შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 23 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ვ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები აღმოაჩინეს“. უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება 6,408 ლარია.
Tag Archives: სარფის საბაჟო
სარფის საბაჟოზე 1692 მაჯის საათის მალულად გადატანისთვის ორი პირი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამსახურის თანამშრომლებმა სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტზე ორი პირი ამხილეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში განათავსეს, ერთ შემთხვევაში – 874, ხოლო, მეორე შემთხვევაში – 818 ცალი მაჯის საათი და შეეცადნენ მის მალულად გატანას საბაჟო გამშვები …
Continue reading “სარფის საბაჟოზე 1692 მაჯის საათის მალულად გადატანისთვის ორი პირი ამხილეს”
ათასლარიანი ჯარიმა და ჩამორთმეული ავტომობილი სიგარეტის უკანონოდ გადატანისთვის
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 20-24 აპრილს, სარფისა და წითელი ხიდის საბაჟოებზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 14,535 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო …
Continue reading “ათასლარიანი ჯარიმა და ჩამორთმეული ავტომობილი სიგარეტის უკანონოდ გადატანისთვის”
სარფის საბაჟოზე მოქალაქეს 17 ათასამდე ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გადაჰქონდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 17 აპრილს, სარფის საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქის ფიზიკური და მისი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 16,749.45 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 259.24 გრამი) გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.
სარფში დააკავეს პირი, რომელიც თურქეთში 1139 ცალი მაჯის საათის მალულად გადატანას ცდილობდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე დააკავეს პირი, რომელიც ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით ცდილობდა საქართველოდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, თურქეთის რესპუბლიკაში გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული 1 139 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება 17 199 ლარს შეადგენს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს …
სარფში თურქულმა მხარემ საბაჟოს ახალი შენობა გახსნა
დღეს, პირველ მარტს, სარფში, თურქულ მხარეს საბაჟოს ახალი შენობა გაიხსნა. ახალი სასაზღვრო გამტარი პუნქტი თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი, გადასასვლელებზე მოწყობილია ესკალატორები, ასევე, გაზრდილია საბაჟოს გამტარუნარიანობა. თურქული მხარე საბაჟოს შენობას სამი წლის მანძილზე აშენებდა. საბაჟოს ახალი შენობა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, რუჰსან ფექჯანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან ერთად გახსნა. სარფის საბაჟო …
Continue reading “სარფში თურქულმა მხარემ საბაჟოს ახალი შენობა გახსნა”
სარფში ყალბი მოწმობით საქართველოში შემოსვლის მცდელობისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ო.ფ. სარფის საზღვარზე თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ო.ფ. საქართველოში შემოსვლას თურქეთის მოქალაქეზე გაცემული, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობებით ცდილობდა. საპატრულო პოლიციამ ასევე დააკავა 1978 წელს დაბადებულ დ.ა., საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის …
ჯარიმა 5813 ლარი 88.58 გრამი არადეკლარირებული ოქროს გადატანისთვის
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5813.5 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები [88.58 გრამი] გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5813.5 ლარის ოდენობით შეეფარდა. შემთხვევა 30 იანვარს მოხდა. ______________ სარფის საბაჟო. ფოტო: შემოსავლების სამსახური
სარფში არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში, საბაჟო გამშვებ პუნქტში, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ლ.ბ.-ს, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 800 ღერი სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით …
Continue reading “სარფში არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდა”
სარფის საბაჟოზე ასი ათასი ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირი, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანას ცდილობდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 929 გრ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 100 …
Continue reading “სარფის საბაჟოზე ასი ათასი ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ამოიღეს”
სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისთვის შემოტანისთვის ორი მოქალაქე დააჯარიმეს
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების ი.მ.-სა და ს.გ.-ს, ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 14 974.52 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 219.77 გრამი) გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 14 974.52 …
