„სარფში“ მცენარეები გაანადგურეს, „ყაზბეგიდან“ 129 ტონა კარტოფილი უკან გააბრუნეს – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი ჯამში 129.1 ტონა კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა“. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ამავე სამსახურის ინფორმაციით, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო …

რუსეთის მოქალაქეს სარფიდან ძვირადღირებული საათები განუბაჟებლად შემოჰქონდა – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე,  კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ი.მ.-ს, როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 5 ცალი არადეკლარირებული,  მამაკაცის ძვირადღირებული საათი იქნა აღმოჩენილი“. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 186 838 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. …

სმარტფონების ტურიზმის გამო სარფის საზღვრის კვეთა 293%-ით გაიზარდა – თურქული მედია

თურქული მედიის ცნობით, კვლავ მზარდია თურქეთიდან საქართველოში „სმარტფონების ტურიზმის“ მაჩვენებელი. „ჰურიეთის“ ინგლისურენოვანი რედაქცია წერს, რომ სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით საქართველოში მიმავალი თურქეთის მოქალაქეების რაოდენობა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 293 პროცენტით გაიზარდა და 94 047-ს მიაღწია. „ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს მოგზაურთა მიერ შემოტანილი მობილური ტელეფონების რაოდენობა 1,5 მილიონს გადააჭარბებს,“ – წერს გამოცემა. ბოლო ორ თვეში თურქეთის …

სარფში 2 კგ ოქროს ნივთები აღმოაჩინეს საკვების შეფუთვაში – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. „აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს საკვები პროდუქტების შეფუთვებში, მალულად ჰქონდა განთავსებული. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 164 744.7 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა …

iPhone 14-ის საყიდლად თურქები ბათუმში მიდიან – მედია

თურქული მედია წერს, რომ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში საგანგებოდ მიდიან iPhone-ის ახალი მოდელის შესაძენად, რომელიც საქართველოში უფრო იაფი ღირს, ვიდრე თურქეთში, რადგან თურქეთის მოქალაქეებს საზღვრის კვეთის დროს უკან უბრუნდებათ გადასახადები [tax]. თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ ამ ტენდენციას „სატელეფონო ტურიზმს“ უწოდებს. გამოცემის ცნობით,  სარფის საზღვარს არა მარტო თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები კვეთენ „აიფონის“ შესაძენად, არამედ საქართველოში …

კაცს სხეულზე დამაგრებული 1100 ფუტკარი გადაჰყავდა, ის სარფის საბაჟოზე დააკავეს

თურქმა სამართალდამცავებმა სარფში, საზღვრის კვეთისას, დააკავეს საქართველოდან თურქეთში შესული კაცი, რომელსაც 1100 ფუტკარი გადაჰყავდა სხეულზე დამაგრებული ხის ყუთებით. მედიის ცნობით, კაცმა სარფის საზღვარზე სკანირება უპრობლემოდ გაიარა, მაგრამ იგი მებაჟეებმა საეჭვო ქცევის გამო შეაჩერეს და გაჩხრიკეს. სვიტერის აწევის დროს გაირკვა, რომ მას სხეულზე ხის პატარა ყუთები ჰქონდა დამაგრებული, სულ 110 ყუთი. თითო ყუთში 1 დედა ფუტკარი …

მედიკამენტებისა და ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტი სარფის საბაჟოზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონლის შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მოქალაქემ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა 15 762 ლარის ღირებულების 12 დასახელების მედიკამენტი. მეორე შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქემ  თურქეთის რესპუბლიკიდან მალულად გადმოიტანა დაახლოებით 56 000 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები“  …

29 560 ღერი ჩამორთმეული სიგარეტი და 1000-ლარიანი ჯარიმები სარფის საბაჟოზე ერთ თვეში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში – 3 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის არაერთი ფაქტი აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში –  29 560 ღერი, არადეკლარირებული …

მობილური ტელეფონების უკანონოდ შემოტანის მცდელობა ბათუმისა და თბილისის აეროპორტებში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ბათუმის აეროპორტი“, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და პაკისტანის მოქალაქეების ი.დ.-სა და ა.მ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოაჩინეს, ჯამში, 21 918,71 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური. საქართველოს საბაჟო კოდექსის 268-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, …

„სარფის“ საბაჟოდან დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები მალულად შემოიტანეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოიტანა 35 094,4 ლარის საბაჟო ღირებულების 374,62 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის …

სარფის საბაჟოზე მანქანიდან 84 ათასი ლარის ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილების დეტალური დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს, საერთო წონა – 745,62 გრამი. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 84 272, 49  ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა – წერს შემოსავლების სამსახური.

სარფის საბაჟოზე მიმოსვლა 24-საათიან რეჟიმში აღდგა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაადგილება უკვე 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ამის შესახებ იუწყება ბათუმში თურქეთის საკონსულო. საკონსულოს ინფორმაციით, ეს შესაძლებლობა მოქალაქეებს 15 დეკემბრიდან მიეცათ. კორონავირუსის პანდემიის გამო, სამუშაო საათები საბაჟოზე მხოლოდ დილის 10 საათიდან საღამოს 24 საათამდე გრძელდებოდა. შესაბამისად, 21-თვიანი შეზღუდვების შემდეგ, ეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი პირველად დაიტვირთება სრულფასოვნად. დაწესებული შეზღუდვების გამო, სარფის საბაჟოზე დიდი …

იწყება ნებართვების გაცემა თურქეთში დაუტვირთავი ტრანსპორტის შესვლაზე – სააგენტო

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, სააგენტოში, 15 დეკემბრიდან დაიწყება განაცხადების მიღება თურქეთის რესპუბლიკაში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის (სპეციალური) ნებართვების გასაცემად. ნებართვები გაიცემა 15 დეკემბრიდან, დილის 9.00 საათიდან – სააგენტოს თბილისის, ბათუმისა და ფოთის ოფისებიდან. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ერთ კომპანიაზე გაიცემა მხოლოდ ორი ნებართვა (ერთ ავტომობილზე ერთი ცალი), მიუხედავად განმცხადებლის მფლობელობაში არსებული ავტომობილების რაოდენობისა, ხოლო, ინდივიდუალურ …

სარფის საბაჟოზე 565 000 ლარის ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

სარფის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის გამო პასუხისგებაში მისცეს ერთი პირი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რომელშიც, საბაჟო კონტროლის შედეგად, აღმოჩნდა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაწარმი. „ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 565 000 ლარს აღემატება“, – ამბობს საგამოძიებო სამსახური. ამავე …

სარფში საზღვრის კვეთა ღამის 12-მდე გახანგრძლივდა – საკონსულო

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამუშაო საათები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეზღუდული, გახანგრძლივდება. ბათუმში თურქეთის საკონსულოს ცნობით, დღეიდან, 14 ოქტომბრიდან, საქართველოდან თურქეთში მიმავალ მოქალაქეებს შეეძლებათ სარფის საზღვარი დილის 10:00 საათიდან საღამოს 24:00 საათამდე გადაკვეთონ. საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს: საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა კოვიდპასპორტი ან PCR ტესტი მოქალაქემ გამგზავრებამდე 72 საათით ადრე …

სარფში ოქროს მალულად შემოტანისთვის ორი პირი 8 ათასი ლარით დააჯარიმეს

სარფის საბაჟო გამშვებ პუქტზე მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ს.ა.-სა და გ.ა.-ს არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 68.34 გრამი) კუთვნილი ბარგით, მალულად შემოჰქონდათ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 303,18 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი …

სარფის საბაჟოზე ნარკოტიკები მიკროავტობუსით შემოჰქონდათ | შემოსავლების სამსახური

სარფის საბაჟოზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს – იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. „სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა საქართველოს მოქალაქის გ.ც. -ს მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსი, რომელშიც იმყოფებოდა, ასევე საქართველოს მოქალაქე კ.ჩ. აღნიშნული მოქალაქეების ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად 112 კაფსულა და 148 აბი, ასევე სპეციალურ შეფუთვებში …

„ერთმანეთი გვჭირდება“ – რა სურთ სარფსა და ქემალფაშაში

„თუ ქართველები არ ჩამოვლენ, ეკონომიკური პრობლემები იქნება,“ „აქაურობამ მნიშვნელობა დაკარგა, ადამიანები არ გადმოდიან“, „ვაჭრობა რომ ძველ ნიშნულზე დაბრუნდეს, PCR ტესტი უნდა გააუქმონ“, „ასეთი ღარიბი ქვეყნის მმართველებმა რომ მოსახლეობის მდგომარეობა არ იციან, ძალიან უცნაურია ჩემთვის. ზაფხულის ბოლოს თუ საქართველო წესიერ ნაბიჯს არ გადადგამს, ქემალფაშაში არავინ აღარ დარჩება“, – ეს ქემალფაშაში მდებარე მაღაზიების მეპატრონეების განწყობებია. პანდემიის დაწყებამდე 2000-მდე …

82,5 ტონა ქათმის ხორცსა და 2 ტონამდე პომიდორში საბაჟოზე მავნე ორგანიზმი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე – „სარფსა“ და „ფოთის პორტში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო კონტროლის პროცედურების ჩატარებისას იმპორტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოტანილი იქნა სხვადასხვა სახის ხილ-ბოსტნეული. ფიტოსანიტარის მიერ, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელებისას, 1952 …

თურქეთში შესვლა მიწვევის გარეშე შეიძლება

პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა. საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის 15 მარტს ჩაიკეტა, გასული წლის ივლისში კი დაშვებული იქნა თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მიწვევის საფუძველზე. …

ქათმის გაყინული ხორცი სარფის საბაჟოდან უკან გააბრუნეს

სარფის საბაჟოდან 20 203 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორცი უკან გააბრუნეს. შემთხვევა დღეს, 31 მაისს, დაფიქსირდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებისას საქონლის შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მწარმოებლის შესახებ არსებულ მონაცემებს, რის გამოც აღნიშნულმა ტვირთმა იდენტურობის შემოწმება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესაბამისად ვერ გაიარა.      

სარფის გავლით 76 000 ლარის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანაზე 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 701.67 გრამი ოქროსა და 26.54 …

სარფის საბაჟოზე 35 000 ლარის ოქროს მალულად გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, რა დროსაც მოხდა მისი მხილება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 299 გრამი ოქროს ნაკეთობები, …

„გახსენით თურქეთთან საზღვარი,“ – გიგი უგულავა გახარიას მიმართავს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს და მოუწოდებს თურქეთთან საზღვარი გახსნას. გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლებამ მსგავსი სისტემა უნდა დანერგოს, რაც ტრაილერის  მძღოლებთან მიმართებაში აქვს და საზღვარზე შემომსვლელი ყველა პირი შეამოწმოს. „უკვე წლებია ჩვენი თანამოქალაქეები, იმის გამო, რომ აქ ვერ შოულობენ სამუშაოს, დადიან თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე. მე ვსაუბრობ ათიათასობით ადამიანზე, რომლებსაც საკუთარი …

სარფის საბაჟოზე ქრთამის აღებისთვის მებაჟეს 6 წელი მიუსაჯეს

ქრთამის აღებისთვის სარფის საბაჟოზე დასაქმებულ მებაჟეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. განაჩენის მიხედვით, მებაჟემ 3 ათასი ლარი აიღო კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლისგან, რომელსაც რეგულარულად სამშენებლო მასალები თურქეთიდან შემოჰქონდა. ბრალდებული 2017 წლიდან ტვირთს ამოწმებდა და სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის ერთიან ბაზაში ამუშავებდა. სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმემ, რომელიც ბათუმში მებაჟეს …

სარფის საბაჟო დროებით, მაგრამ გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა [ფოტო]

ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ორ ქვეყანას შორის არსებული სამი სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან ერთ-ერთზე – სარფის გამტარ პუნქტზე, ქვეითთა მოძრაობა ორმხრივად იზღუდება. შეზღუდვის მიზეზი კორონავირუსის ( Covid-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებია. ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, ქვეითებისთვის მოძრაობის შეზღუდვა საზღვარზე, 2020 წლის 15 მარტიდან, თურქეთის დროით 17.00, საქართველოს დროით 18.00 საათზე შევა ძალაში. შეზღუდვა …

თურქეთი თავის მოქალაქეებს საქართველოსთან გამკაცრებულ წესებზე აფრთხილებს

თურქეთის საელჩომ საქართველოში, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ის ქართული მხარის მოთხოვნების შესახებ აფრთხილებს თურქეთის მოქალაქეებს. კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებული ღონისძიებების გათვალისწინებით, თურქეთის მოქალაქეები, ტრაილერების მძღოლები პირადობის მოწმობით ვეღარ შემოვლენ და აუცილებელია თან იქონიონ პასპორტი. თურქეთის საელჩო კორონავიუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე დროებით აკრძალვებეზეც აფრთხილებს: ამ დროისთვის საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული იმ პირებისთვის, …

40 639 ლარის არადეკლარირებული ოქრო „სარფის“ საბაჟოზე

საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 40,639.10 ლარის  ღირებულების (470,36 გრამი)  არადეკლარირებული ოქროს საიუველირო  ნაკეთობები გამოავლინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სარფის საბაჟოზე მოქალაქე 11 263 ლარით დააჯარიმეს ოქროს მალულად გადატანისთვის

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 11,263.44 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (132.2 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11,263. 44 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კორონავირუსზე მგზავრებს სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტშიც ამოწმებენ – საგანგებო

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები აჭარაშიც დაიწყო. საქართველოს საზღვარზე შემოსული მგზავრების შემოწმება მაღალ ტემპერატურასა და სხვა კლინიკურ ნიშნებზე, ბათუმის აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეც ხდება. სკრინინგს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახორციელებს. როგორც შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი მინდია კახიძე ამბობს, ამ დრომდე მაღალი ტემპერატურა ან …

მოქალაქეს 5 450 კუ სარფის საბაჟოზე არალეგალურად გადაჰყავდა

სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს,  რომელსაც თურქეთში საქართველოდან 5 450 წყლის კუ არალეგალურად გადაჰყავდა. მოქალაქეს წყლის კუები მსუბუქი ავტომობილის კარებში ჰყავდა დამალული. ავტომანქანაში დამალული კუები თურქმა მესაზღვრეებმა სპეციალური სკანერით აღმოაჩინეს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს შემოსავლების სამსახურს. ჩვენ დავინტერესდით, როგორ გაიარა ავტომანქანამ შემოწმება საბაჟოზე ისე, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა კონტრაბანდული ტვირთი ვერ შენიშნეს. შემოსავლების სამსახურის პასუხს მიღებისთანავე …

1000-ლარიანი ჯარიმა საზღვარზე სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობისთვის

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საბაჟოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და პირადი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 10 940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით …

4 864 ლარის ოქროს უკანონოდ გადმოტანისთვის მოქალაქე 4 864 ლარით დააჯარიმეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე, ეჭვის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქის ლ.გ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 4 864 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო  (59,75 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4 864 ლარის ოდენობით შეეფარდა.

სარფის საბაჟოზე, ავტომანქანის სამალავიდან 1 კილოზე მეტი ოქრო ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტომანქანაში, სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა. საქმეზე გამოძიება …

სარფის საბაჟოზე მედიკამენტების მალულად შემოტანისთვის ორ პირს ბრალი წაუყენეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო – გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა. უწყების ცნობით, ორ პირს ბრალი …

შსს: ნარკოტიკების შემოტანაზე სამი პირი დააკავეს – ერთ-ერთი პოლიციელს თავს დაესხა

სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე მ.ა. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს პირადი ჩხრეკის დროს 200 გრამი „ჰეროინი“ ამოუღეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 720 გრამი „ჰეროინი“ ამოუღეს პირს, რომელიც „ვალეს“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოდიოდა საქართველოში. „ბუპრენორფინის“ და „კოკაინის“ შემცველი ნარკოტიკები ამოიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა – მათ საქართველოს მოქალაქე ი.მ. ქუთაისის …

Exit mobile version