საქართველოს კონსული ტრაპიზონში: საქართველოს მოქალაქე და პოლიციელი დაკავებულები არიან

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კოსნულის, ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე და თურქი პოლიციელი დაკავებული არიან. „ბათუმელები“ კონსულს ტელეფონით ესაუბრა. ბატონო ავთანდილ, კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობთ სარფის საბაჟო გამშვებ პუნტქზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და თუ მოინახულეთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც როგორც ამბობენ, საავადმყოფოშია გადაყვანილი? ვიცე კონსული და კონსული ადგილზე არიან და არკვევენ …

მოქალაქე: სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში ჩემს დისშვილს სცემეს

მოქალაქე დოდო სამნიძე აცხადებს, რომ დღეს დილით მის დისშვილს სცემეს სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში. ის ამბობს, რომ არის თვითმხილველი, თუ როგორ სცემეს სარფის საბაჟოზე თურქმა მებაჟეებმა მის დისშვილს: „მე თვითონ დავინახე, როგორ იყო სასტიკად ნაცემი და წაიყვანეს საავადმყოფოში. შემდეგ კი უხადეს ბოდიში, მაგრამ ბოდიში რას შველის. საავადმყოფოში გაყვა მეუღლე და დედა. დაკავშირებას ტელეფონზე ჯერჯერობით ვერ …

რიგი სარფის საბაჟოზე [ფოტო]

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს რიგია. მოქალაქეებს საათობით უწევთ რიგში დგომა, როგორც თურქეთში შესვლის, ასევე თურქეთიდან გამოსვლის დროს. „ბათუმელები“ თურქეთის რესპუბლიკის საკონსულოს დაუკავშირდა ბათუმში, სადაც განაცხადეს, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული რიგის მიზეზების შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ და ასეთი ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ საქართველოს საკონსულოში, რომელიც ტრაპიზონში მდებარეობს. მოქალაქეები, რომლებიც დილიდან დგანან სასაზღვრო …

როგორ გადაკვეთა სარფის გამშვები პუნქტი ჩემოდანში მყოფმა ქალმა

დღეს, 21 თებერვალს, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ტანსაცმლის ჩემოდანში ჩამჯდარი ცდილობდა.  ქალი თურქეთის საბაჟოს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ჩემოდანში. ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. როგორ მოახერხა საქართველოს მოქალაქემ ქართული საბაჟო პუნქტის გავლა? ამ კითხვაზე შემოსავლების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  შემთხვევა ტრეფიკინგს უკავშირდება, „ამიტომ კომენტარი …

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2017 წლის 9 თებერვალს საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც მან „IVECO“ – ს მარკის ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით …

სარფის საბაჟოზე შეზღუდვები სავარაუდოდ ერთ წელს გაგრძელდება

სარფის საბაჟოზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დაახლოებით 11 თვე დასჭირდება. ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” ოზაი ქოთლუმ მიაწოდა, ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს საბაჟო ატაშემ. მისი თქმით, სამუშაოების ვადები ოფიციალურად განსაზღვრული არ არის და იგი დამოკიდებული იქნება ამინდზე, ასევე მოძრაობის ინტენსივობაზე. ოზაი ქოთლუს ინფორმაციით, ამ წუთებში უნდა გაიხსნას სარფის საბაჟოს ერთ-ერთი გასასვლელი, რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაში დახურული იყო. …

სარფის გამშვებ პუნქტზე პრობლემა აღმოფხვრილია

ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ოფიციალური ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა აღდგენილია. საკონსულოს ინფორმაციით, აღმოიფხვრა ყველა პრობლემა, რის გამოც მოქალაქეებს რამდენიმე დღის მანძილზე, სარფის გამშვებ პუნქტზე, თურქეთის ტერიტორიაზე შევსვლა და აქეთ, საქართველოში შემოსვლა არ შეეძლოთ. „ორი საათია რაც ეს პრობლემები მოგვარდა და სისტემა გამართულად მუშაობს“ – გვითხრეს საკონსულოში. სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული შეფერხებების მიზეზად, ქსელების …

თურქეთის საკონსულო: გავრცელებული ინფორმაცია სარფში აფეთქების შესახებ ტყუილია

თურქეთის საკონსულო ბათუმში უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარფში, თურქეთის მხარეს აფეთქება მოხდა. ინფორმაციას არ ადასტურებენ არც საქართველოს შს სამინისტროში. სამინისტროს განცხადებით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, სიმშვიდეა.

თურქეთიდან მოქალაქეებს შემოსვლა უჭირთ – რიგები სარფის საბაჟოზე

თურქეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟოზე შემოსასვლელად მოქალაქეებს დიდ რიგში დგომა უწევთ. კონკრეტულ მიზეზებს, თუ რა ქმნის პრობლემას, რიგში მდგომ მოქალაქეებს არ ეუბნებიან. ბათუმში მდებარე თურქეთის საკონსულოში „ბათუმელებს” უთხრეს, რომ მათი ინფორმაციით, ეს შეფერხება მხოლოდ ზაფხულის სეზონს შეიძლება უკვაშირდებოდეს, როცა მიმოსვლა ინტენსიურია, თუმცა რიგში მდგომი მოქალაქეები ამბებობენ, რომ მსგავსი რიგები საზღვრის გადასაკვეთად წინა წლებში არ ყოფილა. ეს …

სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან მოქალაქეების გადმოსვლა შეფერხებულია

სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან ასეულობით მოქალაქე საპასპორტო კონტროლისგავლას ელოდება. მოქალაქე ზურაბ [ქემალ] ცეცხლაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მისი ინფორმაციით საბაჟოზე გაურკვეველი მიზეზით სპეციალური პროგრამაა გამორთული და სისტემა არ მუშაობს. საქართველოს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რის გამო არის შეფერხებული მოქალაქეების გადმოსვლა თურქეთიდან საქართველოში. სამუშაო საათების დასრულების გამო, კომენტარი არ გააკეთეს თურქეთის საკონსულოშიც.

დეტექტივები სარფის საბაჟოდან

ისინი ექვსი არიან. მათგან ორის წინაპრები გერმანელები იყვნენ, ოთხის – ბელგიელები. 24-საათიან ცვლაში მუშაობენ და დასვენებისა და კვების წინასწარ განსაზღვრული რაციონი აქვთ. ყველას თავისი სახელი ჰქვია, თუმცა, მათი საჯაროდ დასახელება არ შეიძლება, რადგან მათი სამსახური, ფაქტობრივად, გასაიდუმლოებულია. მათ განსაკუთრებული უნარი აქვთ, ყნოსვით შეუძლიათ იპოვონ ნარკოტიკი. აჭარის საბაჟო-გამშვებ პუნქტებში უკვე ორი წელია ორი გერმანული ნაგაზი და …

ზურაბ პატარაძე სარფის საბაჟოზე

აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სარფის საბაჟოზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ამ დროისათვის საქართველო-თურქეთის საზღვარის გადაკვეთა შეუძლიათ საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, თუმცა თურქეთიდან სარფის საზღვარზე თურქეთის მოქალაქეებს არ უშვებენ. როგორც ბათუმში თურქეთის საკონსულოში გვითხრეს, შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებისთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა არ ეკრძალებათ. აღნიშნული ზომები 15-16 ივლისს, თურქეთში მომხდარ …

თურქეთის მხრიდან საქართველოში თურქეთის მოქალაქეებს არ უშვებენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქეთიდან სარფის საზღვარზე თურქეთის მოქალაქეებს არ უშვებენ. როგორც ბათუმში თურქეთის საკონსულოში გვითხრეს, შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებისთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა არ ეკრძალებათ. აღნიშნული ზომები 15-16 ივლისს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდებოდა. გადატრიალების მცდელობა თურქეთის ხელისუფლებამ აღკვეთა.

