მთავარი,სიახლეები

ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს წელს ევროპის მოედანზე დადგამენ

09.12.2021
ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს წელს ევროპის მოედანზე დადგამენ

ბათუმის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს წელს ევროპის მოედანზე დადგამენ. შესაბამისად, 31 დეკემბერს მთავარი საახალწლო კონცერტიც ევროპის მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზე გაიმართება – ამის შესახებ ბათუმის მერიის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს.

მერიაში გვითხრეს ისიც, რომ წელს ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს განსხვავებულად მორთავენ და  მას ოქროსფერი ქოლგებით აღარ გააფორმებენ. ახალი ნაძვის ხის კონცეფციაზე მერიაში არ საუბრობენ: „ სიურპრიზად დავტოვოთ“.

საახალწლო ნაძვის ხის გასაფორმებლად 200 მანათობელი „ქოლგა“ 2019 წელს შეისყიდეს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაძვის ხეს სწორედ ამ დეკორაციით რთავდნენ.

ბოლო ორი წელია მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს ბათუმის ბულვარში შადრევნებთან დგამდნენ.

საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 699 910 ლარია გამოყოფილი. ამ ტენდერში წინადადებების მიღება დაწყებულია და ხვალ, 10 დეკემბერს, დასრულდება.

გარდა ამისა, ღონისძიებებში, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართება, ქალაქის ბიუჯეტიდან 433 400 ლარი დაიხარჯება. გალა კონცერტი კი 31 დეკემბერს გაიმართება.

ბათუმის საახალწლოდ მოსართავად 700 ათასი ლარი დაიხარჯება

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: