117 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოში სოფლის მოსახლეობა – საქსტატი

საქართველოში სოფლის მოსახლეობა 2014 წელთან შედარებით 117 044 ადამიანით არის შემცირებული. ეს არის მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2026 წლის 22 ივნისს გამოაქვეყნა. საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში სულ 3 617 სოფელია. აქედან 200 სოფელში 2024 წლისთვის მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება. 40  სოფელში კი მხოლოდ 1 მოსახლე ცხოვრობს.  გვაქვს ასევე 42 …

მოსახლეობის აღწერის შედეგებით, საქართველოში 3 929 581 ადამიანი ცხოვრობს

დღეს, 22 ივნისს, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მოსახლეობის საყოველთა აღწერის შედეგები წარმოადგინა. საქსტატის ინფორმაციით, აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვრობა 2024 წელს 3 929 581 ადამიანით განისაზღვრა. ამავე წყაროს ცნობით, 2014 წელთან შედარებით, მოსახლეობის რიცხოვრობა გაზრდილია 5,8%-ით. „რიცხობრივ გამოსახულებაში ეს გახლავთ 216 000 კაცი“. მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% კაცი. აღწერის შედეგების მიხედვით გამოვლინდა …

„მინიმუმ სამი შვილი უნდა გააჩინონ წყვილებმა, რომ შობადობის მატება იყოს ქვეყანაში“ – დემოგრაფი

„შვილის ყოლა საქართველოში კვლავ რჩება საკმაოდ ძლიერ ღირებულებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ [წყვილი] გააჩენს ორ ან სამ ბავშვს“, – ამბობს ლელა მენაბდიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი. რა განაპირობებს საქართველოში შობადობის კრიტიკულად შემცირებას და აქვს თუ არა სახელმწიფოს ოჯახების გაძლიერების პოლიტიკა? – ამ თემაზე ესაუბრა ლელა მენაბდიშვილს „ბათუმელები“. ქალბატონო ლელა, …

„თავისუფლების მოედანი“ აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს

დღეს, 25 აპრილს, პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედანის“ წარმომადგენლებმა ბათუმში ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ აჭარის მაღალმთიანეთში მოსახლეობას შეხვდებიან. „შემოვივლით მთელ აჭარას, რათა შევხვდეთ რაც შეიძლება მეტ თანამოქალაქეს და მოვისმინოთ მათი გულისტკივილი და სურვილები, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ვაქციოთ პოლიტიკურ სამოქმედო გეგმად. იმისთვის, რომ მთელი ეს მხარე გამოვიყვანოთ იმ პოლიტიკური ჭაობიდან და იზოლაციიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ …

აჭარის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ბათუმში ცხოვრობს – სტატისტიკა

საყოველთაო აღწერის დაზუსტებული მონაცემებით აჭარაში 402 929 ადამიანი ცხოვრობს, აქედან ნახევარზე მეტი – 235 668 ადამიანი ცხოვრობს ბათუმში. ანუ აჭარის მთლიანი მოსახლეობის 58,4 პროცენტი. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, საქსტატის მიერ დაზუსტებული მონაცემები ასეთია: ქედის მუნიციპალიტეტი – 14 697 ადამიანი ქობულეთის მუნიციპალიტეტი – 74 027 შუახევის მუნიციპალიტეტი  – 11 104 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – 51 091 ხულოს …

„არ გვაქვს საკვები, წყალი, გზა, გაზი, დატბორილია სახლები“ – მოსახლეობა ლაგოდეხში შველას ითხოვს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე სოფელი მთლიანად დაიტბორა. როგორც ადგილობრივმა მოსახლემ „ბათუმელებს“ უთხრა, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სოფლებში – უზუნთალაში, კაბალსა და განჯალოში. ფერი აღაჯანოვა სოფელ უზანთალაში ცხოვრობს. ის გვიყვება, რომ წყალმა სახლებში შეაღწია, რის შედეგადაც მოსახლეობას ფქვილი და სხვა საკვები პროდუქტები გაუფუჭდა. აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა სასმელი წყლისთვის ჭას იყენებს. ფერის თქმით, ადიდებული წყალი ჩავიდა ჭებშიც, …

ამომრჩეველი და მოსახლეობა – ცესკო და საქსტატი ამბობს, რომ მათი მონაცემების შედარება არ შეიძლება

საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარედება. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში მცხოვრებთა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მყოფი ადამიანების რაოდენობის შესახებ, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი მოქალაქე იმყოფება ამ დროისთვის საქართველოში. ასეთი არც ოფიციალური სტატისტიკა არსებობს. საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში და რამდენი იმყოფება საზღვარგარეთ ამის დადგენა, როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, მხოლოდ საყოველთაო …

რამდენი ამომრჩეველია ბათუმისა და აჭარის სხვა ოლქებში – ცესკოს მონაცემები

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის საარჩევნო ოლქებში, ჯამში, 312 328 ამომრჩეველია საერთო სიაში. ეს 2 316 ამომრჩევლით ნაკლებია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მონაცემებით, 2024 წლისთვის [10 სექტემბრის მდგომარეობით], 2021 წელთან შედარებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გაზრდილია მხოლოდ ბათუმში – 3 585 ამომრჩევლით, ხოლო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში …

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება – როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში 2023 წლის 9 მაისამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არსებული შენობებისა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები შინამეურნეობების/ოჯახების სიების შედგენა მიმდინარეობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს კახეთშიც და პროცესი წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების [მათ შორის ხულოს, შუახევისა და ქედის] გარდა. …

2024 წლის აღწერისთვის საქსტატმა საცხოვრებლების შემოვლა დაიწყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საველე სამუშაოებს იწყებს მოსახლეობის 2024 წლის აღწერისთვის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირველი ეტაპის სამუშაოები მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში  ტარდება და მიზნად ისახავს რუსთავის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში არსებული შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენას. „მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, რომლის დროსაც გამოიყენება პლანშეტური კომპიუტერები. პირველი ეტაპის …

2022 წლის 15 ნოემბერს მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს – გაერო

2022 წლის 15 ნოემბერს მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს. მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ტემპების დაცემის ფონზე, გლობალური მოსახლეობა 2080-იან წლებში დაახლოებით 10,4 მილიარდი იქნება – ამის შესახებ გაეროს უახლეს ანგარიშში წერია. 2023 წელს ინდოეთი გადაასწრებს ჩინეთს და გახდება ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა მსოფლიოში. გაეროს უახლესი პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობა შეიძლება გაიზარდოს დაახლოებით 8,5 მილიარდამდე 2030 წლისთვის და …

სახიფათო ნარჩენები ბათუმის დასახლებაში – ფერმაში რამდენიმე სახის დარღვევა გამოავლინეს

მახვილაურში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მეფრინველეობის ფაბრიკის მეპატრონის მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამს. აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ქათმების ფერმის მეპატრონე არ იცავს სტანდარტებს, რის  გამოც წყლის არხები დაბინძურებულია და მძაფრი სუნი დგას. მოსახლეობამ დღეს, 28 მაისს, გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აღნიშნული ტერიტორია ბათუმის საზღვრებშია. „ქათმების ფერმა დასახლებულ პუნქტშია, საწარმო არ იცავს გარემოს დაცვის სტანდარტებს, ფეკალური მასები …

ქობულეთის 13 სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება

ქობულეთის სოფელ კვირიკეს მოსახლეობის ცნობით, სოფელს რამდენიმე დღეა წყალი არ მიეწოდება. წყლის გარეშე იყო დარჩენილი სოფლის სკოლა და საბავშვო ბაღი. მიზეზების გასარკვევად „ბათუმელები“ ქობულეთის მერიის ორგანიზაციას „ქობულეთის სოფლის წყალს“ დაუკავშირდა, რომლის ხელმძღვანელი ჯემალ გოლიაძე ამბობს, რომ წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი სათავე ნაგებობებში წყლის რაოდენობის შემცირებაა. „მოსახლეობას წყალი მიეწოდება გრაფიკით, რადგან წყლები დაშრა. სათავე ნაგებობებში წყლის …

ვინ ისარგებლა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 2017 წელს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს სოციალური დაცვის პროგრამებით 2 683-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ოფიციალური ინფორმაციით, სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით  625-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამით – 257-მა ბენეფიციარმა, გაიცა 1850 ვაუჩერი. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამით 700-მა  ბენეფიციარმა ისარგებლა, გაიცა 3466 ვაუჩერი. სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის პროგრამით …

საქართველოში 724.1 ბავშვი და 660.9 პენსიონერი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 1 936 700 ქალი და 1 781 500 კაცი. მიუხედავად იმისა, რომ ჯამში ქალების რაოდენობა საქართველოში კაცების რაოდენობას 155 200-ით აღემატება, 30 წლამდე ასაკის გოგონებისა და ქალების რაოდენობა, მკვეთრად ჩამორჩება ამავე ასაკის ბიჭებისა და კაცების რაოდენობას. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა …

სამხედრო პოლიგონზე ჭურვების აფეთქებით მოსახლეობა ისევ ზარალდება

გონიოს სამხედრო პოლიგონზე ვადაგასული ჭურვების აფეთქება კვლავ გრძელდება. რამდენიმე თვის წინ, აფეთქების შედეგად, სოფლის მცხოვრებთა სახლებზე ჩამტვრეული მინების (რომელიც გონიოს საკრებულომ აღრიცხა) სანაცვლოდ – ახალი მხოლოდ მოსახლეობის ნაწილმა მიიღო. დანარჩენები ამბობენ, რომ მათთვის განკუთვნილი მინები საკრებულომ გაყიდა. „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ზურაბ კახიძე ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ სამხედროებისაგან 150 კვ. …

Exit mobile version