4 ოქტომბრის საქმეზე 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

დღეს, 5 ივნისის სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პირებიდან 8 პირს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ბრალდებულები, რომლებმაც ბრალდება აღიარეს და საპროცესო გაუფორმდებათ, არიან: ალექსანდრე გოგოლაძე; სულხან აბრალავა; ევა შაშიაშვილი; გოჩა ყატაშვილი; დავით ღურწკაია; ჯანდრი თირქია; რამაზ ჯორბენაძე; გენადი კელიხაშვილი. აღნიშნული პირები საპროცესო შეთანხმების შემდეგ, 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გათავისუფლდებიან. დღევანდელ პროცესზე ბრალდება არ …

სისხლის სამართლის საქმეთა 68 % უკვე საპროცესო შეთანხმებით სრულდება – საიას მონიტორინგი

„საგრძნობლადაა გაზრდილი საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის საშუალო ოდენობა და 4746 ლარს შეადგენს. მაშინ, როცა წინა საანგარიშო პერიოდში ის 3451 ლარი იყო. სასამართლოს მონიტორინგი აჩვენებს, რომ ჯარიმის საშუალო ოდენობა, ბოლო ორი საანგარიშო პერიოდი, მზარდია,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშში. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა საპროცესო შეთანხმებებით საქმეების დასრულების …

საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი 28 პროცენტით გაიზარდა – სასამართლოს სტატისტიკა

საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 28 %-ით გაიზარდა. უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 13 351 პირის მიმართ გამოიტანეს განაჩენი საპროცესო შეთანხმებით, 2021 წელს – 10 396 პირის მიმართ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საპროცესო შეთანხმებები ძირითადად საქმის არსებითი განხილვამდე მტკიცდება. საერთო სასამართლოებმა არსებითი განხილვის ეტაპზე 4 355 პირის მიმართ …

ვის უფორმებენ საპროცესო შეთანხმებას 5 წუთში – ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა

სულ რაღაც 5 წუთი და რამდენიმე წამი დასჭირდა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულ ვიტალი ზოიძესთან საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად. ამ სხდომას დღეს, 2023 წლის 14 ნოემბერს დავესწარით, თუმცა სასამართლოებში ასობით ასეთი საქმეა, 5 წუთში რომ სრულდება. მოსამართლეებამდე მისული საქმეების დაახლოებით 70 % საქართველოში საპროცესო შეთანხმებით სრულდება – როცა ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს და პროკურორი მასთან, სასამართლო განხილვის …

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბათუმის სასამართლოში შემცირდა, საპროცესო – გაიზარდა

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა შემცირდა, საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი კი – გაიზარდა. სტატისტიკურ მონაცემებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2021 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სულ 28 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს მოსამართლეებმა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 38 გამამართლებელი განაჩენი მიიღეს. სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, გაიზარდა საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი – 2021 წელს 736 საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, 2020 წელს …

ქედაში ბიძაშვილის მკვლელობის საქმეზე საპროცესო გაფორმდა

„ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე“ ბრალდებულ გია ბერიძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს პირველი საქმე იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ, თუმცა არსებითი განხილვის მორიგ პროცესზე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა ანუ ბრალდებულმა ბრალი აღიარა და მასთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, გია ბერიძე 8 წელს საპატიმრო დაწესებულებაში გაატარებს, 5 წელი …

4 და 5 წელი პატიმრობა დედას და დეიდას, რომლებიც ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ

ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ორ ქალს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. მათ 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული ქალები 4 მცირეწლოვანი ბავშვის დედა და დეიდა იყვნენ და ბავშვებს ბათუმში, ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდნენ. ბრალდებულები თავდაპირველად ბრალს არ აღიარებდნენ, თუმცა საბოლოოდ მათ აღიარებითი ჩვენების მიცემა გადაწყვიტეს. „ტრეფიკინგის მუხლზე საპროცესო შეთანხმება არ …

რამდენჯერ შეცვალა მოსამართლემ პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის წარდგენილი მუხლი?

2019 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით სისხლის სამართლის 16 საქმეს შეუცვალა კვალიფიკაცია. ეს ის შემთხვევებია, როცა გამამტყუნებელი განაჩენი დგება, მაგრამ მოსამართლე პროკურატურის მიერ წარდგენილ მუხლს ცვლის. სექტემბრის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლოში სულ 847 საქმის განხილვა დასრულდა. განხილული 847 საქმიდან ამ დრომდე 550-ზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა [გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 828 საქმიდან 485 საქმეზე იყო …

514 საქმიდან 303 საპროცესო შეთანხმებით დასრულდა – ბათუმის სასამართლოს სტატისტიკა

2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმში განხილული 514 სისხლის სამართლის საქმიდან 303 საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. სტატისტიკურ მონაცემს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში 13 საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა, 5 საქმეზე – ნაწილობრივ გამამართლებელი, 15 საქმე კი, გადაკვალიფიცირდა სასამართლოს ინიციატივით. 2018 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 29 საქმეზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, 12 …

რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგა ოქტომბრამდე – ბათუმის სასამართლოს სტატისტიკა

მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლომ 18 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 828 საქმიდან. სტატისტიკურ მონაცემებს სასამართლო აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი 7 საქმეზე დადგა, ხოლო 7 შემთხვევაში საქმის განხილვა შეწყდა. წელს სასამართლოს გამომძიებლებისთვის 9 საქმე უკან დაუბრუნებია. 2018 წლის პირველ ცხრა თვეში განხილული საქმეებიდან ნახევარზე მეტი – 485 საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ანუ ამ …

16 გამამართლებელი განაჩენი 655 საქმიდან – ბათუმის სასამართლოს სტატისტიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში 16 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ამავე პერიოდში ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენია მიღებული 7 საქმეზე, 6 საქმის განხილვა შეწყდა. სტატისტიკურ მონაცემებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ჩათვლით სასამართლოში სულ 688 სისხლის სამართლის საქმე შევიდა, სასამართლომ ამ პერიოდში 655 საქმის განხილვა დაასრულა, აქედან ნახევარზე …

სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება ბათუმში – ბრალდებული საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებაში ბრალდებულის საქმის განხილვა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაიწყო. „ნასვამი ვიყავი და არ ვიცოდი, რა გავაკეთე… სათამაშო პისტოლეტით ვიყავი შესული,“ – უთხრა ბრალდებულმა გენადი მ.-მ მოსამართლეს. შემთხვევა 4 მაისს, დღისით მოხდა. თავდამსხმელი სავალუტო ჯიხურში შევარდა და მოლარეს იარაღის მუქარით ფული მოსთხოვა. თვითმხილველების თქმით, ჯიხურს ორი პირი დაესხა თავს, თუმცა დაკავებული მხოლოდ …

ბათუმის სასამართლოში საქმეების უმეტესობა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა

2018 წლის პირველ ოთხ თვეში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 365 სისხლის სამართლის საქმიდან უმეტესობა – 209 საქმე, საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ამავე პერიოდში სასამართლომ 152 საქმე განიხილა არსებითად. საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა, ბრალდებულმა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი აღიაროს. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, სასამართლო საქმეს არსებითად აღარ განიხილავს. საპროცესო შეთანხმების სიხშირე წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მართლმსაჯულების მნიშვნელოვან პრობლემად იყო მიჩნეული. …

საპროცესო შეთანხმებებში გასულ წელს ბათუმში 1 მილიონ 787 ათასი ლარი გადაიხადეს

2017 წელს ბათუმში საპროცესო შეთანხმებებით გადახდილი თანხის რაოდენობამ 1 787 700 ლარი შეადგინა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, განხილული 1246 საქმიდან საპროცესო შეთანხმებით გასულ წელს 817 საქმე დასრულდა. საპროცესო შეთანხმების გაფორმების აუცილებელი პირობაა წარდგენილი ბრალის აღიარება. საპროცესო შეთანხმების შემდეგ მსჯავრდებულს პირობით მსჯავრს უფარდებენ, სასჯელის ვადას უმცირებენ და აჯარიმებენ. 2017 წელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა 1334 პირის …

საპროცესო შეთანხმება „ბათუმის აქციის საქმეში“ ბრალდებულებთან

„ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივ ძალადობაში ბრალდებულ 18 პირთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებას მიაღწია. გამონაკლისი ბრალდებული ლაშა დეკანაძეა. იგი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. ბრალის აღიარება კი საპროცესო შეთამხმების მთავარი პირობაა. „ლაშა არის უდანაშაულო და თავად პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ მას არაფერი დაუშავებია. ის ძალიან ბევრ კადრშია დაფიქსირებული. მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება არაფერს ცვლის,“ – …

მარტის მოვლენებზე ბრალდებულ 9 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

11-12 მარტის ბათუმის აქციაზე დაკავებული პირებიდან 9 ბრალდებულს დღეს, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მხარეებს და პროკურატურას შორის მიღწეული შეთანხმება დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაადასტურა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 9 მსჯავრდებულიდან შვიდს წელიწადნახევარი მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა, ორს – ერთი წელი, მათ შორის მურმან მურმანიძეს, რომელმაც ამ აქციის ორგანიზატორობაში ბრალდებულის – მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. …

6 თვით პატიმრობა მძღოლს ავარიისთვის, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საპროცესო შეთანხმებით დასრულდა სასამართლო პროცესი მირონ შუშანიძესთან. მას გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებოდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში, გონიოში მოხდა. მირონ შუშანიძე ავტომანქანით დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას, რომელშიც ორი მამაკაცი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ორივე გარდაიცვალა. საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება არსებითი განხილვის გარეშე მიიღო, რადგან მხარეებს შორის საპროცესო …

„უსამართლობაა, როცა განსხვავებულად ექცევი“ – კონსტიტუციის 42-ე მუხლი „ბათუმის აქციის საქმეზე“

მინდია ბერიძეს და რევაზ ქერქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ. ისინი პირველები არიან, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალი აღიარეს – საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ. მინდია ბერიძე ერთი წლით დარჩება პატიმრობაში, რევაზ ქერქაძე – 6 თვით. პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულ 17 პირს საპროცესო შეთანხმება და 2-2 წლით პატიმრობა შესთავაზა. მასობრივი ძალადობა, რაშიც ჩვიდმეტივე …

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ჯემალ დუმბაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი დღეს, 26 იანვარს გამოუტანა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ჯემალ დუმბაძე 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეზე არსებითი განხილვა არ შემდგარა. ბრალის აღიარების შემდეგ, პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ჯარიმის გარდა, ჯემალ დუმბაძეს ოთხწლიანი პირობითი სასჯელი დაუწესდა. 2 წლის განმავლობაში ის ვერ იმუშავებს საჯარო დაწესებულებებში, ასევე …

ყოფილი საჯარო მოხელე ქრთამის აღებას აღიარებს

მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს ქ.ი.-ს საქმეს. მას ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებაში სდებს ბრალს. ქ.ი. ხელვაჩაურის სატყეო სამსახურში მუშაობდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ქრთამი წაბლის მასალის უკანონოდ დამზადებისთვის აიღო. საქმეში წარმოდგენილია ვიდეოინფორმაციაც, სადაც ჩანს, რომ ბრალდებული 500 ლარის მიღების სანაცვლოდ კონკრეტულ პირს ხის მასალის დამზადებას ჰპირდება. ვიდეო მეტყევეს ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა  გადაუღო. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი …

Exit mobile version