სარფში საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
სარფში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულები საქართველოდან თურქეთში გადასვლას სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე …
Continue reading “სარფში საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს”
სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 18 ნოემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.ზ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5 007.05 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების წონა სულ 89.3 გრამი იყო. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა შეეფარდა …
Continue reading “სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს”
რიგები სარფის საბაჟოზე – თურქეთის მხარეს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებია
დღეს, 18 ნოემბერს, სარფის საბაჟოზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მოქალაქეები ხალხმრავალ რიგში აღმოჩნდნენ. „ნეიტრალურ ტერიტორიაზე გავიჭედეთ, ძალიან ბევრი ხალხია. ამბობენ, სისტემაა გათიშული თურქულ მხარესო“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც თავადაც ამ რიგში იმყოფება. ბათუმში თურქეთის საკონსულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რიგის მიზეზი თურქეთის მხარეს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებია, წარმოიქნა შეფერხება და მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა კონკრეტულად რა დროში აღმოიფხვრება …
სარფის საბაჟოზე თურქული მხარე მსუბუქ ავტომობილებს ვერ ატარებს
სარფის საბაჟოზე იმ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, რომლებსაც თურქული სანომრე ნიშნები არ აქვთ, ვერ ხერხდება. როგორც „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, პრობლემა თურქულ მხარეს აქვს. „ავტობუსებს და ტრაილერებს ჩვეულებრივ ატარებს. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებს, ამ დროისთვის ვერ ხერხდება თურქული მხარის მიერ არათურქულნომრიანი მანქანების იდენტიფიცირება. უცნობია, როდის აღმოიფხვრება ეს პრობლემა მათი მხრიდან,“ – ამბობენ შემოსავლების სამსახურში. განახლება: ბათუმში …
Continue reading “სარფის საბაჟოზე თურქული მხარე მსუბუქ ავტომობილებს ვერ ატარებს”
მოქალაქე: თურქმა მესაზღვრემ პასპორტი სახეში მესროლა
მოქალაქე ნათია შავაძე თავის ფეისბუკ გვერდზე წერს, რომ თურქი მესაზღვრე მას უხეშად მოექცა. მისი თქმით, საზღვრის კვეთის დროს მებაჟემ ჯერ საზღვრის კვეთის ნებართვა მისცა, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე პასპორტი ძალით წაართვა, უარი ჩაურტყა და პასპორტი ესროლა. შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. „ბათუმელებთან“ საუბარში ნათია შავაძე ამბობს, რომ არ იცის რამ გააღიზიანა მესაზღვრე. „ალბათ მანამდე …
Continue reading “მოქალაქე: თურქმა მესაზღვრემ პასპორტი სახეში მესროლა”
საქართველოს მოქალაქე, ტრაილერის მძღოლი, ქემალფაშაში ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა
თურქეთის დაბა ქემალფაშაში მაშველები ზღვაში შესულ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს ცნობით, დაკარგული ტრაილერის მძღოლია, რომელიც დღეს, 9 სექტემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა. ინფორმაცია მძღოლის გაუჩინარების შესახებ საკონსულოს სხვა, თვითმხილველმა მძღოლებმა მიაწოდეს. “ჩვენ კონტაქტზე ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამაშველო სამსახურებთან. ხოფას გამგებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩართულია სამსახურების სრული რესურსი, აგრეთვე ქართველი და …
Continue reading “საქართველოს მოქალაქე, ტრაილერის მძღოლი, ქემალფაშაში ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა”
თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასული საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი ანაზღაურების გარეშე დაბრუნდა
ორდუს პროვინციაში, უნიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ათი დღე ელოდნენ კუთვნილ ხელფასს, საქართველოში თანხის გარეშე დაბრუნდნენ. მიუხედავად დაპირებისა, დამსაქმებელმა მათ ხელფასი არ გადაუხადა. მოქალაქეებმა სარფის საზღვარი დღეს, 7 სექტემბერს, დილით გადმოკვეთეს. საქართველოს 17-მა მოქალაქემ, რომელიც ათი დღის მანძილზე ელოდნენ კუთვნილ ანაზღაურებას, დღეს, 7 სექტემბერს, დილით, სარფში საზღვარი გადმოკვეთა. ისინი თურქეთში, ორდუს პროვინციაში მუშაობდნენ. „პირველ აგვისტოს …
საქართველოს მოქალაქეებმა თურქ დამსაქმებლებს პროკურატურაში უჩივლეს
ორდუს პროვინციაში, უნიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მეათე დღეა კუთვნილ ხელფასს ელოდებიან, საქართველოში თანხის გარეშე ბრუნდებიან. მიუხედავად დაპირებისა, დამსაქმებელმა მათ ხელფასი არ გადაუხადა. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცნობით, დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაეწიათ და უნიეს პროკურატურაში საქართველოს 17 მოქალაქის განცხადებაც შევიდა. თავდაპირველად უნიეში საქართველოს 28 მოქალაქე ითხოვდა კუთვნილი ხელფასის მიღებას. 4 სექტემბერს 11 მოქალაქე საქართველოში დაბრუნდა, …
Continue reading “საქართველოს მოქალაქეებმა თურქ დამსაქმებლებს პროკურატურაში უჩივლეს”
აჭარის მთავრობა: სარფის საბაჟოზე ოქტომბრიდან რიგები აღარ იქნება
„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სარფის საბაჟოზე რიგები აღარ იქნება,“ – აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში. ინფორმაცია სარფის საბაჟო პუნქტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შესახებ აჭარის მთავრობამ გაავრცელა. სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თურქული მხარის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ამ დრომდე სარფის საბაჟოზე ხშირად იქნება რიგები. აჭარის მთავრობის ინფორმაცით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სარფის …
Continue reading “აჭარის მთავრობა: სარფის საბაჟოზე ოქტომბრიდან რიგები აღარ იქნება”
57 000 ლარის ღირებულების ოქროს მალულად შემოტანის მცდელობა სარფში
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობის ოქროს გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით …
Continue reading “57 000 ლარის ღირებულების ოქროს მალულად შემოტანის მცდელობა სარფში”
„დამსაქმებელმა გადაგვაგდო“ – რა არ იციან მოქალაქეებმა თურქეთში ლეგალურად დასაქმებაზე
მერვე დღეა თურქეთის რესპუბლიკაში, ორდუს გუბერნიაში მდებარე დაბა უნიეში საქართველოს მოქალაქეები მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ელიან. ისინი ამბობენ, რომ დამსაქმებელმა მოატყუა და კუთვნილი თანხა არ გადაუხადა. სამტრედიის სოფელ დაბლაგომიდან საქართველოს 28 მოქალაქე უნიეში სამუშაოდ პირველ აგვისტოს ჩავიდა. მათ დასაქმებაზე პასუხისმგებლობა თურქეთის მოქალაქემ, ვინმე რემზიმ აიღო. როგორც „ბათუმელებთან“ დასაქმებულები ყვებიან, რემზი მათ ფერმერებთან თხილის ბაღებში …
ტურიზმი თურქეთში [ინფოგრაფიკა]
ავტორი: აიდან იუსუბოვა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ქვეყანაში შესული ტურისტების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმად, 2018 წლის ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 2 378 439 ადამიანი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შევიდა. ვიზიტორების რაოდენობით მეორე ადგილზე გერმანიაა. ავტორი: აიდან იუსუბოვა
სარფის საბაჟოზე ასი ათასი ლარის ოქროს ნაკეთობები ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს დიდი ოდენობით 2 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის საერთო საბაჟო ღირებულება 100 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“. საგამოძიებო …
Continue reading “სარფის საბაჟოზე ასი ათასი ლარის ოქროს ნაკეთობები ამოიღეს”
წვიმასა და სიცხეში ღია ცის ქვეშ – სარფის საბაჟო მოსაცდელების გარეშე (ფოტო/ვიდეო)
ავტორი: აიდან იუსუბოვა სარფის საბაჟოზე როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხარეს მგზავრებს ხშირად უწევთ ხანგრძლივი ლოდინი. სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი, როგორც წესი, დიდ ხანს გრძელდება, რის გამოც მგზავრები წვიმიან და მზიან ამინდში საათობით ელოდებიან ტრანსპორტს ღია ცის ქვეშ. სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის საქართველოს მხარეს 2011 წელს აშენებულ შენობაში მოსაცდელი ადგილები მგზავრებისთვის არასაკმარისია, გარდა ამისა, დერეფნიდან შეუძლებელია ტრანსპორტის კონტროლი. …
Continue reading “წვიმასა და სიცხეში ღია ცის ქვეშ – სარფის საბაჟო მოსაცდელების გარეშე (ფოტო/ვიდეო)”
სარფში 20 კგ ყაყაჩოს თესლი ამოიღეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის, ა.ს-ს, კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 20 კგ. ყაყაჩოს თესლი აღმოაჩინეს. „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ყაყაჩოს თესლი [„arifiglu Mavi hashas blue poppy seeds 01/062020 P.NO:012 NET.80G“] ნარკოტიკულ საშუალებებს მორფინსა და კოდეინს შეიცავს. საქმეთა მასალები, შემდგომი …
სარფის საბაჟოზე 64 ათასამდე ლარის არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა და ორი პირი პასუხისგებაში მიეცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით, ტრანზიტით, საქონლის შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები დააფიქსირა, თითქოსდა მას 11 250 კგ რძის ფხვნილი …
Continue reading “სარფის საბაჟოზე 64 ათასამდე ლარის არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი ამოიღეს”
არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობა სარფსა და სადახლოში
პირველი მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სადახლო-საავტომობილო“ და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა რუსეთისა და საქარველოს მოქალაქეების, კ.ნ-ს, ნ.ა-სა და ლ.დ-ს ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული აქციზური მარკით სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული, ჯამში, 3,360 ღერი სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და დაჯარიმდნენ 1000 ლარით.
