გულვარდი გობაძე ხულოს სოფელ დიდაჭარიდან, მე-8 კლასში იყო, როცა ოჯახთან ერთად, 1951 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთში გაასახლეს. ქალი რამდენიმე დღის წინ გახდა 90 წლის, მაგრამ წლებმა ტკივილიან მოგონებებს ვერაფერი დააკლო. ინტერვიუს დასაწყისშივე მითხრა – ამ 90 წლის განმავლობაში რაც გადამხდა, ვნახე, ვიწვალე თუ ვეწამე, ყველაფერი 10 თითივით მახსოვს, შემეკითხე რაც გინდაო. ამბობს, გადასახლების გახსენება ხალხში …
Tag Archives: რეპრესირებულები აჭარიდან
დასაფლავება 86 წლის შემდეგ – აჭარაში 1937 წელს დახვრეტილი კაცის ნეშტი ოჯახს გადასცეს
25 ივნისს გონიოში, დახვრეტიდან 86 წლის შემდეგ, დაკრძალეს პირველი რეპრესირებულის ნეშტი, ვისი იდენტიფიცირებაც მოხდა. ოფიციალური დოკუმენტებით, ხასან დიშლიოღლი 1937 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. მას ე.წ. ტროიკამ დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი იმავე წლის 27 დეკემბერს მოიყვანეს სისრულეში. ხასან დიშლიოღლის ნეშტი ხელვაჩაურში, მესამე სამხედრო ბაზაზე აღმოჩენილ საერთო სამარხში იპოვეს. ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილთა მე-5 სამარხი 2021 წელს შეისწავლეს ტელეკომპანია …
სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 1 პირის ნეშტს ოჯახს გადასცემენ
1937 წელს რეპრესირებული ერთი პირის ნეშტს, რომლის იდენტიფიცირებაც გასულ წელს მოხდა, ოჯახს გადასცემენ. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. სპეციალურმა კომისიამ, კი რომელიც აჭარაში აღმოჩენილ რეპრესირებულ პირთა სამარხებთან დაკავშირებითაა შექმნილი, ნეშტის ოჯახისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა. ამ კომისიამ დღეს, 19 ივნისს, მორიგი შეხვედრა გამართა. კომისიის წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნენ, რომელიც ერთ-ერთი რეპრესირებულის 1937 წლის 27 დეკემბერს …
Continue reading “სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 1 პირის ნეშტს ოჯახს გადასცემენ”
მახსოვს ის დღე, როცა რადიომ გამოაცხადა, რომ სტალინი მოკვდა – რეპრესირებული 85 წლის ქალი
მერი ჯინჭარაძე და მისი ოჯახი 1949 წლის ზამთარში შუახევიდან, სოფელ ბარათაულიდან, ყაზახეთში გადაასახლეს. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი ახლა 85 წლისაა და „ბათუმელებთან“ იმ ზამთრის საღამოს იხსენებს, ჯარისკაცები რომ მიადგნენ სახლში და გადასახლებაში წასვლა აიძულეს. „მეტრ-ნახევარი თოვლი იყო, როცა „სალდათები“ მოვიდნენ. ღამე იყო. თავიდან მამაჩემს შეეშინდა და კარი არ გაუღო – რატომ მოვიდა ამ დროს ამდენი ხალხიო? …
ყველაფერს კონფისკაცია გაუკეთეს, ის დაგვიტოვეს, რაც ტანზე გვეცვა – რეპრესირებულის შვილი
სადილობის დრო იყო, როცა ჯარისკაცები გამოჩნდნენ. 90 წლის შოთა ჩიქოვანს დღემდე ნათლად ახსოვს ის კადრი – ის-ის იყო მამასთან ერთად სუფრას მიუსხდნენ, რომ მათი ეზოს კარი უცნობმა ხალხმა შეაღო. მამას ხელი მოჰკიდეს და წაიყვანეს. 1937 წელი იდგა. სტალინის სისხლიანი რეპრესიების დრო, როცა მილიონობით უდანაშაულო ადამიანი უმოწყალოდ დახვრიტეს. წლების შემდეგ, როცა შოთა ჩიქოვანი მამის რეაბილიტირების საბუთს …
200 წელი ვნატრობდით გათავისუფლებას და ახლა კინაღამ რუსეთში შეგვაგდეს – რეპრესირებული კაცი
„200 წელი ნატრობდა საქართველო, იბრძოდა რუსეთიდან გათავისუფლებისთვის და ახლა კინაღამ ისევ რუსეთში შეაგდეს. კინაღამ… ახალგაზრდობას რომ მხარი არ დაეჭირა და არ ებრძოლა, უკვე შესული ვიყავით. მაგრამ ჩვენი მომავალი ევროპაშია,“ – ამბობს სოფელ მარადიდში მცხოვრები 85 წლის ხასან კარალიძე. ხასანი და მისი ოჯახი სტალინური რეპრესიების მსხვერპლები არიან. სტალინმა მთელი ოჯახი გადაასახლა. შიში, შიმშილი, უსახლკარობა, ყინვაში, ღია …
ბაბუა ახალი წლის წინ წაიყვანეს – ბათუმში დახვრეტილთა სამარხიდან კიდევ 1 კაცი ამოიცნეს
1937 წლის დეკემბრის დილას მაჭახლის ხეობაში, სოფელ სკურდიდში მცხოვრებ ხაფიზ ძნელაძეს მუხლები ასტკივდა. აიჩემა, ქალაქში უნდა წავიდე ექიმთანო. ქალაქში მიმავალ ხაფიზს გზად მოხუცი მეზობელი შეხვდა. ჰკითხა, სად მიდიხარო. რომ გაიგო ბათუმში მიდიოდა, უთხოვია არ წახვიდე დღეს, აჭარისწყალზე ჯარისკაცები დგანან, ხალხს იჭერენ და შენც არ წაგიყვანონო. ხაფიზმა არ დაუჯერა. ჩემთან ვის რა ხელი აქვს, გლეხი კაცი …
ბათუმში დახვრეტილთა სამარხში ნაპოვნი ნეშტებიდან 3 იდენტიფიცირებულია – რას ჰყვებიან ოჯახში
1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხებში აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის კვლევის შედეგად სამი უდანაშაულოდ დახვრეტილი ადამიანის ვინაობა გახდა ცნობილი. სამარხი, რომელშიც აღმოჩენილი ნეშტებიდან 3 ადამიანის ვინაობა დადგინდა, 2021 წლის აგვისტოში გახსნეს, ხელვაჩაურში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილთა მე-5 სამარხის შესწავლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინიციატივით, „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის“ დახმარებით და ამერიკელი …
ვინ დახვრიტეს და ვინ დახვრიტა – ბათუმში სტალინური რეპრესიების ახალი სამარხი გაიხსნა
ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-38 წლებში დახვრეტილი ადამიანების კიდევ ერთი სამარხი იპოვეს. სამარხში 29 ნეშტი აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1938 წლის 15 მარტით დათარიღებული ოქმია. ოქმში 29 ადამიანის სახელი და გვარია, რომელიც ამ დღეს აჭარაში დახვრიტეს. „თუ ეს 15 მარტის სამარხია, ოქმში წერია, რომ ღამის ოთხ საათზე აღსრულდა განაჩენი,“ – გამოთქვა ვარაუდი ანტონ …
სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 1 წლის შემდეგ დამარხვის საკითხი ისევ გადაუწყვეტელია
ბათუმის მესამე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი 150 ნეშტის ბედი ისევ გაურკვეველია. უკვე მესამე წელია დახვრეტილთა ნეშტები (ძვლები) სპეციალურ ხის ყუთებშია ჩასვენებული და ბათუმის საკათედრო ტაძრის სარდაფშია განთავსებული. სპეციალურ კომისიას, რომელიც საკითხის შესწავლის და გადაწყვეტის მიზნით შეიქმნა, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია. ერთადერთი რისი გაკეთებაც ამ დროისთვის მოხერხდა, ნეშტებიდან დნმ-ის ნიმუშების აღებაა. აჭარის მთავრობამ ამ მიზნით სარეზერვო …
ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან
1938 წლის იანვარია ბათუმში, საღამო. რუსთაველის ქუჩაზე, ორ ოთახში, განათლების განყოფილების თანამშრომელი ხასან გოგიტიძე ცხოვრობს 20 წლის ცოლთან, ასიკოსთან და შვილებთან ერთად. უფროსი შვილი წლის და ოთხი თვისაა, უმცროსი – სამი თვის. ხასანი ეს-ეს არის დაბრუნდა სახლში და ტყავის პორტფელი კართან დადო. ოჯახი სავახშმოდ ემზადება. ვახშმის შემდეგ თეატრში მიდიან, ასიკომ საგანგებოდ ამ დღისთვის მანიკიურიც კი …
Continue reading “ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან”
აღმოჩენილი 150 ნეშტის შესასწავლად სამთავრობო კომისია სპეციალისტებს იწვევს
ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად სამთავრობო კომისია შეიქმნა. სამთავრობო კომისიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს. მისი მოადგილე კი აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი იქნება. კომისიაში ასევე შედიან აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ქონების მართვის და პრივატიზების უფროსი კობა თედორაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი …
Continue reading “აღმოჩენილი 150 ნეშტის შესასწავლად სამთავრობო კომისია სპეციალისტებს იწვევს”
აჭარაში აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი შესაძლოა გადაიდოს
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოჩენილი ნეშტები შესაძლოა 21 აპრილს აღარ დაკრძალონ. ამის შესახებ დღეს, 11 აპრილს, აჭარის მთავრობაში გამართულ დახურულ შეხვედრაზე ითქვა, რომელსაც აჭარაში რეპრესირებულ პირთა შთამომავლების ჯგუფი ესწრებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა მუფთი, ბეგლარ ქამაშიძეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორც მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღეს დაპირება, რომ დაკრძალვის თარიღი გადავადდება და აღმოჩენილ ნეშტებს სამხარაულის …
Continue reading “აჭარაში აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი შესაძლოა გადაიდოს”
რა იციან შთამომავლებმა სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილებზე
ისტორიები, რომლებიც შთამომავლებმა 1937-1938 წლებში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილებზე იციან, ერთმანეთს ჰგავს: მათი უმეტესობა ახალგაზრდა იყო და კომუნისტები არ უყვარდა, ტროცკისტულ მოძრაობას უჭერდა მხარს, ხალხის მტერი იყო ან ხალხის მტრის ოჯახის წევრი – ეს ის მიზეზებია, რომლებზეც შვილიშვილებს უამბეს და ასე აუხსნეს რეპრესიების დროს ბაბუებისა და ბებიების დახვრეტით დასჯის ამბავი. 1936-1937 წლების გახსენება, ბათუმში, გასულ …
Continue reading “რა იციან შთამომავლებმა სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილებზე”
ეპარქია აღმოჩენილ ნეშტებთან დაკავშირებით: იქმნება დნმ-ის ბაზები
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მორიგ განცხადებას აკეთებს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. N 338-ში აღმოჩენილ სამარხთან დაკავშირებით, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა. ეპარქიის განცხადებით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 2016 წლის მაისში დაიწყო და ამავე პერიოდში ამ თემის შესახებ მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი. „შესაბამისი სახელმწიფო უწყებები თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ გათხრების შესახებ, მათ გამოგზავნეს გამნაღმველები, …
Continue reading “ეპარქია აღმოჩენილ ნეშტებთან დაკავშირებით: იქმნება დნმ-ის ბაზები”
ტარიელ ნაკაიძე: ნეშტების გადასვენებაში უნდა ჩაერთონ მუსლიმი სასულიერო პირები
1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილი ადამიანების ნეშტების აღმოჩენასა და მათ 21 აპრილს დაკრძალვაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ეხმიანება. „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მან სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დახვრეტილების უმეტესობა მუსლიმია, ამიტომაც ნეშტების საპატრიარქოზე გადაცემულ ტერიტორიაზე გადასვენებას ეწინააღმდეგებიან. „ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებული განცხადებით …
Continue reading “ტარიელ ნაკაიძე: ნეშტების გადასვენებაში უნდა ჩაერთონ მუსლიმი სასულიერო პირები”
რეპრესიების დროს დახვრეტილების შთამომავლები ნეშტების იდენტიფიცირებას ითხოვენ
„აუცილებლად უნდა დადგინდეს, არის თუ არა ეს ის სამარხი და ეკუთვნის თუ არა ნაპოვნი ნეშტები ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილ ჩვენს წინაპრებს“ – ასეთია 1937-1938 წლებში ბათუმში, სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების შთამომავლების პოზიცია. ისინი შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებას და თითოეული ნეშტის იდენტიფიცირებას ითხოვენ: „ისინი ამას იმსახურებენ. ეს ისტორიაა, ჩვენ პასუხები გვჭირდება“ – ამბობენ რეპრესირებულების შთამომავლები. სამარხის აღმოჩენის …
Continue reading “რეპრესიების დროს დახვრეტილების შთამომავლები ნეშტების იდენტიფიცირებას ითხოვენ”
ისტორიკოსი: სამარხი შეიძლება არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ დღეს, 5 აპრილს, ფეისბუქზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანების ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტომასალაც. ნეშტები რამდენიმე თვის წინაა ნაპოვნი, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გათხრებში არ ყოფილან ჩართული არქეოლოგები, ასევე უცნობია, რა კვლევები ჩაატარა ეპარქიამ სამარხის შესასწავლად. საბჭოთა …
Continue reading “ისტორიკოსი: სამარხი შეიძლება არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს”
ბათუმში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150 ადამიანის ნეშტი იპოვეს – ეპარქია
21 აპრილს, ბათუმში, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანებს ნეშტებს დაკრძალავენ – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ცოტა ხნის წინ [18:00] გაავრცელა. ეპარქიის განცხადებით, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე, გაითხარა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის …
„საბჭოთა ბელადის მიერ მოყენებულ ტკივილს ვერასდროს დავივიწყებ“
მერი თევთიძე 80 წელს მიღწეული, ენერგიული ქალია. „სწავლაზე ვგიჟდებოდი, მაგრამ სტალინმა ჯერ ყმაწვილქალობა გამატარებინა მძიმე შრომასა და ტანჯვაში, შემდეგ კი – მთელი ცხოვრება“, – გვეუბნება ის. მასწავლებლის მიერ ნაჩუქარი მათემატიკა ტაშკენტამდე გულში ჩაკრული ატარა, „ერთხელ არ გამიშვია ხელიდან“. რეპრესიებმა დააშორა მის საყვარელ ცხოველებს – „ვარსკვლავას“, „სანთელას“ და „გუზელს“, რომლებსაც მხოლოდ თვითონ მწყემსავდა. ექვსი წლის გოგონა მხოლოდ ცხარე ცრემლების შემდეგ შეელია გრძელ ნაწნავებს, რომელსაც რუდუნებით უვლიდა სამშობლოში, გადასახლებაში კი უწყლობის გამო შეკრიჭეს“.