პრეზიდენტი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას მის შეურაცხყოფად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეურაცხყოფად აღიქვა საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის გამართვა. დღეს, 17 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ – ვასილ როინიშვილმა ფიცი დადო, რასაც ქვეყნის პრეზიდენტიც ესწრებოდა. ფიცის დადება საყვირების ფონზე ჩატარდა, რადგან ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ და მოძრაობა „ლელომ“ მოახლოებული 20 ივნისი გაიხსენეს და გააპროტესტეს ვასილ როინიშვილის მოსამართლედ დანიშვნა, რომელიც, მათი თქმით, ადეიშვილის გუნდის წევრია. „ეს არის …

„ვერ გამომიტყუებთ, ვინმეს დავადო თითი“ – რატომ არ ახსენებს პრეზიდენტი რუსეთს გაბუნიას საქმეზე

„მე გავაკეთე ჩემი განცხადება და კადიროვის განცხადებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარებს, პირველი რიგში, მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, რადგან ადამიანის და ჟურნალისტის აქტივობა არის დაცული, ეს არის მნიშვნელოვანი ყველასთვის, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა, დანარჩენი არის გამოძიების საქმე  და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება გამოძიებული,“ – აღნიშნა დღეს, 17 ივნისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო …

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი მიიღო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მას დღეს, 21 მარტს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიმართა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს შეკრებისთანავე. საგანგებო მდგომარეობა იმ შემთხვევაში უქმდება, თუკი პარლამენტი მას მხარს არ დაუჭერს. „იმედია, შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდება მისი გამკაცრება… ჩვენ გვმართეს პასუხისმგბელობა, სიფრთხილე და სოციალური დისტანცირების ნორმების შენარჩუნება, მჯერა, …

რა მიუსაჯეს პირს, რომელიც ზურაბიშვილის შვილებს ემუქრებოდა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პრეზიდენტობის კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის შვილებზე მუქარის განხორციელების ბრალდებით ერთი პირი გაასამართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მუქარას მაშინ ფქონდა ადგილი, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. სასამართლოს ჩვენება მისცეს სალომე ზურაბიშვილის შვილებმა: თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებმა. თეიმურაზ გორჯესტანის თქმით, ის ლონდონში იმყოფებოდა, როცა 2018 …

ლავროვის შესაძლო ვიზიტის თავსატეხი

ალბათ, ჩვენი ბრალია, რომ ეს რისკი ვერ გავთვალეთ ბოლომდე, იმ ჯგუფმა, ვინც ვიყავით საორგანიზაციო საქმეებში ჩართულნი”, – თქვა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა შარშან, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩაშლის შემდეგ. საზოგადოებრივი პროტესტი, რომელსაც თან სდევდა აქციის დაშლა და პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო მეტად პოლარიზება, მაშინ რუსეთის დუმის დეპუტატის და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის …

ეს არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგი – პოსტი ზურაბიშვილის FB-გვერდზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა“. „პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ …

პრეზიდენტი: ჩემი წუხილიც არის, როცა საზოგადოება რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე შფოთავს

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი:  „მინდა მივმართო საზოგადოებას, იმიტომ, რომ მესმის მისი წუხილი და ეს ჩემი წუხილიც არის, როცა საზოგადოება შფოთავს რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე თუ გადაწყვეტილებებზე. მე მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არ არის გამართლება ვინმესი. ეს არ არის ამავე დროს არც რევიზია რომელიმე სასამართლოსი. ეს არ არის რაღაცა მოეთხე …

სალაძე: პრეზიდენტის მადლობა RMG-ს წაახალისებს კულტურული მემკვიდრეობის ნგრევას

“ეს იქნება წახალისება პრეზიდენტის მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის ნგრევაზე,” – ასე აფასებს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე პრეზიდენტის მხრიდან RMG-სთვის მადლობის გადახდას. მისი აზრით, ამ გზით სალომე ზურაბიშვილიც იმ ხელისუფალთა რიგში ჩადგა, ვინც მემკვიდრეობის ნგრევისთვის, მათ შორის, საყდრისის განადგურებისთვის, პასუხი არავის მოსთხოვა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ფორუმის ერთ-ერთი …

„დროა, გამოვააშკარაოთ უსაფრთხოების სისტემაში რუსეთის მიერ ჩანერგილები“ – დეკანოიძე ლეჟავას დანიშვნაზე 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ხატია დეკანოიძე თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავას დანიშვნას  გამოეხმაურა. მან მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად ლუსტრაციის კანონის ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა “რუსთავი 2”-ის ეთერში: „მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ლუსტრაციის კანონზე დაიწყოს  მსჯელობა, კანონზე, რომელიც კარგად გაწერილი და შეთანხმებული იქნება. ხელისუფლების შეცვლის, ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილების შემდეგ რეალურად გვექნება ინსტრუმენტი, რომ დროა გამოვააშკარაოთ ადამიანები, რომელთა …

პრეზიდენტი ანწუხელიძის დაბადების დღეს გამოეხმაურა, საოკუპაციო ხაზთან გატაცებულებს – არა

„დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. 24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა. მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს“, – ეს ტექსტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ისე როგორც სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებს, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ დღეს საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულ ერთ და გუშინ გატაცებულ 7 ადამიანთან …

სალომე ზურაბიშვილი: ამ წელს შვებულება საქართველოში გაატარეთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველას მოუწოდებს შვებულება საქართველოში გაატარონ. ზურაბიშვილი დღეს აჭარაში იმყოფება და მოკლე ვიდეომიმართვაც ჩაწერა ინგლისურ ენაზე, შავი ზღვის სანაპიროს ფონზე. პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის გასაზიარებლად გამოიყენა ჰეშთეგი  #SpendYourSummerInGeorgia, რომელიც მსგავს მიმართვებს აერთიანებს.  See more

სალომე ზურაბიშვილმა არ შეაფასა კარასინის მუქარა საქართველოსთან შესაძლო ომზე

დღეს, 5 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში იმყოფება. პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა, შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, შემდეგ კი პრეზიდენტი აჭარის მთავრობაში მივიდა. ეს შეხვედრაც დახურულ კარს მიღმა წარიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კარასინმა რუსულ მედიაში განაცხადა, რომ „საქართველოსთან ან უნდა ვიომოთ, ან ჟენევაში შევხვდეთ მოლაპარაკებებზე“, – „ბათუმელების“ კითხვა, რამდენად საშიშია კარასინის …

პრეზიდენტს პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ პირველ სამუშაო შეხვედრაზე ყვავილები მიართვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტს ათონელის სასახლეში ესტუმრა და ყვავილები მიართვა. „საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტაციის ვებგვერდზე. ამავე თემაზე:  უფლებები ყვავილების ნაცვლად

პრეზიდენტმა აქციაზე დაშავებულები მოინახულა

სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს, საავადმყოფოში მყოფი, აქციაზე დაშავებული პირები მოინახულა. „ყველა, ვინც გუშინ ქუჩაში იდგა – პოლიციელი თუ რიგითი მოქალაქე – ქუჩაში იდგა თავისი ქვეყნისთვის. უდიდეს თანადგომას ვუცხადებ ყველა ოჯახს, რომელსაც რაიმე ფორმით შეეხო ეს ტრაგედია. ეს არ არის მათი პირადი ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ …

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბაგრამის და ქაბულის სამხედრო ბაზებზე [ფოტო]

დღეს, 8 თებერვალს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში, ბაგრამის და ქაბულის ბაზებზე იმყოფებოდა. მან ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა. პრეზიდენტთან ერთად ბაზაზე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც.

„არა სალომეს!“ – ოპოზიციამ ბათუმში პრეზიდენტის ინაუგურაცია გააპროტესტა

დღეს, 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. „არა სალომეს“ – ეს იყო აქციის მთავარი სლოგანი. აქცია ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაიწყო მსვლელობით და აჭარის მთავრობის სახლთან გაგრძელდა ოპოზიცია ბათუმში ამ აქციით გამოეხმაურა თელავში დაგეგმილ საპროტესტო აქციას. „ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს, რომელიც მოიპარა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა, ვაპროტესტებთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი, …

ქედაში „ევროპული საქართველო“ ხუთმა წევრმა დატოვა

ქედაში „ევროპული საქართველოს“ ხუთმა წევრმა: ნუგზარ ბერიძემ, სერგო მიქელაძემ, თენგიზ დიასამიძემ, სანიბეგ საფარიძემ და მარინე ცინცაძემ პარტია დატოვა. „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, ნუგზარ ბერიძის თქმით, მათ პარტია პროტესტის ნიშნად დატოვეს. „წამოვედით იმ მოტივით, რომ არ ვთანამშრომლობთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არ ვიზიარებთ მათ პროგრამას და შეხედულებებს,“ – ამბობს ნუგზარ ბერიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ აპირებენ …

სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურზე დაასრულა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურზე დაასრულა. კანდიდატი ენგურზე შვილებთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის ენგურზე დასრულება სიმბოლურია. „ჩემი საარჩევნო კამპანია სრულდება აქ, ენგურზე. იქ, სადაც საოკუპაციო ხაზია და ამ ხაზის იქით, მოშორებით ჩვენი საზღვარი ფსოუზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს საზღვარია და ყოველთვის იქნება. ეს არის ადგილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, …

სალომე ზურაბიშვილი: მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას საქართველოსთვის სტაბილურობა სურს. მისი თქმით, ქვეყანას რევოლუცია და ერთმანეთს შორის დაპირისპირება აღარ სჭირდება. ამის შესახებ დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა. ჩვენი ურთიერთობები უცხოეთში, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დამოკიდებულებადა ურთიერთგაგება ქმნის სტაბილურობას. ამ ქვეყანას აღარ სჭირდება არც რევოლუცია, არც ერთმანეთში …

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ქართულ ჯარს

დღეს, გიორგობის დღესასწაულზე, მსურს მივმართო ქართულ ჯარს და ჩემი უღრმესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ჯარისკაცების მიმართ! ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს დღევანდელ წმინდა დღესასწაულს! წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი! გასული ასწლეულის განმავლობაში, ქართულმა ჯარმა არაერთგზის გმირულად იომა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად – 1918-21 წლებში, ჩვენი საამაყო გენერლების, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მეთაურობით; 1921 წელს, …

რატომ უნდა დალიოს ყავა სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან ერთად

„როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს სალომე ზურაბიშვილი რომ ყავას სვამდეს სადმე გრიგოლ ვაშაძესთან ერთად?“ – ლევან ცუცქირიძის ამ შეკითხვამ შეხვედრის დასაწყისში ღიმილი გამოიწვია… ლევან ცუცქირიძე „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელია და ბათუმში შეხვედრა გამართა არჩევნებზე სასაუბროდ: რა გამოჩნდა არჩევნების პირველი ტურიდან და რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს არჩევნების დასრულების შემდეგ – „ბათუმელები“ ლევან ცუცქირიძის საჯარო გამოსვლიდან რამდენიმე …

სალომე ზურაბიშვილი – სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ

სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა. „ყველამ იცის, რომ ჭარბვალიანობა არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე პრობლემა. მე არაერთხელ მაქვს ჩემი აზრი გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემს წინა, სამაჟორიტარო წინასაარჩევნო კამპანიაშიც ვსაუბრობდი ამ საკითხზე, თუ რამდენად რთულია ასეთ ქვეყანაში, …

რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი

მმართველი გუნდის მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოში ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2004 წელს აქვს შევსებული. მას მაშინდელ ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. იმ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი არ ფლობს არავითარ უძრავ ქონებას, ნაღდი ფულის სახით აქვს 3 ათასი დოლარი, ხოლო საფრანგეთში საბანკო ანგარიშზე 80 ათასი ევრო – გრძელვადიანი კრედიტი. 2005 წელს, დეკლარაციის …

ზურაბიშვილი – როგორც მომავალი მთავარსარდალი, პატივისცემას ვუცხადებ სამხედრო ძალებს

ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს, ხინჯი შეიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის ძალიან დიდ პატივს სცემს სამხედრო ძალებს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას ჯარისკაცები არ დაუდანაშაულებია და განაცხადა, რომ პირები, რომლებიც ქალს ემუქრებიან, არ არიან ღირსი სამხედროს სახელით საუბრობდნენ. „არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია …

ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარს სამი საპრეზიდენტო კანდიდატი მიიღებს

საპრეზიდენტო კანდიდატები, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების ათი პროცენტი ან მეტი მიიღეს, საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარად ბიუჯეტიდან არაუმეტეს მილიონ ლარს მიიღებენ. 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ასეთი კანდიდატები არიან: „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. მან ცესკოს მონაცემებით ხმების 38,64 % მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიღებული ხმებით – 37,74 %-ი და …

ვის აქვს მეორე ტურში მოგების შანსი – „შედეგს განაპირობებს ზიზღი“

„გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იქნება ახლა ოქროს საბადო“, – ამბობს პოლიტოლოგი და „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია მეორე ტურზე საუბრის დროს. მისი აზრით, ორივე პოლიტიკური ძალა ამ ეტაპზე ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გულის მოსაგებად იმუშავებს. პოლიტოლოგთან ინტერვიუ გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრით დავიწყეთ: რა აჩვენა პროცენტებმა? იყო თუ არა ეს მოულოდნელი? ბატონო კორნელი, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რამდენად …

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში გამარჯვების ალბათობა ძალიან მაღალია

სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში გამარჯვების ალბათობა ძალიან მაღალია,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით,  წინასწარი მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველ ტურში იგებს. „მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წინასწარი მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურში იგებს არჩევნებს. ჩვენ გამოვაქვეყნეთ სოციოლოგიური …

სალომე ზურაბიშვილი – საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად

საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ამ მიმართულებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური წარმომადგენელი და შესაბამისი ჯგუფი იმუშავებს. „გამოვყოფდი შშმ ქალებსა და იმ შშმ ბავშვების დედებს, რომლებიც, პრაქტიკულად, სახლში ჩაკეტილები არიან, გარეთ ვერ გადიან. მრავლადაა …

ვინ ითხოვს ამჯერად „სამართლიანობის აღდგენას“ – როგორ შეიცვალა წინასაარჩევნო გზავნილები

„სამართლიანობის აღდგენას“ ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჰპირდება ამომრჩეველს. ეს სლოგანი 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. ბოლო წლების განმავლობაში „ოცნების“ ხელისუფლებას ამ დაპირების შეუსრულებლობა არაერთხელ შეახსენეს. დღეს „ოცნებისგან“ მხარდაჭერილი კანდიდატი „სამართლიანობის აღდგენას“ აღარ ახსენებს. რა ჩანს დაპირებებიდან, რომლებიც ტელევიზორიდან გვესმის? პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო გზავნილებიდან იოლია დაინახო, რომელი პოლიტიკური პლატფორმიდან გვესაუბრება კანდიდატი. „ბათუმელებმა“ პრეზიდენტობის …

სალომე ზურაბიშვილი: ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების თავგანწირვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათი თავგანწირვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. „ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ქვეყნის გარეთ ავღანეთი იქნება, სადაც დღეს იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები, სადაც ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს კი არ ვიცავთ, ამავე დროს ვფიქრობთ და ვართ ერთი მსოფლიოს …

სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში საგარეჯოში, გურჯაანში და ყვარელში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.  „ძალიან თბილი, სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრები გვაქვს. დღეს, საგარეჯოში ვისაუბრე იმ ძალიან დიდ წარმატებაზე, რასაც წარმოადგენს ქართული მეღვინეობა, რომელიც ამდენი წელია ვითარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამაგალითო სხვა რეგიონისთვის თუ როგორ …

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: საპრეზიდენტო კანდიდატის სიმაღლეს ვზომავთ მისი ფესვებიდან

დღეს, 24 სექტემბერს,  საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებს შეხვდა ბათუმში. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მინისტრები, უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერი და საკრებულოს წევრები. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ უჭერს აჭარის მთავრობა მხარს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას. დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: …

აჭარის მთავრობა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ბათუმში [ფოტო]

დღეს, 24 სექტემბერს, პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ხვდება ამომრჩევლებს ბათუმში, მუსიკალურ ცენტრში. შეხვედრაზე, რომელიც სამუშაო საათებში მიმდინარეობს,  აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა მას „ქართული ოცნება“ პირველივე დღიდან უჭერს მხარს. პარტიული ლიდერები ესწრებიან სალომე ზურაბიშვილის პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მოსახლეობასთან. გარდა ამისა, „ოცნებამ“ თავის შემომწირველებს მოუწოდა, …

Exit mobile version