პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მასთან ერთად მცხოვრები 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟების გზით, უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა“ – წერს პროკურატურა. უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ დაზარალებული …
Tag Archives: პედოფილია
ბათუმში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი კაცი დააკავეს
ბათუმში გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ინფორმაცია ამ შემთხვევის შესახებ „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა სექსუალურად იძალადა ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში, დაზარალებული 10 წლის გოგოა. გარყვნილი ქმედების მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს …
Continue reading “ბათუმში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი კაცი დააკავეს”
პედოფილიის მსხვერპლი 51 ბავშვი გახდა – სამი თვის სტატისტიკა
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ სამ თვეში პედოფილიის მსხვერპლი საქართველოში 51 ბავშვი [16 წლამდე მოზარდი] გახდა. 51 შემთხვევიდან სისხლისსამართლებრივი დევნა 20 პირის წინააღმდეგ დაიწყო. 51 მოზარდი დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით მიიჩნიეს, რომლებიც პირდაპირ ითვალისწინებს 16 წლამდე მოზარდზე სექსუალურ ძალადობას. ასეთი ორი მუხლია: სსკ-ის 140-ე მუხლი: „სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწევლის …
Continue reading “პედოფილიის მსხვერპლი 51 ბავშვი გახდა – სამი თვის სტატისტიკა”
წელს პედოფილიის მსხვერპლი 115 მოზარდი გახდა – საქართველოს 6 თვის სტატისტიკა
პედოფილიის მსხვერპლი საქართველოში, მხოლოდ 2024 წლის პირველ 6 თვეში, 115 არასრულწლოვანი გახდა. ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემია პროკურატურის მიერ ამ სამსახურისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში 20 მოზარდი გაუპატიურების [სსკ-ის 137-ე მუხლი] მსხვერპლი გახდა. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ არასრუწლოვნების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია გარყვნილი ქმედების [სსკ-ის 141-ე …
Continue reading “წელს პედოფილიის მსხვერპლი 115 მოზარდი გახდა – საქართველოს 6 თვის სტატისტიკა”
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 94 ბავშვი გახდა – 6 თვის მონაცემები
იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 94 მოზარდი გახდა. სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებს“ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოაწოდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 6 თვეში პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია 14 მოზარდი გაუპატიურების მუხლით დაწყებულ საქმეებზე. დაზარალებულად ცნობილ მოზარდებს შორის 3 ბიჭია. 14 მოზარდია დაზარალებულად ცნობილი სსკ-ის 138-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, ეს მუხლი გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“. 3 არასრულწლოვანი …
Continue reading “სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 94 ბავშვი გახდა – 6 თვის მონაცემები”
უნდა გაუფორმონ პედოფილებს საპროცესო შეთანხმება? – ომბუდსმენის პოზიცია
დღეს, 17 ივლისს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბათუმში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ჟურნალისტებმა მას შეკითხვა პედოფილიის ბოლო შემთხვევებზე დაუსვეს: რას აკეთებს სახალხო დამცველი პედოფილიის პრევენციისთვის? „ეს არის ნამდვილად გამოწვევა და პრობლემა. სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ყველა ასეთ შემთხვევაზე და არამარტო ისეთ შემთხვევებზე, რაც გახმაურებულია, არის ისეთი შემთხვევები, რაც არ ხმაურდება. ჩვენი ბავშვთა დაცვის დეპარტამენტი არის …
Continue reading “უნდა გაუფორმონ პედოფილებს საპროცესო შეთანხმება? – ომბუდსმენის პოზიცია”
საქართველოში არსებობს პედოფილების რეესტრი – რა ხდება შსს-ს ბაზაში მოხვედრის შემდეგ?
„სტატისტიკას ვერ გეტყვით, როგორ მუშაობს, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერს, მით უმეტეს საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც განვითარებადი დემოკრატიაა და არა კონსოლიდირებული დემოკრატია, დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნებას: როდესაც საკითხი არის პრიორიტეტული ხელმძღვანელი პირისთვის, ის საქმე კეთდება,“ – მიიჩნევს ანა ბუჩუკური, პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. მას ვესაუბრეთ 2020 წელს მიღებულ კანონზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ …
13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეუფარდეს
წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც პროკურატურა 13 წლის შვილის გაუპატიურებას ედავება. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს, 14 ივლისს, განიხილა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა 2023 წლის 11 ივლისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ …
Continue reading “13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეუფარდეს”
12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო დაუმტკიცა
განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან. მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც „ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით“, – აღნიშნულია განაჩენში, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ მიიღო. „დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება,“ – წერს განაჩენში მოსამართლე ციცინო მოსიძე და ციხის მიღმა …
სქესობრივი კავშირი 16 წლამდე მოზარდთან – წელს 31 ბავშვია დაზარალებულად ცნობილი
პროკურატურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში 31 მოზარდია ცნობილი დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის საფუძველზე. ეს მუხლი გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“. 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელი 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა, მეორე ნაწილის შემთხვევაში კი, რაც ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენას ჯგუფის მიერ, ან მის …
Continue reading “სქესობრივი კავშირი 16 წლამდე მოზარდთან – წელს 31 ბავშვია დაზარალებულად ცნობილი”
პედოფილიის მსხვერპლი 46 მოზარდი გახდა – პირველი კვარტალის სტატისტიკა
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 2023 წლის პირველ 3 თვეში 46 არასრულწლოვანი გახდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში გაუპატიურების 6 შემთხვევაზე ცნეს 6 არასრულწლოვანი დაზარალებულად, დანარჩენი 40 მოზარდი კი, სხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 2023 წლის პირველ კვარტალში სულ 366 არასრულწლოვანს მიანიჭა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეში. ყველაზე ხშირად – 168 შემთხვევა – მოზარდი …
Continue reading “პედოფილიის მსხვერპლი 46 მოზარდი გახდა – პირველი კვარტალის სტატისტიკა”
29 მოზარდი გააუპატიურეს – პედოფილიის 2022 წლის სტატისტიკა საქართველოში
29 მოზარდი გააუპატიურეს გასულ წელს საქართველოში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 29 არასრულწლოვანი ცნეს დაზარალებულად გაუპატიურების საქმეზე. სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ [სსკ-ის 137 – 141 მუხლები] დაწყებულ საქმეებზე კი, წლის განმავლობაში სულ 240 არასრულწლოვანია ცნობილი დაზარალებულად. ეს მუხლები მოზარდებზე სხვადასხვა სახით სექსუალურ ძალადობას გულისხმობს, მათ შორის, გარყვნილი ქმედება, ან ნაადრევი ქორწინება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, …
Continue reading “29 მოზარდი გააუპატიურეს – პედოფილიის 2022 წლის სტატისტიკა საქართველოში”
რას ჰყვებიან პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები ბათუმში
გაფრთხილება: სტატია შეიცავს ინფორმაცის მოზარდებზე სექსუალური ძალადობის შესახებ. მხოლოდ გასულ წელს ბათუმში მოსამართლეებმა პედოფილიის 6 საქმე განიხილეს. სისხლის სამართლის 6 საქმე 7 მოზარდს ეხება, მათ შორის ერთ გოგოს, რომელზეც 7 წლის ასაკიდან ძალადობდა საკუთარი ბიძია. ეს შემთხვევები სასამართლოში დახურულ კარს მიღმა განიხილება. „ბათუმელებმა“ საქმეები პერსონალური ინფორმაციის დაცვით გამოითხოვა. პედოფილიის საქმის მასალებიდან ამ დანაშაულის შესახებ ბევრი …
Continue reading “რას ჰყვებიან პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები ბათუმში”
წელს 4 ბავშვი გააუპატიურეს – პედოფილია პროკურატურის ციფრებით
საქართველოს პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, წელს 4 ბავშვი გააუპატიურეს. პირველი იანვრიდან 17 მარტის ჩათვლით პერიოდში, გარდა გაუპატიურებისა, სხვადასხვა ხასიათის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სულ 42 მოზარდი გახდა. პედოფილიის შესახებ სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებმა“ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან გამოითხოვა. 44 საქმიდან გასულ წელს 13 შემთხვევაში გაუპატიურების მსხვერპლი ბავშვი იყო, 2019 წელს – 13, 2018 წელს – 7, 2017 წელს – …
Continue reading “წელს 4 ბავშვი გააუპატიურეს – პედოფილია პროკურატურის ციფრებით”
სექსუალური ძალადობა 6 წლის დისშვილსა და მეზობლის ბავშვზე – განაჩენი
6 წლის ორ გოგოზე სექსუალური ძალადობისთვის ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრებ გიორგი ჯ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 33 წლის ბრალდებული 2006 წელსაც იყო გასამართლებული გარყვნილი ქმედებისთვის და წელიწად-ნახევარი იყო ციხეში. სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გიორგიმ საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში, მეორე შემთხვევაში კი – სათონეში ორივე გოგო გააშიშვლა… ერთ-ერთი დაზარალებული ბრალდებულის დისშვილია, მეორე გოგო კი, …
Continue reading “სექსუალური ძალადობა 6 წლის დისშვილსა და მეზობლის ბავშვზე – განაჩენი”
როგორ დაისაჯნენ კაცები მოზარდებთან სექსუალური კონტაქტისთვის – ნაადრევი ქორწინება
სასამართლოში ძირითადად საპროცესო შეთანხმებით სრულდება „ნაადრევი ქორწინების“ საქმეები, ანუ შემთხვევები, როცა ადამიანებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინეს. ეს მუხლი გულისხმობს „სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წელს მიუღწევლის სხეულში.“ უმეტეს შემთხვევაში, ამ დანაშაულის შემდგომი მოცემულობა -„არარეგისტრირებული ქორწინებაა“. „ნაადრევი ქორწინებისთვის“ ძირითადად ამ მუხლით ასამართლებენ ადამიანებს. გენერალური პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს 62 …
Continue reading “როგორ დაისაჯნენ კაცები მოზარდებთან სექსუალური კონტაქტისთვის – ნაადრევი ქორწინება”
რას ხატავენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები
„ის ყველგან მხედავს, ყველაფერი ესმის, ყველგან მომაგნებს, ციხიდან რომ გამოვა მაშინაც, მას ამიტომაც აქვს უთვალავი ხელი, ყური და თვალი,“ – უთხრა პედოფილიის 9 წლის მსხვერპლმა გოგომ ფსიქოლოგს, როცა მან ნახატის შესრულება დაასრულა. მას ფსიქოლოგმა სთხოვა გადმოეცა ის, რაც მოხდა. სალომეს ნახატში მოძალადე იცინის ისე, როგორც პედოფილიის მსხვერპლი სხვა ბავშვების ნახატებში. ფსიქოლოგი ქეთი დევაძე, ვისთანაც სექსუალური ძალადობის …
Continue reading “რას ხატავენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები”
ყველაზე პატარა ბავშვი, რომელიც წელს გააუპატიურეს, 4 წლის იყო – პედოფილიის სტატისტიკა
ყველაზე პატარა ბავშვი, რომელიც წელს საქართველოში გააუპატიურეს, 4 წლის იყო. 2019 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, სულ საქართველოში წელს 10 ბავშვი გააუპატიურეს: 4 ბიჭი და 6 გოგო. ოფიციალური სტატისტიკა „ბათუმელებს“ გენერალური პროკურატურიდან მოაწოდეს. ჩვენ სექსუალური ხასიათის დანაშაულების შესახებ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, სადაც დაზარალებულები არასრულწლოვნები არიან. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პედოფილიის ჩადენის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. მაგალითად, გაუპატიურების …
პედოფილია კათოლიკურ ეკლესიაში – საფრანგეთში საკითხის გამოსაკვლევად კომისია შექმნეს
ეპისკოპოსებისგან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც გუშინ, 7 ნოემბერს შეიქმნა, საფრანგეთში კათოლიკურ ეკლესიებში 1950 წლიდან მომხდარი პედოფილიის ფაქტები უნდა შეისწავლოს. კვლევის შედეგები დამოუკიდებელმა კომისიამ ორ წელიწადში უნდა გამოაქვეყნოს. კომისიამ კვლევის დასასრულს რეკომენდაციები უნდა შეიმუშავოს და შეისწავლოს გარემოებები და მიზეზები, რამაც კათოლიკურ ეკლესიებში პედოფილიის ფაქტების მომრავლება განაპირობა. კომისიის შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 3 ნოემბერს საფრანგეთის …
როგორ შეიძლება გაიგოს მშობელმა, რომ მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია? – ფსიქოლოგი
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სამ მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა 28 მაისს შეუფარდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული პერიოდულად ძალადობდა მოზარდებზე ისე, რომ მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. რა ნიშნებით შეიძლება გაიგოს მშობელმა, რომ მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია? „მთავარი რჩევაა მშობელსა და ბავშვს შორის …
12, 13 და 14 წლის მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
პედოფილიაში ბრალდებულ 60 წლის კაცს ხელვაჩაურის სასამართლომ, ცოტა ხნის წინ, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან. ბრალდებულს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლების მიხედვით. ეს მუხლები 16 წლამდე მიუღწეველ პირთან გარყვნილ ქმედებას, …
Continue reading “12, 13 და 14 წლის მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს”
პედოფილია – სამ მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს
აჭარაში პედოფილიის შემთხვევა დაფიქსირდა. მოსამართლე დავით გელაშვილი დღეს განიხილავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების პრესცენტრის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს 60 წლამდე მამაკაცი. მას სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლებით წაუყენეს ბრალი. სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე …
Continue reading “პედოფილია – სამ მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს”
23 წლით პატიმრობა – სასჯელი 10 წლის ბავშვთან სექსუალური კონტაქტის გამო
23 წლით პატიმრობა სასამართლომ პ.ფ.-ს მიუსაჯა. მას გამოძიება სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენას ედავებოდა იმ პირის მიმართ, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია. საქმე თავდაპირველად ზესტაფონის სასამართლომ განიხილა, შემდეგ კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. პედოფილიაში მსჯავრდებულმა პირმა უზენაეს სასამართლოსაც მიმართა იმ არგუმენტით, რომ მას მხოლოდ არასრუწლოვანი, 10 წლის გოგო სდებდა ბრალს, რომლის ჩვენება არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. …
Continue reading “23 წლით პატიმრობა – სასჯელი 10 წლის ბავშვთან სექსუალური კონტაქტის გამო”
როგორ ისჯებიან ბავშვებზე სექსუალური მოძალადეები
ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამი საქმე განიხილა, სადაც ბრალდებულს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას ედავებოდნენ. სამივე შემთხვევაში სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა ციხეში ამის გამო სასჯელს არავინ იხდის. სამივე შემთხვევაში მსჯავრდებულებთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი [სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან] თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან …
Continue reading “როგორ ისჯებიან ბავშვებზე სექსუალური მოძალადეები”
განათლების მინისტრი მანდატურის მიერ მოსწავლესთან სავარაუდო სქესობრივ კავშირზე
19 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანდატურმა არასრულწლოვან მოსწავლესთან, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა, საქართველოს განათლების მინისტრი გამოეხმაურა. მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად იქნება გამოსავალი, თუ ბრალდებული მამაკაცი იქორწინებს 15 წლის მოზარდთან. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, “დასჯა აუცილებლად მოხდება. სისხლის სამართლის კოდექსს არ აინტერესებს ცოლად მოყვანა და არ მოყვანა. სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება”. განათლების მინისტრმა ასევე წუხილი გამოთქვა იმასთან …
Continue reading “განათლების მინისტრი მანდატურის მიერ მოსწავლესთან სავარაუდო სქესობრივ კავშირზე”