ემიგრანტის თქმით, მას რაჭაში 1 ტონა ყურძენი ვენახიდან მოჰპარეს

რაჭაში, სოფელ ბუგეულში, ველიაშვილების ოჯახს ვენახიდან ერთი ტონა ყურძენი მოჰპარეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ოჯახს, რომელიც ბუგეულში რთველზე ავიდა, ვენახში ყურძენი მოკრეფილი დახვდა. ნინო ველიაშვილი ათი წელია ემიგრაციაშია. 5 წლის წინ მშობლიურ სოფელში მამაპაპისეული სახლის აღდგენა და იქ ვენახის გაშენება გადაწყვიტა. სოფელი ბუგეული ხვანჭკარას მიკროზონად არის მიჩნეული. ნინო ველიაშვილმა და მისმა ოჯახმა ბუგეულში 3 …

შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად თიბისი USAID-თან თანამშრომლობს

3 აგვისტოს, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დასაძლევად და დაზარალებულთა დასახმარებლად, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ, თიბისისთან პარტნიორობით, ჩაატარა საგრანტო კონკურსი ონის მუნიციპალიტეტის გლოლას თემში, მიკრო და მცირე საწარმოების ხელშესაწყობად. თიბისი საგრანტო პროექტების საერთო ღირებულების 20%-ს (55 000 ლარი) დააფინანსებს. აღნიშნული თანხა გადაირიცხება, თიბისი ბანკში შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად, შექმნილი საქველმოქმედო ანგარიშიდან. შოვის სტიქიური უბედურების …

შოვში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 32 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი, 1 პირის ძებნა კი გრძელდება. „ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 10 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. მეწყერი …

შოვში დაღუპულის ოჯახს მხარდაჭერა სჭირდება – „მჯეროდა, რომ ნიკამ ტყეს შეაფარა თავი“

„…ბოლოს, როცა ტელეფონზე ველაპარაკე, ერთად ვგეგმავდით, როგორ აღგვენიშნა ჩვენი უფროსი შვილის მოახლოებული დაბადების დღე. შემდეგ კი, ტელეფონი გამოირთო,“ – გვიყვება ეკა გოგლიძე, ის შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ნიკოლოზ ჩალაძის ცოლია. 38 წლის ნიკოლოზ ჩალაძე შოვში, კოტეჯების მშენებლობაზე მუშაობდა, როცა იქ მეწყერი ჩამოწვა. „ნიკა შოვში ახალი ასული იყო, ჯერ ავიდნენ და ადგილი დაათვალიერეს. იმ დღეს …

„ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ“ – დავით ჯელაძე კობახიძის განცხადებაზე

„ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ“ – ასე შეაფასა შოვის სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „გადასამოწმებელია“ ღვარცოფში მოყოლილი დავით ჯელაძის ბავშვით გადასვლა ერთი ნაპირიდან მეორეზე. „ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, თუ არ დამირეკავდა – ეს როგორ შეძელიო, …

„სპეკულაციები“, „ტყუილი“, „გადასამოწმებელია“ – კობახიძე შოვის სტიქიაზე

დღეს, 14 აგვისტოს, მე-12 დღეს შოვის სტიქიიდან, რომელსაც 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 9 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „სპეკულაციები“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სტიქიის ეპიცენტრში ადამიანები თითქმის სამი საათის განმავლობაში დამოუკიდებლად და ადგილობრივების დახმარებით ცდილობდნენ გადარჩენას. „იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი …

ხელისუფლებას გლოვის გამოცხადებისთვის არ ირჩევენ – რა [არ] ვიცით 8 დღის შემდეგ რაჭის სტიქიაზე

რაჭაში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიიდან 8 დღე გავიდა. მედიას/საზოგადოებას აქვს კითხვები ხელისუფლებასთან, მაგრამ ვერ იღებს ადეკვატურ პასუხებს. მმართველი პარტია სტიქიის ზონაში ჟურნალისტების მუშაობას პერიოდულად ზღუდავს და თავს ესხმის დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას. ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, ერთი საკითხია რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ წარმატებული სამაშველო ოპერაცია ჩაეტარებინა და მეორე ის, თუ როგორ …

„შენ ყოველთვის მზად უნდა იყო, ეს არის სტიქიის მართვა“ – თეა გოდოლაძე შოვზე

შოვის ტრაგედიის შემდეგ მთავრობა ირწმუნება, რომ რეაგირება მყისიერი იყო, „ყველაფერი გაკეთდა“ და მეზობელი ქვეყნების დახმარება საჭირო არ იყო. მეორე მხრივ, მოქალაქეები ჰყვებიან, როგორ ელოდნენ დახმარებას ტალახში ჩარჩენილები, საათობით. განხილვის საგანია ასევე რისკის ზონების მონიტორინგი და დროული ინფორმირება. აკეთებს თუ არა სახელმწიფო ყველაფერს იმისთვის, რომ მოქალაქეს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, საჭირო დროს საჭირო ადგილზე კი დახმარება ადეკვატურ …

რატომ ესხმის თავს ხელისუფლება გელა მთივლიშვილს შოვის სტიქიის გაშუქების გამო

„მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“ მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ ის შოვის სტიქიას აშუქებს. რომ არა „მთის ამბები“, სტიქიურ უბედურებას ქვეყანა ალბათ რამდენიმე საათის დაგვიანებით შეიტყობდა. გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ აგრესია მათ მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გელა მთივლიშვილს ირაკლი კობახიძემ „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოსტის წაშლა მოითხოვა. …

„ვპოულობთ პირად ნივთებს, ვაფართოებთ ძებნის არეალს“ – სამაშველოს უფროსი შოვის შესახებ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, სამაშველო სამსახური შოვში ძებნის არეალს აფართოებს. ამის შესახებ მან დღეს, 7 აგვისტოს, ჟურნალისტებთან თქვა. „რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს, დღეს ვაფართოებთ არეალს, ამ წუთებში მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა კონკრეტულ ლოკაციებზე საძიებო სამუშაოები. ამ დილით გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იქნა …

შოვში მეწყერს რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა – მედია

შოვში განვითარებული მეწყერის დროს, რუსეთის მოქალაქე, ქსენია ტრიჩევა  დაიღუპა, რომელიც პერმიდან იყო. მისი ცხედარი პროზექტურაში ერთ-ერთმა მეგობარმა ამოიცნო. ინფორმაციას ერთ-ერთ რუსულ სააგენტოზე დაყრდნობით „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 5 აგვისტოს ოფიციალური მონაცემებით, შოვში განვითარებული მეწყერის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. აქედან 5 ადამიანის ცხედარი დღეს,  5 აგვისტოს იპოვეს მაშველებმა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედრები ნანახია ერთი და …

ჩემი და კონტაქტზე არ გამოსულა, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება – სამირა ისაევას ძმა

შოვში, მეწყერის განვითარების დღეს, 18 წლის სამირა ისაევაც იმყოფებოდა სამ მეზობელთან ერთად. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამირა კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. „ბათუმელები“ სამირას ოჯახის წევრებს, მის ძმას და ბიძაშვილს ესაუბრა, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. „არ არის ეს ინფორმაცია სწორი, თითქოს სამირა თავის მასწავლებელს დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. კავშირის საშუალება რომ ჰქონოდა, …

„ნუ მაიმედებთ, მიხედეთ საქმეს, რომ დახოცილები მაინც ამოიყვანოთ“ – მარიტა გუტაშვილი

შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი, რომელიც მეწყრის შემდეგ მისი ოჯახის ცხრა წევრს ამ დრომდე ეძებს, „მთის ამბების“ პირდაპირ ჩართვაში ამბობს, რომ შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის აშორება, ყოველწლიურად მთის და მდინარეების მდგომარეობაზე დაკვირვება და შესწავლა რომ ხდებოდეს და დამონტაჟებული იყოს წინასწარი შეტყობინების სისტემები. მისი თქმით, 2020 წელს, შოვში, იმავე ადგილზე და დაახლოებით იგივე დროს ჩამოწვა მეწყერი, თუმცა …

მიწა უხმოდ მოდიოდა, რამდენიმე ადამიანი ჩემს თვალწინ წაიღო – რას ჰყვება დავით ჯელაძე

ლურჯმაისურიანი ბიჭი, ზურგზე ბავშვით, მუხლამდე ტალახში ჩაფლული – ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფოტო, რომელიც 3 აგვისტოს, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შესახებ გამოცემა “მთის ამბებმა” გაავრცელა. ლურჯმაისურიანი ბიჭი ფოტოზე ამბროლაურელი დავით ჯელაძეა, რომელსაც ზურგზე თავისი მცირეწლოვანი დისშვილი ჰყავს შესმული. ისინი ერთად ებრძოდნენ მოვარდნილ მეწყერს და გადარჩნენ. „ბათუმელები“ დავით ჯელაძეს ესაუბრა. მან დეტალურად გაიხსენა სტიქიის დღე. „ჩვენ რაჭაში …

რამ გამოიწვია სტიქია შოვში – გეოლოგის შეფასება

„სავარაუდოდ, ეს არის დაგროვებული მასა. როგორც თქვენ, მეც კადრები ვნახე, ადგილზე არ ვყოფილვარ. ამხელა მასა უცებ არ წამოვა. დაახლოებით 3 მილიონ კუბურ მეტრზეა საუბარი. მაშინ მთლიანად უნდა დაიშალოს ყველაფერი. არც მიწისძვრა ყოფილა. ეს იყო დაგროვებული მეწყერი, რომელმაც ზღვარი გადალახა. მასის მოწოლას ვეღარ გაუძლეს ფერდებმა“, – ასე განმარტავს გეოლოგი ტარიელ ტუსკია რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის მასშტაბის …

ადგილობრივები შოვიდან მიცვალებულების გადასასვენებლად ვერტმფრენს ითხოვენ

შოვიდან მიცვალებულების გადმოსასვენებლად ვერტმფრენს ითხოვენ. „დილის საათებში ამოვიყვანეთ მაშველებთან ერთად, 6 დაღუპული ასვენია აქ დილის მერე. გაგანია სიცხეში პარკებში გახვეული არიან უპატრონოდ, მაშინ, როცა 9 ათასჯერ გამოიარა ვერტმფრენმა. ღარიბაშვილიც კი გადმოიყვანეს, იმისთვის ეცალათ და ამ ხალხისთვის არა? ხომ უნდა გადაასვენონ, რომ ამოიცნონ ვინ არიან. ამდენი ხანი უნდა ვერტმფრენის მოსვლას, რომ გადაიყვანონ?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადგილობრივი …

რა თქვა ღარიბაშვილმა კითხვაზე – რატომ არ აქვს საქართველოს სამაშველო ვერტმფრენი

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის გამო, რომელსაც ამ დროისთვის [4 აგვისტო, 15:45] არსებული ინფორმაციით 11 ადამიანი ემსხვერპლა, მეორე დღეა საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელში სვამენ კითხვას – რატომ არ აქვს საქართველოს თანამედროვე ტიპის სამაშველო ვერტმფრენი? მოქალაქეები ასევე დაინტერესდნენ, სად არის ის ვერტმფრენები, რომელთა შეძენაც ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 29 აგვისტოს დააანონსა. გასული წლის 29 აგვისტოს გამართულ მთავრობის …

შოვში და-ძმა გიორგი და სოფიო ყარალაშვილებს ეძებენ

და-ძმა სოფიო და გიორგი ყარალაშვილები მამისონის კოტეჯებში ისვენებდნენ, როგორც მათი მეგობარი ამბობს „ბათუმელებთან”. ეს კოტეჯები დამეწყრილია. და-ძმა სოფიო და გიორგი ყარალაშვილები უცხოეთში ცხოვრობენ და ზაფხულში შოვში ისვენებდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დღეს შოვში იპოვეს ცოცხლად გადარჩენილი და-ძმა, თუმცა ჯერჯერობით მათი ვინაობა დაუდგენელია. გიორგის და სოფიოს მეგობარი გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, დაკარგულებს შორის ორი და-ძმაა და ჯერჯერობით უცნობია, …

შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია აღარ არსებობს – მთამსვლელი

„შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია აღარ არსებობს, მოსწორებულია მთლიანად. ერთი დიდი ლაფის ვაკეა ახლა იქ. მარტო ის დიდი შენობები გადარჩა, რომლებიც განაპირას იდგა,“ – მთამსვლელი თორნიკე მაცაბერიძე „ბათუმელებს“ რაჭაში, შოვში არსებული სიტუაციის შესახებ მოუყვა. თორნიკეს თქმით, გუშინ, 3 აგვისტოს, როცა მეწყრული პროცესები განვითარდა, ის შაორის წყალსაცავთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში იყო. ამბავი ტელეფონით გაიგო. „მე და ჩემი …

რაჭაში ზაზა მესხის 5-სულიან ოჯახს ეძებენ -„ჰოლანდიიდან ჩამოვიდნენ დასასვენებლად“

ფეისბუქზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაჭაში ეძებენ ხუთსულიან ოჯახს, რომელიც ამ დღეებში რაჭაში, უწერაში ისვენებდა, ხოლო 3 აგვისტოს, როცა მეწყერი ჩამოწვა, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. „ბათუმელები“ ავთო ყავლაშვილს ესაუბრა, სწორედ მან გამოაქვეყნა ინფორმაცია დაკარგულ ოჯახზე. მან გვითხრა, რომ შოვთან ახლოს, უწერაში ცხოვრობს და ზაზა მესხი, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, მის კოტეჯში ისვენებდა. „ავტომანქანით …

„ორჯერ წამიღო მეწყერმა“ – რას ამბობს კაცი, რომელმაც ღვარცოფიდან ბავშვი გამოიყვანა

ახალგაზრდა კაცი ღვარცოფში ზურგზე ბავშვით – ფოტო „მთის ამბებმა“ გაავრცელა 3 აგვისტოს, რაჭაში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ. მედიის ცნობით, კაცი ზურგზე ბავშვით, დავით ჯალაძეა, რომელმაც დისშვილი გამოიყვანა სტიქიის ზონიდან. მან ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ ის ორჯერ წაიღო მეწყერმა: „შოვიდან მოვდიოდით, მინერალურია წყალია და იქ გავჩერდით, რომ დავიძარით, ხიდზე გადმოვედით და ვეღარ წამოვედით. წინიდანაც და უკნიდანაც ზვავი …

შოვის ტრაგედიის გამო “ბათუმი ფესტივალი” დაგეგმილ კონცერტებს აუქმებს

ბათუმი ფესტივალი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ამ კვირაში დაგეგმილ ყველა კონცერტს აუქმებს.  “ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს.  ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულებს ცოცხლებს იპოვნიან,” – განაცხადეს ფესტივალის წარმომადგენლებმა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს  ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯებიც მოიყოლა. ცნობილია ექვსი დაღუპულის შესახებ. დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი (598 913 089) შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა. შსს-ს თქმით, …

რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო

„კარგად ვართ მეგობრებო, გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა,“ – წერს შოვში მეწყერს გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე პირად ფეისბუქზე. „2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში. ჩვენ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს, ცოცხლებს იპოვიან. ბევრი მწერთ და ბევრიც მირეკავთ ნომერზე, მაგრამ ვერ გპასუხობთ, რადგან ჩემი ტელეფონი, ისევე როგორც ჩვენი …

Exit mobile version