საქართველო-თურქეთის საზღვარი გაიხსნა

ამ დროისათვის საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, საბაჟო ჩვეულ რიტმში მუშაობს. მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან თურქეთში. საქართველო-თურქეთის საზღვარი 16 ივლისს, დაახლოებით დილის 4 საათზე ჩაიკეტა და საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში გადასვლა შეეზღუდათ, ხოლო თურქეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის საზღვარზე გადსვლა შესაძლებელი იყო. აღნიშნული ზომები 15-16 ივლისს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდებოდა. გადატრიალების მცდელობა თურქეთის ხელისუფლებამ აღკვეთა, ამჟამად თურქეთში …

თურქეთის კონსული მძღოლებს საპროტესტო აქციის შემდეგ შეხვდა

დღეს, 11 მაისს, თურქეთის საკონსულოს მანქანას საკონსულოს ტერიტორიიდან გამოსვლის საშუალება იმ მძღოლებმა არ მისცეს, რომელთაც სარფის საბაჟოზე პრობლემები ექმნებათ. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ათეულობით მძღოლი სამუშაოს გარეშე დარჩენას აპროტესტებდა. მათი თქმით, თურქეთის მხარის მებაჟეები მათ არ აძლევენ საშუალებას, ქართველი მუშები საკუთარი მიკროავტობუსებით თურქეთის ტერიტორიაზე შეიყვანონ. მძღოლები ამ პრობლემაზე უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ. მძღოლების საპროტესტო აქციას დღეს …

სარფში ქართული კომპანიების მიკროავტობუსებს პრობლემები ექმნებათ

რამდენიმე დღეა ქართული კომპანიების კუთვნილ მიკროავტობუსებს, რომლებსაც მგზავრები ბათუმიდან თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გადაჰყავთ, სარფის საბაჟოზე პრობლემები ექმნებათ. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურქული მხარე მათ მიკროავტობუსებს თურქეთში ფაქტობრივად აღარ უშვებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქეთში ქვეითად გადასულ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი მიკროავტობუსების მძღოლები უკვე ორმაგ ფასად ემსახურებიან. ქართული კომპანიების მიკროავტობუსებით ძირითადად საქართველოს ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ გადადიან. …

„შემოსავლების სამსახურის“ პასუხი მუსლიმი სასულიერო პირის სავარაუდო დისკრიმინაციაზე

ჭელას მეჩეთის წინამძღვრის, ჯამბულ აბულაძის სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელებს“ წერილობით აცნობა. უწყებას “ბათუმელები” სარფის საბაჟოს ვიდეოჩანაწერს სთხოვდა, სადაც ასახული იქნებოდა ჯამბულ აბულაძის მიერ საზღვრის გადაკვეთა. შემოსავლების სამსახურმა ვიდეოჩანაწერის მოწოდებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ რედაქციას ჯამბულ აბულაძის წერილობითი თანხმობა არ წარუდგენია. ამავე წერილში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს: „ამასთან, საგულისხმოა, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები …

მუსლიმი სასულიერო პირების სავარაუდო დისკრიმინაცია სარფის საბაჟოზე

„საქართველოში თუ მუსლიმანი ხარ, ესე იგი, არაფერს ნიშნავ“, – ეს განცდა სოფელ ჭელას მეჩეთის წინამძღვარს – ჯამბულ აბულაძეს მას შემდეგ გაუჩნდა, როცა თურქეთიდან დაბრუნებულს სარფის საბაჟოზე 2 ყურანისა და 4 ლოცვანის შემოტანის გამო პრობლემები შეუქმნეს. ჯამბული ამბობს, რომ საბაჟოზე არაფორმალური დაკითხვა მოუწყვეს, შეურაცხყვეს და საათობით ლოდინით დაღლილს არც კი უთხრეს, რა უნდოდათ მისგან. პროტესტი სოციალურ …

Exit mobile version