უშვილობა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ქალის ორგანიზმის იმუნიტეტის გამო. არსებობს უმარტივესი ხელმისაწვდომი მეთოდი, რომელიც ხელს შეუწყობს ორსულობის განვითარებას. რაშია საქმე?
ბუნებრივი თუ ინვიტრო განაყოფიერებით მიღებული ორსულობის დროს დედის საშვილოსნოს ღრუში ემბრიონი წარმოიქმნება. ნაყოფი არის როგორც დედის, ასევე მამის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი და ქალის იმუნური სისტემა მას უცხო ობიექტად აღიქმება. “უცხოს” საპასუხოდ, იმუნური სისტემა იწყებს დიდი რაოდენობით ცილების გამომუშავებას ემბრიონის მოსახვევად. ცილების გამომუშავების მიზანია ემბრიონის, იგივე ნაყოფის, იზოლირება გარე ზეგავლენისგან. ცილებით შექმნილი გარსი იცავს ემბრიონს და ეხმარება საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ზედაპირზე მიმაგრებაში.
რიგ შემთხვევაში იმუნური სისტემა ვერ აღიქვამს უცხო ცილებს და ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ცილებს, შესაბამისად, ემბრიონის მიმაგრება ვერ ხერხდება ან სუსტია.
რა მეთოდებს მიმართავენ ასეთ დროს?
აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად ხდება ლიმფოციტოიმუნოთერაპია, რაც გულისხმობს ქალის ორგანიზმში ქმრის ლიმფოციტების შეყვანას.
ეს მეთოდი ფართოდ აპრობირებულია მსოფლიოში და არ აქვს მნიშვნელობა, აქვს თუ არა წყვილს პრობლემები, ყოველი შემთხვევისთვის ქალის ორგანიზმის იმუნოციტოთერაპია კეთდება.
მეთოდი ძალიან ეფექტურია, რადგან გამოიყენება ფიზიოლოგიური მასალა – მამაკაცის სისხლი, რომელიც დამუშავდება და ქალის სხეულში კუნთში გაკეთებული ნემსით შეჰყავთ.
იმუნოციტოთერაპია იძლევა იმუნოლოგიურ კორექციას და უზრუნველყოფს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ჩასახვამდე და ორსულობის დროს, თავიდან აიცილებს მუცლის მოშლის საფრთხეს და სასურველი ორსულობის რეგრესიას.
შესაძლებელია თუ არა აღნიშნული პრობლემის გამოცნობა რიგითი პაციენტის მიერ?
არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც მიუთითებს იმუნოლოგიურ უნაყოფობაზე :
- თუ ერთ წელზე მეტია არ დადგა ორსულობა და გამოკვლევების დროს არ ვლინდება ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის პათოლოგია;
- თუ ქალს ერთი შვილი ჰყავს და მეორე ქორწინებისას ვერ ორსულდება 6 თვის მცდელობის მიუხედავად;
- თუ ყოფილა საშვილოსნოს შიდა განაყოფიერების წარუმატებელი მცდელობები, ჩავარდნები IVF/ICSI ციკლებში;
- თუ ქალს აქვს ორი ან მეტი სპონტანური აბორტი ან წარუმატებელი მცდელობები ხელოვნურად განაყოფიერების შემდეგ;
- თუ გამოვლინდა NK უჯრედების მაღალი რაოდენობა – რეპროდუქციული სისტემის ქრონიკული ანთების მარკერები;
- თუ არის უცნობი წარმოშობის უნაყოფობა;
- თუ იკვეთება ქმართან თავსებადობის არსებობა 2 ან მეტი HLA ტიპის ლოკუსისთვის;
- თუ ორსულობისას ქალს აღენიშნება ადრეული ტოქსიკოზი;
- გესტოზის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ფორმები, მათ შორის ნაყოფის დაკარგვა;
- თუ იკვეთება პლაცენტური უკმარისობა ან არის ქორიონის ჰიპოპლაზია (სუსტი განვითარება);
- თუ მომხდარა ნაყოფის განვითარების შეფერხება სხვადასხვა ეტაპზე;
- თუ იკვეთება რეზუს-კონფლიქტი წყვილს შორის.
როდის არ შეიძლება იმუნოციტოთერაპიის გამოყენება?
ქალის მხრიდან თუ არსებობს:
- აუტოიმუნური დაავადებები,
- ალერგიის პოლივალენტური ფორმა,
- ორსული ქალის მძიმე ექსტრაგენიტალური და ინფექციური დაავადებები.
მამაკაცის მხრიდან თუ არსებობს:
- მძიმე ინფექციური დაავადებები, მათ შორის ღვიძლის,
- ჰეპატიტი, აივ ინფექცია,
- ARVI-ს ნიშნების არსებობა, მწვავე რესპირატორული ინფექციები იმუნოციტოთერაპიის დროს,
- ბიოქიმიური სისხლის ტესტის ინდიკატორების მაღალი რაოდენობა – AST, ALT, ბილირუბინი.
რა ღირს პროცედურა?
ქართულ-ებრაულ კლინიკა ბირთში ლიმფოციტოთერაპიის პროცედურის ჩატარება 200 ლარადაა შესაძლებელი.
ის რეკომენდებულია ორსული და ორსულობისთვის მოსამზადებელ სტადიაში მყოფი ქალებისთვის.
დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 557 53 36 92