საქართველოში სოფლის მოსახლეობა 2014 წელთან შედარებით 117 044 ადამიანით არის შემცირებული.
ეს არის მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2026 წლის 22 ივნისს გამოაქვეყნა.
- საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში სულ 3 617 სოფელია.
- აქედან 200 სოფელში 2024 წლისთვის მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება. 40 სოფელში კი მხოლოდ 1 მოსახლე ცხოვრობს.

საქსტატის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები.
გვაქვს ასევე 42 – ორკაციანი, 31- სამკაციანი სოფლებიც.
10 ადამიანი ცხოვრობს 22 სოფელში. 132 სოფელში კი – თითოეულში სულ ცოტა 5-6-7 ადამიანი.
მუნიციპალიტეტების მიხედვით, მოსახლეობის კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ხულოში. 2014 წელთან შედარებით აქ მოსახლეობა 29.9%-ით შემცირდა. შუახევში კი 26.2%-ით. ორივე მუნიციპალიტეტი აჭარაშია.
მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე ცაგერის (18.2 პროცენტი), წყალტუბოს (15.1 პროცენტი) და ტყიბულის (14.9 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში.
კლების ტენდენცია გვაქვს სხვა რეგიონებშიც. კერძოდ: გურიის რეგიონში – 9.7 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7.6 პროცენტი. მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.8%, კახეთში – 4.6%, იმერეთში 4.3%.