საბაჟოზე გაჩერებულ მოქალაქეებს საკვებს ვაწვდით – თურქეთის საკონსულოს განცხადება
ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, თურქული მხარე ყველაფერს აკეთებს სარფის საბაჟოზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად. საბაჟოზე დღეს, 8 მარტს, მთელი დღის განმავლობაში მიმოსვლა შეზღუდული იყო. მოქალაქეებს საბაჟოზე საათობით უწევთ გაჩერება. „ამ დროისთვის სარფში იმყოფება გენერალური კონსული. სარფის საბაჟოზე მუშაობენ არსებული ვითარების გამოსასწორებლად – ვცდილობთ უზრუნველვყოთ კომპიუტერული სისტემების გამართულად მუშაობა. პარალელურად ალტერნატიული გზებს იძიებენ და 20-20-კაციანი ჯგუფები გადმოჰყავთ. …
Continue reading “საბაჟოზე გაჩერებულ მოქალაქეებს საკვებს ვაწვდით – თურქეთის საკონსულოს განცხადება”
სარფის საბაჟოზე მოძრაობა სრულად შეჩერებულია
დღეს, 7 მარტს, დაახლოებით, 17:00 საათიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე -„სარფი“- გათიშულია საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა, რის გამოც მოძრაობა სრულად შეჩერებულია ორივე მიმართულებით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქული მხარე მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა კონკრეტული დრო, როდის შეძლებს თურქული მხრიდან „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობის აღდგენას, ჯერჯერობით, უცნობია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ქართული მხრიდან …
Continue reading “სარფის საბაჟოზე მოძრაობა სრულად შეჩერებულია”
რა უთხრეს თურქმა მებაჟეებმა ქართველ კოლეგებს შეხვედრაზე
სარფის საბაჟოზე დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქართველი მებაჟეები თურქ კოლეგებს შეხვდნენ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა ხოფის ახალი გუბერნატორიც. „გუბერნატორმა განაცხადა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანს მიმდინარე მოვლენებს და ვიდეო ჩანაწერებსაც პირადად ნახავს. ის დაპირდა მებაჟეებს, რომ აუცილებლად დაისჯებიან ის მებაჟეები, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. ამ შეხვედრის დაწყებისთანავე საზღვრის გადაკვეთის პრობლემა მოიხსნა,“ – ამბობს ხატია მოისწრაფიშვილი, …
Continue reading “რა უთხრეს თურქმა მებაჟეებმა ქართველ კოლეგებს შეხვედრაზე”
თურქეთის საკონსულო თურქი მებაჟეების მიერ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის ცემაზე
სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე შექმნილ პრობლემას თურქეთის საკონსულო ეხმაურება. სარფში საზღვრის გადაკვეთაზე დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უარი უთხრეს. როგორც ისინი ამბობენ, მათ მებაჟეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, პასპორტისა და მობილური ტელეფონის წართმევაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტიც საუბრობს. ჟურნალისტმა ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც გაავრცელა. სწორედ მაშინ სცადეს მებაჟეებმა ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმმვა, როცა მას …
Continue reading “თურქეთის საკონსულო თურქი მებაჟეების მიერ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის ცემაზე”
ქართველი მებაჟეები თურქულ მხარესთან მოლაპარაკებას მართავენ
„ამ წუთებში სარფის საბჟო გახსნილია და მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან. ქართველი მებაჟეები იმყოფებიან თურქეთის მხარეს და მიმდინარეობს მოლაპარაკება,“ – ამბობს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია მოისწრაფიშვილი. ხატია მოსწრაფიშვილის თქმით, მოლაპარაკების საგანი თურქეთის საბაჟოს მხრიდან განმარტების მიღებაა, რატომ შეაჩერეს საქართველოს მოქალაქეები: „დღევანდელი შეფერხება არ მომხდარა საბაჟოს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით სიგარეტის …
Continue reading “ქართველი მებაჟეები თურქულ მხარესთან მოლაპარაკებას მართავენ”
„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი: სარფში თურქმა მებაჟეებმა ფიზიკურად შეურაცხგვყვეს
„თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი ჩემ მიმართ, ასევე ჩემი ოპერატორის – ანდრო ქაჩიბაიას მიმართ, წამართვეს პასპორტი და აღარ მიბრუნებდნენ, ასევე მობილური ტელეფონი. ცდილობდნენ ვიდეოკამერის და მიკროფონის წართმევას,“ – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი, ჯენი კვანტალიანი. დღეს, 25 სექტემბერს, სარფის საბაჟოზე საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის პრობლემა შეექმნა. მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ …
Continue reading “„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი: სარფში თურქმა მებაჟეებმა ფიზიკურად შეურაცხგვყვეს”
სარფში 2,61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთიდან შემომავალი ავტობუსის სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით დათვალიერების შედეგად, მგზავრის – საქართველოს მოქალაქის, ო.ღ-ს სავარძელზე 2,61 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“ აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. საქართველოს კანონმდებლობით, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე …
სარფში საათებისა და მობილური ტელეფონების უკანონოდ გადატანის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფი“- ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, ცდილობდა გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით …