 და 21 ივნისს, ანბანის კოშკის მიმდებარედ, დაგეგმილია ფესტივალის ჩატარება, რომლის სლოგანია – „ზაფხული იწყება აქ“. ფესტივალის ორგანიზებაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მუსიკოს-შემსრულებელთა ჰონორარებში კი ჯამში 450 800 ლარი დაიხარჯება. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე, ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯითი ჰოლდინგთან“ 137 400 ლარზე აქვს გაფორმებული [ტენდერი 159 740 ლარით იყო …

ვინ იმღერებს საზღვაო სეზონის გახსნაზე ბათუმში – 144,5 ათასი ლარი ჰონორარებში

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „საზღვაო ტურისტული სეზონის“ გახსნის ორდღიანი ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ ფარგლებში მოწვეულ 16 DJ-სა და მუსიკალურ ჯგუფს ჰონორარის სახით ჯამში 144 ათას 500 ლარს გადაუხდის. აქედან „ურსას“ – 30 ათასი ლარი, „კახაბერი და ხანუმები“ – 25 ათასი, „სინთეზი“ – 20 ათასი, „მიქსტურა“ – 16 ათასი, New one – 13 ათასი ლარი …

პირველად თბილისში, იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება

11-15 მაისს თბილისში პირველი იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში თბილისში ჩამოვა ათამდე ესპანურენოვანი მწერალი ესპანეთიდან, მექსიკიდან, პერუდან, ვენესუელადან, კუბიდან და აშშ-დან. ეს მწერლები არიან: დავიდ ტოსკანა (მექსიკა), ხუან კარლოს მენდეს გედესი (ვენესუელა), ნიკოლას მელინი (ესპანეთი), აურელიო მახორი (მექსიკა), როდოლფო ჰასლერი (კუბა),  ვალერი მაილსი ( აშშ/ესპანეთი), ფერნანდო ვარა დე რეი (ესპანეთი), ხორხე ედუარდო ბენავიდესი (პერუ), …

ბათუმში ორდღიანი ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 228 ათასი ლარი დაიხარჯება

ფესტივალის – „ზაფხული იწყება აქ“ ორგანიზებისთვის წელს აჭარის ბიუჯეტიდან 228 ათასი ლარი დაიხარჯება. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა – ცალკე სცენის და ცალკე – სანახაობის მოწყობაზე. ფესტივალი 2025 წლის ივნისში ჩატარდება თუმცა კონკრეტული დღეები ამ დროისთვის უცნობია. 130 ათასი ლარითაა გამოცხადებული ტენდერი სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე, „რაც გულისხმობს მასშტაბური სცენის მოწყობას, …

შეჯიბრი საგრიალოებით – იმერეთის მაღალმთიან სოფელში ფესტივალი მოაწყვეს

„ზაფხულის ერთ საღამოს, როცა ველომოყვარულებს იმერეთში ველოტური გვქონდა და ბაღდათის ამ მაღალმთიან სოფელში – ხანში გავჩერდეთ, ბავშვები მოვიდნენ საგრიალოებით. მაშინ ვიფიქრეთ, რომ ხანში საგრიალოებით შეჯიბრი იქნებოდა კარგი,“ – ამბობს ლექსო პაიკიძე, ფესტივალ „ხანის დრიფტის“ ორგანიზატორი. „ხანის დრიფტი“ შეჯიბრია საბავშვო თვითმავლებით, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორებმა „საგრიალოები“ დაარქვეს. ასეთი ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება: 53 სრულწლოვანი ადამიანი სოფელ ხანის …

„ღვინის დღეები“ ბათუმში – კოლონადებთან ნანი ბრეგვაძე იმღერებს

დღეს, 7 ოქტომბერს, ბათუმში ღვინის ფესტივალი  იმართება „ღვინის დღეების“ ფარგლებში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ფესტივალი ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. გაიმართება ღვინის გამოფენა-გაყიდვა და შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაციაც. კვების სივრცეში მზარეული მოამზადებენ ტრადიციულ კერძებს. მომზადდება ფელამუში და ჩურჩხელა, საბავშვო სივრცეში კი ბავშვებს შეეძლებათ ძერწვა, თიხის მოხატვა. საღამოს 19:00-21:00 საათზე, კოლონადების მიმდებარედ დაგეგმილია კონცერტი, …

