უზენაესმა სასამართლომ შესყიდვების სააგენტოს დაავალა, გასცეს რუსეთში დაფუძნებული იმ კომპანიის მონაცემები, რომლებიც საქართველოში ტენდერებს იგებენ. რუსული კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე „ბათუმელებს“ უარი სააგენტომ 2019 წელს უთხრა. სასამართლოში „ბათუმელების“ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. „მოგვაწოდეთ იმ კომპანიების ჩამონათვალი, სახელისა და საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, რომლებმაც 2018 წელს, ასევე 2019 წლის 9 აგვისტომდე გაიმარჯვეს სახელმწიფო ტენდერებში. ასევე …
Tag Archives: უზენაესი სასამართლო
მოსამართლეს, რომელმაც ივანიშვილის სიმშვიდეზე იზრუნა, უზენაესში ნიშნავენ
მოსამართლე ბიძინა სტურუას, რომელმაც შეკვეთილში გამართული აქციის „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები 2019 წელს დასაჯა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ირჩევენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უკვე შეარჩია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მათ შორისაა ბიძინა სტურუა. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. მოსამართლე ბიძინა სტურუამ „გააღვიძე ოლიგარქის“ საქმეზე სამართალდარღვევად მიიჩნია ის, რომ „აქციის მონაწილეები დასაშვებ ზღვარზე მეტად ხმაურობდნენ“. ეს პოლიციის მიერ შედგენილ …
Continue reading “მოსამართლეს, რომელმაც ივანიშვილის სიმშვიდეზე იზრუნა, უზენაესში ნიშნავენ”
როცა ორსულ ქალს ყაჩაღობაზე 11 წელს უსჯი – უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის ძველი საქმე
კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობას აპირებს, ლევან თევზაძეა. გასულ კვირას, 17 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორედ მისი კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. ლევან თევზაძის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენას 14-წევრიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ლევან თევზაძემ წლების წინ მოსამართლეობა ხელვაჩაურის სასამართლოში დაიწყო. წინა ხელისუფლების პერიოდში ერთ-ერთი რეზონანსული საქმე …
“მაგრამ ეს გამოჩნდება, ქალბატონო ევა,”- დავა მოსამართლეების ფარულად შერჩევაზე
“ფარული კენჭისყრა ტარდება იმისთვის, რომ რაღაც დაიფაროს… ეს ფარულობა იძლევა შესაძლებლობას, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღონ შეთანხმებით,”- მიმართა მოსამართლეებს სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ. დღეს, 6 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს. ომბუდსმენი მოითხოვს არაკონსტიტუციურად მიიჩნიონ ის სამართლებრივი ნორმები, რომლებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევს. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ დადგენილი წესი …
Continue reading ““მაგრამ ეს გამოჩნდება, ქალბატონო ევა,”- დავა მოსამართლეების ფარულად შერჩევაზე”
9 374 ლარი ერთ მოსამართლეს – უზენაესში დანამატი და ხელფასი პანდემიის დროსაც აიღეს
პანდემიის მიუხედავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ხელფასებითან ერთად დანამატებიც აიღეს. რა რაოდენობით აიღეს დანამატები მოსამართლეებმა და რატომ? – ყველა სამართლებრივი აქტი, რომელიც დანამატების გაცემას უკავშირდებოდა, „ბათუმელებმა“ უზენაესი სასამართლოდან გამოითხოვა. ბოლო ინსტანციის სასამართლომ, რომელიც კანონის დაცვის გარანტი უნდა იყოს საჯარო ინფორმაციის გაცემის ნაწილში, სრულყოფილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ოფიციალურ წერილში, რომელიც უზენაესი სასამართლოდან მივიღეთ, მხოლოდ ჯამური ციფრი წერია …
Continue reading “9 374 ლარი ერთ მოსამართლეს – უზენაესში დანამატი და ხელფასი პანდემიის დროსაც აიღეს”
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნეს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა. გადაწყვეტილება დღეს, 3 აპრილს, მიიღო უზენაესი სასამართლოს პლენუმმა. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, როცა მოსამართლე მაია კოპალეიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. იგი უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული. ხვიჩა კიკილაშვილი ამ დრომდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ მუშაობდა, მანამდე კი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე …
Continue reading “საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნეს”
ხვალ საკონსტიტუციოს ახალ მოსამართლეს ნიშნავენ – კანდიდატის ვინაობას უზენაესი არ ამხელს
ხვალ, 31 მარტს, უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს დანიშნავს. პლენუმი დღის სამ საათზე შეიკრიბება. ვის დანიშვნას აპირებს უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ? – კანდიდატების ვინაობა უცნობია. უზენაესი სასამართლოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ თავმჯდომარეს ამ დრომდე კონსულტაციები არ დაუსრულებია და ის იმოქმედებს კანონის შესაბამისად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატს უზენაესი სასამართლოს პლენუმს თავმჯდომარე წარუდგენს. მას პლენუმმა უნდა …
როცა მოსამართლე და პროკურორიც ერთი კაცია – თადუმაძის როლი უგულავას დაკავებაში
„მოსამართლე თადუმაძემ დაადასტურა ბრალმდებელი თადუმაძის საჩივარი, ასე გამოვიდა,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მერაბ ქართველიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძის შესახებ, რომელმაც გუშინ, 10 თებერვალს თბილისის ყოფილი მერი და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი – გიგი უგულავა ციხეში შეაბრუნა 3 წლით, 2 თვით და 8 დღით. მას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისება დაუდგინეს. რას ნიშნავს, …
Continue reading “როცა მოსამართლე და პროკურორიც ერთი კაცია – თადუმაძის როლი უგულავას დაკავებაში “
რამდენი პირი გაასამართლეს პოლიციელზე თავდასხმისთვის და რამდენი გამართლდა
აგვისტოს ჩათვლით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოში 25 პირი გაასამართლეს. ოცდახუთივე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. 2012 წელს იმავე მუხლით მხოლოდ 2 პირი გასამართლდა, 2013 წელს – 1. ოფიციალური სტატისტიკა უზენაესმა სასამართლომ მოგვაწოდა. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლი გულისხმობს „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას“. ეს მუხლი …
Continue reading “რამდენი პირი გაასამართლეს პოლიციელზე თავდასხმისთვის და რამდენი გამართლდა”
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: რა შუაშია მიხეილ ჩინჩალაძე?
„რა შუაშია მიხეილ ჩინჩალაძე? იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიჰყავს პროცესი. ეს არის ერთი ადამიანის დისკრედიტაციის სურვილი. რატომ არის და როგორ არის, მე ჩემი ახსნა მაქვს ამაზე. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რომ ადამიანი, რომელიც მართლა ძალიან წარმატებულია თავის საქმიანობაში, ხდება თავდასხმის ობიექტი იმ პირების მიერ, რომლებიც არიან კრიტიკულად განწყობილები,“ – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი …
Continue reading “უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: რა შუაშია მიხეილ ჩინჩალაძე?”
„შერჩეული კანდიდატებიდან ნახევარი ჩინჩალაძის გუნდის წევრია“ – იუსტიციის საბჭოს წევრი
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 10 მიხეილ ჩინჩალაძის გუნდის წევრია – ისინი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები არიან, რომლის თავმჯდომარეც ისევ მიხეილ ჩინჩალაძეა,“ – ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მოსამართლეობის 20 კანდიდატი გუშინ, 4 მაისს შეარჩიეს და საბოლოო კენჭისყრისთვის სია პარლამენტს გადაუგზავნეს. მიხეილ ჩინჩალაძის სასამართლო კლანის მეთაურობის შესახებ სამოქალაქო სექტორში ხშირად საუბრობენ, თუმცა თავად …
უვადოდ – რა ძალა აქვს მოსამართლე „ჩინჩალაძის კლანს“
„მათი ძალა დეტალებშია, რასაც საზოგადოება ყოველდღიურად ვერ ადევნებს თვალს. ისინი [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები] მუდმივად იმეორებენ, რომ კანონს არ არღვევენ. კანონს შესაძლოა არ არღვევენ, მაგრამ, რეალურად, ყველაფერს საკუთარ თავზე ირგებენ. „ოცნების“ ხელისუფლება თავდაპირველად დაიბნა, შემდეგ არ ვიცი, შეუწყო თუ არა ხელი ჩინჩალაძის კლანის გაძლიერებას, რადგან ხელისუფლებას ეს არ უნდა აწყობდეს…“ – ეს ნაზი ჯანეზაშვილმა გვითხრა, …
Continue reading “უვადოდ – რა ძალა აქვს მოსამართლე „ჩინჩალაძის კლანს“”
რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ – „მუსლიმთა პანსიონზე ღორის თავის მიჭედების საქმე“
„ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე“ უზენაესმა სასამართლომაც განიხილა. პანსიონზე ღორის თავის მიჭედება და მუსლიმებისთვის შენობაში შესვლაზე ხელშეშლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის სექტემბერში შეაფასა დისკრიმინაციად. თუმცა მუსლიმი თემი იმ პოლიციელთა ქმედებების დისკრიმინაციად შეფასებასაც ითხოვდა, რომლებიც ამ პროცესს თვალს ადევნებდნენ და არაფერი გააკეთეს მის შესაჩერებლად. პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებმა შსს-ს წინააღმდეგ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვეს. უზენაესმა …
მოქალაქეს, რომელიც პაპუაშვილს ბინას ედავებოდა, სახელმწიფო 399 ათასი ლარის ქონებას გადასცემს
უზენაესმა სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის ბინაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. საქმის განხილვა მხარეთა მორიგებით დასრულდა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო როლანდ ბლადაძეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინას [263 კვ.მ] სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადასცემს. ამ ბინის ღირებულება 399 ათასი ლარია. როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია. მას 2004 წელს ჩამოართვეს საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, …
23 წლით პატიმრობა – სასჯელი 10 წლის ბავშვთან სექსუალური კონტაქტის გამო
23 წლით პატიმრობა სასამართლომ პ.ფ.-ს მიუსაჯა. მას გამოძიება სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენას ედავებოდა იმ პირის მიმართ, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია. საქმე თავდაპირველად ზესტაფონის სასამართლომ განიხილა, შემდეგ კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. პედოფილიაში მსჯავრდებულმა პირმა უზენაეს სასამართლოსაც მიმართა იმ არგუმენტით, რომ მას მხოლოდ არასრუწლოვანი, 10 წლის გოგო სდებდა ბრალს, რომლის ჩვენება არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. …
Continue reading “23 წლით პატიმრობა – სასჯელი 10 წლის ბავშვთან სექსუალური კონტაქტის გამო”
ნარკოდანაშაული – სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე მეტად პოლიციელთა ჩვენებას ენდო
ორი სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებლით შეცვალა. ირაკლი ვაშაკიძეს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებოდა გამოძიება და მას უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ: ნინო გვენეტაძემ, პაატა სილაგაძემ და გიორგი შავლიაშვილმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ამ საქმის განხილვის დროს, დაცვის მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ბიოლოგიური, იგივე დნმ ექსპერტიზის დასკვნა …
Continue reading “ნარკოდანაშაული – სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე მეტად პოლიციელთა ჩვენებას ენდო”
რამდენ ადამიანს მოუსმინეს ფარულად ბათუმში
სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის უფლების მოსაპოვებლად 2017 წლის პირველ სამ თვეში სასამართლოებს საგამოძიებო ორგანოებმა შუამდგომლობით 136-ჯერ მიმართეს. აქედან 132 შემთხვევა დაკმაყოფილდა. სტატისტიკურ მონაცემებს პროექტის „ღია მმართველობა საქართველოს“ ფარგლებში უზენაესი სასამართლო ავრცელებს. უზენაესი სასამართლოს მონაცემების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს არც ერთ შემთხვევაში არ უთქვამს უარი ფარულ სატელეფონო მოსმენაზე. ბათუმში საგამოძიებო ორგანოებს 5 ადამიანისთვის მოუსმენიათ …
Continue reading “რამდენ ადამიანს მოუსმინეს ფარულად ბათუმში”
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ხელვაჩაურის გამგეობიდან ფეხმძიმე ქალის გათავისუფლებაზე
უზენაესმა სასამართლომ განუხილველად დატოვა გულნაზ ღლონტის საქმე. შესაბამისად, ძალაში დარჩა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გულნაზ ღლონტის გათავისუფლება ხელვაჩაურის გამგებეობიდან უკანონოდ შეფასდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ხელვაჩაურის გამგეობამ სამსახურში უნდა დააბრუნოს და 2015 წლის იანვრიდან აღდგენის დღემდე განაცდურიც გადაუხადოს. 2015 წლის იანვარში გულნაზ ღლონტი ხელვაჩაურის გამგეობიდან მაშინ გაათავისუფლეს, როცა იგი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. მანამდე იგი სოფელ განთიადში გამგებლის …
გვენეტაძის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს პატიმრობის ვადა რვა წლით გაეზარდა
გადაწყვეტილება, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე აწერს ხელს, სასჯელის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებას ითვალისწინებს. რევაზ კარალიძეს, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, მანამდე, პირველი და მეორე ინსტანციისგან შეფარდებული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 11.5 წლამდე გაეზარდა. რევაზ კარალიძესთან ერთად ამავე საქმეში კიდევ ერთი მსჯავრდებულია, მისი ნათესავი – ავთანდილ ცეცხლაძე. მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 3 წლიდან 11 …
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა წარადგინა
დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ბათუმში ვიზიტისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა წარადგინა. პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი სასტუმრო „რადისონში“ გამართა. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტში ამჯერად მხარს დაუჭერენ. შეგახსენებთ, რომ აქამდე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, პარლამენტმა 10 ივნისს უყარა კენჭი და მხარი არც ერთ მაღგანს დაუჭირა. ანა დოლიძის კანდიდატურა 34 ხმით …
ბათუმის მერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელახლა დაიწყო საქმის – ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერიის წინააღმდეგ- განხილვა. ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ ყოფილი დირექტორის საქმეს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე განიხილავს. ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის მიერ ხელმოწერილი ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს. იმავე მოთხოვნებით ლაშა ბერძენიშვილმა უკვე მოუგო საქმე ბათუმის სასამართლოში მერიას და მიმდინარე წლის 29 იანვარს, …
Continue reading “ბათუმის მერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში”