მარტივი მეთოდი უნაყოფობის მკურნალობისთვის

უშვილობა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ქალის ორგანიზმის იმუნიტეტის გამო. არსებობს უმარტივესი ხელმისაწვდომი მეთოდი, რომელიც ხელს შეუწყობს ორსულობის განვითარებას. რაშია საქმე? ბუნებრივი თუ ინვიტრო განაყოფიერებით მიღებული ორსულობის დროს დედის საშვილოსნოს ღრუში ემბრიონი წარმოიქმნება. ნაყოფი არის როგორც დედის, ასევე მამის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი და ქალის იმუნური სისტემა მას უცხო ობიექტად აღიქმება. “უცხოს” საპასუხოდ, იმუნური სისტემა …

როგორ ხდება ჰემოროიდული კვანძების პრევენცია ორსულობისას – ექიმის რჩევები

­ორსულობის დროს ბუასილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.  ჰემოროიდული დაავადება არის კავერნული სხეულების გაგანიერება ანუსის შიგნით ან მის გარშემო. კლინიკა „მედცენტრის“ ექიმი-პროქტოლოგი გურანდა თურმანიძე ამბობს, რომ ორსულობის დროს განვითარებული ჰემოროიდული დაავადება ჩვეულებრივ ქრება ორსულობის შემდეგ, თუმცა ასევე ხშირია ჰემოროიდული კვანძების პროლაფსი (გამოვარდნა) მშობიარობის შედეგად. ქალბატონო გურანდა, რამდენად ხშირია ჰემოროიდული კვანძების ფორმირება ორსულობაში და რა განაპირობებს ამას? ორსულობის …

ორსულობა და დიაბეტი – ჯანსაღი კვებისა და ფიზიკურ აქტივობის როლი რისკების შემცირებაში

მსოფლიოში დაახლოებით 422 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. ცხადია, მათ რიცხვში ორსულობის მსურველებიც/მომავალი ორსულებიც არიან. ორსულობის დროს კი უმართავი შაქრიანი დიაბეტი გარკვეულ რისკებთან ასოცირდება როგორც ორსულისთვის, ისე მისი განვითარებადი ნაყოფისთვის. გარდა ამისა, ორსულობის დაგეგმვამდე საყურადღებოა ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა ჭარბი წონა და პრედიაბეტი, რაც ზრდის რისკებს,  განვითარდეს გესტაციური დიაბეტი ანუ დროებითი, უშუალოდ ორსულობის პერიოდში მიმდინარე დიაბეტი, რაც …

რა რისკებს შეიცავს წონის ზედმეტი მატება ორსულობის დროს – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

ორსულობის დროს წონის მატება ნორმად მიიჩნევა, მაგრამ დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, არ მოხდეს წონის ჭარბი მატება. ორსულობის დროს ჭარბი წონის მატებამ, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, შეიძლება მკვეთრად გაზარდოს გესტაციური [ორსულობის დროს განვითარებული] დიაბეტის რისკი და მასთან დაკავშირებული გართულებების განვითარება. ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგს, თეონა გოგიტიძეს ესაუბრა.  ქალბატონო თეონა, რა საფრთხის შემცველია ჭარბი …

აჭარაში ანტენატალური მეთვალყურეობის ტელემედიცინის სერვისები დაინერგება

აჭარის რეგიონში  ანტენატალური მეთვალყურეობისა და ოჯახის დაგეგმვის მიმართულებით ჯანმრთელობის მომსახურებების დისტანციურად მიწოდების ინოვაციური მიდგომები – ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისები დაინერგება. პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) ერთად ახორციელებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ პროექტი რეგიონში რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ტარდება და ის მოიცავს ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულებით სერვისების მისაწოდებლად ისეთი ინოვაციური მეთოდების დანერგვას, …

„დედა და ჩვილი ძლივს გადავარჩინეთ“ – ექიმი ხულოში სამშობიარო სერვისის გაუქმებაზე

მაღალმთიან აჭარაში არ არის ხელმისაწვდომი გინეკოლოგიური სერვისები, რაც გართულებებისა და მძიმე შემთხვევების საფუძველი ხდება – ამბობს ბათუმელი მეან-გინეკოლოგი, რომელსაც ხულოდან ჩამოყვანილი ახალნამშობიარევი ქალისა და ჩვილის სიცოცხლისთვის მოუხდა ბრძოლა. ახალგაზრდა ქალი კლინიკა „მედინაში“ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. როგორც კლინიკის ექიმი, ინდირა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, კლინიკაში შეყვანისას ქალისა და ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. ბათუმში ხულოდან ჩამოყვანილი 20 …

ძუძუთი კვების მხარდაჭერა – როგორ შეიქმნა „მომი“, მაღაზია ახალბედა დედებისთვის

2021 წელს, პანდემიაში, სამმა ქართველმა ქალმა: ქეთი თელიამ, ნინო ხაცაკვაძემ და ქეთა ლაბაძემ გადაწყვიტეს შეექმნათ ონლაინმაღაზია, სადაც მხოლოდ ორსულობასა და ლაქტაციასთან დაკავშირებულ ნივთებს გაყიდდნენ და პარალელურად ორსულ და მეძუძურ დედებს გაუზიარებდნენ გამოცდილებას. „მომი“  – ასე ეწოდება მაღაზიას, რომელიც უკვე მეორე წელია მუშაობს და აქ იპოვით ყველა იმ ნივთს, რაც  აუცილებელია დედისა და ბავშვის თანაცხოვრების პირველი …

როგორ შეიძლება მოემზადოს ქალი დედობისთვის – მეან-გინეკოლოგის რჩევები

მედიცინას არ შეუძლია ყველა თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილება, მაგრამ სპეციალისტების თქმით, დაორსულებამდე ჯანმრთელობის სწორად მართვითა და ჯანსაღი ქცევების პრაქტიკით ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსი იზრდება.  სწორედ ამ მეთოდებსა და პრაქტიკაზე საუბრობს „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მეან-გინეკოლოგი მაია ძნელაძე. ქალბატონო მაია, რატომ არის საჭირო ორსულობამდე ფოლიუმის მჟავის მიღება, რაში გვეხმარება? ორსულობისას ფოლიუმის მჟავის დეფიციტის ყველაზე ხშირი და ვერაგი …

პრეეკლამფსია – რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის ერთ-ერთი სერიოზული გართულების შესახებ

პრეეკლამფსია ორსულობის გართულების ერთ-ერთი ფორმაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული [ფატალურიც კი] გართულებები, როგორც ორსულისთვის, ასევე ნაყოფისთვის. საერთაშორისო სტატისტიკით, დედების სიკვდილიანობის 10-დან 15 პროცენტამდე გამოწვეულია პრეეკლამფსიით და მასთან დაკავშირებული გართულებით, როგორიცაა ეკლამფსია. პრეეკლამფსიის სიმპტომებსა და მკურნალობაზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მეან-გინეკოლოგი, ქეთი ფარტენაძე საუბრობს: ქეთი, რა არის პრეეკლამფსია და რატომ არის ის ასეთი საშიში? პრეეკლამფსია წარმოადგენს ორსულობით …

როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის – ექიმის რჩევები

ორსულობისთვის სხეულის მომზადება აუცილებელია როგორც ნაყოფის, ისე თავად ორსულის ჯანმრთელობისთვის, თუმცა როგორც მეან-გინეკოლოგი ქეთევან ფარტენაძე ამბობს, მის პრაქტიკაში ახალი წყვილების ძალიან მცირე ნაწილი თუ მიმართავს სპეციალისტს ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე. ექიმი ამბობს, რომ გინეკოლოგს ქალები უმეტესად დაორსულების შემდეგ მიმართავენ და პრობლემების გადაჭრაც ორსულობის პერიოდში უწევთ. რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყოს ქალმა ორსულობისთვის მომზადება? პროცესს, რომლის დროსაც …

დეკრეტულის ანაზღაურების ახალი წესი ამოქმედდა, რომლითაც ბავშვის მამაც ისარგებლებს

2021 წლის იანვრიდან „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების“ ახალი წესი ამოქმედდა. ამ წესის მიხედვით, ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს  ბავშვის დედამ ან მამამ. „ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამა უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით“, – …

გვიანი ორსულობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

თუ ათი-თხუთმეტი წლის წინ 30 წლის ქალის ორსულობა დაგვიანებულად მიიჩნეოდა, დღეს ეს ზღვარი ხუთი წლით გადაიწია: „მას შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა ადამიანების ცხოვრება და მათი სოციალური ქცევა. ქალები გვიან თხოვდებიან, იწყობენ კარიერას და თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ 30 წლის ქალი უკვე ასაკოვანია პირველი მშობიარობისთვის, ახლა ეს ასე აღარ არის, დღეისთვის ბევრი 35 და 40 წლის ორსული გვყავს“, – ამბობს მეან-გინეკოლოგი კობა ქამაშიძე.

 

Exit mobile version