„მუსიკა ბათუმიდან” – 19 აგვისტოს მუსიკალური ფესტივალი იწყება

19 აგვისტოს, შაბათს, ბათუმში საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი გაიხსნება. „მუსიკა ბათუმიდან“ – ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც 23 აგვისტომდე გასტანს. ფესტივალის მიმდინარეობისას ბათუმის რადიოს წინ, მემედ აბაშიძის 57 ნომერში, მსმენელებისთვის სხვადასხვა ჯგუფი დაუკრავს. ფესტივალის აფიშა ასე გამოიყურება: 19 აგვისტო – Melomaniakk 20 აგვისტო – Tabemono 21 აგვისტო – K.A.I 22 აგვისტო – ვაჟა ტუღუში 23 აგვისტო – …

ბათუმში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრი, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2023 წლის 4 ივნისს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტურ ფესტივალს გამართავს. ადგილმდებარეობა: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; ბათუმი, რუსთაველის ქუჩა 53. დრო: 11:00 – 18:00 ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, ესტონეთის „ვალგას“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები. ფესტივალზე დასწრება შეუძლიათ როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. „ფესტივალი …

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Swing-ი ფოთის ნაცვლად ბათუმში ჩატარდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „სვინგი“ წელს ფოთის ნაცვლად ბათუმში ჩატარდება. ადგილთან ერთად იცვლება ფესტივალის ფორმატიც და ღია სივრცეში განთავსებული სცენების ნაცვლად 60-მდე არტისტი ბათუმის კლუბებში: „ზღვაზე“, BAHN-სა და Gate / Botanico -ში დაუკრავს. ფესტივალი 5-7 აგვისტოს გაიმართება.  „ოქროს ტბის [მდებარეობს ფოთის მახლობლად] ტერიტორიაზე არსებულმა საორგანიზაციო და ლოგისტიკურმა გამოწვევებმა, მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რის შედეგადაც სტუმრების და არტისტების კომფორტი და …

წელს „თბილისი ოფენ ეარზე“ alt-J-ი, Okean Elzy-ი და Cigarettes After Sex-ი დაუკრავენ

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air-ი ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ფესტივალი 24-26 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის ფეისბუქგვერდზე დღეს, 30 მარტს, გამოქვეყნდა. წლევანდელი ფესტივალის მთავარი შემსრულებლები არიან alt-J-ი, უკრაინული ჯგუფი Okean Elzy-ი, Cigarettes After Sex-ი, Konoba, Molchat Doma და სხვები. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი უკრაინული როკ-ჯგუფი Okean Elzy უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაბომბილ …

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves-ი ერთი წლით გადაიდო

ანაკლიაში 19-22 აგვისტოს დაგეგმილი Echowaves-ის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „რეგიონსა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი კოვიდვითარების გამო“ ერთი წლით გადაიდო – ამის შესახებ განცხადება საორგანიზაციო ჯგუფმა  გაავრცელა . ფესტივალის გადადების შესახებ განცხადების გავრცელებამდე, რამდენიმე დღით ადრე, დაანონსდა ფესტივალის ლაინაფი (ALAN FITZPATRICK; ÂME; ARTBAT; BOSTON 168; DAX J; I HATE MODELS; JAN BLOMQVIST & BAND; LEHAR; MODESELEKTOR; MUSUMECI; …

აჭარის განათლების სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტებია: [checklist] „BIAFF- საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი“; „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი“; ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“; „ბათუმის ფრანების ფესტივალი“; „ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო 2020“; „ექსპერიმენტული (ელექტრონული) მუსიკის ფესტივალი „SOUNDSPRING”; საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი “ზე-კართან 2020“. [/checklist] აჭარის …

კურორტ გოდერძიზე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

28 დეკემბერს კურორტ გოდერძიზე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება, სადაც ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას ფესტივალის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქვეყნებს. „ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება შეფმზარეულების მიერ მომზადებული შვედური მაგიდა, ბავშვების განწყობაზე კი სპეციალური აქტივობებია დაგეგმილი“, – ნათქვამია ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. კონცერტი 13:00 საათზე დაიწყება. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებისთვის კურორტ გოდერძიზე, ასევე …

74 700 ლარი ბიუჯეტიდან – საგრანტო კონკურსი ხელოვანებისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს სახელოვნებო სფეროში მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის. 2020 წელს საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტი 74 700 ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი ორ ეტაპად ცხადდება. პირველი ეტაპის ბიუჯეტი 34 000 ლარია, ხოლო მეორე ეტაპის – 40 700 ლარი. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს ღონისძიებაზე რეგისტრაციის, მონაწილეობის, ტრანსპორტირების, განთავსებისა …

Eastern Promotions და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ფესტივალს – Jazz and Wine

19 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate) რიგით მესამე ფესტივალი – „Jazz and Wine“ გაიმართება. ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას: ოზ ნოის ტრიო ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი „MF ROBOTS“ და იტალიური ბენდი „Sugerpie & Candymen“. „Jazz and Wine“-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება – ქართული ღვინის …

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი იწყება

ხვალ, 2 სექტემბერს, აჭარაში აჭარა ფრინველებზე დაკვირვების მერვე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყება. მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას ბათუმში დიდი ბრიტანეთიდან „Birdfair“ – ის დამფუძნებელი ტიმ ეპლტონი და “Raptor Retrea” – ის წარმომადგენელი მაიკ ჰენდერსონი უცხოელ და ქართველ კოლეგებთან ერთად დააკვირდებიან. ფესტივალის ფარგლებში დღის განმავლობაში დაგეგმილია გასვლითი ტურები ფრინველთა დაკვირვების პუნქტებზე, საღამოობით კი ლექცია-სემინარები. სემინარებზე უცხოელი და ქართველი ექსპერტები ერთმანეთს …

რა ფილმების ნახვას შეძლებთ შემდეგი კვირის ბოლოს ბათუმში – არტფესტივალი „არგანი“

არტფესტივალი „არგანი“ ბათუმში 17 აგვისტოდან დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება. ფესტივალი ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება და დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ფოტო და ნახატების გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და კინოჩვენებები, იქნება ცოცხალი მუსიკაც. იოგით დაიტერესებულებისთვის კი იოგის კუთხეს მოაწყობენ. ფესტივალზე რამდენიმე ქართველი დიზაინერის მოდელების ჩვენება, შემდეგ კი გამოფენა-გაყიდვაა დაგეგმილი. ფესტივალზე …

26 ივლისს ბათუმში სამდღიანი მუსიკის ფესტივალი იწყება

26, 27 და 28 ივლისს ბათუმში ყოველწლიური ფესტივალი Black Sea Sound-ი იწყება. პროექტის ფარგლებში კონცერტები გაიმართება ბათუმის ქუჩებში. 26 ივლისი, 20:00 საათზე, კონცერტი დაიწყება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯგუფები: Savannah Fish (თბილისი); Project – Free Space (ბათუმი); Dj Max (ბათუმი). 27 ივლისს, ამავე დროს, „წიგნები ბათუმში“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, Flow Masters-ი დაუკრავს. …

წიგნი „კავკასია“, ლუდი – „ალუდა“ და „ქალაუ“ – რა ხდება დღეს ჰამბურგის ქართულ ფესტივალზე

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 19 ივლისს დაიწყო და 28 ივლისამდე გაგრძელდება ფესტივალი – „ქოლგა თბილისი – ფოტოფესტივალი“. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი თეონა გოგიჩაიშვილი, რომელიც უკვე 8 წელია ამ ფოტოფესტივალის თანაორგანიზატორი და კურატორია, გვიყვება, რომ დღეს ფესტივალის ფარგლებში  მოუსმინეს საქართველოდან ჩასულ ფოლკლორის შემსრულებლებს. დღესვე ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი და ხმაურიანი ნაწილი ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძების დაგემოვნება იყო. თეონა …

ფრანების შოუ, მუსიკა და ფოიერვერკი – დღეს ქობულეთში ფესტივალი გაიმართება

დღეს, 13 ივლისს, ქობულეთში ფესტივალი – Kobuleti Fest 2019 გაიხსნება.  ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. Kobuleti Fest 2019 14:00 საათზე ფრანების შოუთი გაიხსნება და 03:00 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალზე შესაძლებელი იქნება ადგილობრივი და მოწვეული დიჯეების –  Beka,  Chiki,  Toke,  ასევე მუსიკალური ბენდების: Melomaniak და Goofy Land-ის  მოსმენა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის …

„ბათუმის ფოტოდღეების“ ფარგლებში ფოტოგრაფთა ნამუშევრების შერჩევა იწყება

ფესტივალ „ბათუმის ფოტოდღეების“ ფარგლებში ფოტოგრაფთა ნამუშევრების შერჩევა იწყება.  ფესტივალის წლევანდელი თემაა „სარკისებრი სამყარო“ (Mirror Land). ფესტივალის ორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების სივრცე ბათუმში. ფესტივალის ორგანიზატორების განმარტებით, გამოფენის მიზანია სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ხელოვანებმა ასახონ თავიანთ ქვეყნებში არსებული პრობლემები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სამი გამოფენა. მთავარი გამოფენა მსურველების მიერ განაცხადების გამოგზავნის გზით მსოფლიო მასშტაბით შეირჩევა. შესარჩევი კომისიის წევრები ბათუმის თანამედროვე …

სოფლის ფესტივალი „კაპანი“ – ჩანჩქერი, წყლის წისქვილი და აჭარული სამზარეულო

ავტორი: მარიამ დუმბაძე სოფელი კაპნისთავი ხვალ, 25 მაისს, დღის ორი საათიდან სტუმრებს ელოდება. ამ სოფელში წელს პირველად ჩატარდება ფესტივალი „კაპანი“. ფესტივალზე დასწრების მსურველები, ორ საათამდე ხელვაჩაურში, აჭარული ღვინის სახლში უნდა მივიდნენ. აქ მათ დახვდებიან სტუდენტები, რომლებიც სტუმრებს გადაამისამართებენ მიკროავტობუსებში. ფესტივალის სტუმრები აჭარული ღვინის სახლიდან სოფლამდე უფასოდ იმგზავრებენ. რა გელით ფესტივალზე? ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ეთნოგრაფიული ტური …

გომარდულის ფესტივალზე დასწრების მსურველებს ბათუმიდან უფასო ტრანსპორტით მოემსახურებიან

ხვალ, 25 იანვარს, შუახევში, კურორტ გომარდულზე „გომარდულის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტის განვითარების სამომავლო გეგმას წარადგენს. შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტზე, ამ ეტაპზე მხოლოდ ხუთი კოტეჯი და ერთი კვების ობიექტია. კოტეჯებში ერთდროულად 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. გომარდულის ფესტივალს  მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე  ბენდები „Asea …

ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ პირველ ოქტომბერს დაიწყება

პირველი ოქტომბერს აჭარაში ანიმაციური ფილმების მეათე საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყება. ფესტივალს ა(ა)იპ „ანიმაციის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „პერსონაჟი“ ჩაატარებს. ფესტივალის ფარგლებში საკონკურსო და საინფორმაციო ჩვენებები გაიმართება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში, ხელოვნების უნივერსიტეტში, ხულოს დრამატულ თეატრში, ხელვაჩაურისა და ქედის კულტურის სახლებში. ამავე ფესტივალის ფარგლებში ბათუმის მერიამ არასაკონკურსო პროგრამის ორგანიზების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი …

აჭარას 1 000 000 მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს –  საერთაშორისო ფესტივალი 3 სექტემბრიდან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 3-8 სექტემბერს, აჭარა გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში რეგიონში მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გეგმავენ  აჭარაში ჩამოსვლას. ფრინველებზე დაკვირვება შთამბეჭდავი სანახაობა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფესტივალის სტუმრებისთვის პროფესიონალი ექსპერტებისა და გიდების თანხლებით ყოველდღიურად მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტაში, სოფელი ჩაისუბანში, სოფელი სახალვაშოში, ბათუმის …

ქობულეთში ზაფხულის ფესტივალი ჩატარდება

8 ივლისს ქობულეთის ცენტრალურ პარკსა (აღმაშენებლის გამზ. N279) და პარკის მიმდებარედ სანაპიროზე ზაფხულის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა სივრცეები სხვადასხვა სპორტული აქტივობისთვის. ჭადრაკში, ნარდში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში გაიმართება შეჯიბრი. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით. ასევე გაიმართება ზღვის გასართობი თამაშები. მოეწყობა სივრცეები ბავშვებისთვის. ქალაქის ქუჩებში დილიდან იმოძრავებს ავტობუსები, სადაც იქნება კარაოკე და გამაგრილებელი …

კონკურსი ფოტოგრაფებისთვის

ცხადდება ღია კონკურსი ბათუმის ფოტოდღეების მთავარ გამოფენაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის. ფოტოდღეების ისტორია იწყება 2016 წლიდან, პროექტის – Odesa – Batumi Photo Days- ის ფარგლებში. ორგანიზატორთა ინფორმაციით, 2018 წელს ფესტივალი  უფრო მრავლისმომცველ სახეს მიიღებს. „გამოფენის თემა იქნება se@ experience – რაც შეიძლება ითარგმნოს „ნახე გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“. კონცეფცია დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის უნარზე, …

100-მდე ფერადი ფრანი ცაზე – ფრანების ფესტივალი ბათუმში

28-29 ივლისს ბათუმის სანაპიროზე, ბულვარის მიმდებარედ ფრანების ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალი კლუბი KiteDreams-ისა და აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. კლუბი KiteDreams-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიჯეი ლაშა გურული (კუკულაძე) ამბობს, რომ მათ საკუთრებაში 100-მდე ფრანია, მათი ფორმები და ზომები სხვადასხვაა, “ყველაზე პატარები ნახევარმეტრიანი ფრანებია, ყველაზე დიდები კი 15 -მეტრიანი ფრანები გვაქვს” – ამბობს ის. ფესტივალზე მისულ სტუმრებს შეეძლებათ სამოყვარულო ფრანების გაშვება, …

ფესტივალი ბათუმში რუსულ ენაზე, ქართული თარგმანით

ბათუმში, ევროპის მოედანზე დადგმული სცენიდან დღეს, 30 ივნისს, ძირითადად, რუსულ ენაზე ისმოდა საუბარი და სიმღერა.  აქ ფესტივალი -„ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები“ გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალს ექვსი ქვეყნიდან ჰყავს მონაწილეები: ლატვიიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან და საქართველოდან. ფესტივალი წამყვანს რუსულ ენაზე მიჰყავდა, ქართველი თანაწამყვანი კი, ძირითადად, რუსულიდან ქართულად თარგმნიდა მის ტექსტს. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვახტანგ ბერიძე …

ბათუმში ლუდის ფესტივალი გაიმართება

7 ივლისს ბათუმში “ბათუმის ლუდის ფესტივალი” გაიმართება. წლევანდელი ლუდის ფესტივალი საქველმოქმედო იქნება. ფესტივალზე შემოსული თანხა  ბათუმელი გვანცა დიასამიძის დასახმარებლად გადაირიცხება. ლუდის ფესტივალი ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღის 12 საათიდან დაიწყება. ფესტივალზე მისვლა და დასწრება  ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გვანცა დიასამიძის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: 24 წლის გვანცა დიასამიძეს დახმარება სჭირდება  

შვიდი კონცერტი, რომელიც წელს არ უნდა გამოტოვოთ

ქართველი მსმენელი უკვე შეეჩვია იმას, რომ ტურისტულ სეზონზე საქართველოში მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსები ჩამოდიან, გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხულია. გთავაზობთ იმ კონცერტების ჩამონათვალს, რომელთაგან ყველას თუ არა, რამდენიმეს მაინც ღირს დაესწროთ. RÓISÍN MURPHY  თბილისში ირლანდიელი მომღერალი, მუსიკოსი და პროდიუსერი, 90-იანებში ელექტრონული პოპ კოლექტივის Moloko-ს ვოკალისტი RÓISÍN MURPHY გამოვა. იგი საქართველოში ფესტივალ TBILISI OPEN AIR-ის ფარგლებში ჩამოდის, რომელიც 22-24 ივნისს იმართება. …

ფესტივალი – ბათუმში ასამდე უცხოელი წყვილის დაქორწინება იგეგმება

14-17 სექტემბერს, პირველად საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფესტივალი – „ჩემი დიდი ქართული ქორწილი“. ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე წყვილი მიიღებს მონაწილეობას, ის, ვისაც სურვილი ექნება საქართველოში გადაიხადოს ქორწილი. „ჩემი დიდი ქორწილის“ ორგანიზატორია MICE და EVENT კომპანია  GEO STUMARI. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი სამდღიანი იქნება,  მონაწილეები კი ქართულ კულტურასაც გაეცნობიან. „ქორწინების რეგისტრაცია და ფოტოსესია მოეწყობა ბოტანიკურ …

„არტ-გენი 2018“ წელს პირველად ქედაში ჩატარდება

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი“ წელს პირველად ქედაში ჩატარდება. 22 ივნისს ფესტივალი  საზეიმოდ მახუნცეთში გაიხსნება და მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან. ფესტივალი ქედიდან 24 ივნისს გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს,  27 ივნისს – იმერეთში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 29 ივნისს- ლეჩხუმში, მწვანე ამფითეატრში, ხოლო დასკვნითი ღონისძიება თბილისში, 8-15 ივლისს გაიმართება. მთავარ ფოტოზე: მახუნცეთი. …

სოციალური მეწარმეობის ფესტივალი ბათუმში

17 სექტემბერს ბათუმში ევროპის მოედანზე სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი საქართველოში მოქმედ ყველა სოციალურ საწარმოს აერთიანებს. ფესტივალზე გაიყიდება სოციალური საწარმოს მიერ დამზადებული ხელნაკეთი პროდუქცია – სუვენირები, სათამაშოები და საოჯახო ნივთები. ფესტივალი დევიზით „შეაგროვე სიხარული“ თბილისში ხვალ, 8 სექტემბერს მზიურის ტერიტორიაზე გაიხსნება და შემდეგ სიღნაღში, ქუთაისში და ფოთში გადაინაცვლებს. ბოლოს კი ბათუმში, ევროპის მოედანზე დაიხურება. …

ანიმაციური ფილმების ფესტივალი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი – „ექო თოფუზი“ 7-8 ივნისს ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, 2016 წელს შექმნილი ოთხი ქართული და ამავე რაოდენობის უცხოური ანიმაციური ფილმი ნახოს, ანიმაციური ფილმების ჩვენებამდე კი, ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის ბარაბან შოუ, ანიმაციური ვორქშოპი და ვიქტორინა მოეწყობა. ვიქტორინაში გამარჯვებულ ბავშვებს, თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების კრებულის DVD დისკებს გადასცემენ. ანიმაციური …

ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი ჩატარდება

7 აპრილს, 13:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, „ალი და ნინოს“ ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალზე მოეწყობა ადგილობრივი  წარმოების თევზპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, გასინჯონ თევზპროდუქტებით მომზადებული კერძები, გაეცნონ ამ კერძების მომზადების რეცეპტებს და მონაწილეობა მიიღონ კერძების მომზადების მასტერკლასებში. ფესტივალის მონაწილეები არიან: ქალაქ ბათუმის აკვარიუმი (დეკორატიული თევზები), ბათუმის თევზის ბაზარი (ზღვის პროდუქტები), კოლეჯები „ახალი …

Exit mobile version