ბათუმში 2 ბავშვი დაშავდა საახალწლო პიროტექნიკით

ბათუმში, საახალწლო დღეებში, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად ორი ბავშვი დაშავდა. დაშავებულები თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. „ბათუმელები“ ესაუბრა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს, ექიმ გუგა ქაშიბაძეს. მისი თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „მათი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია, იმყოფებიან ბავშვთა განყოფილებაში, თუმცა აღენიშნებათ ღრმა დაზიანებები. სჭირდებათ მკურნალობა“ – გვითხრა გუგა ქაშიბაძემ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა „ოცნების ქალაქში“ მოხდა რამდენიმე დღის …

მერია წერს, რომ ბათუმში პიროტექნიკის გამყიდველები დააჯარიმა და პროდუქცია ჩამოართვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან კონფისკაციის გარეშე. ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 6 000 ლარით. მათივე ინფორმაციით, დღეს, 24 დეკემბერს, გამოვლინდნენ დამრღვევი მეწარმე სუბიექტები, რომლებიც მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა. „დაიწერა საჯარიმო ქვითრები, რაც ითვალისწინებს 1000-ლარიან …

ბათუმის მერიამ 20 ათასი ლარის ფეიერვერკები შეიძინა

საახალწლო ფეიერვერკებში ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 20 ათას ლარს გადაიხდის. შესაბამისი ხელშეკრულება ბათუმის კულტურის ცენტრმა შპს „ალკაჯეოსთან“ გასული წლის 30 დეკემბერს გააფორმა. „წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი თანახმაა უზრუნველყოს ქ. ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ფეიერვერკების მიწოდება-ინსტალაცია-გაშვება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებუილი რეგულაციების დაცვით. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს. მომსახურების ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი, …

ბათუმში ორმა ადამიანმა დაკარგა თითები საახალწლო პიროტექნიკის გამო

ბათუმში საახალწლო პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მინიმუმ 2 ადამიანი დაშავდა ახალი წლის დღეებში. 31 დეკემბერს, ბათუმში, საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის მამაკაცი შეიყვანეს. როგორც ,,ბათუმელებს“ კლინიკაში უთხრეს, პაციენტმა ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. ამჟამად, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე, 30 დეკემბერს, ბათუმის სამედიცინო ცენტრში [BMC] პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაზიანებული 25 …

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას არ გამოვიყენებთ – გორის მერია

გორის მუნიციპალიტეტის მერია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ახალი წლის ღამე, საახალწლო დღესასწაულზე პიროტექნიკას არ გამოიყენებენ. გორის მერიის ცნობით, პიროტექნიკისთვის განსაზღვრული თანხა გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას მოხმარდება. საახალწლო პიროტექნიკით ყოველწლიურად ზიანდებიან ადამიანები. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია ფრინველებისა და ქუჩაში მცხოვრები ცხოველებისთვის. წელს პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორები მიმართავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და …

ბავშვებზე პიროტექნიკის მიყიდვა 100-200 ლარით დაჯარიმდება – აკრძალვა, რომელიც არ მუშაობს

საახალწლო დღეების მოახლოებასთან ერთად, იზრდება პიროტექნიკის გაყიდვის რაოდენობაც. 2023 წელს, მარტო იანვრის თვეში, პიროტექნიკით დაშავდა 87 ადამიანი, მათ შორის 19 არასრულწლოვანი. კანონის მიხედვით, პიროტექნიკის მიყიდვა არასრულწლოვნებზე აკრძალულია და იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით. თუმცა ფაქტია, რომ კანონი ვერ სრულდება, რადგან პიროტექნიკას ქუჩებში ყველაზე ხშირად სწორედ არასრულწლოვნები აფეთქებენ. ბათუმის მერიამ …

როგორ მოვიქცეთ პიროტექნიკით დამწვრობის დროს – ინტერვიუ ექიმთან

ახალი წლის დღეებში, საქართველოში, პიროტექნიკასთან დაკავშირებული დამწვრობისა და სხვა სახის დაზიანების დაახლოებით ასამდე შემთხვევა მაინც ფიქსირდება. პიროტექნიკით დაზიანების შედეგად გარდა დამწვრობისა, გვხვდება ნაფლეთოვანი და ნაგლეჯი ჭრილობებიც. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ემერჯენსის განყოფილების ექიმი ეთერ ქურიძე ამბობს, რომ ყველაზე მეტი პაციენტი უშუალოდ ახალი წლის ღამეს, 12 საათის შემდეგ შედის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ექიმი ამბობს, რომ არის შემთხვევები, …

წელს საქართველოში უკვე 5.2 მილიონი აშშ დოლარის პიროტექნიკა შემოიტანეს

2023 წელს საქართველოში 5 მილიონ 2 ათას 100 აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. ამ სტატისტიკაში ჯერ არ არის ასახული ნოემბრისა და დეკემბრის თვეების მონაცემები, როცა საახალწლო ფეიერვერკებსა და სხვა პიროტექნიკაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება. წელს საქართველოში შემოტანილი პიროტექნიკიდან დაახლოებით 2 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარის მხოლოდ ფეიერვერკია. გარდა ფეიერვერკისა, საქართველოში იმპორტირებულ პიროტექნიკაში შედის სასიგნალო შუშხუნები, წვიმის …

10 წლის ბიჭი ქობულეთში პიროტექნიკით დაშავდა – ბავშვს დამწვარი აქვს სახე, კისერი, ზედა კიდურები 

ქობულეთში,  პიროტექნიკით დაშავებული ბავშვი თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია. „მდგომარეობა ამ დროისთვის არის სტაბილური, თუმცა ძალიან საყურადღებო, რადგან პაციენტს დამწვარი აქვს სახე, კისერი, გულმკერდი და ზედა კიდურები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ დამწვრობის ცენტრში. შემთხვევა ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში გუშინ, 11 დეკემბერს მოხდა. პიროტექნიკით დაშავებული 10 წლის ბიჭი ჯერ ქობულეთის ჰოსპიტალში მიიყვანეს, საიდანაც თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. აჭარის …

100 ადამიანი დაიღუპა ქორწილში ფეიერვერკით გაჩენილი ხანძრის გამო ჩრდილოეთ ერაყში

ერაყის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ ერაყში ქორწილში გაჩენილ ხანძარს 100 ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი დაშავდა. ხანძარი ერაყში ბაღდადიდან 335 კილომეტრში მდებარე პროვინციაში გაჩნდა. მედიის ინფორმაციით, ქრისტიანული ქორწილში ხანძარი ფეიერვერკმა გამოიწვია, დარბაზი სტუმრებით იყო სავსე. ხელისუფლება აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. გამოძიების ფარგლებში დაკავებული არიან საქორწილო დარბაზის თანამშრომლები. Rudaw-მა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ქორწილში …

ბათუმში 10 წლის ბიჭი დაშავდა, პარლამენტი კი პიროტექნიკაზე კანონის მისაღებად ისევ ვერ იცლის

საქართველოს პარლამენტმა ვერ მოიცალა კანონპროექტისთვის, რომელიც პიროტექნიკის გამოყენებას დაარეგულირებს. ამ კუთხით მომზადებული კანონპროექტის განხილვა 2023 წლის აპრილში უნდა დაწყებულიყო. ვიდრე პარლამენტს პიროტექნიკის პრობლემის მოგვარებისთვის არ სცალია, ბათუმში ამჯერად 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა – დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. კანონპროექტი პიროტექნიკის მოხმარების კუთხით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს: „წარმოდგენილი კანონპროექტით სამართალდარღვევად ცხადდება პიროტექნიკის უკანონო …

ბათუმში 10 წლის ბავშვს მაშხალა აუფეთქდა და მძიმედ დაზიანდა

ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა. დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირმა უთხრა, ბავშვმა გადაგდებული მაშხალა იპოვა და ანთების დროს აუფეთქდა ხელში. აფეთქების შედეგად ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო სახის არეში, ერთი თვალი დაკარგა, მოხერხდება თუ არა მეორე თვალის გადარჩენა, ჯერჯერობით უცნობია. დღეს 10 წლის ბავშვს კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ. დაშავებული ბავშვი თბილისშია …

ბათუმში კლინიკიდან გაწერეს კაცი, რომელიც საახალწლო პიროტექნიკით დაშავდა

კაცი, რომელიც ბათუმში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, კლინიკიდან გაწერეს – ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო ჰოსპიტალი ბაუ ავრცელებს. ჰოსპიტლის ცნობით, 31 წლის პაციენტი მარცხენა ხელის მტევნის დაზიანებებით შეიყვანეს ჰოსპიტალში. „აღინიშნებოდა თითების მრავლობითი მოტეხილობა, მესამე თითის ნაწილობრივი ამპუტაცია, მეორე და მეოთხე თითების ნაფლეთოვანი ჭრილობა ფრჩხილის ტრავმით, დიდი თითის გამშლელი მყესებისა და …

ბათუმში პიროტექნიკით დაშავებულ კაცს ხელის თითის ამპუტაცია დასჭირდა

მინიმუმ 3 ადამიანი დაშავდა საახალწლო პიროტექნიკით ბათუმში 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს. ერთ-ერთ მათგანს, 30 წლამდე კაცს ხელის თითის ამპუტაცია დასჭირდა, იგი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება – ინფორმაცია „ბათუმელებს“ კლინიკა ბაუ-ში დაუდასტურეს. საახალწლო პიროტექნიკით ბათუმში დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, თუმცა მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. რამდენი ადამიანი დაშავდა საახალწლო პიროტექნიკით წელს საქართველოში, უცნობია. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და …

მოსწავლეები ბათუმში პიროტექნიკაზე წვდომის აკრძალვას ითხოვენ – პეტიცია

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „იდეატორი“ ახალ წლამდე სამი დღით ადრე პიროტექნიკაზე თავისუფალი წვდომის აკრძალვასა და ხარისხის მკაცრ კონტროლს ითხოვს. პეტიცია უკვე ატვირთულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. „დაბალი სამოქალაქო თვითშეგნების, არაინფორმირებულობისა და არაკომპეტენტურობის გამო სამოყვარულო დონეზე გამოყენებული პიროტექნიკა საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „იდეატორი“ …

წელს საქართველოში 5 მილიონი დოლარის პიროტექნიკა შემოიტანეს

2022 წელს საქართველოში 5 მილიონ 816 ათას 200 აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. აქედან 3 მილიონ 99 ათას 900 აშშ დოლარის მარტო ფეიერვერკია. სტატისტიკაში ჯერ არ არის ასახული მიმდინარე თვის, დეკემბრის მონაცემები, როცა საახალწლო ფეიერვერკებსა და სხვა პიროტექნიკაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება. საქართველოში იმპორტირებულ პიროტექნიკაში შედის ფეიერვერკები, სასიგნალო რაკეტები, წვიმის რაკეტები, ნისლსაწინააღმდეგო სიგნალები და სხვა ნაწარმი. …

პეტიცია პიროტექნიკის გაყიდვისა და გამოყენების შეზღუდვის მოთხოვნით

საახალწლო პიროტექნიკისგან ყოველწლიურად ათობით ბავშვი და ზრდასრული ზიანდება საქართველოში. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ფრინველებისა და ქუჩის ცხოველებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკური ნაწარმის მიყიდვა საქართველოში 2018 წლიდან დასჯადია, პიროტექნიკა, ე.წ. „ასაფეთქებლები“ და „ბომბაჩკები“ ბავშვებისთვის რომ ხელმისაწვდომია, ამაში ჯერ კიდევ წინასაახალწლო პერიოდში ქუჩაში გავლისასაც დარწმუნდებით. პიროტექნიკური ნაკეთობების რეალიზაცია-გამოყენებაზე ეფექტური შეზღუდვების დაწესებასა …

2021 წელს პიროტექნიკით აჭარაში არც ერთი ადამიანი არ დაზიანებულა

2021 წლის პირველ იანვარს და არც შემდეგ დღეებში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად წელს არც ერთი ბავშვი და არც ზრდასრული ადამიანი აჭარაში არ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაუდასტურეს. დანარჩენ საქართველოში პიროტექნიკით დაზიანების ფაქტი, ისე როგორც გასულ წლებში, წელსაც დაფიქსირდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 31 დეკემბერსა და 2021 წლის 1 იანვარს, საქართველოს …

რამდენად ხშირია პიროტექნიკით დაზიანება ახალ წელს – კლინიკა BMC-ის გამოცდილება

ახალი წლის ღამის ფოიერვერკის შოუ ულამაზესი სანახაობაა, რომელსაც უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს. სადღესასწაულო განწყობა კი პიროტექნიკის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ამ უკანასკნელით გამოწვეული არასასურველი შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. „პიროტექნიკის გამოყენებას თავისი წესები აქვს. წლიდან წლამდე გაზრდილი სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ ახალი წლის ღამეს მისი არასწორი გამოყენებით  ადამიანების ცხოვრებაში (განსაკუთრებით ბავშვებში) საახალწლო განწყობა ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტრავმით …

პიროტექნიკის აფეთქების გამო 2 მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს

წუხელ, 13 იანვრის საღამოს, ბათუმში ორ მოზარდს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ 11 წლის ბიჭი ხელის მტევნის დაზიანებით ბავშვთა საავადმყოფოში მიიყვანეს. თუმცა, ბავშვის ახლობლის თქმით, მისი თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი: „დაზიანებული აქვს ორი თითი და ხელის გულზე აქვს ჭრილობა, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება“. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მეორე შემთხვევაც წუხელ მოხდა ბათუმში. …

არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა დასჯადი ხდება

პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს. საქართველოს პარლამენტში უკვე წარადგინეს კანონპროექტი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლი გაჩნდება, რომელიც არასრულწლოვანთათვის პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვას დაარეგულირებს. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი არასრულწლოვანს პიროტექნიკას მიჰყიდის, დაჯარიმდება. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია, იურიდიული პირი კი – 200 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 200 ლარიან ჯარიმას დაექვემდებარება, …

„ათთეთრიანი „ხლაპუშკით“ დავღუპე შვილი“ – რატომ უნდა აიკრძალოს ასაფეთქებლები

შვიდი წლის ბიჭს, რომელსაც ხელში ე.წ „ხლაპუშკა“ აუფეთქდა, სამი თითის ამპუტაცია დასჭირდა. ბავშვის დედა, ზეინაბ მაკარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თითების მიკერება ვეღარ მოხერხდა, რადგან მთლიანად დაფლეთილი იყო. „სამივე თითი ამპუტირებული აქვს. 10-თეთრიანი „ხლაპუშკით“ დავღუპე შვილი. ბავშვს ძალიან უჭირს ამ ყველაფრის შეგუება და ატანა,“ – ამბობს დედა. მისი თქმით, ძმის ამბავს ძალიან განიცდის მისი მეორე შვილიც. …

ბათუმში საახალწლო პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორი ბავშვი დაშავდა

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი ქალი და ორი ბავშვი დაშავდა ე.წ. „ბომბაჩკების“ აფეთქების შედეგად. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც სასწრაფოში გვეუბნებიან, პირველ შემთხვევაში „ხლაფუშკა“ თვალთან მოხვდა ერთ-ერთი ბავშვის მშობელს და გადაიყვანეს საავადმყოფოში. „პირველ შემთხვევაში ბავშვს შედარებით მსუბუქი დაზიანება აღმოაჩნდა, თუმცა მეორე შემთხვევა იყო მძიმე, ბავშვს ხელში აუფეთქდა „ბომბაჩკა“ და თითი მოაწყვიტა, შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. …

პიროტექნიკის ხარისხსა და უსაფრთხოებას ისევ არავინ აკონტროლებს

საახალწლო განწყობის „ხლაფუშკების“ აფეთქებით შექმნის პარალელურად, დაშავებულები წელსაც არსებობენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მოზარდს „ხლაფუშკა“ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე აუფეთქდა და ქუჩაში მდგომი  წინასწარი დაკავების იზოლატორის დაცვის თანამშრომელი თვალის არეში მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს. პიროტექნიკის გამოყენებაზე რეგულაციებს ხელისუფლება დღემდე არ აწესებს. „ვინმეს არ მოუცია ნებართვა, ჩემით მოვედი და დავდექი“, – გვითხრა „ბათუმის კარიბჭესთან“ …

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების წესები დაიცვან

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს. „სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს, გამოიყენონ ისინი ინსტრუქციის მიხედვით და მოარიდონ პიროტექნიკას არასრულწლოვანი პირები, რადგან აღნიშნული საშუალებების არასწორად გამოყენება ხშირად სავალალო შედეგებით – ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სრულდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პიროტექნიკის გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების …

Exit mobile version