„სააგიტაციო მასალის დაზიანება ისჯება საარჩევნო კოდექსით და არა სისხლის კოდექსით“, – წერს ფეისბუქზე ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი. 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას. მეგი დიასამიძე წინასწარი დაკავების …
Tag Archives: ნინო ლომჯარია
ვინ როგორ შეიძლება გახდეს დამკვირვებელი არჩევნებზე? – ინტერვიუ
„ბევრი წუხს, რომ შეიძლება არჩევნები გაყალბდეს ან მანიპულაცია იყოს. იქ, სადაც არის ობიექტური და მომზადებული დამკვირვებელი, ამის შანსი ნაკლებია,“ – ამბობს ნინო ლომჯარია, რომელიც მოხალისე დამკვირვებლებს ელის. დამკვირვებლობის მსურველებმა განაცხადების შევსება უკვე დაიწყეს. იმიტომ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სამოქალაქო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა წელს გადაწყვიტა, კოალიციურად დააკვირდეს არჩევნებს. სადამკვირვებლო მისიის – „ჩემი …
Continue reading “ვინ როგორ შეიძლება გახდეს დამკვირვებელი არჩევნებზე? – ინტერვიუ”
რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, თავისი არჩევანი რომ არ დაანებოს ხელისუფლებას – დისკუსია
„სასწაული ამბავი მოვისმინეთ“ – რიჟვაძის თავდასხმა სახალხო დამცველზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, სახალხო დამცველის მიერ „ავარიული სახლების“ პროგრამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საკითხს გამოეხმაურა, ნინო ლომჯარია გააკრიტიკა და თქვა, რომ ის „ნაცების სახალხო დამცველი“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან შეზრდილი“ ორგანიზაციის ხელმძღვანელია. „როგორც მოგეხსენებათ, მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის არის ავარიული სახლები და ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები 3000 ოჯახის მდგომარეობა და სულ რამდენიმე წუთის …
Continue reading “„სასწაული ამბავი მოვისმინეთ“ – რიჟვაძის თავდასხმა სახალხო დამცველზე”
არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი, თავს ნუ გვჭრი – სახალხო დამცველი ღარიბაშვილს
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ფეისბუქზე ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას. „ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!“ – წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში მის საპასუხოდ მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. აქცია დღეს, 28 თებერვალს, 7 …
საქართველოში 13 ქალი მოკლეს 9 თვეში – ფემიციდის საგანგაშო სტატისტიკა
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში კვლავ საგანგაშოა ფემიციდის სტატისტიკა. 2021 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი – სექტემბერი) საქართველოში 13 ქალი მოკლეს, საიდანაც 5 შემთხვევაში ოჯახში დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ხოლო 8 შემთხვევაში – სხვა მოტივი. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს ასევე დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგანაც ოჯახში დანაშაულის ნიშნით 11 ფაქტი იყო ჩადენილი. …
Continue reading “საქართველოში 13 ქალი მოკლეს 9 თვეში – ფემიციდის საგანგაშო სტატისტიკა”
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია და შიმშილობას აცხადებს – სახალხო დამცველი
მიხეილ სააკაშვილი თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად, აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა, 1 ოქტომბერს დააკავებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „როგორ შემოვიდა საქართველოში და რა გზებით, მას არ სურს, რომ ვისაუბრო და არ გვისაუბრია, სიღრმისეულად …
რას ფიქრობს ირაკლი ღარიბაშვილი ნინო ლომჯარიას მიერ არჩევნების გადადების თხოვნაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს მესტიაში მერობის კანდიდატის წარდგენაზე, სახალხო დამცველის მიერ არჩევნების გადადების მოწოდება შეაფასა, როგორც, ერთგვარად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული გეგმა. „გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი, ვიმეორებ, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ეს ეგრეთ წოდებული ოპონენტები და ოპოზიცია, დაიწყეს საუბარი, რომ ხომ არ გადავდოთ არჩევნები და ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. …
Continue reading “რას ფიქრობს ირაკლი ღარიბაშვილი ნინო ლომჯარიას მიერ არჩევნების გადადების თხოვნაზე”
საფრთხის შემცველი და დასაგმობია პარლამენტარის მიერ ბავშვზე ძალადობის გამართლება – ომბუდსმენი
სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ პარლამენტის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ბავშვის უფლებებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებები პარლამენტმა, „პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ საფუძველზე განიხილოს. პარლამენტარი ვახტანგ მეგრელიძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ბავშვების მიმართ ძალადობას ამართლებდა და ამბობდა, რომ მშობელს უფლება აქვს ფიზიკურად იძალადოს შვილზე. „პარლამენტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი არასრულწლოვნებს განუმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი არასწორია, …
ფარული ჩანაწერის შინაარსი ავთენტურობის დადგენის შემდეგ უნდა შეფასდეს – ნინო ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფარული ჩანაწერების თემას ფეისბუქით გამოეხმაურა. სახალხო დამცველი წერს: „წლებია საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია. მრავალი წელია საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის …
“სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი” – ვოლსკი ნინო ლომჯარიაზე
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას „ნაცდამცველს“ უწოდებს და ამბობს, რომ დროა „ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს“. „სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, რომელიც აბსოლუტურად, მთელი ცხოვრების მანძილზე, ვერ ჩამოიშორებს აი, ამ შეფასებას. ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ჯობია და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა აკავებდნენ. რამდენად გადააჭარბა თუ …
