25 დეკემბერს ბათუმში ნაძვის ხის ანთებას და მხოლოდ საბავშვო კონცერტებს გეგმავენ

25 დეკემბერს მერია ბათუმში ნაძვის ხის ანთებას და საბავშვო კონცერტს გეგმავს. მერიის ინფორმაციით, ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს 20:00 საათზე, საბავშვო კონცერტის შემდეგ აანთებენ. საბავშვო კონცერტი დაიწყება 15:00 საათზე და 18:00 საათამდე გაგრძელდება. წარმოდგენას გამართავენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები. 18:00 საათიდან 22:00 საათამდე კი გაიმართება კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით. ისევე როგორც ნაძვის ხე, საკონცერტო სცენაც ევროპის …

ხელვაჩაურში უკანონოდ მოპოვებული სოჭის ტოტები ამოიღეს – დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარასა და შიდა ქართლში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში მოქალაქემ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოიპოვა სოჭის სახეობის ხის ტოტები, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარის მიმდებარედ, მოქალაქეს 15 ერთეული ნაძვის სახეობის ხე-მცენარე უკანონოდ გადაჰქონდა. დეპარტამენტის აჭარისა და გურიის, ასევე შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოების …

ეძღვნება ბავშვებს, რომლებსაც ნაძვის ხე არასდროს ჰქონიათ

თოვს. ფანჯარას ჯვრის ფორმის ვიწრო ხის ნაჭრებში გაჭედილი შუშა ჩამოჰქცევია. ალბათ სიცივეს ვერ გაუძლო. მთელი ღამე ყინავდა. ძალიან ცივა ახლაც. დედამ, რომელიც 4 შვილს გვზრდის, მისაღებ ოთახში, იატაკზე გაგვიშალა ლოგინი. აქ შეშის ღუმელი დგას, სხვა ოთახებში – არა. სიცივისთვის არ ვემეტებით. თვითონაც გვერდით მოგვიწვა. ღამით რამდენჯერმე ადგა, ღუმელს შეშა შეუკეთა. მე დამსხვრეულ შუშას ვხვეტ. ჩემი …

მოქალაქეებს 80 ნაძვის ხე ჩამოართვეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში გამოვლინდა წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტი. „მოქალაქეები, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული 80 ერთეულამდე ნაძვის სახეობის ხე-მცენარეს უკანონოდ ჰყიდნენ. წიწვოვანი ხე-მცენარეები დაილუქა და შედგა შესაბამისი აქტები“- წერს ზედამხედველობა. წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე, გათვალისწინებულია ჯარიმა 200-დან 2000-ლარამდე, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც. მათივე ინფორმაციით, …

შუახევი ახალ ნაძვის ხეში 55 700 ლარს გადაიხდის

შუახევი წელს ახალ ნაძვის ხეს აჭარის ბიუჯეტის სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში იყიდის. ახალი ნაძვის ხე [ვარსკვლავის ჩათვლით] მაქსიმუმ 11,5 მეტრი სიმაღლის იქნება და ის დაბაში 21 დეკემბრამდე უნდა დაიდგას. საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად მუნიციპალიტეტმა ტენდერი 56 ათასი ლარით გამოაცხადა, შეთავაზების ფასის კლების ბიჯი კი, 300 ლარია. პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობა ნაძვის ხის მიწოდება-მონტაჟი, საკუთარი ხარჯებით …

ქედა საახალწლო ნაძვის ხეს 140 ათას ლარად იყიდის

ახალ საშობაო ნაძვის ხეს წელს ქედაშიც დადგამენ. ნაძვის ხის შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი 141 ათას 600 ლარით გამოაცხადა. ხელოვნური ნაძვის ხე კონუსის ფორმის და, მთლიანობაში, 17 მეტრი სიმაღლის იქნება. ტენდერის პირობის მიხედვით: „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობაო ნაძვის ხის მიწოდება მონტაჟით; საქონელი უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს დანართში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს/მახასიათებლებს. ნაძვის ხის მონტაჟის …

ბათუმში ნაძვის ხე აანთეს – Live

დღეს, 20:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე აანთეს. ბათუმში საახალწლო ღონისძიებები წელს 20 დეკემბერს დაიწყება და 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებებზე, რომლებიც ევროპის მოედანზე იმართება, ქალაქის ბიუჯეტიდან 433 400 ლარი დაიხარჯება. 31 დეკემბერს გაიმართება გალაკონცერტი.

ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს წელს ევროპის მოედანზე დადგამენ

ბათუმის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს წელს ევროპის მოედანზე დადგამენ. შესაბამისად, 31 დეკემბერს მთავარი საახალწლო კონცერტიც ევროპის მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზე გაიმართება – ამის შესახებ ბათუმის მერიის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს. მერიაში გვითხრეს ისიც, რომ წელს ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს განსხვავებულად მორთავენ და  მას ოქროსფერი ქოლგებით აღარ გააფორმებენ. ახალი ნაძვის ხის კონცეფციაზე მერიაში არ საუბრობენ: „ სიურპრიზად დავტოვოთ“. საახალწლო …

სად როგორ მორთეს მთავარი ნაძვის ხეები საქართველოში

წელს უჩვეულო ახალი წელია. კოვიდპანდემიის პირობებში მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ დღესასწაულები მოკრძალებულად უნდა აღინიშნოს და საახალწლო განათებებზე დიდი რესურსი არ უნდა იხარჯებოდეს მაშინ, როცა 9 საათის შემდეგ გადაადგილება დიდ ქალაქებში აკრძალულია. ვნახოთ რომელ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში როგორ მორთეს მთავარი ნაძვის ხეები. წყალტუბოს მინიციპალიტეტი  ჩოხატაური ხაშური ქუთაისი ყვარელი ფოთი სამტრედია რუსთავი ლანჩხუთი თელავი ზუგდიდი ზესტაფონი ვანი …

ავსტრალიაში კოალა სახლში შეიპარა და ნაძვის ხეზე აძვრა

ავსტრალიელ ქალს სახლში ნაძვის ხეზე უჩვეულო მორთულობა – ნამდვილი კოალა დახვდა.  ცნობისმოყვარე კოალას ფოტოებს CNN-ი ავრცელებს. უჩვეულო სტუმრით გაოცებულმა ამანდა მაკკორმიკმა, რომელიც სამხრეთ ავსტრალიაში, ქალაქ ადელაიდეს მახლობლად, კორომანდელის ხეობაში ცხოვრობს, კოალების გადამრჩენელთა ადგილობრივ ორგანიზაციაში დარეკა. „ამ საღამოს ჩვენს ცხელი ხაზის ოპერატორს დაურეკეს. თავდაპირველად მან იფიქრა, რომ ეხუმრებოდნენ. მაგრამ არა, საშობაო სულისკვეთებით შეპყრობილი კოალა ამანდა მაკკორმიკის …

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხეს დღეს, 21:00 საათზე აანთებენ

დღეს, 26 დეკემბერს, ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ. საზეიმო ცერემონიალი ბავშვებისთვის 5:00 საათიდან დაიწყება, ნაძვის ხეს კი საღამოს 21:00 საათზე აანთებენ. ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთება მერიას გუშინ, 25 დეკემბერს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გააუქმეს. ბათუმში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წელს …

წიწვოვანი ხეების მოპოვება-რეალიზაციაზე კონტროლი 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, წინასაახალწლოდ, ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს დეპარტამენტი, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, 24-საათიან რეჟიმში განახორციელებს. წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე. ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული …

ბათუმის ბულვარში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა თითქმის დასრულებულია

ბათუმის ბულვარში მთავარი ნაძვის ხის აწყობა თითქმის დასრულებულია, უახლოეს დღეებში მის მორთვას დაიწყებენ, ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორის ჯონი საბაშვილის ინფორმაციით ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ახალი აქსესუარები დაემატება და  განსხვავებული ელფერი მიეცემა.   როგორც უკვე ცნობილია 2020 წელს მთავარი საახალწლო კონცერტი ბათუმში ტრადიციულად ევროპის მოედანზე აღარ გაიმართება. ბათუმის მერია ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას ცვლის. მთავარი კონცერტის …

წელს ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს ბულვარში მრგვალ შადრევანზე დადგამენ

2020 წელს ბათუმში ტრადიციულად ევროპის მოედანზე აღარ შეხვდებიან. ბათუმის მერია ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას ცვლის, მთავარ ნაძვის ხეს ბათუმის ბულვარში, მრგვალ შადრევანზე დადგამენ. მთავარი კონცერტის სცენა კი, საზაფხულო თეატრთან დამონტაჟდება. ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, მთავარ კონცერტში მონაწილეობას ისევ ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე კი ტენდერი ჯერ კიდევ  გამოცხადებული არ არის. ჯონი …

ბათუმში მთავარ ნაძვის ხესთან ფოიერვერკი ჰაერის ნაცვლად მიწაზე აფეთქდა – დაშავდა ოთხი ადამიანი

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან  პიროტექნიკის აპარატი გადაყირავდა, რის შედეგადაც ფოიერვერკი ჰაერის ნაცვლად ადგილზე აფეთქდა. შედეგად  ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის უცხოელი ტურისტები. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ოთხივე დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა 12 საათზე მოხდა. ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ახალი წლის ღონიძიებების ორგანიზებაზე პასუხისმგებლი იყო შპს „ნიუ დიზაინი“. კულტურის …

ბათუმში პიროტექნკით დაშავებული 12 წლის ბიჭი თბილისში გადაჰყავთ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი, რომელმაც პიროტექნიკით ხელის მტევანი დაიზიანა, თბილისში გადაჰყავთ. ზაალ მიქელაძის განმარტებით: „მას შედარებით მძიმე ფორმის დამწვრობა აქვს და მიკრო ჩარევა დასჭირდება“. დღეს ბათუმში პიროტექნიკით ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ევროპის მოედანზე, ორი კი ბავშვია. მინისტრის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე პიროტექნიკის არასწორად აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. [two_third last=”no”]Content[/two_third][two_third last=”no”]Content[/two_third]

დღეს, 20:00 საათზე, ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ. საზეიმო ღონისძიება საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხის ანთებამდე დაიწყება საზეიმო კონცერტი. ევროპის მოედანზე უკვე დამონტაჟებულ სცენაზე დღეს გამოვლენ: აკე პატარაია თავისი ბენდით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ ბენდი – BSU JAZZ ბენდი „სალიო“ მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაძვის ხეს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე …

ახალ წლამდე დარჩა 11 დღე – მერიამ საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორი ვერ შეარჩია 

ახალ წლამდე 12 დღე რჩება.  გუშინ შეწყდა ტენდერი, რომელსაც ღონიძიებების ორგანიზატორი უნდა გამოევლინა – ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა. მერიამ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპის შემდეგ ტენდერი შეწყვიტა. ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა გუშინვე გამოაცხადა გამარტივებული ტენდერი, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის მცირე დრო რჩება და ორგანიზატორ კომპანიას მუშაობა ფორსმაჟორში მოუწევს, შესაბამისად, შემცირდა წინა ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და …

დაკიდული ნაძვის ხე ბულვარში

ბათუმის ბულვარში საახალწლო ნაძვის ხე 29 დეკემბერს აანთებენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში წელს განსხვავებული სტილის ნაძვის ხე დადგეს. ნაძვის ხე დაკიდულია და ფერებს იცვლის. ახალი ნაძვის ხისა და განათებების შესაძენად ბათუმის ბულვარმა  148 ათასი ლარი დახარჯა. „საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული  თაღი, ასევე ლედპროექციით განათდა ბულვარის კოლონადები. …

გარემოს ზედამხედველობა: ნაძვის უკანონო ჭრა ჯერჯერობით არ გამოვლენილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაძვის ხეების უკანონოდ მოჭრის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. „ჭრის შემთხვევები არის, თუმცა ყველა შემთხვევაში არსებობს ნებართვა. ნაძვის ხის მოჭრა დასაშვებია საკუთარ ტერიტორიაზე, ასევე, სანერგეები აქვთ და ყიდიან, ასევე იმპორტირებული ნაძვებია, რომლებსაც ყიდიან. ტოტებით აწყობილ ნაძვის ხეებს ყიდიან, თუმცა ყველგან ჰქონდათ ნებართვა. ამ …

ორი ნაძვის ხე, რომელიც ფეისბუქზე მხიარულების მიზეზი გახდა

საქართველოს ქალაქებში დადგმულ ნაძვის ხეებს შორის, ჯერჯერობით, ქობულეთის ნაძვის ხემ მიიქცია ყველაზე დიდი ყურადღება. მართალია, ამ ფოტოზე არა ნაძვის ხე, არამედ საახალწლოდ მორთული განათების ბოძია ასახული, მაგრამ ამას ხელი ფოტოს პოპულარობისთვის არ შეუშლია. ფეისბუქის ზოგიერთმა მომხმარებელმა დეკორაციას „ქობულეთის ნაძვის ხის სული“ უწოდა. ქობულეთი წელს ჯერ კიდევ ნაძვის ხის დადგმამდე მოექცა ყურადღების ცენტრში, მას შემდეგ, რაც ცნობილი …

საახალწლო ნაძვის ხის ოცი იდეა

ნაძვის ხის აწყობა აუცილებელი საახალწლო რიტუალია. უმრავლესობა ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადება, დიდხანს და საგულდაგულოდ არჩევს ნაძვს და სათამაშოებს. ნაძვის ხის მორთვა განსაკუთრებით ბავშვებს ახარებთ, მაგრამ საბოლოოდ უფროსებიც სიხარულით ერთვებიან ახალი წლის მთავარი ატრიბუტის, ნაძვის ხის  მორთვაში. ხელოვნური ნაძვი, რომელიც ბუნებრივს ჰგავს, დიდია და ლამაზი, საკმაოდ ძვირი ღირს. თუ ფიქრობ, რომ დღესასწაული მალე გადის და ხელოვნურ …

ბათუმმა ქობულეთს ნაძვის ხე ათხოვა

ბათუმის მუნიციპალიტეტმა ქობულეთს ნაძვის ხე ათხოვა. ქობულეთის მერია ნათხოვარ ნაძვის ხეს მერიის წინ მდებარე მოედანზე დადგამს. ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქობულეთის მერიამ მიმართა თხოვნით და იგი დაკმაყოფილდა. ბათუმის მერიამ ქობულეთს ის ნაძვის ხე გადასცა დროებითი სარგებლობის უფლებით, რომელიც გასულ წელს ორბელიანის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის სკვერში იდგა. რატომ დასჭირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტს ნაძვის ხის თხოვება? …

ბათუმში ორი ნაძვის ხე დაიდგმება

6 მაისის პარკთან ნაძვის ხეს დგამენ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალეკო თევზაძე ამბობს, რომ ნაძვის ხის მორთვა რამდენიმე დღეში დასრულდება. მისი თქმით, ნაძვის ხის დადგმა 6 მაისის პარკთან ფინანსურ დანახარჯებს არ გამოიწვევს და ამას სააგენტო თავისი ძალებით აკეთებს. ნაძვის ხის მორთვა უკვე დასრულდა ბათუმის ევროპის მოედანზე. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხე ორბელიანის ქუჩაზე, …

ბათუმში ევროპის მოედანზე ნაძვის ხის დადგმა დაიწყეს

ევროპის მოედანზე ნაძვის ხის დამონტაჟება დაიწყეს. მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხის დამონტაჟებას და მორთვას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება, ყველა ნათურა კი, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე ტრადიციულად 25 დეკემბერს აინთება. ნაძვის ხის შესაძენად შარშან ბათუმის მერიამ 256 730 ლარი გადაიხადა. ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო დიამეტრი  – 11 მეტრი.

საახალწლო სამზადისი [ფოტო]

ბათუმში, 6 მაისის პარკის შესასვლელთან და ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხეები მონტაჟდება. როინ გუნდაძის ფოტორეპორტაჟი: მერიის საახალწლო ღონისძიებების პროგრამა ბათუმს ახალი ნაძვის ხე ექნება

Exit mobile version