სხეულის დაზიანების 17 შემთხვევა სასჯელაღსრულების მე-11 დაწესებულებაში დაფიქსირდა. აქ არასრულწლოვანი პატიმრები იხდიან სასჯელს. 17 შემთხვევიდან 5 დაზიანება მხოლოდ ერთმა არასრულწლოვანმა მიიღო. დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე არასრულწლოვანმა ა.-მ ორთვენახევრის განმავლობაში მიიღო – პირველი იანვრიდან 15 მარტამდე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს არასრულწლოვანმა ა.-მ უთხრა, რომ მხოლოდ ერთხელ მიაყენა დაზიანება სხვა მსჯავრდებულმა, სხვა შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ტრავმა იყო. არასრულწლოვანი ა. …
Tag Archives: სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინსიტრო
ბათუმის ციხეში პატიმარი სამედიცინო მომსახურების მიღების მოთხოვნით შიმშილობდა
„ბათუმის ციხეში მყოფი პატიმარი – ნუგზარ თაბაგარი მეშვიდე დღეა შიმშილობს,“ – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ანნა მდინარაძე. იგი ორი დღის წინ შეხვდა ამ მსჯავრდებულს. სახალხო დამცველი პატიმრის შიმშილობის ფაქტს ადასტურებს. ომბუდსმენის აპარატი ამ შემთხვევას უკვე სწავლობს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ნუგზარ თაბაგარმა შიმშილობა გუშინ საღამოს შეწყვიტა. „ჩვენ გვითხრა ნუგზარ …
Continue reading “ბათუმის ციხეში პატიმარი სამედიცინო მომსახურების მიღების მოთხოვნით შიმშილობდა”
მერაბ ღოღობერიძე ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს
მერაბ ღოღობერიძე, რომელიც „ბათუმის აქციის საქმეზეა“ მსჯავრდებული, ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. პირველ მარტს, მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მსჯავრდებული ამბობს, რომ მუხლი, რომლითაც ის გაასამართლეს, არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ის დახურული ტიპის დაწესებულებაში უკანონოდ არის მოთავსებული. „ვაცხადებ შიმშილობას, რადგან გამოკეტილი ვყავარ საკანში, არ გადავყავარ …
Continue reading “მერაბ ღოღობერიძე ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს”
სასჯელაღსრულების სამინისტრო: მერაბ ღოღობერიძეზე ჯერ რისკი არ შეფასებულა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მერაბ ღოღობერიძის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მერაბ ღოღობერიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მას დახურული ტიპის დაწესებულებაში ტოვებენ. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, მერაბ ღოღობერიძის, როგორც მსჯავრდებულის რისკი ამ დროისთვის არ შეუფასებია მულტიდისციპლინარულ ჯგუფს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი ტიპის დაწესებულებაში უნდა მოთავსდეს პატიმარი. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მულტიდისციპლინარულ ჯგუფს ჯერ …
Continue reading “სასჯელაღსრულების სამინისტრო: მერაბ ღოღობერიძეზე ჯერ რისკი არ შეფასებულა”
ბათუმის ციხის ადმინისტრაცია სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა 800 ლარით დააჯარიმა სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულება. ბათუმის ციხემ ერთ-ერთი მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველს არ მიაწოდა. ომბუდსმენისთვის ინფორმაციის დამალვა კი დასჯადია. „ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციას ერთ-ერთ მსჯავრდებულზე, რომელიც გვწერდა, რომ შეეზღუდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. ამბობდა, რომ მის საჩივარს სასამართლოში ციხის ადმინისტრაცია მიზანმიმართულად არ აგზავნიდა. ჩვენ მე-3 დაწესებულების ადმინისტრაციისგან მოვითხოვეთ ინფორმაციის მიღება, რაზეც გვიპასუხეს, …
Continue reading “ბათუმის ციხის ადმინისტრაცია სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა”
რა ღირს ციხიდან სატელეფონო საუბრის ერთი წუთი
თუ რა ღირს სატელეფონო საუბრის ერთი წუთი ციხეში და რამდენს იხდიან პატიმრები ამ სერვისში, „ბათუმელებმა“, ჯერჯერობით, ვერ დაადგინა. „არაფერს ამბობენ ჩვენთვის უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების და წუთების შესახებ. დღემდე არ გვასარგებლებენ ჩამოჭრილი წუთებით…“ – ეს ერთ-ერთმა პატიმარმა შეატყობინა „ბათუმელებს“ ციხიდან გამოგზავნილი წერილით. პატიმრები სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვაზე ხშირად საუბრობენ. პატიმარი ნუგზარ თ. გვწერს, რომ დაწესებულებაში დამონტაჟებულ …
Continue reading “რა ღირს ციხიდან სატელეფონო საუბრის ერთი წუთი”
პატიმარი: ციხეში ახალი ბრალი წარმიდგინეს, მაგრამ საქმის მასალებს არ მაცნობენ
ბათუმის ციხეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ ბრალი წარუდგინეს, მაგრამ საქმის მასალების გაცნობის უფლებას ციხის ადმინისტრაცია არ აძლევს. ლ.მ. „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მას გამომძიებელმა გივი ფურცხვანიძემ წარუდგინა ბრალი. „მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა არ გადმომცა საქმის მასალები და წავიდა, მე-3 პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა მუშაკმა მითხრა, რომ გამომძიებელს საქმის მასალები, მათ შორის ერთი დისკი, მისთვის დაუტოვებია. ვთხოვე, …
Continue reading “პატიმარი: ციხეში ახალი ბრალი წარმიდგინეს, მაგრამ საქმის მასალებს არ მაცნობენ”
პატიმარი: დამსაჯეს, რადგან სახალხო დამცველს მივწერე
„ბავშვობიდან ვიცი, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭკუა, თუნდაც მცირედი, ოღონდ საკუთარი, ესეთი პოლიტიკა არ გამიგია – არც საჩივარი დაწერო და არც გიმკურნალებთ, მაგრამ ერთ საკანში დაგტოვებთო. თუ არ დათანხმდები, დაშლიან საკანს, მარტო ერთ პატიმარს განათავსებენ საკანში, გამწარების ათასნაირი მეთოდი აქვთ…“ – გვწერს პატიმარი დავით ხ. ბათუმის ციხიდან. მსჯავრდებულის თქმით, ის საკანში მარტო მას შემდეგ დატოვეს, …
Continue reading “პატიმარი: დამსაჯეს, რადგან სახალხო დამცველს მივწერე”
მერაბ ღოღობერიძე: მაქვს გაუსაძლისი ტკივილები, ოპერაციას არ მიკეთებენ
სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებიდან „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. მან გვითხრა, რომ აწუხებს გაუსაძლისი ტკივილი და ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, ქირურგიულ ოპერაციას არ უკეთებენ. „კონსულტაცია გავიარე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. მაქვს ექიმის, ნატალია რევიაშვილის სამედიცინო დასკვნა, რომელიც 20 ივლისით თარიღდება და სადაც წერია, რომ მესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია. საშინელი ფიზიკური ტკივილები მაქვს… …
Continue reading “მერაბ ღოღობერიძე: მაქვს გაუსაძლისი ტკივილები, ოპერაციას არ მიკეთებენ”
ვის უწევს სამარტოო საკანში პატიმრობის მოხდა
„პატიმარი ზუსტად სამი წელი და ერთი თვე სამარტოო საკანშია გამოკეტილი,“ – ამბობს ბათუმის ციხეში მყოფი პატიმრის, ნუგზარ თაბაგირის ადვოკატი – ირინა საღინაძე. კანონით სამარტოო საკანში პატიმრის ყოფნის მაქსიმალური ვადა 14 დღეა. ადვოკატის შეფასებით, სამარტოო საკანში ნუგზარ თაბაგარი სპეციალურად, მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით გამოკეტეს. ნუგზარ თაბაგარი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა „გიორგი ოქროპირიძის საქმეში“. კითხვის ნიშნების მქონე მკვლელობაში …
Continue reading “ვის უწევს სამარტოო საკანში პატიმრობის მოხდა”
უქმდება ციხე, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან
ციხეში, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან, აღარავინ მოხვდება. სისხლის სამართლის კოდექსში უკვე ამოქმედდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც თავისუფლების შეზღუდვას ვეღარ შეუფარდებს მოსამართლე რომელიმე მსჯავრდებულს. მსჯავრდებულებს, რომლებსაც თავისუფლების შეზღუდვა აქვთ დაწესებული, ერთ დაწესებულებაში იმყოფებიან. მათ შაბათ-კვირას გარეთ გამოსვლის, ასევე პროფესიის მიღების და დასაქმების საშუალება აქვთ. თავისუფლების შეზღუდვის სპეციალურ დაწესებულებაში დღეს 33 პირი იხდის სასჯელს. შენობა 2014 წელს …
Continue reading “უქმდება ციხე, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან”
პატიმარი: არ მეუბნებიან, ოპერაციას გამიკეთებენ თუ არა
„ყურთასმენაც დაკარგული მაქვს, ძალიან ძლიერი ტკივილები მაქვს, ვარ ძალიან ცუდად. გთხოვთ, დამეხმაროთ და მარტო ტყუილი წერილობითი პასუხებით ნუ შემოიფარგლებით“, – აღნიშნავს მსჯავრდებული ფრიდონ ჯ. ბათუმის ციხიდან გამოგზავნილ წერილში. მისი თქმით, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ და არც იმას ეუბნებიან, ჩაუტარდება თუ არა ოპერაცია. პატიმარმა წერილი ჟურნალისტების გარდა სამთავრობო უწყებებსაც მისწერა. „შევხვდი ექიმ-სპეციალისტს ოტოლარინგოლოგს. დიაგნოზები დამისვა, …
Continue reading “პატიმარი: არ მეუბნებიან, ოპერაციას გამიკეთებენ თუ არა”
რა პრობლემებზე ესაუბრნენ პატიმრები ცოტნე ანანიძეს
„მთავარი პრობლემა, რაზეც პატიმრები საუბრობენ, არის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება,“ – უთხრა ბათუმის ციხიდან გამოსულმა ცოტნე ანანიძემ „ბათუმელებს“. აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის შეხვედრა პატიმრებთან რამდენიმე საათს გაგრძელდა. ცოტნე ანანიძე დაწესებულებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შევიდა. ცოტნე ანანიძის თქმით, იგი ბათუმის ციხის მთავარ ექიმსაც შეხვდა: „მითხრა, რომ ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას უწევენ პატიმრებს. ჩემი …
Continue reading “რა პრობლემებზე ესაუბრნენ პატიმრები ცოტნე ანანიძეს”
დეპუტატ ცოტნე ანანიძეს ბათუმის ციხეში პატიმრებთან შესვლის უფლება მისცეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე დღეს, 6 ივლისს, ბათუმის ციხეში პატიმრებს მოინახულებს. დღემდე პატიმრებმა არაერთხელ ითხოვეს ცოტნე ანანიძესთან შეხვედრა, თუმცა უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის ცოტნე ანანიძე იქ შესვლას ვერ ახერხებდნენ. „კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან,“ – გვწერდნენ ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმრები. ისინი აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ცოტნე ანანიძე ყოფილი …
Continue reading “დეპუტატ ცოტნე ანანიძეს ბათუმის ციხეში პატიმრებთან შესვლის უფლება მისცეს”
პატიმრები კვების პრობლემებზე ციხეებში და საიდუმლო შესყიდვა
ციხიდან გამოგზავნილ წერილებში, თუ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, პატიმრები ხშირად საუბრობენ ციხეებში კვების პრობლემაზე. „პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უმრავლესობა უკმაყოფილოა შეთავაზებული საკვების ოდენობით, ხარისხითა და გემოთი“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში. ამავე დოკუმენტში სახალხო დამცველი კვების ხარისხის კონტროლის მექანიზმსაც არაეფექტურად აფასებს, რადგან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური კომისიის შესვლას პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს …
Continue reading “პატიმრები კვების პრობლემებზე ციხეებში და საიდუმლო შესყიდვა”
ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მივიდა
მსჯავრდებული კახა მ. ბათუმის ციხიდან, ამბობს, რომ ციხიდან ადვოკატისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ის სხვადასხვა პრობლემას ასაჩივრებდა, ადრესატს არ მისვლია. კახა მ.-მ წერილი ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებიდან პირველ მაისს გააგზავნა და ამის დამადასტურებელი ქვითარიც აქვს. წერილი ადვოკატ მალხაზ ზოიძეს უნდა ჩაბარებოდა. „გზავნილი დაწესებულებიდან გაგზავნილია, წერილის ადრესატამდე მიტანას ფოსტა უზრუნველყოფს“, – მოგვწერეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან. „წერილი ფოსტას …
Continue reading “ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მივიდა”
სამინისტრო: პატიმრების მონახულების ნებართვისთვის უმაღლესმა საბჭომ ხელახლა უნდა მოგვმართოს
რატომ ვერ მიიღო უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ რამდენიმე თვის მანძილზე, პენიტენციალურ დაწესებულებაში შეცვლის ნებართვა? – ამის თაობაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტებას „ბათუმელებთან“ აკეთებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს კიდევ ერთხელ უნდა მიმართოს წერილობით, „რადგან წერილში არ იყო მხოლოდ ცოტნე ანანიძეზე საუბარი, უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებზეც …
პატიმარი ბათუმის ციხიდან: ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით, სიგარეტის მოწევა ამიკრძალეს
ბათუმის ციხიდან მსჯავრდებული ლეონიდე მ. „დეესკალაციის ოთახში“ უმიზეზოდ გადაყვანას აპროტესტებს. პატიმრის თქმით, მას ასევე დაუსაბუთებლად აუკრძალეს სიგარეტის მოწევა. ის მიიჩნევს, რომ აკრძალვა ციხის ადმინისტრაციამ ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით თვითნებურად დააწესა. ლეონიდე მ. სამართლებრივ დასაბუთებას ითხოვს, რის გამო აუკრძალეს მას მოწევა. ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციისგან უკვე მიიღო წერილობითი პასუხი, მაგრამ იგი მისთვის დამაჯერებელი არ …
წერილი ბათუმის ციხიდან: ტელეფონზე ლაპარაკის უფლებისთვის რკინა გადავყლაპე
აზეირბაიჯანის მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ბრალდებულია, თარჯიმნის და ადვოკატის გამოყოფას ითხოვს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ მის თხოვნას აქამდე ყურადღება არავინ მიაქცია. „მე, ელჯან მუსაიევ ეთბაროღლუ, ვარ აზეირბაიჯანის მოქალაქე, რადგან არც ქართულად ვიცი და არც რუსულად წერა, თხოვნით ჩემი თანამესაკნე წერს ჩემი კარნახით. მოგმართავთ, როგორც თქვენ, ასევე აზეირბაიჯანის საელჩოს, რამდენი ხანია ვითხოვ თარჯიმანს, მაგრამ არანაირი ყურადღება, …
Continue reading “წერილი ბათუმის ციხიდან: ტელეფონზე ლაპარაკის უფლებისთვის რკინა გადავყლაპე”
პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს
„დამიჯერეთ, არ მითქვამს ცხვირის ოპერაციაზე უარი, კუჭ-ნაწლავიც ძალიან მტკივა, ხერხემალი, ტკივილგამაყუჩებელ ნემსს ვითხოვ და არ მიკეთებენ,“ – ამას ციხიდან მსჯავრდებული კახა მ. გვწერს. პატიმარი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, აწუხებს სხვადასხვა დაავადება და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ, მიზანმიმართულად არ გაუკეთეს ოპერაცია და ამის გამო გაურთულდა ფარინგიტი. პატიმარი ასევე არ …
Continue reading “პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს”
ქრთამი1000 ლარი – უსასყიდლო შრომისგან თავის ასარიდებლად
ქრთამის მიცემის ფაქტი – საზოგადოებისთვის სასარგებლო, უსასყიდლო შრომისგან თავის ასარიდებლად – სასჯელაღსრულების სამინისტრომ დააფიქსირა. უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაციით, სისხლის სამართლის წესით განრიდებულმა პირმა ი.ქ-მ შრომისგან თავის არიდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 1000 ლარი გადასცა პრობაციის ოფიცერს, ვ.თ.-ს. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სწორედ ოფიცერმა შეატყობინა საგამოძიებო ორგანოს ქრთამის შეთავაზების შესახებ. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის …
Continue reading “ქრთამი1000 ლარი – უსასყიდლო შრომისგან თავის ასარიდებლად”
პატიმრების გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება – არგუმენტები სასამართლო დარბაზიდან
ციხეში შესვლის, გამოსვლის, ან სხვა საკანში გადაყვანის დროს, პატიმრებს ციხის ადმინისტრაცია გაშიშვლებას სთხოვს. ზოგიერთი პატიმრის თქმით, მათ ბუქნების გაკეთებასაც აიძულებენ. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დღეს მოუწია პასუხის გაცემა კითხვებზე, რატომ არის ეს საჭირო, როცა არსებობს სკანირების მეთოდი და კიდევ – არის თუ არა ღირსების შემლახავი, როცა ადამიანს გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთებას აიძულებ. პატიმრების გაშიშვლების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევის …
Continue reading “პატიმრების გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება – არგუმენტები სასამართლო დარბაზიდან”
დარღვევა ბათუმის ციხეში, რის გამოც არავინ დასჯილა
პატიმარი ბათუმის ციხიდან ტელეფონით სარგებლობის უფლების დარღვევას აპროტესტებს. გვწერს, რომ წინასწარ სთხოვენ იმ ტელეფონის ნომრებს, ვისთანაც აპირებს საუბარს. მსჯავრდებულ ლ.მ.-ს გასული წლის 20 ივნისის ფაქტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიუმართავს. ინსპექტორმა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა. ინსპექტორის აპარატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მსჯავრდებული მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იმყოფება [ბათუმის მე-3 საპყრობილე], მაგრამ კონკრეტულად პატიმარი ლ.მ. ნახევრად …
Continue reading “დარღვევა ბათუმის ციხეში, რის გამოც არავინ დასჯილა”
პატიმარი ქალი მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს
მსჯავრდებული ქალი ნატალია დ. მე-5 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს. სარჩელი უკვე დარეგისტრირდა საკონსტიტუციო სასამართლოში. პატიმარს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აწუხებს. სარჩელში წერია, რომ საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციის ჩასატარებლად მას 2014 წლის 24 აგვისტოდან 2015 წლის 9 ივნისამდე ალოდინეს. პატიმარი მინისტრის 2014 წლის 10 აპრილს გამოცემულ ბრძანებას ასაჩივრებს, რომელიც მსჯავრდებულების, ასევე ბრალდებულების სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვნას არეგულირებს. …
Continue reading “პატიმარი ქალი მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს”
სასჯელაღსრულების სამინისტრო ბათუმის ციხეში დაფიქსირებულ უკანონო სამედიცინო საქმიანობაზე
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ ბათუმის ციხეში უკანონო სამედიცინო საქმიანობის შემთხვევაზე მოგვწერა. საუბარია მსჯავრდებულ კახა მეცხვარიშვილზე, რომელიც წლის განმავლობაში ათეულობით წერილის წერით აპროტესტებდა მის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ამავე პატიმრის წერილის საფუძველზე და სახალხო დამცველის თხოვნით, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ბათუმის ციხეში ერთ-ერთი ექიმის, თამილა ვარშალომიძის მიმართ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დაადგინა. რამდენიმე ექიმის საქმიანობაში ასევე …
უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი ბათუმის ციხეში
კახა მეცხვარიშვილი ბათუმის ციხიდან წლის განმავლობაში აგზავნის წერილებს. „ბათუმელებისთვის“ და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებებისთვის მიწერილ წერილებში ის სამედიცინო მომსახურების ხარისხს უჩიოდა და დახმარებას ითხოვდა. მისი ერთ-ერთი წერილის საფუძველზე შემოწმება ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ჩაატარა და სხვადასხვა ხარვეზთან ერთად, უკანონო სამედიცინო საქმიანობის შემთხვევაც დაადგინა. მარტში, როცა „ბათუმელებმა“ კახა მეცხვარიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, …
Continue reading “უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი ბათუმის ციხეში”
პატიმარი ბათუმის ციხიდან: საჩივრებს მიბლოკავენ
პატიმარი ვაჟა ა. ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, ციხიდან გამოგზავნილი საჩივრები ადრესატამდე არ მიდის. “გამოგზავნილ ღია თუ დახურულ საჩივრების რეგისტრაციის კოდებს არ მაძლევენ. სოციალური მუშაკები ყოველდღე სხვადასხვა აბსურდულ მოტივებს იმიზეზებენ, თუ რატომ არ მოაქვთ რეგისტრაციის კოდები…” – წერს პატიმარი. რა სისტემით იგზავნება ციხეებიდან საჩივრები და როგორ უნდა დარწმუნდეს …
Continue reading “პატიმარი ბათუმის ციხიდან: საჩივრებს მიბლოკავენ”