Continue reading ““სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი” – ვოლსკი ნინო ლომჯარიაზე”
“ის გაკოტრებული ადამიანია” – აჭარის მაუწყებლის მრჩეველი სახალხო დამცველზე
„საქართველოს ჰყავს ყველაზე არაკომპეტენტური სახალხო დამცველი, რაც აქამდე ჰყოლია. მე პირადად არანაირი ნდობა ნინო ლომჯარიას მიმართ არ მაქვს. ის არც კომპეტენტურია, არც მიუკერძოებელი და არც ყველას უფლებას არ იცავს,“ – ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა საბჭოს სხდომაზე გააკეთა. „ეს ბევრჯერ დავადასტურე მე. პირველი, რაც მინდა ვთქვა, დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. …
Continue reading ““ის გაკოტრებული ადამიანია” – აჭარის მაუწყებლის მრჩეველი სახალხო დამცველზე”
„საგანგაშო ვითარებაა“ – ომბუდსმენი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მივიდა
დღეს, 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მივიდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. იგი აპირებს სხდომას დაესწროს და გაესაუბროს მხარეებს. სახალხო დამცველის თქმით, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ისევ აჩენს კითხვებს, რომ ეს არ არის ადმინისტრაციული ცვლილება და საქმე გვაქვს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობასთან: „მაქვს სურვილი, რომ გავესაუბრო მხარეებს და გამოვხატო ჩემი პოზიცია. …
სახალხო დამცველი აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეშფოთებას გამოთქვამს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ მიმდინარე მოვლენების გამო, რაც მისი განცხადებით, „საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე“. „გასათვალისწინებელია, რომ ტელეკომპანია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოირჩევა თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით, რაც არაერთხელ დადასტურდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც …
Continue reading “სახალხო დამცველი აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს”
სახალხო დამცველი: შეწყვიტეთ თანამშრომელთა იძულება 14 დეკემბერის აქციაში მონაწილეობაზე
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც რეგიონებში მოსახლეობას 14 დეკემბერს მმართველი პარტიის მიერ თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ. სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ასახელებს სავარაუდო ზეწოლის ქვეშ მყოფ ჯგუფებს, ესენი არიან: ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების თანამშრომლები, მათ შორის, აჭარაში. „აჭარის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, …
სახალხო დამცველი: „კონტრაქციები გამოსავალი არ არის“
„კონტრაქციები გამოსავალი არ არის. ეს უფრო ამძაფრებს და აღვივებს პროცესს. გამოსავალი არის მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯები,“ – განაცხადა დღეს, 5 დეკემბერს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბათუმში. იგი დღეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტებსა და დირექტორს შეხვდა. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა ისიც, რომ გამოხატვის უფლებით ყველა სარგებლობს, თუმცა ქვეყნის პოლიტიკური ისტორია აჩვენებს, რომ კონტრაქციები ხშირად ფიზიკური დაპირისპირებით სრულდება. „ჩემთვის მიუღებელია …
Continue reading “სახალხო დამცველი: „კონტრაქციები გამოსავალი არ არის“”
რა თქვეს ომბუდსმენმა და გიორგი კოხრეიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ
„მე მას ვუთხარი, რომ ეს არის არაჯანსაღი და აუცილებლად აისახება ტელევიზიის სამომავლო საქმიანობაზე,“ – ამბობს ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი. იგი დღეს, 5 დეკემბერს, აჭარის მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს შეხვდა. „ფაქტია, რომ არსებობს კონფლიქტური სიტუაცია უფროსსა და იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც ქმნიან ნიუსს. მე მას ვუთხარი, რომ რთული იქნება ამ პირობებში მუშაობა ჟურნალისტებისთვის და ასევე, …
Continue reading “რა თქვეს ომბუდსმენმა და გიორგი კოხრეიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ”
ომბუდსმენი ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ: ბორდის ჩამოყალიბების წესი შესაცვლელია
„როდესაც ბორდი არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიის მიერ, მის მიერ წარდგენილი პირები, სავარაუდოდ, ატარებენ პარტიისთვის სასურველ პოლიტიკას,“ – აღნიშნა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს, 5 დეკემბერს, „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ. სახალხო დამცველი აჭარის მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენების შესასწავლად პირადად ჩამოვიდა ბათუმში და ამჯერად ტელევიზიის ახალ დირექტორს – გიორგი კოხრეიძეს შეხვდება. გარდა იმისა, რომ სახალხო დამცველი …
Continue reading “ომბუდსმენი ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ: ბორდის ჩამოყალიბების წესი შესაცვლელია”
რივიერაზე მშენებლობა საშიშია – პრემიერს და გარემოს მინისტრს გზშ-ს მოთხოვნით მიმართეს
ბათუმი რივიერაზე ცათამჯენების მშენებლობის რისკების შესახებ საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ. განცხადების ავტორები მოითხოვენ, კონცხზე დაგეგმილი მშენებლობიდან გამომდინარე სავარაუდო რისკებისა და კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რის მომზადებაც მშენებელი კომპანიისთვის სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუვალებია. განცხადების შინაარს …
ჩაბუქის „ღია წერილი ქართველ ქალებს“ – წულუკიანს, ჩიჩუას, ლომჯარიას, ბესელიას, ჯაშს, გვენეტაძეს
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი განცხადებას ავრცელებს – მისი ადრესატები სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი გადაწყვეტილების მიმღები ქალები არიან. ჩაბუქი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, სამართალდამცავებმა თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქი ფეთულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია „ფეტოსთან“ თანამშრომლობს, თურქეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაციაა და ჩაბუქის ექსტრადირებას ითხოვს.ჩაბუქი საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი …