15 მილიონი სამ თვეში – სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტის მზარდი შემოსავლის წყაროა

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, სათამაშო  ბიზნესის მოსაკრებლის სახით მერიამ, 3 თვეში, 15 მილიონ 342 000 ლარი ამოიღო. მათ შორის: სათამაშო აპარატებიდან – 7 მილიონ 735 4 ათასი ლარი. წამახალისებელი გათამაშებიდან – 179 900 ლარი. სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით კი, კლუბის და სამორინეს მაგიდიდან ბიუჯეტში 7 მილიონ 426 700 ლარი …

სათამაშო ბიზნესიდან 79,8 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს

ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქალაქის ბიუჯეტში ამ წელს სათამაშო ბიზნესიდან 73 მილიონ 934 ათას 100 ლარი შევიდა. ეს 5,9 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე მერიას ჰქონდა დაგეგმილი [გეგმა 68 მილიონი ლარი იყო]. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელში შედის მოსაკრებელი როგორც სამორინეებიდან, ასევე წამახალისებელი გათამაშებიდან და სათამაშო აპარატებიდან. შესაბამისად, 2025 წელს ბათუმის ბიუჯეტში ჯამში, სათამაშო აპარატებიდან …

ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესიდან 71 მილიონის ამოღებას გეგმავს

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მომავალ წელს ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით 71 მილიონი ლარის ამოღებას გეგმავს. მიმდინარე წლის გეგმა 68 მილიონი ლარია. 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტის 10 თვის ანგარიშის მიხედვით სათამაშო ბიზნესიდან 56 მილიონ  607 000 ლარი შევიდა. ბოლო 11 წლის მონაცემების მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კუთხით კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, 2021 …

კაზინოებიდან ქვეყნის ბიუჯეტში 627 მილიონი შევიდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალმა ქვეყნის ბიუჯეტში 627 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. კაზინოში თამაში ამ დროისთვის 313 323 საჯარო მოხელეს აქვს აკრძალული. აკრძალულთა სიაშია 1 151 178 სოციალურად დაუცველი პირიც. 2022 წელს სათამაშო ბიზნესის სფეროში სახელმწიფომ გარკვეული ცვილებები შეიტანა – აკრძალულ და დამოკიდებულ პირთა სიების შედგენა, უცხოურ კომპანიებზე თანხების გადარიცხვის აკრძალვა და სხვა. …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრში უკვე 434 პირია – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, უკვე შექმნილია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრი. პირველი მარტიდან დღემდე კი, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 434 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 8 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 426. საქართველოში 2022 წლის პირველი მარტიდან დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ. „დამოკიდებულ პირთა სიის …

ღარიბაშვილი გონიოში კაზინოების მოწყობას აანონსებს

გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნასა და იქ კაზინოების განთავსებაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებას მთავრობა 2022 წლიდან გეგმავს. „ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება“, – აღნიშნა …

25 წლამდე კაზინოში ვერ ითამაშებთ – რა რეგულაციებს გეგმავს მთავრობა სათამაშო ბიზნესში

საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც სათამაშო ბიზნესის მომხმარებლებისთვის ასაკობრივი ზღვარი წესდება. ამის შესახებ დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. „აღნიშნული რეგულაციები მოიცავს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას, რომელიც არის 25 წელი, ეს გავრცელდება როგორც ონლაინსათამაშო ოპერატორებზე, ასევე ე.წ. ხმელეთის ოპერატორებზე. ასაკობრივი ზღვარი არ განისაზღვრება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. განისაზღვრება პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული …

ბათუმის მერიამ კაზინოებიდან შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა

ბათუმის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებში ცვლილებები ასახა. ცვლილების მიხედვით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 5 მილიონ 410 000 ლარით გაიზარდა. მერის განმარტებით, ცვლილება საანგარიშო პერიოდში შესრულების  მაჩვენებლებმა განაპირობა. „პანდემიის პირობების გათვალისწინებით იყო დაგეგმილი ბიუჯეტი, თუმცა შემოსულობების მიხედვით პროგნოზი გავზარდეთ“, – განმარტა არჩილ ჩიქოვანმა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის, ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, შემოსულობები სათამაშო ბიზნესიდან …

კაზინომ „ჩაიც“ უნდა დათვალოს და აღრიცხოს – მინისტრის ბრძანება

სამორინესა და აზარტული კლუბის მფლობელები 2021 წლის პირველი მარტიდან ვალდებულები არიან სულ მცირე 36 საათში ერთხელ დათვალონ სალარო, შეავსონ სააღრიცხვო ფორმა და ის შევსებიდან 24 საათში ელექტრონულად წარუდგინონ შემოსავლების სამსახურს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26 თებერვლის შესაბამისი ბრძანება პირველი მარტიდან შევიდა ძალაში. ბრძანების მიხედვით, კაზინოსა თუ აზარტული კლუბის მფლობელმა ყოველდღიურად „ჩაის აღრიცხვის ფორმაც“ უნდა შეავსოს. ჩაი …

სათამაშო ბიზნესის გაჩერებით ბათუმის ბიუჯეტმა 30,3 მილიონი ლარი დაკარგა

კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნესის გაჩერების გამო ბათუმის ბიუჯეტმა, 2020 წელს, უკვე დაკარგა 30,3 მილიონი ლარის შემოსავალი. თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, ქალაქს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, ჯამში 32 მილიონ 100 ათასი ლარი უნდა მიეღო. თუმცა, ამ მოსაკრებელმა ჯამში, დღევანდელი, 10 ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ 1 724 500 ლარი შეადგინა [აქედან 1 224 500 ლარი, 2020 წლის …

ბათუმის კაზინოებს 2018 წელს 1,1 მილიონი კლიენტი ჰყავდა – 81% უცხოელი იყო

2018 წელს ბათუმში მოქმედ 10 სამორინეში ვიზიტორთა რაოდენობამ 1,1 მილიონი ფიზიკური პირი შეადგინა, რომელთა 81 პროცენტი უცხოელი იყო. საქართველოს მთავრობის ანგარიშის მიხედვით, კაზინოების კლიენტების უმეტესობა მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან, თუმცა კაზინოების ნაწილი ასევე აწყობს სპეციალურ „სათამაშო ტურებს“ და სხვადასხვა ქვეყნიდან [მაგალითად, ისრაელი, ჩინეთი, ინდოეთი] შეძლებულ მოთამაშეებს მასპინძლობს. საქართველოში მოქმედი 20 კაზინოდან ნახევარი სწორედ ბათუმშია განლაგებული. …

რატომ იხურება კაზინოები ბათუმში და რა ელის უმუშევრად დარჩენილ 400-მდე თანამშრომელს

ბათუმში 2019 წელს ორი კაზინო  – „ინტურისტი“ და „აჭარაბეთი“ დაიხურა. კაზინოების დახურვით 400-მდე ადამიანი დარჩა უმუშევარი. „ინტურისტის“ შემთხვევაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კაზინოს მოწყობის ლიცენზიას ვადა გაუვიდა, „აჭარაბეთის“ შემთხვევაში კი – კაზინოს დახურვის კონკრეტული მიზეზი უცნობია, ამ კაზინოს ლიცენზიას ჯერ ვადა აქვს. რატომ დაიხურა ბათუმში კაზინო „აჭარაბეთი“ ბათუმში კაზინო „აჭარაბეთის“ მოწყობის ლიცენზიის მფლობელი კომპანია „ს გემბლინგ ჰოლია“. ლიცენზიას …

სათამაშო ბიზნესის კონტროლი მკაცრდება

შემოსავლების სამსახური სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვას გეგმავს. სამსახურში აცხადებენ, რომ სათამაშო ბიზნესის სფერო სათანადო კონტროლის გარეშეა დარჩენილი, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების ოდენობაზე. „საქართველოს არ გააჩნია სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის გამართული სისტემა, რომლის გაუმართაობაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის, როგორც საზოგადოებრივი კანონიერი ინტერესების და უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, ასევე, საქართველოში ლატარიების, …

რა თანხა შევიდა წელს ბათუმის კაზინოებიდან ქალაქის ბიუჯეტში

ბათუმში, ქალაქის მერიის მონაცემებით, დღეს 11 კაზინო ფუნქციონირებს. კაზინოებიდან ქალაქის ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ კი, 2018 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში, 14 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა. ამ თანხაში შედის მოსაკრებელი როგორც მაგიდებიდან, ასევე კაზინოებში განთავსებულ სათამაშო აპარატებიდან. მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქის ბიუჯეტში კაზინოებიდან დამატებით 14 მილიონზე მეტი ლარი კიდევ შევა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

1 მილიონზე მეტი ვიზიტორი ბათუმის კაზინოებში და 39 მილიონი ლარი ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 

2017 წელს აჭარაში მოქმედ სამორინეებში ვიზიტორთა რაოდენობამ ჯამურად 1 მილიონ 96 ათასი კაცი შეადგინა, რაც 668 560-ით [61%] მეტია წინა წელთან შედარებით. ვიზიტორთა 68% [745 280] უცხო ქვეყნის, დანარჩენი [32%] კი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ამ მაჩვენებლებს რეგიონში მოქმედი სამორინეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 2017 წელს აჭარაში, კერძოდ ბათუმში, ფუნქციონირებდა 9 სამორინე. …

30 მილიონი ლარი სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის ბიუჯეტში

ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით 30 მილიონ 630 ათას 200 ლარი შევიდა, მათ შორის: 17  მილიონ 149 ათას 800 ლარი სათამაშო აპარატებიდან,  10 მილიონ 683 ათას 100 ლარი – სამორინეს მაგიდიდან, 2 მილიონ 497 ათას 200 ლარი კი – სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან. წამახალისებელი გათამაშებიდან წელს ბათუმის ბიუჯეტში 92 900 ლარი შევიდა; კლუბის მაგიდიდან …

სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მიეცა

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონებში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა და საქართველოს ექვსი მოქალაქე, სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე,  განთავსებული ჰქონდათ კუსტარულად დამზადებული სათამაშო …

კაზინოდან სასამართლოში – მოგებული ფულის მისაღებად

ლევენთ სადულა მუსა ბათუმში კაზინოში სათამაშოდ 11 აგვისტოს ჩამოვიდა. ამბობს, რომ ცნობილი მოთამაშეა და კაზინო „პეგასის“ წარმომადგენელი ბათუმიდან თავად დაუკავშირდა, თვითმფრინავის ბილეთები დაუჯავშნა და სასტუმროც. ლევენთი ერთადერთი არ არის, ვინც ბათუმში, კაზინოში მოგებული თანხა ვერ აიღო და ბათუმის საქალაქო სასამართლოში იჩივლა. „მესამეჯერ ჩამოვედი ამ ზაფხულს საქართველოში. მანამდე დავდიოდი გუდაურში. ჩემი გატაცებაა სნოუბორდიც. ბათუმში პირველად ვიყავი,“ …

Exit mobile version