შპს „ორბი ჯგუფი“ ბათუმში ზღვასთან ახლოს კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, კომპლექსის პროექტი ხუთ შენობას აერთიანებს – ერთი პედესტალით გაერთიანებული ა, ბ, გ და ცალკე მდგომი გ და ე კორპუსები. ეს გეგმა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ბათუმის საკრებულომ ხვალ, 25 სექტემბერს, რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. გდგ-ში მოცემული ინფორმაციით, შენობები, აეროპორტთან …
Tag Archives: ორბი
ბახმაროში „ორბს“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ვადა გაუგრძელეს – მთავრობის განკარგულება
„ორბი ჯგუფი ბახმაროს“, რომელსაც 2024 წლის მაისამდე ბახმაროში სასტუმრო უნდა აემოქმედებინა, საქართველოს მთავრობამ ეს ვალდებულება 2028 წლის ივნისამდე გადაუვადა. „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ მთავრობის შესაბამის განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2024 წლის 17 ივნისს მოაწერა. მთავრობის ახალი განკარგულებით ცვლილება შევიდა 2019 წლის განკარგულებაში, რომლითაც „ორბს“ სახელმწიფომ ბახმაროში ჯამში 4 ჰექტარზე …
ბახმაროში, 4 ჰექტარზე „ორბი“ მშენებლობას იწყებს – განაშენიანების გეგმა დამტკიცებულია
ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთებისთვის, რომლებიც 2019 წელს სახელმწიფომ კომპანია „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. ბრძანება, რომელიც 2023 წლის 25 დეკემბერსაა მიღებული და ხელს სააგენტოს უფროსი იოანე მენაბდე აწერს, 28 დეკემბრიდან ამოქმედდა. განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მიხედვით, „ორბს“ შესაძლებლობა ექნება ბახმაროში მაქსიმუმ 16 და …
ბათუმში „ორბის“ მიწებზე მერია ახალ გზებს აპროექტებს – საკითხი საკრებულოშია
ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის 15ა და 15გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც „ორბი ჯგუფის“ საკუთრებაშია, ქალაქის მერია გზებს აპროექტებს. საპროექტო გზებისა და ქუჩების ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ასახვის მიზნით მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა. საკრებულო საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს, რომელიც 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მიწის ნაკვეთებზე, სადაც გზები უნდა გაკეთონ, „ორბის“ მრავალსართულიანი შენობები დგას, თუმცა, კომპანია ამ ნაკვეთებს შორის …
Continue reading “ბათუმში „ორბის“ მიწებზე მერია ახალ გზებს აპროექტებს – საკითხი საკრებულოშია”
ბრძოლა „ორბთან“ საცხოვრებელი გარემოსთვის, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე
დღის სინათლისთვის, მზის სხივისთვის, ეზოში შესასვლელი გზისთვის და იმ ყველაფრისთვის, რასაც მთელი ცხოვრება საკუთარი ფანჯრიდან ხედავდი, ბრძოლა გიწევს. ჯერ ცდილობ ახალი რეალობა მიიღო, სხვა გზა არ გაქვს, რადგან შენი სახლის წინ არსებული მიწის ნაკვეთი სხვისი საკუთრებაა და იმ სხვას უფლება აქვს ააშენოს. კანონი საკუთრების უფლებას გარანტირებულად იცავს და ეს შენც იცი. ამიტომაც ჩუმდები, ცდილობ შეეგუო, …
Continue reading “ბრძოლა „ორბთან“ საცხოვრებელი გარემოსთვის, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე”
მოსახლეობა ისევ „ორბის“ წინააღმდეგ – აქცია ბათუმში
დღეს, 31 მაისს, ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აქცია გაიმართა. აქ მცხოვრები მოსახლეობა სამშენებლო კომპანია „ორბის“ წინააღმდეგ გამოვიდა აქციაზე. მოსახლეობის თქმით, „ორბი“ კვლავ პროექტის დარღვევით აგრძელებს მშენებლობას, ითხოვდნენ შეხვედრას კომპანიის წარმომადგენელთან და ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ჩართულობას. ხიმშიაშვილის 15-ში „ორბი“ მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსს აშენებს, რომელიც რამდენიმე კორპუსისგან შედგება. საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, „ორბი“ გამაერთიანებელ …
Continue reading “მოსახლეობა ისევ „ორბის“ წინააღმდეგ – აქცია ბათუმში”
„ჩვენს კორპუსებს საფლავის ქვა დაადგეს“ – აქცია ბათუმის მერიის და „ორბის“ წინააღმდეგ
„ფულით გაუმაძღრებს უნდა შევუქმნათ დისკომფორტი“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მირზა მამულაძე, რომლის ფანჯრებთან კომპანია „ორბი“ მალე კედლებს აიყვანს. კომპანიას ამის უფლება ბათუმის მერიამ მისცა. მირზა მამულაძის თქმით, კომპანია „ორბმა“ მათ კორპუსებს „საფლავის ქვა დაადგა“. დღეს, 8 ივლისს, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების ინფორმაციით, „ორბი“ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აშენებს შენობას, რომელიც ირგვლივ მდებარე კორპუსებში დაახლოებით 6 სართულს …
„ორბი“ ფანჯრებთან კედელს გვიშენებს – აქცია ბათუმის მერთან შეხვედრის მოთხოვნით
დღეს, 17 ივნისს, ბათუმის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები. ისინი სამშენებლო კომპანია „ორბის“ მშენებლობას აპროტესტებენ თავიანთ უბანში. მოქალაქეები ბათუმის მერთან ითხოვენ შეხვედრას, თუმცა მათ მერიიდან ჯერ არავინ დაკონტაქტებია. შესაბამისად არ იციან, მოახერხებენ თუ ვერა არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას. მოქალაქეების თქმით, ამ უკანონო მშენებლობას თუ მერია დააკანონებს, მათ მზის შუქი არასდროს აღარ ექნებათ, …
Continue reading “„ორბი“ ფანჯრებთან კედელს გვიშენებს – აქცია ბათუმის მერთან შეხვედრის მოთხოვნით”
„ორბის“ ბეტონის ქარხანა ბათუმში 50 ათასი ლარით დააჯარიმეს და გააჩერეს
„დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა,“ – განაცხადეს შრომის ინსპექციის პრესცენტრში ბათუმის ბეტონის ქარხნის შესახებ, სადაც მუშაობა უკვე შეაჩერეს. შრომის ინსპექციამ კომპანია „ორბი ჯგუფის“ მიერ ზღვის პირას მოწყობილ ბეტონის ქარხანაში მუშაობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ დაადასტურა პრობლემის არსებობა. „დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა შრომის უსაფრთხოების კუთხით, დაჯარიმდა 50 ათასი ლარით… სამუშაოები შესაძლოა თუ გამოსწორდება მითითებული პრობლემები, რის გამოც კომპანიას მიეცა …
Continue reading “„ორბის“ ბეტონის ქარხანა ბათუმში 50 ათასი ლარით დააჯარიმეს და გააჩერეს”
„თუ გამამტყუნებს სასამართლო, დავანგრევ“ – ყოვლისშემძლე „ორბის“ გავლენები
„ურთულესი სიტუაციააა….! წუხელ მთელი ღამე ცემენტს ამუშავებენ ამ შუა ქალაქში. მხოლოდ იმას ვითხოვთ 12 საათის მერე მაინც შეწყდეს. არა ვართ არც მშენებლობის და არც განვითარების წინააღმდეგი. მხოლოდ შუა ღამისას შეწყდეს ეს ხმაური. არ აღვწერ დანარჩენს რასაც განვიცდით. დაგვეხმარეთ, გთხოვთ!!!!!“ – ამ სიტყვების ავტორი წუხანდელ, 6 ივნისის ვითარებას აღწერს „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ შეტყობინებაში. ის კომპანია „ორბის“ ქარხნის …
Continue reading “„თუ გამამტყუნებს სასამართლო, დავანგრევ“ – ყოვლისშემძლე „ორბის“ გავლენები”
„ორბის“ უკანონო ცემენტის ქარხანა გარემოს ისევ აბინძურებს, სასამართლო კი საქმეს არ განიხილავს
დღეს 28 მაისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სამშენებლო კომპანია „ორბის“ ცემენტის ქარხანამ ისევ დააბინძურა ჰაერი. მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა 2020 წელს დააჯარიმეს, ქარხანა დღემდე უკანონოდ ფუნქციონირებს, რადგან როგორც მერიაში გვეუბნებიან, ის უნებართვოდ ფუქნციონირებს და არც არც გარემოს დაცვის სტანდარტებს იცავს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფროს ირაკლი მოქიას და ჰკითხა, რა ზომები მიიღო აღნიშნულ ფაქტზე დღეს …
„ყველა აქედან ეზიდება ბეტონს და ფულს აკეთებს“ – ბრძოლა მტვერში ცხოვრების წინააღმდეგ
ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებლები აქციას მართავენ. სწორედ ამ ქუჩის გავლით სამშენებლო კომპანიები ეზიდებიან ბეტონს, რის გამოც სამრეწველო ზონის გვერდით მცხოვრებთ მზიან ამინდში მტვრის ბუღში უწევთ ცხოვრება, წვიმიან ამინდში კი გარშემო ყველაფერი ატალახებულია. „ყველა აქედან ეზიდება ბეტონს და ფულს აკეთებს. 15 ქარხანაა აქ, რომლებიც ძალიან კარგ შემოსავალს იღებენ. მათ შორისაა „ორბი“ და „ანაგი“ – ბეტონს ეზიდებიან. …
„ორბის“ უკანონო ბეტონის ქარხანა ქალაქის ცენტრში 3 წელია მუშაობს – რა გააკეთა მერიამ
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ირაკლი მოქიამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას, კომპანია „ორბის“ ე.წ ბეტონის ქარხანა უკანონოდ ფუნქციონირებს. ეს ქარხანა დასახლებაში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, რადგან საწარმო პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს შორის დგას და გარემოს აბინძურებს. ირაკლი მოქიას თქმით, 2018 წელს „ორბი“ უკანონო საწარმოს ფუნქციონირებისთვის დააჯარიმეს კიდეც …
რას თხრის „ორბი ჯგუფი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან
ბათუმის სასპორტო სკოლასთან, ფიროსმანის ქუჩაზე რამდენიმე დღეა, სავარაუდოდ, გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის იჯარით აქვს გადაცემული კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმი“-ს. „ორბი“ სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიას სამშენებლო მასალების დასაწყობებისთვის იყენებს, ასევე ამუშავებს ბეტონის ქარხანას. კომპანია სკოლის შენობის უკან ორ ცათამბჯენს აშენებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით …
Continue reading “რას თხრის „ორბი ჯგუფი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან”
ბახმაროში „ორბს“ საქართველოს მთავრობამ 9 ნაკვეთი 1 ლარად გადასცა
კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობები საქართველოს მთავრობამ „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია. კომპანიამ სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებაზე 5 წლის ვადაში უნდა აამოქმედოს არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო/სასტუმროები, კომერციული ფართობ[ებ]ი, კვების ობიექტ[ებ]ი, სპორტული მოედნები და სხვ. განკარგულების მიხედვით, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი 2019 წლის …
Continue reading “ბახმაროში „ორბს“ საქართველოს მთავრობამ 9 ნაკვეთი 1 ლარად გადასცა”
„ორბმა“ თამარის დასახლებაში „კაისა“ და ზღვისპირა ტერიტორია იყიდა
ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ჭადრაკის სახლი „კაისა“ და მის მიმდებარედ 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორია კომპანია „ორბი ბიზნესცენტრმა“ 4 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. კომპანიის დირექტორის, ირაკლი კვერღელიძის განცხადებით, მუშაობენ კონცეფციაზე და ამ დროისთვის არ აქვთ გადაწყვეტილი ამ ადგილზე კონკრეტულად რა უნდა აშენდეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „სვეტი ჯგუფი“ ოლიმპიური ქალაქის აშენებას გეგმავდა. პროექტი ჩავარდა. „სვეტის“ საკუთრებაში აქ …
Continue reading “„ორბმა“ თამარის დასახლებაში „კაისა“ და ზღვისპირა ტერიტორია იყიდა”
ბათუმში მშენებარე ობიექტზე კოშკურა-ამწე წაიქცა
დღეს გამთენიისას, კაჩინსკების ქუჩაზე, 39-სართულიანი შენობის მშენებლობის ობიექტზე კოშკურა-ამწე წაიქცა. როგორც “ბათუმელებს” ადგილზე განუცხადეს, არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაზიანდა ქვაფენილისა და აუზის ნაწილი, რომლის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებს “ორბი ჯგუფის” ხელოსნები ახორციელებენ, კოშკურა-ამწესთან დაკავშირებულ სამუშაოებს კი “ორბი ჯგუფის” ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია – შპს “მირაჟი”. ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის დირექტორის, ომარ ბერიძის განმარტებით, კოშკურა-ამწის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე …
Continue reading “ბათუმში მშენებარე ობიექტზე კოშკურა-ამწე წაიქცა”