საპენსიო სესხი მაღალი პროცენტით – 4 წლის წინ 960 ლარი გამოვიტანე და დღემდე ვიხდი

„პენსიას უნდა ვიღებდე 495 ლარს და მერიცხება 280 ლარი… ეკონომიკური წინსვლააო, რომ ამბობენ, სადაა? პენსიონერი ქალი თურქეთში დავდივარ, რომ ლუკმა-პურის ფული ვიშოვო“, – ეს 71 წლის პენსიონერმა გვითხრა, რომელიც ერთ-ერთია იმ ასიათასობით მოქალაქეს შორის, ვისაც საქართველოში ყველაზე ძირიანი, ანუ საპენსიო სესხი აქვს. ქალბატონ ფატის [მან გვარის დასახელება არ ისურვა] შემთხვევით ავტობუსის გაჩერებასთან შევხვდით აეროპორტის გზატკეცილზე, …

ისტორიაში პირველად პაციენტებზე ფილტვის კიბოს ვაქცინის გამოცდა დაიწყო

ექიმებმა დაიწყეს ფილტვის კიბოს პირველი ვაქცინის გამოცდა იმ პაციენტებში, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ კიბო. მედიის ცნობით, mRNA ვაქცინა შესაძლოა ქიმიოთერაპიის ალტერნატივა გახდეს, რადგან ის ორგანიზმს ნაკლებ ზიანს აყენებს. „მისი მიზანია გააძლიეროს ადამიანის იმუნური პასუხი კიბოს მიმართ, ხოლო ჯანმრთელი უჯრედები ხელუხლებელი დარჩეს, განსხვავებით ქიმიოთერაპიისგან“ – წერს ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“. ფილტვის კიბო კიბოთი სიკვდილის წამყვანი მიზეზია მსოფლიოში და …

დაფინანსდეს წინასწარი კვლევები, აღმოიფხვრას მედიკამენტების დეფიციტი – ონკოპაციენტები

ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ ონკოპაციენტების ულიმიტო და ხელმისაწვდომი მკურნალობისთვის შეიმუშავა ონლაინ პეტიცია – „ონკოპაციენტების სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტით მკურნალობისთვის გამოიყოს საკმარისი დაფინანსება, ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან“. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების დაფინანსებასა და გამართვის ითხოვენ.   მაგალითად, საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში არ შედის, წინასწარი კვლევები (მაგალითად, ბიოფსია, კატე, მრტ, პეტ კატე და სხვა). „დიაგნოსტირება საშუალოდ 10 000 ლარიდან 15 000 …

რამდენად უსაფრთხოა მკერდისთვის მჭიდრო ლიფის ტარება და ლაზერული ეპილაცია – მამოლოგის რჩევები

ძუძუს კიბო სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 13 წელია არსებობს კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა, მასში მოსახლეობის ჩართულობა, კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სიძვირესთან დაკავშირებული შიში ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქალები ექიმთან დროულ ვიზიტს არიდებენ თავს. რამდენად უსაფრთხოა ძლიერად მოჭერილი ლიფის ტარება? ნორმალურია თუ არა მკერდის ძლიერი …

როგორ დაამარცხა მესამე სტადიის სიმსივნე 56 წლის ქალმა

„როცა დიაგნოზი გავიგე, ექიმმა ორივე ხელზე მომკიდა ხელები, თვალებში შემომხედა და მითხრა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ თუ იქნები დამფრთხალი თაგვივით, ვერ დაგეხმარებითო. შინაგანი რწმენა და განწყობა ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია და მე იმ დღეს იმედიანად წამოვედი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 56 წლის ლალი არაბული. ლალიმ მკერდის მესამე სტადიის სიმსივნეზე გაიმარჯვა. ლალი არაბული 15 წელია …

კომპანია PSP არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას

კომპანია პსპ არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული საანგეტოს დასკვნას, რომლის თანახმად,  ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ადგილი ჰქონდა ფასების ფიქსაციას. “PSP არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს მიერ მტკიცებულებების გარეშე მიღებულ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას და გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია PSP-მ სრულად წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას, კონკურენციის სააგენტომ არ …

რატომ არის საშიში ნაბახუსევიდან „გამოსვლა“ ალკოჰოლით – ექიმის რჩევები

ალკოჰოლი ტოქსიკური და ფსიქოაქტიური ნივთიერებაა დამოკიდებულების გამომწვევი თვისებებით, თუმცა ის ფაქტი, რომ ხშირად სოციალიზაციის რუტინულ ნაწილად მიიჩნევა, აძნელებს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სათანადო შეფასებას. ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების საერთო გავრცელება საკმაოდ მაღალია – 78.5%. ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი). მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი 18.3 …

ბათუმელი რეჟისორის ბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ – „საზოგადოების დახმარება გვჭირდება“

ბათუმელი რეჟისორი, გიორგი [გოგა] გოგიბერიძე ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის. გიორგის კარგად იცნობენ ბათუმში, როგორც რეჟისორსა და საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის [BIAFF] დამაარსებელსა და დირექტორს. უკვე ორი წელია გიორგი მკურნალობის კურსს გადის. მისი დიაგნოზია ავთვისებიანი სიმსივნე ღვიძლსა და ფილტვზე. ოჯახის წევრების თქმით, სიტუაცია რთულია, თუმცა, ექიმების დასკვნით, ექვემდებარება მართვას და მკურნალობას. საჭიროა თანამედროვე ტიპის წამლები, რაც …

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტი თქვენს სამსახურში

აჭარის რეგიონში მდებარე ონკოლოგიაში 60-წლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი „ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა“ აღჭურვილია ინოვაციური აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი ექიმებით. ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის სხივურ თერაპიას. ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საქართველოში ერთადერთი, თანამედროვე, დახვეწილი, კლინიკურხაზოვანი ამაჩქარებლით …

„შვილები მზრდიდნენ 3 წელი“, – ქალი ხულოდან, რომელმაც მკერდის სიმსივნე დაამარცხა

3 შვილის დედა, 50 წლის მზია გულაბერიძე, ხულოს სოფელ უჩხოში ცხოვრობს. მან წლების წინ  მკერდის კეთილთვისებიანი მესამე სტადიის სიმსივნე დაამარცხა, რომელსაც 6 წელი ებრძოდა. მზია იხსენებს, რომ მარცხენა მკერდის ხელით გასინჯვისას მოულოდნელად აღმოაჩინა სიმაგრე და სწორედ მას შემდეგ მიმართა ექიმს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გრძნობდა უმადობას, ოფლიანობას და მოდუნებას. ქალის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უყურადღებოდ არ …

ქიმიოთერაპია და თმის ცვენა – რას ველოდოთ მკურნალობის დროს

თმის ცვენა კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სახასიათო გვერდითი ეფექტია, რომელიც ბევრი პაციენტისთვის ძალიან დამთრგუნველია ამ მძიმე დაავადებასთან ბრძოლის გზაზე. როგორც წესი, მკურნალობის დასრულების შემდეგ თმა კვლავ იზრდება, თუმცა სპეციალისტები ურჩევენ პაციენტებს, კიბოს მკურნალობის ამ გვერდით ეფექტთან გასამკლავებლად წინასწარ მოემზადონ. „ქიმიოთერაპიის შესახებ კონსულტირებისას ყველაზე მძაფრად აღსაქმელი პაციენტებისთვის თმის ცვენის მომენტია, ალბათ იმიტომ, რომ ეს …

ძუძუს კიბოთი დაღუპვის რისკი 2-ჯერ მეტია კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში – ჯანმო

კიბოს რეგისტრის მონაცემებით, საქართველოში სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე ხშირი ავადობის კიბოა ქალებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სახეობაა ევროპის რეგიონში და ქალებში კიბოთი სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. საქართველოში 2020 წელს ძუძუს კიბოს 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მისგან 910 ქალი გარდაიცვალა.  ჯანმო წერს, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალი ორჯერ მეტი ალბათობით დაიღუპება ავადმყოფობისგან, თუ ის ცხოვრობს კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. ჯანმო: მოწყვლად ჯგუფებში და დაბალი განათლებისა და შემოსავლის მქონე …

„ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – კიბოზე გამარჯვების 3 ამბავი ბათუმიდან

4 თებერვალს მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის დღე აღინიშნება. საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ, კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ათასობით ადამიანი ებრძვის კიბოს და ამარცხებს კიდეც. „ბათუმელები“ კლინიკა „მედცენტრში“ ესაუბრა პაციენტებს, რომელთაც კიბო დაამარცხეს. ყველა მათგანის კიბოზე გამარჯვების ისტორია განსხვავებულია, თუმცა მთავარი, რაც ამ ისტორიებს აერთიანებს, დროული მკურნალობა და გამარჯვების რწმენაა. „ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – …

აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ქალებისთვისაც უფასო გახდა

ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) ვაქცინა, რომელიც ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ასაკის ქალებისთვისაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი და გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს. ავპ ვაქცინა, რომელიც რამდენიმე დოზით კეთდება, საქართველოში 2019 წლიდან  არის შეტანილი ვაქცინაციის ეროვნულ  პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის, 2022 წელს შესაძლებელი გახდა 13-18 წლის …

როგორ ხდება ძუძუს თვითშემოწმება და რატომ არის ის საჭირო – რჩევები მამოლოგისგან

კიბოს რეგისტრის მონაცემებით, სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებში. რეკომენდებულია, რომ ქალებმა და გოგოებმა სარძევე ჯირკვლის თვითშემოწმება თვეში ერთხელ მაინც ჩაიტარონ. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ცნობით, „დიაგნოსტირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს 40 პროცენტი აღმოჩენილია ქალების მიერ, რომლებმაც ხელით იგრძნეს კვანძი, ამიტომ მკერდის რეგულარული თვითშემოწმების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია“. “მედცენტრის” ონკოლოგ-მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ ყველაზე ეფექტური …

რა უნდა ვიცოდეთ კიბოს სკრინინგის ჩატარებამდე

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 6-8 ათასია. კიბოს შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია. კიბოს სკრინინგის პროგრამა საქართველოში 2011 წლიდან მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, მთავარ გამოწვევად ისევ პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის გაზრდა რჩება. ძუძუსა და …

დათუნიას ვუყვები, რომ ცუდ კაცუნას ვებრძვი – პატარა ნიკოს დიდი ომი

„სტამბოლში სათამაშო თვითმფრინავები წამოვიღე. პილოტი უნდა გამოვიდე. მომენატრა საქართველო, მალე მინდა დავბრუნდე – მზია მასწავლებელი და ჩემი მეგობრები მეუბნებიან გელოდებითო. სათამაშო დათუნია მყავს, ძალიან მიყვარს და ყველაფერს ვუყვები: ცუდი კაცუნა უნდა დავამარცხო-მეთქი, ვეუბნები“, – გვიყვება 6 წლის ბიჭი. ნიკუშას ცუდი კაცუნა ავთვისებიანი, სწრაფად პროგრესირებადი სიმსივნეა. მშობლები არაფერს უმალავენ. ეუბნებიან, რომ ცუდი კაცუნა მუცლის ღრუში ჩაუსახლდა …

კიბოზე გამარჯვებული ქალები ბათუმში [ვიდეო]

 

ლანჩხუთიდან „ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულზე“ დასასწრებად ბათუმში ჩამოსული 8 ქალი თავს კიბოზე გამარჯვებულს უწოდებს. მათ ორგანიზაციასაც ასე ჰქვია – „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“. თუმცა, დღეს, 8 სექტემბერს, კვირეულის ფარგლებში გამართულ მარათონში არც თუ ისე ბევრმა ბათუმელმა მიიღო მონაწილეობა.

Exit mobile version