„სად არის სინდისი, რომ იმის პატიმრები იყვნენ. მებრძოლი ადამიანები მიყვარს, მაგრამ, რომ ვხედავ ეს მებრძოლი ადამიანი ტირის, მოთქვამს, ზმუის, სახსარი მტკივა, თირკმელში კენჭი მაქვს… თან „რევოლუციონერობა“ უნდათ, თან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უნდათ. რევოლუცია თუ გინდა, ამდენი მოთქმა-ტირილი, ზმუილი, ვაება… კაცო, რევოლუცია ნიშნავს ციხეზეც უნდა წახვიდე, ნარებზეც უნდა დაწვე, იქიდანაც უნდა იბრძოლო,“ – ეს განცხადება კლინიკა „ვივამედის“ …
Tag Archives: სიძულვილის ენა
„ეშინიათ თამამი და პროფესიონალი მასწავლებლების“ – წულუკიანის სიძულვილის ენა
„თქვენ ხართ სამარცხვინო“, „რა ვუთხარი იმ სისტემას, ვინც პედაგოგობის უფლება მოგცათ“, „ბავშვთან არ უნდა მიუშვა“, „თქვენ საშიში ხართ არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ იმ ბავშვებისთვის, ვისთანაც გიმუშავიათ“, – ეს არის იმ ფრაზების მოკლე ჩამონათვალი, რომლითაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა მიმართა სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, გიორგი [გოტა] ჭანტურიას პროპაგანდისტული მედიის ეთერში, როცა მან მასწავლებლის და აქტიური …
Continue reading “„ეშინიათ თამამი და პროფესიონალი მასწავლებლების“ – წულუკიანის სიძულვილის ენა”
„შიში“ – რატომ გადავიდა ივანიშვილი ფეისბუქის კონტროლზე
„რეალურად ეს არის რუსული ხელწერა. კონტროლის მექანიზმი ჩართეს და მოქალაქეებს ეუბნებიან: ყველგან გაკონტროლებთ. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ ეს მიდგომა განწირულია მარცხისთვის,“ – მიიჩნევს სამართალმცოდნე და პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი წევრი, ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა ბესელია. ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“, რომელიც დღეს, პირველ ივნისს ამოქმედდა შსს-ში, „ოცნება“ გამოიყენებს, როგორც ახალ რეპრესიულ ინსტიტუტს. …
Continue reading “„შიში“ – რატომ გადავიდა ივანიშვილი ფეისბუქის კონტროლზე”
შსს-ში „სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ სამმართველო ამოქმედდა
დღეს, პირველ ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ამოქმედდა „სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ სამმართველო. სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე შსს-ს იურისტი იყო. მის მიმართ გაკეთებული ფეისბუქის კომენტარის გამო ერთი მოქალაქე დააჯარიმეს კიდეც. თამთა ქიმბარიშვილის განცხადებით, ახალი სამმართველოს ფუნქციაა, „სოციალურ ქსელსა თუ მედიაში, საჯაროდ გავრცელებული, შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი …
Continue reading “შსს-ში „სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ სამმართველო ამოქმედდა”
ფერადი თმა, როგორც სისტემის იარაღი ახალგაზრდების წინააღმდეგ
„ამ ადამიანს ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“ – თქვა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისზე, რომელსაც პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. ქერად თმაშეღებილი და მკვეთრად თვალმოხატული ლაზარე ბოლო დღეებია სისტემის მხრიდან მრავალფეროვნების და თავისუფლების დევნის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა. განსხვავებულობა სიძულვილის ენის კონტექსტში ახსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, როცა ასევე …
Continue reading “ფერადი თმა, როგორც სისტემის იარაღი ახალგაზრდების წინააღმდეგ”
კობახიძემ პარლამენტში ძმებ ბერძენიშვილებზე სიძულვილის ენით ისაუბრა
დღეს, 7 ივნისს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას ძმებზე, ლევან და დავით ბერძენიშვილებზე თქვა, რომ ისინი ისტორიული პიროვნებების კრიტიკით „ეროვნულ იდენტობას ებრძვიან“. „მათ გამოარჩიეს რამდენიმე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობის დაკნინებას. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან დავით აღმაშენებელს უწუნებენ …
Continue reading “კობახიძემ პარლამენტში ძმებ ბერძენიშვილებზე სიძულვილის ენით ისაუბრა”
DRI: მიუღებელია სიძულვილის ენა და ჰომოფობიური კომენტარები – დიზაინერის ცემა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ დიზაინერ გიორგი მასხულიას ცემის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა და ჰომოფობიური შინაარსის კომენტარები. „მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დრომდე არც ერთი თავდამსხმელი არ არის დაკავებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს. დანაშაულის მოტივის შესაფასებლად, დეტალურად უნდა გაანალიზდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები …
Continue reading “DRI: მიუღებელია სიძულვილის ენა და ჰომოფობიური კომენტარები – დიზაინერის ცემა”
ტურისტებმა დაკარგეს უსაფრთხოების შეგრძნება, გააუქმეს ჯავშნები – გიდი ქობულეთიდან
მინდია ბაჟუნაიშვილი, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს და გიდად მუშაობს, ფეისბუქზე წერს, რომ 5 ივლისს თბილისში განვითარებული პროცესების გამო, შვედმა ტურისტებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვეს და ჯავშნები გააუქმეს. წერილში, რომელსაც გიდმა გამოაქვეყნა, მას ტურისტები წერენ, რომ თვალს ადევნებენ დაძაბულ ვითარებას საქართველოში და ფიქრობენ, რომ მათთვის ამ ეტაპზე საქართველოში ჩამოსვლა სასურველი არ იქნება, რადგან შესაძლოა პრობლემები შეუქმნან მხოლოდ …
Continue reading “ტურისტებმა დაკარგეს უსაფრთხოების შეგრძნება, გააუქმეს ჯავშნები – გიდი ქობულეთიდან”
აშშ-ის საელჩოს გვერდზე უხამსი კომენტარის შემდეგ, სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ქარელმა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ გორის რესურსცენტრში დაუდასტურეს. ფეისბუქპოსტის თანახმად, ქარელი ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭერია. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა სავარაუდოდ მის მიერ დაწერილ უხამს კომენტარს უკავშირდება, რომელიც ყოფილმა დირექტორმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე დაწერა. კომენტარში ქარელი წერს: ,,ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს, …
რას ფიქრობენ პროფესორები მეუფე სპირიდონის სიძულვილის ენაზე ომბუდსმენის მიმართ
სხალთის ეპისკოპოსმა, სპირიდონმა 21 აპრილს ონლაინკონფერენცია გამართა, რომელსაც, მისი თქმით, 90 პროფესორ-მასწავლებელი ესწრებოდა. კონფერენციაში მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები ძირითადად იმ უნივერსიტეტში მუშაობენ, რომლის რექტორიც თავად სპირიდონია. თუმცა ესწრებოდნენ ისინიც, რომლებიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობენ ლექციებს. საქმე იმაშია, რომ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 16 აპრილს სცადა შესულიყო ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, რომელიც ეპისკოპოს სპირიდონის პატრონაჟის ქვეშაა. მას ამის უფლება …
Continue reading “რას ფიქრობენ პროფესორები მეუფე სპირიდონის სიძულვილის ენაზე ომბუდსმენის მიმართ”
„კედელი, რკინის გალია და კაი ჯოხი“ – სიძულვილი პანდემიის დროს
მარნეულში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები კორონავირუსის პანდემიის პირობებში, უკვე მეორედ გახდნენ სიძულვილის სამიზნე. პირველად მაშინ, როცა ერთ ადამიანს ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა და მთელი რეგიონი კარანტინში მოაქციეს, სულ ახლახან კი ბოლნისში, სოფელ მუშევანში [დელლარი] მომხდარი ინციდენტი გახდა სიძულვილისა და ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზეზი. „კედელი კი არა, რკინის გალია და კაი ჯოხი უნდა მაგათ,“ – წერს ფეისბუქში ერთ-ერთი …
Continue reading “„კედელი, რკინის გალია და კაი ჯოხი“ – სიძულვილი პანდემიის დროს”
„ძალიან გვწყინს, როცა წერენ, „წავიდნენ თავიანთ აზერბაიჯანში“ – სიძულვილის კამპანია FB-ში
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში იმატა ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებმა. აქტივისტები, რომლებმაც ფეისბუქში სიძულვილის ენის საპასუხოდ კამპანია წამოიწყეს, ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებში იწერება უამრავი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომენტარი. ამის საპასუხოდ, აქტივისტები და მხარდამჭერები კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში აზიარებენ ტექსტს …
რელიგიური გრძნობები, პორნოგრაფია, სიძულვილის ენა – ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტთან
„სიძულვილის ენა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს შესაძლოა ნიშნავდეს“, – გვითხრა ინტერვიუს დროს ამერიკელმა პროფესორმა, ჯეისონ დესანტომ ინტერვიუს დროს, როცა მას პარლამენტში შესული ახალი საკანონმდებლო წინადადების რისკებზე ვკითხეთ. ჯეისონ დესანტო ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორია [ჩიკაგო, აშშ; 25-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში] და ძირითადად გამოხატვის თავისუფლების კუთხით მუშაობს. ჯეისონ დესანტო საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს, რაც რამდენიმე თვეა …
Continue reading “რელიგიური გრძნობები, პორნოგრაფია, სიძულვილის ენა – ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტთან”
ეპისკოპოსი სპირიდონი: პუტინის განცხადება აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე შედეგია ჩვენი ცოდვების
სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა გუშინ თავის ქადაგებაში რუსეთსა და ევროკავშირზე ისაუბრა. მან თქვა, რომ რუსეთი უფლის გზაზეა და ის პოლიტიკა, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში, უფლის ნაკარნახევია. „თქვენ უნდა იცოდეთ ბიბლია… ყოველგვარი მეფის და სახელმწიფოს მეთაურის გული არის ღვთის ხელში, როგორც წყაროსთვალი, საითაც უნდა, იქით მიუშვებს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა, რომლის მთელი ქადაგება …
„გივი სიხარულიძისთვის „ხელოვნების ქურუმის“ წოდება ქალთა მიმართ სიძულვილის წახალისებაა“
ორგანიზაციები: „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსახიობ გივი სიხარულიძისთვის „ხელოვნების ქურუმის“ წოდების მინიჭება წარმოადგენს ქალთა უფლებებისადმი სიძულვილის წახალისებას და ხელს უწყობს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამყარებას, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სხვადასხვა ჯგუფის მიმართ სიძულვილის გამომჟღავნება პროფესიულ საქმიანობაში დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 2019 წლის პირველ მარტს …
EMC: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით მედიაში რელიგიური სიძულვილის ენის შემთხვევები გაზრდილია
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის [EMC] ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას სპეციალურ ანგარიშში აფასებს. სპეციალურ ანგარიშში საზოგადოებრივ განწყოებებთან მიმართებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს მედიაში სიძულვილის ენის შემთხვევების ზრდაზე. ანგარიშის მიხედვით, იანვრიდან ოქტომბრამდე მედია საშუალებების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ რელიგიური სიძულვილის ენის 92 შემთხვევაზე, წინა წლის ანგარიშის მიხედვით კი 69 ასეთი …